მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, მის თითოეულ ამოსუნთქვას უგდებდა ყურს, წამში ჩამოემხო თავზე ყველა დალაგებული და გეგმასავით გაწერილი მიზანი. აღარ იცოდა რა როგორ გაეკეთებინა, მხოლოდ ერთში იყო დარწმუნებული არასოდეს დატოვებდა, იცოდა შესაძლო იყო, შესაძლო კი არა, უეჭველიც იქნებოდა გოგო მის სიახლოვეს არ მოისურვებდა, მაგრამ თვითონ ზედმეტად ეგოისტი იყო საიმისოდ რომ 25 წლის განმავლობაში პირველად ნაპოვნი სინათლის სხივი გაეშვა და ისევ სიბნელეში გაეგრძელებინა სავალალო არსებობა. იცოდა ვეღარასდროს გაძლებდა მისი შეხების გარეშე, მისი სხეულის გარეშე, მისი თვალების გარეშე, უნდოდა ანისიას გულს მხოლოდ მისთვის ეძგერა, წლების განმავლობაში დაავადმყოფებულ სულს ვეღარაფერს უშველიდა, რა სატანადაც აქციეს მის გარდაქმნას უკვალოდ ვეღარ შეძლებდა, დატანჯავდა, ძალით დაიმორჩილებდა, თუ საჭირო გახდებოდა ბოლომდე გასტეხავდა მაგრამ დარწმუნებული იყო ვერ გაუშვებდა. უნდა ეპოვნა ის რის გამოც ანისიაც საფრთხეში იყო და მის ანისიასთან ყოფნასაც უქმნიდა საფრთხეს, უნდა ეპოვნა, მაგრამ არ იცოდა როგორ, არ შეეძლო მისთვის მოეყოლა და აეხსნა სიტუაცია, ისევ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით მაინც.
მოუსვენრად ეძინა ანისიას, მის წამოყვირებაზე და უეცარ გვერდის ცვლაზე ბევრჯერ წამოხტა ჰარი და ახლოს მივიდა, უნდოდა მოჰხვეოდა, უნდოდა ეთქვა რომ მასთან იყო და დამშვიდებულიყო, მაგრამ ხვდებოდა რამდენად სარკასტულად გაიჟღერებდა მისი სიტყვები, უკვე მზე ამოსვლას იწყებდა სააბაზანოში რომ შევიდა და ცხელი შხაპის ქვეშ დადგა, იქიდან გამოსულს ანისია გაღვიძებული დახვდა, გაუნძრევლად იწვა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. უკან შებრუნდა ჰარი და გოგოსთვის აბაზანა მოამზადა, ნელა მიუახლოვდა, ის იყო უკვე ხელში უნდა აეყვანა რომ ანისია სწრაფად წამოჯდა ლოგინზე, ხელები ყურებზე მიიფარა და თვალები მჭიდროდ დააჭირა ერთმანეთს, კანკალმა აიტანა, ციებიანივით აძაგძაგებდა. ბიჭი დაიბნა, საშინელი ტკივილი იგრძნო აწ უკვე ძვირფასი ადამიანის მიერ მის მიმართ გამოხატულ ასეთ დამოკიდებულებაზე, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას სხვას რას ელოდა?... ანისიას საწოლთან ჩაიმუხლა და სცადა რაც შეიძლება მშვიდი ხმა ჰქონოდა:
- უნდა დაიბანო ... - ხმა ჩაუწყდა, ვერ გააკონტროლა
ანისიამ ნაწყენი, ზიზღით სავსე თვალებით გახედა ჰარის მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს
- უბრალოდ სააბაზანოში გაგიყვან... უბრალოდ გაგიყვან... - ხელი მისკენ გაიშვირა მაგრამ ანისიამ უხეშად მოიშორა და თვითონ სცადა წამოდგომა, შიშველი იყო და ცალი ხელით ისევ მკერდი დაიფარა, ნელა გადმოდგა ფეხები საწოლიდან და ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა რომ ძალა გამოეცალა და იქვე ჩაიმუხლა. ბიჭი მაშინვე მასთან გაჩნდა, არაფერი მითხრაო ჩასჩურჩულა და ხელში აიტაცა. ჰარი ძველ ჩვევებს ვერ ტოვებდა და მაინც უსირცხვილოდ დაატარებდა მზერას მის სხეულზე, აქა-იქ ჩალურჯებები შენიშნა, ბარძაყებთან სისხლი ჰქონდა შემხმარი, ერთიანად გაყინულიყო და კანკალებდა, ზუსტად იცოდა ბიჭმა რომ სიცივისგან არა. ფრთხილად ჩასვა ვანაში და თვითონ იქვე სკამზე ჩამოჯდა. ამჯერად აღარ უყურებდა, თავი ჰქონდა ჩახრილი, თითქოს ანისიას უხერხულობას არიდებდა თავიდან, დიდხანს იწვა გოგო გაუნძრევლად ცხელ წყალში, საოცრად სიამოვნებდა და შვებას ჰგვრიდა დაჭიმულ კუნთებზე ცხელი წყლის შეხება, მაგრამ არანაირი ძალა არ შესწევდა თუნდაც თითი გაენძრია სხეულის გასასუფთავებლად.
ახლა ნამდვილად იცოდა რომ სიკვდილი შვება იქნებოდა, სულიერადაც განადგურდა და ფიზიკურადაც, ის ერთგულება შეერყა რაც აცოცხლებდა, ის წესიც დაარღვია რისი დარღვევის უფლებას სიცხიანი და ავადმყოფიც არ აძლევდა თავს, განურჩევლად მზიანი, წვიმიანი, ქარიანი თუ თოვლიანი ამინდისა, სამი დღე იყო ზეინი მის წაკითხულს ვეღარ ისმენდა, ორი დღე იყო მათ ოთახშიც აღარ შესულა, არ მიჰფერებია და მისთვის არ უცეკვია... გრძნობდა როგორ ეშლებოდა სიმტკიცე და მოთმინება, როგორ წყდებოდა ნელნელა მისი სიცოცხლესთან დამაკავშირებელი ისედაც გალეული ძაფი. ვერ წყვეტდა მის ხელებზე ფიქრს... რომლებიც უსირცხვილოდ დაიარებოდნენ მის სხეულზე და ისე აბინძურებდნენ ვერასდროს შეძლებდა ჩამორეცხვას, ვერ ივიწყებდა მის ბოროტად მოელვარე თვალებს, სულში რომ უძვრებოდნენ და იმ წმინდა მოგონებებს უშლიდნენ რაც არსებობის ძალას აძლევდა. თითქოს ახლაც გრძნობდა მის სხეულს და გულის რევა უკძაფრდებოდა, აღარასდროს უნდოდა ამ კოშმარის გახსენება მაგრამ ის აქ იჯდა, მასთან, მის სუნსაც კი ნათლად გრძნობდა და არაფრის დავიწყების საშუალებას არ მისცემდა კარგად იცოდა.
- მინდა იცოდე... შენი მეგობარი ცოცხალი მხოლოდ იმიტომაა, რომ შენ ხარ ცოცხალი... - ცდილობდა ფრთხილად ესაუბრა რომ გოგოს გონებამდე მიეღწია თითოეულ სიტყვას - თუ შენ რამე სისულელეს გადაწყვეტ, ვგულისხმობ თავის დაზიანებას, ან რამე მაგავს... მე უბრალოდ მიზეზი აღარ დამრჩება რომ ის ცოცხალი დავტოვო - ზუსტად იცოდა ანისიას მანიპულირება რითი შეეძლო.
- ისიც მინდა იცოდე რომ შენ ჩემი ხარ... - ხელში ღრუბელი აიღო
და ნელა ჩამოუსვა ანისიას სხეულს - მე კარგიც შემიძლია ვიყო... - გოგოს ირონიულმა მზერამ სიტყვა გააწყვეტინა
- შენ კარგიც შეგიძლია იყო - ზიზღით სავსე ხმით ჰარის სიტყვები გაიმეორა
- ჰო ანისია, მე ეგეც შემიძლია, და სრულიად საპირისპიროც შემიძლია, თუ არ გაჯიუტდები ამას მალე შეეჩვევი, მე მთლიანად შენი ვიქნები, შენ კი ჩემი
- არ შეიძლება ამას სერიოზულად მეუბნებიდე - ნერვიული სიცილი დაეწყო გოგოს
- მე არასერიოზულად არაფერს ვამბობ ანისია, არასდროს, და არაფერს! - თვალებში უყურებდა და ნაზად აგრძელებდა მისი სხეულის გასუფთავებას
- არა... არა... არ შეიძლება... არ შეძლება ეს მართლა ხდებოდეს... ეს ჩემს თავს ხდებოდეს... მძინავს! მძინავს და ვერ ვიღვიძებ ამ წყეული სიზმრიდან! - ნელნელა ყვირილზე გადავიდა ანისია
- ჩშშ... - გულზე მიიხუტა მისი სველი სხეული, მჭიდროდ გააკავა - ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ანისია, მე და შენ, მე შენ დაგიცავ, ყველასგან და ყველაფრისგან, მაგრამ ეცადე ჩემგან არ გახდე დასაცავი ამას ვერ ვაკონტროლებ - საზარელი ღიმილი შეეპარა
ვერ ხვდებოდა ასე როგორ იცვლებოდა მისი ბუნება, რამდენი ვინმე იყო მის პიროვნებაში, მაგრამ ბოროტი და დაუნდობელი რომ უფრო მეტი ვიდრე მზრუნველი და კეთილი ამას ნათლად ხედავდა. სიკვდილამდე ეშინოდა მისი, სიკვდილამდე სძულდა მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ის იყო რაც ანისიას კარგად არასდროს გამოსდიოდა. მუდამ ჩუმი, წყნარი, დამჯერი გოგო იყო, არასდროს ეპასუხებოდა მშობლებს, არც გარშემომყოფებს, მისი ბუნება იყო ასეთი, დამყოლი, უპრეტენზიო, იმდენად სჯეროდა რომ ყველაფერი მის სასიკეთოდ ხდებოდა, უუნაროც კი გახდა წინააღმდეგობის გაწევაში დროთა განმავლობაში. სულ რამდენჯერმე ამოიღო ხმა და ისიც ზეინის სიკვდილის შემდეგ, ისიც მაშინ როცა მის ხსოვნას შეურაცჰყოფდნენ. ეიდენი... ეიდენი სულ ასამარებდა მის ოდნავ შერჩენილ სიმტკიცეს, რამდენი ახლობელი უნდა გამოსცლოდა ხელიდან, რამდენი უნდა ეჩუქებინა სიკვდილისთვის, არ შეეძლო კიდევ დაეშვა ასეთი რამ თუ ამის თავიდან არიდება შეეძლო, ეიდენს უნდა ეცოცხლა და მის ისედაც ტანჯულ ყოფას არ უნდა შესწირვოდა, არადა იცოდა ეიდენი ამაზე თვალის დახამხამებაში დასთანხმდებოდა, მისთვის წამში მოკვდებოდა, ხოდა რა უფლება ჰქონდა ანისიას იგივე თავდადებით არ ეპასუხა.
ნელა წამოაყენა ანისია, პირსახოცი აიღო და ყველაზე მოსიყვარულე მეუღლესავით დაუწყო წყლის წვეთების შემშრალება კანზე. მშვიდად და წყნარად აშრობდა წყალს, საპასუხოდ კი ნაზ კოცნებს უტოვებდა, ათრთოლებული იდგა გოგო, ვერა და ვერ ეგუებოდა. ხელში აიყვანა და ამჯერად უხეშობის გარეშე მიაწვინა საწოლზე, არც უფიქრია ჩაცმის საშუალება მიეცა, უფრო მეტიც, თვითონაც წამებში გაიძრო ტანსაცმელი და მის ზემოდან მოექცა
- შენ ჩემი ნარკოტიკი გახდი ანისია, მე კი შენზე სიკვდილამდე დამოკიდებული...
YOU ARE READING
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...