ანისიამ ნაჩქარევად გამოაღო მთავარი კარი და ეზოში გამოვარდა, შეთვალიერებაც ვერ მოასწრო ისე მივარდა და ძლიერად შემოაჭდო კისერზე მკლავები, მართა მორცხვად იდგა თავდახრილი, უბრალოდ იმით კმაყოფილი რომ ეიდენი სახლში უვნებლად დაბრუნდა
- მოდი აქ - გაუღიმა და ხელები გაშალა, გოგოც გახარებული დაიძრა აჩქარებული ნაბიჯით მისკენ და ნაზად მოეხვია
- მიხარია რომ დაბრუნდი - ყურში ჩასჩურჩულა
- მეც მიხარია - ჩუმად უპასუხა და ლოყაზე ნაზად აკოცა
- ღმერთო ჰარი! ხელები რა დღეში გაქვს - ჩახუტებით გული რომ იჯერა, ფრთხილად მოშორდა და მთლიანად შეათვალიერა, თვალი დასისხლიანებულ ხელის მტევნებზე გაუშტერდა
- ოჰ ეს... ცოტა ჭკუის სწავლება სჭირდებოდა - გულგრილად დააცქერდა თავის ხელებს - მგონი მეც ვისწავლე ჭკუა - საოცრად მომხიბვლელი ღიმილით გაუღიმა
- წამოდი უნდა მივხედოთ - მკაცრი გამომეტყველება მიიღო და სახლში შეიყვანა
სამზარეულოს მაგიდას შემოუსხდა ოთხივე, ჰარის ხელები წინ დაიდო და სველი ნაჭრით შემოუსუფთავა სისხლი
- ეიდენ ამას შეხედე - მის დეფორმირებულ თითებზე მიანიშნა მეგობარს - ამას რა არცერთი ძვალი არ აქვს მრთელი?
- საავადმყოფოში ხომ არ წავსულიყავით? - დაფიქრებით თქვა ეიდენმა - უცებ მოაგვარებდნენ...
- არა უბრალოდ გადამიხვიე - მკაცრად თქვა ჰარიმ - ამაზე უარესებისთვის გამიძლია ხომ იცი არა?
- ალბათ შენს გადასარწმუნებლად ტყუილად დავიღლები - უიმედოდ ამოილაპარაკა ანისიამ და დამუშავების შემდეგ ელასტიური ბინტით მჭიდროდ გადაუხვია ორივე ხელი
ამასობაში ცივი წვენით სავსე ჭიქები დააწყო მართამ მაგიდაზე და თავადაც ჩამოჯდა
- რა მოხდა მოყევით - საეჭვოდ მშვიდი ხმით თქვა
ჰარიმ და ეიდენმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ თვალი მართასკენ გააპარეს, გოგოც მიხვდა რომ მასთან ლაპარაკს ერიდებოდნენ და უხერხულად შეიშმუშნა
- მე წავალ ეიდენ და სახლში დაგელოდები ... - სკამი გასწია და წამოდგა
- არა მართა იყავი - ანისიამ ხელზე ხელი დაადო და შეაჩერა - ის უკვე ჩვენიანია... ვერ ვხედავ მისგან დამალვის მიზეზს, ხომ მაინც გაიგებს...
- კარგი მართა... - ახლა ეიდენმა დაიწყო - დაჯექი, ახლა ბევრი კითხვა გაგიჩნდება, მაგრამ დეტალურად მერე მოგიყვები ყველაფერს.
სამივემ ჰარის გახედა, ჯერ ყოყმანობდა, არასდროს სჩვეოდა ახლად გაცნობილ ადამიანებს ასე მარტივად ნდობოდა, მაგრამ ეიდენს სცა პატივი და უბრალოდ თავი დააქნია
- ყველაფერი მოვაგვარეთ - დახშული ხმით თქვა - ინფორმაციის დედანი გვაქვს
- ეს ძალიან კარგია ჰარი - აღტაცებით წამოიძახა ანისიამ
- ჩიპი გაწოვადია... - სადაცაა ხმა ჩაუწყდებოდა
- ანუ ტკივილები შენი ავარიის გამოა - მიხვდა ჰარი საუბარს ვეღარ აგრძელებდა და მეგობარს დაეხმარა - არაფერს გავნებს... - არც ეიდენს სჩვეოდა ტყუილი
- არ მჯერა ... - ერთ წამს ბედნიერი სახით ჩაფიქრდა და შემდეგ წამოიძახა - უნდა ავღნიშნოთ! ჰარის თავისუფლება და ჩემი სიცოცხლე უნდა ავღნიშნოთ! რას იტყვით?
- ახლა არა ანისია - ჩუმად ჩაილაპარაკა ჰარიმ
- კი მაგრამ რატომ? - გაკვირვების დამალვა არც უცდია
- ჰარის უნდოდა ეთქვა... - ისევ ეიდენმა სცადა სიტუაციის გამოსწორება - ჯერ უკეთესი იქნება თუ თავის უფროსთან ყველაფერს მოაგვარებს - იცოდა ახლა ჰარის არანაირი ხალისი არ ექნებოდა და ცოტა ხანი სწირდებოდა რომ გადაეხარშა ყველაფერი - სჯობს ფაილი მიაწოდოს, და აი მისი თავისუფლებაც რომ გარანტირებული იქნება ხელს რა შეგვიშლის? - ხელები გაშალა და ნაძალადევად გაიკრიჭა
ჩუმი მზერით გადაუხადა მადლობა ჰარიმ... ახლა არ შეეძლო თავის ხელში აყვანა, ახლა ცივი გონებით ვერ მოქმედებდა, არ შეეძლო იმ ფაქტის გააზრება რომ ანისიას სიკვდილს უნდა შეგუებოდა, ყველაფერს გააკეთებდა, არაფერს შეიმჩნევდა მაგრამ არა ახლა, არა დღეს, დღეს, დღევანდელი დღე საკუთარი თავისთვის სჭირდებოდა, კარგად უნდა დაელაგებინა აზრები და არსებულ რეალიბას შეგუებოდა
- მართალია, ეგოისტური საქციელი იყო ჩემი მხრიდან... - აღიარა ანისიამ და შერცხვენილმა თავი დაბლა ჩახარა
- ასე ნუ ფიქრობ - შეხვეული ხელი გადაჰხვია ჰარიმ და თავისთან ახლოს მისწია - უბრალოდ ძალიან გაგეხარდა, მეც ძალიან მიხარია, უბრალოდ იქ დაბრუნებაზე რომ ვფიქრობ...
- არ შეიძლება უბრალოდ გაუგზავნო? - სასხვათაშორისოდ იკითხა ანისიამ
- ასეთი ინფორმაციის უბრალოდ გაგზავნა ძალიან წინდაუხედავი საქციელია ანისია, ასეთ სამხილებს სეიფებში კეტავენ, ბანკის საცავებში ინახავენ, ამის გამო ხალხი კვდება ანისია - ახსნა სცადა ჰარიმ
- შენ ყველაფერი რიგზე გექნება? - მზრუნველი თვალები მიანათა ბიჭს
- კი ანისია - მის ნერვიულობაზე გაეცინა და გულში უფრო მაგრად ჩაიკრა
- როდის წახვალ - ეიდენმა წვენი მოსვა და რამდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია
- ხვალვე თუ გამიმართლა - სიგარეტს მოუკიდა და ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა - ვეცდები დღესვე დავჯავშნო ბილეთი
- რა მოხდება მეც რომ წამოგყვე - მხრები აიჩეჩა
- მერე გოგოები? - ანისიას და მართას გადახედა ჰარიმ
- ერთმანეთს მიხედავენ - თითქოს ეს ისედაც ხომ ცხადიაო ისეთი ხმით უთხრა
- მართალია - ანისიაც დაეთანხმა - უფრო მშვიდად ვიქნები თუ ეიდენიც შენს გვერდით იქნება
სიბრაზის მეტს არაფერს გრძნობდა მართა ამ წუთებში, მას არავინ ეკითხებოდა და არც შეეძლო თავისი აზრი დაეფიქსირებინა, არ შეეძლო ეთქვა რომ არ უნდოდა ეიდენის გაშვება, არ უნდოდა მის გარეშე დარჩენა, უნდოდა ეთქვა რომ ანისია ეგოისტი იყო და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, მისთვის მთავარი იყო ჰარი არ უოფილიყო მარტო, ეიდენს რომ საფრთხეში აგდებდა და მართას აშორებდა ამაზე არ ფიქრობდა, გადაწყვიტა გულში არ შეენახა და ყველაფერი ხმამაღლა ეთქვა, ოღონდ არა აქ და არა ახლა, სახლში, ეიდენისთვის გაეზიარებინა თავისი წუხილი, მაგრამ ჰარის ხმამ ყველა აზრი გაუფანტა და თავი დამნაშავედაც კი იგრძნო
- და მართაზე არ ფიქრობ? - ანისიას მიუბრუნდა, გოგო თითქოს დაიბნა და ბაგეები შეეხსნა გაკვირვებისგან - რა გიკვირს ანისია? მშვიდად იქნები რომ მე არ ვიქნები მარტო? მართამ რა დააშავა, იქნებ არ უნდა ეიდენის გარეშე ჯერ კიდევ უცხო ადამიანთან დარჩენა
- დღეს რა მჭირს აღარც კი ვიცი - თვალებს ვერ უსწორებდა გოგოს - მართა მაპატიე ძალიან გთხოვ
- არაუშავს... - ყრუდ ამოილაპარაკა და მიახვედრა რომ წყენის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა
- თან არც ვაპირებ ეიდენის წაყვანას - ისევ მკაცრი ხმით განაგრძო ჰარიმ - მე გასართობად არ მივდივარ და არც თამაშია ეს ყველაფერი - უხეში მოძრაობით ადგა და ოთახში გავიდა
- რთული დღე ჰქონდა - ანისიას გაკვირვებულ მზერას უპასუხა ეიდენმა - ჩვენ წავალთ და დაისვენეთ, ყურადღება მიაქციე რომ გამოიძინოს
- მადლობა ყველაფრისთვის - თბილად გაუღიმა ორივეს, ეიდენს არასდროს შეეძლო გულგრილობა, ძლიერად ჩაიხუტა და შუბლზე აკოცა. ანისიამ კარამდე მიაცილა ორივე და შიგნიდან გადაკეტა. რამდენიმე წუთით შემოსასვლელში გაუნძრევლად იდგა და ფიქრობდა, მერე საძინებლისკენ წავიდა და კარზე მიაკაკუნა - ჰარი შეიძლება?
- რათქმაუნდა - შეეცადა უდარდელი ხმა ჰქონოდა - უკვე წავიდნენ? უბრალოდ თავის ტკივილმა ზედმეტად შემაწუხა...
- პირობას რატომ არღვევ ჰარი? - მის წინ ჩამოჯდა და პირდაპირ დაუსვა კითხვა, ისე რომ მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია
- რას გულისხმობ? - საწოლს იდაყვით დაეყრდნო და ოდნავ წამოიწია
- შენ დამპირდი რომ არასდროს მომატყუებდი ჰარი! - უდრეკად უყურებდა თვალებში
- მერე? - აღარ იცოდა რა ეთქვა
- მერე ის რომ შენგან ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის ისიც როგორ მივხვდე როცა მატყუებენ ჰარი! - ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო - ის რომ არ შევიმჩნიე არ ნიშნავს რომ მოვტყუვდი, შენ თავს შეხედე! ადამიანს არ გავხარ! ასეთი არასდროს ყოფილხარ ჰარი!
- გადავიღალე ანისია, ამის გაგება ასე ძნელია? - თვითონაც ურცხვად ჩახედა თვალებში
- არ გინდა ჰარი - ნაზად გაუღიმა - ეს რომ ვინმე სხვაზე გეთქვა კარგი, დავიჯერებდი... შენ საერთოდ დაღლის ფუნქცია არ გაქვს... და მგონი არც ტკივილის. არ გინდა... მე ვიცი რომ განწირული ვარ ჰარი, ამის თქმა ნუ გეძნელება, ერთადერთი რაშიც მინდა დავრწმუნდე... შენი თავისუფლების ამბავი ეჭვქვეშ ხომ არ დადგება? ხომ გამოვა? - მთელი ქვეყნიერების იმედს იტევდა ამ წამს მისი თვალები, ოდნავადაც არ განიცდიდა თავის მდგომარეობას, მხოლოდ იმის მოსმენა უნდოდა, იმაში დარწმუნება უნდოდა რომ ჰარი შეძლებდა, შეძლებდა იმ ცხოვრებით ეცხოვრა რომელიც არასდროს ჰქონია, იმ ცხოვრებით რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა.
გაფითრებული უყურებდა გოგოს, ხმას ვერ იღებდა, ისიც კი ინატრა ახლა აქ ეიდენი ყოფილიყო და ამ სიტუაციიდან გამოსვლაშიც დახმარებოდა, საჭირო სიტყვებს ეძებდა და ვერ პოულობდა, თითქოს ლაპარაკის უნარი საერთოდ წაერთვა, რომც შეძლებიდა გონება არ უჭრიდა რომ სიტყვებისთვის თავი მოეყარა, ფრთხილად წამოჯდა, აწყლიანებული თვალები არ მოუშორებია მისთვის, გადახვეულ ხელის მტევნებში ჩარგო თავი და განწირული ცხოველივით ამოიგმინა
- არ შემიძლია ანისია... უშენოდ არ შემიძლია... უშენოდ არც ჩემს თავისუფლებას ექნება აზრი...
YOU ARE READING
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...