ტყის პირას გააჩერეს მანქანა და ფეხით გაუყვნენ ბილიკებს ეიდენის სახლისკენ
- ჰარი, როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას - დაბნეულმა იკითხა ანისიამ
- ერთად ავუხსნით ყველაფერს, სიმართლეს ნამდვილად იმსახურებს, ის კარგი ბიჭია - თავის თავს უფრო აგულიანებდა ამ სიტყვებით
- ღმერთო მიშველე - სასოწარკვეთილმა ამოიხავლა გოგომ ხეების ფოთლებიდან ეიდენის სახლის კონტურები რომ დალანდა
- ღმერთი ვერ გიშველის ანისია, საკუთარ თავებს თავად უნდა ვუშველოთ - მტკიცედ უპასუხა და გასამხნევებლად ხელი ხელზე ჩასჭიდატოტები ფრთხილად გადასწია და ანისის გზა გაუნთავისუფლა, მწვანედ შეფერილ მინდორზე ფეხი დადგეს თუ არა წყვილს მოკრეს თვალი, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს და მათკენ დაიწყეს სვლა გაუბედავი ნაბიჯებით, ეიდენმა როგორც კი დაინახა, უცნობ გოგონას მოშორდა და დაბნეულმა ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლო, ბევრმა აზრმა გაუელვა თავში, პირველი რეაქცია რას აკეთებდა ეს ორი ერთად, ჯერ იფიქრა რომ ედი და ანისია უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს როცა მის სანახავად მოდიოდნენ, მერე გაახსენდა რომ ედიმ საერთოდ არ იცოდა სად ცხოვრობა, მიხვდა რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა, თავი დაბლა დახარა და გაუაზრებლად დაუწყო ფეხით ამოწვერილ ბალახს წვალება, ქვედა ტუჩს კბილით ეთამაშებოდა და აშკარა იყო რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა
- მართა სახლში შედი - მოულოდნელად გახედა გვერდზე მდგომ წითურ ლამაზ გოგოს და ეცადა უხეშად არ გამოსვლოდა - შედი და მეც მალე მოვალ - უფრო თბილად გაიმეორა იგივე სიტყვები
გოგომ მორცხვად დაუქნია თავი, უკვე კართან იყო რომ ნელა მობრუნდა და ალბათ მხოლოდ ეიდენის გასაგონად ჩაიჩურჩულა
- ჩაი ან ყავა ხომ არ გაგიკეთოთ მანამდე...
ეიდენს თბილი ღიმილი გაუკრთა სახეზე და შეუმჩნევლად დაუკრა თავი, მერე მოშორებით, მის წინ უხერხულად მდგარი წყვილისკენ გადადგა ნაბიჯები, ეზოში მოსასვენებლად მოწყობილი ფანჩატურის ხის მაგიდასთან სკამი გამოსწია, ნელა ჩამოჯდა, ხელები მაგიდაზე დააწყო და ისე რომ მათთვის არც შეუხედავს ყრუდ ამოილაპარაკა
- დაიწყეთ
DU LIEST GERADE
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...