51

1.5K 81 109
                                    

     " ჩარლი ერთი წლისაა! ეს ის განცდებია რომელსაც საკუთარი შვილის მაგივრად მასზე ვანთხევ, არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ თუ ვიტყვი რომ ის სასწაულია ჩემს ცხოვრებაში, ზოგჯერ ეგოისტური ფიქრები შემომიტევსხოლმე და წარმოვიდგენ რომ ჩემია, ეს უფრო მიმარტივებს ყველაფერს, ამით თავს ვარწმუნებ რომ რაღაცას ვტოვებ ჩემსას... საათობით ვაკვირდები როგორ დაუღალავად ეთამაშება ჰარი და საკუთარ თავს ვწყევლი რომ ამის მიცემა მე ვერ შევძელი მისთვის... მან მთელი თავისი სიცოცხლე ჩემთვის გაიღო... მე კი ვერფერი მივეცი... ორი წლის წინ ერთადერთხელ თქვა რომ ისურვებდა ჩემგან შვილი ჰყოლოდა... მას შემდეგ მისგან მსგავსი არაფერი გამიგია და მე თითქოს ამაზე ოცნებაც კი წავართვი... ზედმეტად კარგია იმისთვის რომ მაგრძნობინოს... ეს უარესად მხდის...
     ვერ ვიტყვი რომ მუდმივად ვზივარ და ამ ფიქრებით ვიტანჯავ თავს, ეს ალბათ ყველა ადამიანს ახასიათებს... ყოველთვის გვაქვს წუთები როცა სევდა და უიმედობა გვიპყრობს, მაგრამ ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო კარგია ვიდრე წარმომედგინა...მე ის სიყვარული მაქვს რომლის არსებობას ვერც ვერავინ დამაჯერებდა საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა, მე ვუყვარვარ კაცს რომელსაც თავად შეუძლია შექმნას სიყვარული, შეგიძლიათ ამის წარმოდგენა? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომაკვდავი ბედნიერების მწვერვალზე მყოფი ადამიანი? სასაცილოდ ჟღერს მაგრამ დამერწმუნეთ ამაზე რეალური არასდროს არაფერი მითქვამს. ჩემს დარჩენილ დღეებსაც დაგითმობთ თუ იმაზე მეტად შეყვარებულ კაცს მანახებთ ვიდრე ჰარია, ჩემს დარჩენილ დღეებს დაგითმობთ თუ იმაზე ბედნიერ ადამიანს მანახებთ ვიდრე მე ვარ..."

Alive   (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang