14

700 74 11
                                    

     ნაზად მოაშორა სისხლის წვეთები ბარძაყებიდან, გოგო არ ინძრეოდა, ზურგზე იწვა და ერთ წერტილს მიშტერებოდა ჭერზე.
     - ამიერიდან ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას ისწავლი - წითლად შეფერილ პირსახოცზე მიუთითა ჰარიმ
     - ეს ჩემი სასჯელია... - თითქოს თავისთვის ამოილაპარაკა ანისიამ
     ჰარიმ ინტერესით სავსე თვალებით გახედა
     - მე რაღაც ისე ვერ გავაკეთე... მე ის არ უნდა გამეშვა... - აგრძელებდა საკუთარ თავთან კამათს გოგო
     - ეშმაკმა დასწყევლოს! როგორ არ მოგბეზრდა! - მობეზრებულად შეეპასუხა ბიჭი
     - ვინც უყვართ არ უშვებენ...
     - ვინც უყვართ არ ტოვებენ - ხელი უდარდელად აიქნია ჰარიმ - ეს შენი სიტყვებია, თუმცა მე ამის არაფერი გამეგება
      ახლა ანისიამ გამოხედა ინტერეს ჩამდგარი მზერით, გააცნოებიერა რომ მან მისი ნათქვამი გაიაზრა და დაიმახსოვრა, ის ნათქვამი რაც სიყვარულს ეხებოდა, ეუცნაურა, ვერ წარმოედგინა ეს სისასტიკით სავსე ადამიანი(?!) და მსგავსი სიტუაცია...
       ჰარი უხმოდ წამოდგა, აუჩქარებლად ჩაიცვა ტანსაცმელი, ისე რომ ანისიასთვის არაფერი უთქვამს სახლის კარი გარედან გადაკეტა და ტყეში ბილიკს დაადგა.

         რამდენიმე დღე არ მოასვენა დანაშაულის გრძნობამ, აშინებდა ის ფაქტი რომ ისედაც დაკარგულს სამუდამოდ დაკარგავდა, კიცხავდა თავის მოუთმენლობას, არ შეიძლებოდა ფიზიკური ცდუნებისთვის უფლება მიეცა ის ერთადერთი დაეკარგა ვინც ზეინის გარდაცვალების შემდეგ დარჩა, მას ხომ შეპირდა, შეპირდა რომ იზრუნებდა და არ დატოვებდა, მაგრამ ზეინს რომ სცოდნოდა სამუდამოდ მიდიოდა ამ ქვეყნიდან ნეტავ კიდევ ისურვებდა რომ ეიდენი ანისიას გვერდიდან არ მოშორებოდა? მილიონი ურთიერთსაპირისპირო ფიქრი ტივტივდებოდა მის გონებაში... ნებისმიერ შემთხვევაში ეს ასე არ უნდა დაეტოვებინა, არ იყო უპასუხიმგებლო ადამიანი რომელიც თავის შეცდომებს გაურბოდა და არ აღიარებდა, შეეძლო თავის საქციელზე პასუხი ეგო და ბოდიშიც მოეხადა, ზოგადად ყველაფრის დაფიქრებულად და სწორად გაკეთება სჩვეოდა, უმეტეს წილად მაინც, ზედმეტად კარგად იცნობდა თავის ბავშვობის მეგობარს და იცოდა ყველაფერს ემოციურად უდგებოდა, პატარა უმნიშვნელო რამ შეეძლო საუკუნო სანერვიულოდ და სადარდებლად ექცია, იმასაც ხვდებოდა ახლა როგორი იმედგაცრუებული შეიძლებოდა ყოფილიყო, მისი საქციელის გამო იმაზე მარტოსულად შეიძლებოდა ეგრძნო თავი ვიდრე აქამდე და ეს საშინელება იყო. გაუბედავად შეაბიჯა ანისიას ეზოში იმ იმედით რომ მის პატიებას მიიღებდა და ყველაზე მცირე არსებულ ურთიერთობას მაინც შეინარჩუნებდა, რაც სიმართლე რომ ითქვას სასაფლაოზე მისალმებით და ორიოდე სიტყვის გაცვლით შემოიფარგლებოდა. უჩვეულოდ ჩუმი ეჩვენა იქაურობა, კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა, ხმა არავინ გასცა, ვიტრაჟის ფანჯრებში სცადა რაიმე დაელანდა მაგრამ თეთრი ფარდების უკან ვერაფერი დაინახა ისეთი რაც ანისიას იქ ყოფნას მიანიშნებდა. გული დასწყდა, არ იცოდა მსგავს გამბედაობას კიდევ როდის მოიკრეფდა, თავჩახრილი გამობრუნდა უკან და ის იყო ეზო უნდა დაეტოვებინა რომ შეჩერდა... რაღაც აზრმა გაუელვა თავში... საფოსტო ყუთთან მივიდა და გაუბედავად გამოხსნა, წერილი დახვდა ორი დღის წინ დათარიღებული, გაუკვირდა, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა ალბათ დაავიწყდა შემოწმებაო რადგან დიდად არავინ უგზავნიდა ანისიას წერილებს, გამოიღო და ხელში შეატრიალა, მისამართს ეძებდა, უცებ ქვედა კუთხეში შეუმჩნევლად მიწერილ ინიციალებს დააშტერდა... თვალებს არ უჯერებდა... შეუძლებელი იყო...

Alive   (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant