37

564 66 12
                                    

- ახლა უფრო მეტად მინდა ჰარი, უფრო მეტად ვიდრე მაშინ, სანამ რამეს მომიყვებოდი - ამაზე დარწმუნებული არასდროს ყოფილა თავის სიტყვებში - ეს იმიტომ არ არის რომ ზეინი სხვანაირად დამანახე, ეს თუნდაც იმიტომაა რომ მენდე და სრულიად ახალ გაცნობილ ადამიანს ყველაფერს მიყვები, ღმერთო... მე მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი და ის... ის სულ მატყუებდა... თურმე საერთოდ სხვა პიროვნებად მიყვარდა და... შენ ჩემს გამო ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტე, მან არაფერზე თქვა უარი ჩემს გამო... თავი ლამის ცოცხლად დავიმარხე, ყველაფერზე უარი ვთქვი და მხოლოდ იმიტომ ვაგრძელებდი არსებობას რომ იმ წყეულ საფლავზე, სადაც მისი გვამიც კი არ დევს, უცხოსთვის საათობით წიგნები მეკითხა... სად არის მისი გვამი?
     - არ ვიცი ანისია... - თავი უხერხულად იგრძნო - ეჭვებს გააჩენს ამის გარკვევა რომ დავიწყო
     - მესმის... უბრალოდ მაინც ვფიქრობ რომ ნორმალურ განსასვენებელს იმსახურებდა... ყველაფრის მიუხედავად, თუნდაც იმის პატივსაცემად როგორსაც ვიცნობდი... - წამით დადუმდა - ღმერთო ჩემო... მე ეიდენიც კი დავადანაშაულე ჰარი, ის ისედაც იტანჯება და მე...
     - დამშვიდდი, რამეს მოვიფიქრებთ და ეიდენს დაველაპარაკებით ანისია - ახლა ერთადერთი რაც უნდოდა მისი დამშვიდება იყო
     - წერილები ჰარი, მათი წაკითხვა მინდა - შეევედრა
     - მოვიტან ანისია, და შემდეგ ისევ გავაგრძელებ, არ დამისრულებია - წამოდგა და შემოსასვლელში ქურთუკის საკიდისკენ წავიდა, წერილები ამოიღო და ანისიას წინ დაუდო - ჯერ ეს წაიკითხე, ეს პირველად მოვიდა ...
      ბოლომდე რომ ჩაიკითხა კითხვით სავსე თვალები მიაპყრო ჰარის, ბოლომდე ვერ გაიგო რა საფრთხეზე იყო ლაპარაკი, ბიჭმა პასუხის გაუცემლად მეორე წერილი მიუცურა და მოთმინებით დაელოდა
     - აქ ჩემი ტატუ ხატია ჰარი... შეხედე ... ამჩნევ?
     - ვიცი ანისია... - ჩამწყდარი ხმით უთხრა - უფრო სწორად გუშინ მივხვდი, მაგით მიგანიშნა რას გულისხმობდა...
    - ანუ? - გააკანკალა, არ იცოდა რატომ მაგრამ შიშისგან თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა
    - ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი ვარაუდია ანისია, მაგრამ ვფიქრობ რომ... - საშინლად გაუძნელდა ლაპარაკის გაგრძელება
     - მითხარი ჰარი... - საშინელი წინათგრძნობა დაეუფლა
     - ვეცადე ყველაფერი დამეკავშირებინა ერთმანეთთან, შენი იმ დღის ჩანაწერი, მალიკის წერილები, შენი ტკივილი იმ ადგილზე სადაც ტატუ გაქვს... თავადაც აღნიშნე რომ მისი იმ დღევანდელი საქციელი საეჭვოდ მოგეჩვენა... მეც ბევრი რამ მაეჭვებს... თუნდაც ასე მოულოდნელად რატომ დაგთანხმდა, როცა ყოველთვის წინააღმდეგი იყო, ასევე თავად შემოგთავაზა ბოლოს, ხომ ასე იყო?
    ანისიამ უბრალოდ თავი დაუქნია
    - ამის საიდუმლოდ შენახვაც გთხოვა, იმით მანიპულირებდა რომ თქვენი სიყვარულის "სიმბოლო" იყო და მხოლოდ თქვენ უნდა გცოდნოდათ...
    - კი, ეიდენისთვის ჩვენებაც კი ამიკრძალა - გაახსენდა გოგოს
    - ნარკოზით გაგიკეთეს, თვითონ პროცესი არ გაგიგია... იმ საღამოსვე იგრძენი და დღემდე გაწუხებს ეს უცნაური შეგრძნება იმ ადგილზე
     - უფრო ძლიერი ტკივილი... ვიდრე უცნაური შეგრძნება ...
     - ვფიქრობ ორგანული ჩიპი გაქვს ანისია ტატუს ადგილზე... - სწრაფად თქვა და მზერა აარიდა, პასუხი რომ ვერ მიიღო ნელა მიაბრუნა თავი მისკენ და გული შეეკუმშა, სივრცეში გაშტერებოდა თვალები და სახეზე ენით აღუწერწლი ტკივილი ეხატა, ტკივილი და იმედგაცრუება... როგორ არ უნდოდა მისი ისევ ასეთ მდგომარეობაში ნახვა, წამოიწია და სკამი მასთან ახლოს დადგა, ხელი მოჰხვია და თანაგრძნობის გამოსახატად გულზე აიკრა - ანისია ყველაფერს გავარკვევთ კარგი?
    - რატომ მე? - თითქოს მოჩვენებას უსვამდა ამ კითხვას
    - შენი ბრალი არ არის ანისია, შენი ბრალი არ არის თუ ის ნაბიჭვარი იყო - თავზე მიეფერა და ტუჩები ძლიერად მიაკრა
     - ასე მგონია მეტს ვეღარ გავუძლებ...
     - ერთად გავუძლებთ, ან ერთად ვერ გავუძლებთ, მე სულ შენთან ვიქნები, ხომ გახსოვს? ვინც უყვართ არ ტოვებენ - აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა კიდევ მოეტყუებინა, ცოტა ხანს აცადა რომ დამშვიდებულიყო, უხმოდ წამოდგა და ცხელი, მაგარი ჩაი მოუმზადა
- ვწყევლიდი შენს გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში და ახლა... - ჩაის ფინჯანს დაჰყურებდა ანისია, ხელები უკანკალებდა და ხმაც გაბზარული ჰქონდა - ახლა პირველად ვუხდი ღმერთს მადლობას ამდენი ხნის შემდეგ ჰარი... შენს გამო... შენი ჩემს გვერდით ყოფნის გამო...
- ანისია, დარწმუნებული იყავი რომ იმაზე ძლიერი სიყვარული ვერასდროს იარსებებს რომელიც მე მაქვს შენს მიმართ - მთელი გრძნობით უთხრა, თვალებშიც კი ეტყობოდა თითოეული სიტყვის სიმძაფრე
- არც კი ვიცოდი სიყვარული თუ შეგეძლო...
- საქმეც მაგაშია ანისია... მე ეს გრძნობა შენით ვისწავლე... და მე ზედმეტად ერთგული ვარ ყველაფრის მიმართ...
- ჰაერი მჭირდება ჰარი... აქ სული მეხუთება... შეგვიძლია გავისეირნოთ? - ღონემიხდილი ხმით და მუდარით სავსე თვალებით ჰკითხა
- კი ანისა, მაგრამ არ დაგვისრულებია... - იქნებ სჯობდა ერთხელ და სამუდამოდ ამოეწურათ ამაზე საუბარი
- რამდენიმე საათით ვერ მოიცდის? - გრძნობდა რომ ვეღარ გაუძლებდა თუ ცოტა ხანს გონებას არ დაასვენებდა
- ჩაი დალიე, ახლავე მოვალ და წავიდეთ - კიდევ ერთხელ აკოცა თავზე, წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა
ორ წუთში ჟაკეტით და ბათინკებით დაბრუნდა, ანისიასთან ჩაიმუხლა და თავისი ხელით ჩააცვა, ფრთხილად წამოაყენა და მოსაცმელიც მოახურა
- გარეთ გრილა, მგონი წვიმასაც აპირებს, ასე არ გაცივდები - ვერ წარმოიდგენდა ანისია როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასე შეცვლილიყო, ასეთი თბილი და მზრუნველი ყოფილიყო მაშინ, როცა თავად არასდროს გამოეცადა ეს ყოველივე საკუთარ თავზე

Alive   (დასრულებული)Where stories live. Discover now