ფიქრებში გართულმა და ბედნიერმა ვერც გაიგო ისე მიაღწია სახლამდე, ფრთხილად მოარგო გასაღები კარს, ეცადა ანისია არ გაეღვიძებინა, ფრთხილად მიაწვინა საწოლზე და ჩაეცინა როცა თავისივე ბათინკებს დაეჯაჯგურა გასახდელად, ერთ წამს დაფიქრდა რამდენად შეუქმნიდა უხერხულობას შარვალიც რომ გაეხადა მისთვის, მაგრამ გაახსენდა რომ არასდროს ენახა ანისია ტანსაცმლით მძინარე, ამიტომ დაასკვნა რომ დიაკომფორტს იგრძნობდა და ნელა ჩამოაცურა მის ბარძაყებზე შავი სპორტული, იდგა გაშეშებული და აკვირდებოდა, არავის დანახვას მიუნიჭებია ამხელა სიამოვნება, ვერასდროს იკმაყოფილებდა ბოლომდე სურვილებს სხვა ქალებთან სექსის დროსაც კი, ახლა კი უბრალოდ უყურებდა და მილიონი ემოციის ნაერთი აყრიდა ბუსუსებად მთელს სხეულზე, გონებაში ფირივით ატრიალებდა მის ნათქვამ სიტყვებს, ვერ იჯერებდა რომ თანახმა იყო და სიკვდილამდე ეშინოდა გაღვიძებულს აზრი არ შეეცვალა, თავადვე გაუკვირდა როცა გააცნობიერა რომ გონებაში მომავალს გეგმავდა, ფიქრობდა როგორ დახვედროდა დილით, როგორ დაეგეგმა დღე, საღამოს მასთან დარჩენილიყო თუ ტრადიცია არ დაერღვია და ეიდენი მოენახულებინა. არ უნდოდა დაძინება, უნდოდა უბრალოდ ეყურებინა და ეფიქრა, ეფიქრა რომ შეცდომა არ დაეშვა, შანსი მიეცა საკუთარი თავისთვის და ამჯერად მხოლოდ თავად გადაეწყვიტა თავისი ცხოვრების ბედი. ბევრჯერ დაუნახავს ხელჩაკიდებული შეყვარებული წყვილები ქუჩაში, მაგრამ მხოლოდ ირონიულად აყოლებდა თვალს და ვერ უშვებდა რომ ოდესმე ასეთ სისულელეში თავადაც გაებმებოდა, ახლა ნანობდა კიდეც, უფრო რომ დაკვირვებოდა იმდენი მაინც ეცოდინებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო რომ მისთვის იმედი არ გაეცრუებინა და თავიც არ შეერცხვინა. ნერვიულად დაიწყო ოთახში ბოლთის ცემა, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, მერე ფანჯრის წინ შეჩერდა და თვალი სიბნელეს გაუსწორა. დიდხანს იდგა ასე, სანამ არ იგრძნო რომ ისევ მისი ყურება ჭირდებოდა, საწოლის გვედზე, იატაკზე ჩამოჯდა, მკლავები მოხრილ მუხლებს დააწყო და თითქმის თვალის დაუხამხამებლად გააგრძელა მისი შესწავლა, გაართო იმის მოსმენამ როგორ იცვლიდა მისი გულისცემა რიტმს, დასარწმუნებლად ხელიც კი მიიდო და ჩაეცინა თავის თავზე, პატარა უგონოდ შეყვარებულ ბიჭს გავდა. უცებ ერთი აზრი დაებადა, ჩუმად წამოდგა, ქურთუკის შიდა ჯიბეში საგულდაგულოდ გადამალული ანისიას დღიური ამოაძვრინა და სამზარეულოში გავიდა, ჩამრთველს ხელი აკრა, ინსტიქტურად პირზე ხელი მიიფარა მას შემდეგ რაც შეგინება ხმამაღალი გამოუვიდა, ნამდვილად არ გამოდგებოდა მეოჯახე კაცად, ამდენი ხანია ის ვერ შეემჩნია რომ რაღაც დაზიანებულიყო და სინათლე არ ინთებოდა, ახლა მიხვდა რატომ დახვდა ანისია ანთებული სანთლებით მაშინ, საკუთარი თავი გაკიცხა, თუ ამ "ომში" გამარჯვება უნდოდა უფრო ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა გამხდარიყო. სამზარეულოს კარადაში სანთელი მოძებნა და თავისი საყვარელი სანთებელით მოუკიდა. ფურცლავდა დღიურს და ცდილობდა რამე ისეთი ეპოვნა რაც ანისიას უკეთ გაცნობაში დაეხმარებოდა, რაც მის სურვილებს გამოაცნობინებდა, რითიც გაიგებდა რა უყვარდა, რა სიამოვნებდა, რა იტაცებდა და იმასაც რა არ მოსწონდა. ბევრგან წააწყდა ისეთ ჩანაწერს რაც არ ესიამოვნა
YOU ARE READING
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...