4

996 76 2
                                    

გათენებამდე დატოვა ოთახი მაგრამ არსად წასულა, ისევ უნდა გაჰყოლოდა უკან, თითოეული მისი ნაბიჯი უნდა შეესწავლა, ყველაფერს უნდა დაკვირვებოდა, სულ სულ პატარა დეტალიც არ უნდა გამორჩენოდა რაც მიზნამდე მიიყვანდა...
ისევ დროზე გვიან გაეღვიძა ანისიას, უკვირდა ბოლო თვე მკვდარივით ეძინა, სიზმრებსაც ვეღარ იმახსოვრებდა, იმ ერთადერთშიც ეცლებოდა ხელიდან თავის საყვარელი. დამძიმებული თავით წამოჯდა საწოლზე, ჩვეულ რუტინას მიმართა და ისევ გამოიხურა სახლის კარი. ისევ საათობით უკითხავდა წიგნს, ისევ მიეფერა დროისგან გამომშრალ მიწას, ისევ განდევნა ფიქრი იმაზე თუ როგორი იყო ის ახლა, იქ, დაიბრუნა ქარვისფერი თვალების ზმანება გონებაში, გააჟრიალა, მონატრებაზე, ტკივილზე, უიმედობაზე, სიმარტოვეზე. სიამარტოვე? სხვა არაფერი მაგრამ სიმარტოვე ხომ თვითონ აირჩია.
- გამარჯობა - სივრცეს გაჰყურებდა ისე მიესალმა ბიჭი
- ეიდენ... იცი, ვიფიქრე შეგეძლო შემოგევლო, ჩაი, თუნდაც ცეცხლი ეზოში... როგორც ადრე...საუბრებიც, ჰო საუბრებიც, ალბათ რამე ძველზე, ჩვენს საერთო მოგონებებზე - გაუბედავად არჩევდა სიტყვებს ანისია
- ანუ მასზე - გაღიზიანება დაეტყო ხმაში
- განა ჩვენი საერთო მოგონებები მის გარეშეც არსებობს? - ისევ სევდა შეეპარა
- ზუსტადაც ანისია! ზუსტადაც რომ არსებობს! მაგრამ შენ არ გინდა ამის გახსენება! და თუ შენი ფიქრით ის არარსებობს მაშინ აწმყო უეჭველად მის გარეშეა! - თვითონაც ვერ მიხვდა ყვირილზე როგორ გადავიდა
- ნახვამდის ეიდენ! - გაბრაზებულმა მიუგო და სახლისკენ წავიდა. ნანობდა რომ ამდენი ხნის ბარიერის ჩამოხსნა სწორედ ახლა გადაწყვიტა. ახსოვდა, განა არ ახსოვდა, მაგრამ არ უნდოდა. არ უნდოდა გაეხსენებინა რომ პირველი კოცნა სწორედ ეიდენმა წაიღო და არა მან, რომ პირველად ეიდენი გამოუტყდა სიყვარულში, თითქოს თავს დამნაშავედაც გრძნობდა, არ გაამხილა, არც ბიჭმა გაამხილა თავის მეგობართან და დარჩა უნებურად ნაღალატევი, ყოველდღე უყურებდა საყვარელ ადამიანს სხვასთან, თავს ხრიდა... ანისია? ანისია არ იმჩნევდა, იმეტებდა, არ არიდებდა, ტკენდა, უნებურად მაგრამ მაინც.
რაც გოგო სახლში დაიგულა თვითონაც დაბრუნდა, იქ სადაც ჩერდებოდა, სახლს არ ეძახდა, მისთვის სახლი არ არსებობდა, იყო მხოლოდ დროებითი სამყოფელი ყველგან და ყოველთვის.
ტელეფონი ამოიღო და ღილაკს დააჭირა:
- ისევ არაფერია!- მისი ხმა მუდამ მტკიცე იყო, მყარი, და ცივი... ისეთი ცივი თითქოს სიკვდილი გეხებოდა ნელა და მწველად
-
- ყველგან ნანახია
-
- არის რამდენიმე
-
- არ ვაპირებ გავჩერდე - ცივი ბგერები ამოუშვა, ტელეფონი აუღელვებლად ჩაიდო, სკამზე ჩამოჯდა და ჯიბის დანის დაკვირვება დაიწყო თითქოს ყოველ ჯერზე რაღაც ახალს დაინახავდა მასში.

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora