50

544 63 27
                                    

     - ჰარი... - გამბედაობა მოიკრიბა ანისიამ და თვალებში სერიოზული სახით ჩახედა - ძალიან უცნაური იქნება ამ სიტუაციაში... თუ გეტყვი რომ ... ძალიან მინდიხარ და მინდა შენი ხელები მთელს ჩემს სხეულზე ვიგრძნო?
     გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა და სიტყვის თქმა ვერ შეძლო, მისი სახით გამხიარულებულმა ანისიამ სპეციალურად განაგრძო
     - მთელს შენს სხეულს რომ ჩემს ტანზე ვგრძნობდე... შენს ტუჩებს ჩემს ყელზე, მხრებზე, მუცელზე და მკერდზე...
    - ჯანდაბა ანისია! - მოუთმენლად წამოდგა ფეხზე და არც დაფიქრებულა ორივე ხელი რომ დაზიანებული ქონდა, წარბის შეუხრელად აიტაცა ხელში, არც ტანსაცმლის გახდა დაანება, როგორც უდაბნოში ჩავარდნილი წყალს მოწყურებული ისე დააცხრა ტუჩებზე და მთელს სხეულზე დააფთურებდა ხელებს, სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ეს გოგო და თითოეული მისი წერტილი, ჰაერიც ის იყო მისთვის და წყალიც, ის სამყაროც ანისია იყო რომელშიც გაჩნდა, მის იმედსაც ანისია ერქვა, უნდოდა შეესუნთქა და შეესისხლხორცებინა, მისი ნაწილი გაეხადა ფიზიკურად და არსად გაეშვა, სიამოვნებით იღებდა მის თითოეულ კოცნას და იცოდა ასე არასდროს უკოცნია, ასე არასდროს შეხებია, არც მაშინ როცა უკანასკნელად იფიქრა ასე... ხედავდა როგორ დნებიდა მის ხელებში და ჰარი მზად იყო თავიდან შეექმნა რომ თავიდან დამდნარიყო, დაუსრულებლად გაეგრძელებინა ეს პროცესი და თავადაც დაუსრულებლად ენატრა მისი დაუსრულებლობა.

    ბოლომდე გათენებული არ იყო ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა ჰარი, ნაჩქარევად ამოიცვა შარვალი და ანისიას რომ არ გაღვიძებოდა ჩუმად გავიდა ვერანდაზე
    - ასეთი შეცდომების დაშვება არ გეკადრება სტაილს - ახლა მისი ხმის გაგონების განწყობაზე ნამდვილად არ იყო
     - შენც გაგიმარჯოს - უხეშად მიუგო და მისი ნათქვამი დააიგნორა
     - ვწუხვარ შენი გოგოს გამო - მისდა გასაკვირად ეს სიტყვები ირონიულად არ იყო ნათქვამი
     - საიდან გაიგე? - ზუსტად იცოდა ბარტი ცოცხალი არ დაუტოვებია
     - შენ ჩემი კაცი მოკალი სტაილს!
     - იმ კაცმა გიღალატა და ინფორმაციას მალავდა შენგან! - მოთმინება ეკარგებოდა თანდათან
     - ვიცი სტაილს და ამისთვის შენი მადლობელი ვარ! მის მიმართ შენმა უნდობლობამ და ეჭვებმა გადამაწყვეტინა კამერების დაყენება მის ბუნაგში, სამწუხაროდ მას შემდეგ რაც მალიკი მოკვდა, ამიტომ ამაზე მხოლოდ ახლა გავიგეთ.
     - და? ამას მე რატომ მეუბნები? - მობეზრებით იკითხა ჰარიმ
     - ჩიპი შენ გაქვს ჰარი და მე ის მჭირდება
     - მე თავისუფლება მჭირდება!
     - მე პირობას ყოველთვის ვასრულებ სტაილს, შენსავით! მაგრამ... აი აქ არის ერთი "მაგრამ"
     ჰარის მთელი სხეული დაეძაბა და აცადა სიტყვა დაესრულებინა, არ უნდოდა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოეჩინა და ამით მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა
     - შენი გოგოც ასე რომ ვთქვათ ჩიპია ჰარი - ისევ მან გადაწყვიტა საუბრის გაგრძელება
     - შენ იცი მისი მდგომარეობა... იცი რომ ის ჩიპი უკვე გამოუსადეგარია... შენ იცი რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს - მექანიკურად მუშტების შეკვრა დააპირა მაგრამ ტკივილმა სახე მოუბრიცა
     - არ ვიცი სტაილს... მაგრამ მე შენ გენდობი და გიშვებ. ერთადერთი დადებითი რაც გაგაჩნია ეს ღირსება და ერთგულებაა. ჩემს ხელში გაიზარდე და ჩემზე უკეთესად არავის შეუძლია გიცნობდეს. საღამოს ელიასი მოვა და მას გადაეცი - წამით გაჩერდა, თითქოს კიდევ უნდოდა მისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ "მშვიდობით სტაილს" მხოლოდ ესღა თქვა და ტელეფონი გათიშა
     - მშვიდობით... - გაოცებულმა ამოიბურტყუნა და რაღაც დრო განძრევაც ვერ შეძლო. ვერ იჯერებდა იმას რაც ამ წამს მის თავს ხდებოდა. იცოდა არასდროს გადადიოდა სიტყვას მაგრამ ასე მარტივად ნდობას არ ელოდა, მიუხედავად იმისა რომ მისთვის იმედი არასდროს გაუცრუებია, არასდროს უმოქმედია მის ზურგს უკან და არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც მას ან კომპანიას დააზარალებდა.
     - ასე ადრე რატომ გღვიძავს ჰარი? - ოთახში შესულს შეაგება კითხვა
     - რაღაც საქმე მქონდა ანისია, დაიძინე ჯერ მართლა ძალიან ადრეა - გვერდზე მიუწვა და მოეხვია
     - იქნებ ჩალაგება დავიწყო და დრო არ დავკარგოთ... რადგან უკვე ორივეს გვღვიძავს - მხიარულად შესთავაზა გოგომ
     - ანისია... დღეს საღამოს რაღაც საქმე გამომიჩნდა... ხვალ დილას მოგვიწევს წასვლა - დამნაშავესავით ამოილაპარაკა ჰარიმ
     ანისიას თვალებში ჯერ ეჭვი გაკრთა, მაგრამ მალევე მოიშორა ამაზე ფიქრი და მის მკლავებში გემრიელად მოკალათდა

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora