8

734 73 9
                                    

   - რა...? - თავისი ხმაც კი სადღაც ჰაერში გაეფანტა ანისიას
- სახლს გამოემშვიდობეთქო ანისია - ირონიულად გამოსცრა კბილებში ბიჭმა
   - არ შეგიძლია... ღმერთო არ გააკეთო ეს - ტირილს ამოაყოლა გოგომ
    იდგა და არ აპირებდა გადაწყვეტილება შეეცვალა, ზუსტად იცოდა მიზანში მოარტყა, ზუსტად იცოდა ახლა ყველაზე დიდ დარტყმას აყენებდა, იცოდა მისთვის იმ ოთახის დატოვება სიკვდილის ტოლფასი იყო და სიამოვნების ჟრუანტელმა ლამის დაუარა... ლამის... უყურებდა განადგურებულს და იცოდა ეს დასაწყისი იყო.
    - თქვენით თუ დაგეხმაროთ - დემონსტრაციულად რევერანსი გაუკეთა და გაშლილი მარჯვენა ხელით კარისკენ მიუთითა.
     თავბრუ დაეხვა და ფეხებში ძალა გამოეცალა, საწოლამდე ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო ისე დაეცა იატაკზე. მობეზრებულად გადახარა თავი გვერდზე და ასეთივე მობეზრებული მზერა მიაბყრო ბიზჭა. ხელში აიყვანა და თავისი სახლის გზას დაადგა.
     ჯერ კიდევ არ ბნელოდა და ტყით გადაწყვიტა წასვლა, მიუხედავად იმისა რომ დიდად დასახლებული სოფელი არ იყო, მაინც ცდილობდა ყველა შესაძლო მოწმეს მორიდებოდა. გაწონასწორებულად და ტემპის უცვლელად მიაბიჯებდა ხავსიან მიწაზე და ოსტატურაფ ირიდებდა ფოთლოვანი ხეების უადგილოდ გამოჩრილ ტოტებს. ოდნავადაც არ შეცვლია გულის რიტმი, ოდნავ არ აჩქარებია სუნთქვა, ოდნავ არ სტკენია ხელები, ოდნავ არ უგრძვნია დაღლილობა.
     ფეხით შეაღო ბნელი სახლის კარი და იმ ერთადერთ საწოლ ოთახში შეიყვანა რაც გააჩნდა. არც მტვრის მოშორება უფიქრია და არც ფანჯრების გაღება რომ ჰაერი გაეწმინდა. ფარდებიც კი არ გადაუწევია. მოპირდაპირედ სკამზე ჩამოჯდა და დანით ხელში ანისიას გაღვიძებას დაელოდა. შუაღამის პირველი საათი იქნებოდა გვერდი რომ იცვალა გოგომ და თვალები ნელა გაახილა. საშინელი ნესტის სუნი ეცა, მძიმე ჰაერი იგრძნო თითქოს ამოსუნთქვაც კი გაუჭირდა. წამები დასჭირდა სიბნელისთვის რომ თვალი შეეჩვია და ისიც დაინახა... უძრავად იჯდა მის წინ და არაფრისმთქმელი საშინელი, საშინელი შხამჩამდგარი თვალებით უყურებდა. უსიამოვნოდ გააჟრიალა ანისიას და ნელა წამოიწია ლოგინზე. ვერ იჯერებდა რომ მართლა წამოიყვანა სახლიდან, ვერ იჯერებდა რომ ყველაფერი იქ დატოვა რაც სიცოცხლის გაგრძელებაში ეხმარებოდა.  ვეღარ მოითმინა, სიამაყე გვერდზე გადადო და ატირდა.
    - მორჩი ეშმაკმა დასწყევლოს! - ბიჭის ღრიალმა ადგილზე მიაყინა
    - თუ ღმერთი გწამს... თუ ღმერთი გწამს... - ქვითინს ვერ წყვეტდა
    - ჩემთან ღმერთი აღარასდროს ახსენო ანისია. მასზე ვედრებაში დროს ნურასდროს დაკარგავ ვინც არ არსებობს ან არსებობს და ამ დაწყევლილ სამყაროში ასე დაგვტოვა - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ჰარიმ
     - ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა... ოღონდ მოვრჩეთ ამ ჯოჯოხეთს
     - მე ბევრი რამ მინდა ანისია... ბევრ რამესაც გააკეთებ... მაგრამ, აქ ცოტა რთულადაა საქმე...
     გოგო გაკვირვებული უყურებდა, ვერ გაეგო რას გულისხმობდა ბიჭი, ბიჭი რომელსაც ღმერთის არსებობის არ სწამდა, ბიჭი რომელსაც ეშმაკის სწამდა ღმერთის კი არა, ბიჭი რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთელ არ უხსენებია რას მოითხოვდა მისგან,  მაგრამ მის წვალებას აგრძელებდა, ბიჭი რომელიც ვერ გაეგო რა იყო, მისთვის "მოსიარულე სიკვდილი," მაგრამ რეალურად?
      ნელა წამოდგა სკამიდან და ანისიას საწოლთან ჩაიმუხლა, გაღიმებული უყურებდა, თითქოს წყვილი იყვნენ და დილით გაღვიძებულს ბედნიერი დღე უნდა ესურვებინა, არც დილა იყო, არც წყვილი იყვნენ, არც მის ჩანაფიქრში იყო რაიმე საბედნიერო და არც მისი ღიმილი იყო წრფელი.
       - მოდი გავარკვიოთ რაღაც-რაღაცეები - ღიმილი არ მოუშორებია სახიდან - მე შენგან მინდა და აუცილებლად მივიღებ შენს ენოციებს, შენს გრძნობებს, შენს საიდუმლოებებს, შენს სიკეთეს, შენს უმანკოებას, და საერთოდ რაც კი კარგი გაგაჩნია, ყველაფერს და უბრალოდ აი ასე გავანადგურებ - ხელის მტევანი გაშალა და ხელის გულზე რაღაც წარმოსახვითს ისე შეუბერა სული თითქოს საუკუნივანი მტვერი გადაბერტყა, უცებ ღიმილი გაუქრა, შემზარავმა იერმა შეუცვალა სახე - მაგრამ, - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია - ჩემი სურვილები, ეს უბრალო აზარტი, თამაში, გართობაა... აი საჭიროება სხვაა, ის რაც მჭირდება, ეს შენ უნდა იცოდე, რას მალავ ანისია, რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი - წამოდგა და სახე ისე მიუახლოვა სახესთან ანისიამ სუნთქვა ლამის შეწყვიტა.
     - ღმერთო... ნუ მეთამაშები
     - აღარასდროს! აღარასდროს ახსენო! - სახე მოემანჭა ბიჭს
     - მე ვერ ვხვდები... შენ ფიქრობ რომ მე რამე მაქვს? - ანისია მართლა ცდილობდა ამ სიტუუაციიდან გამოსავალი ეპივნა
     - ყოჩაღ მის, გონება გიჭრით - ჰარი იდაყვს დაეყრდნო და ანისიას დაელოდა
     - ანუ შენ არანაირი ძვირფასეულობა არ გინდა...
     - არ მინდა - ღიმილით გაიმეორა ბიჭმა
     - გამიზნულად რაღაცისთვის მოხვედი...
     - ოო ანისია შენ მართლა ცდილობ ჩემგან თავი მალე დაიძვრინო ჩვენ კი გართობაც არ დაგვიწყია - გადაიხარხარა ჰარიმ
     - რა არის ის რასაც ეძებ - ფრთხილად იკითხა გოგომ
     - სიცოცხლე
- რა... - ეგონა ვერ გაიგო
- შენი სიცოცხლე ანისია - ჰარიმ ისევ დემონივით გაიღიმა
- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღაც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა
- ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები ბიჭმა
- ო ღმერთო... ავადმყოფი ხარ...
- კიდევ ერთხელ ახსენებ ამ წყეულს და იმაზე მალე მოგიწევს მასთან შეხვედრა,თუ ასე გჯერა მისი არსებობის, ვიდრე გგონია! - ისე ჩუმად და მშვიდად წარმოთქვა თითოეული სიტყვა ანისიას ძარღვებში სისხლი გაეყინა.
- მე მცივა... - ზუსტად იცოდა ეს მხოლოდ ფიზიკური სიცივე არ იყო
- რატომ გგონია რომ მედარდება
ახლაღა შეამჩნია რომ მხოლოდ თხელი ცალათი უფარავდა სხეულს, მუხლებში მოიხარა და მჭიდროდ შემოიხვია მკლავები, თავი ხელებზე დაიდო და ჩუმ ცრემლებს ნება მისცა სახეზე ედინათ.
ისევ ისე იხო ჩამუხლული ბიჭი გაუნძრევლად მის საწოლთან, ისევ დაჟინებით უყურებდა. ცოტახანში მიხვდა რომ მიეძინა, კანკალი დააწყებინა მძინარეს, შეატყო რომ კანი მთლიანად გაუფითრდა, ნელა აიყვანა, საბანი აშალა და ფრთხილად შეაწვინა, იატაკზე დაჯდა და ზურგით საწოლის კიდეს მიეყრდნო. ფიქრობდა რა ან სად შეიძლებოდა ყოფილიყო ის რასაც ეძებდა. არაფერზე დახუჭავდა თვალს და არაფერს მოერიდებოდა მის საპოვნელად. უბრალოდ ყველა პატარა დეტალი ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა, ჯერ უნდა მიმხვდარიყო რა იყო, შემდეგ იმაზე უნდა დაეწყო ფიქრი სად იყო. არ მისცემდა თავს უფლებას რომ დავალება ვერ შეესრულებინა, ეს არასდროს მომხდარა, სწორედ ამიტომ გამოუშვეს ის და არა სხვა, არასდროს ჩაუგდია მისია, ძალაც უჭრიდა, გონებაც და საკმარისზე მეტად ცივსისხლიანიც იყო რომ რამეს ხელი შეეშალა. 
      წამოდგა, კარი საიმედოდ ჩაკეტა და ანისიას სახლისკენ გაუდგა გზას.
       თითოეული ფოტოს უკან ადგილი შეამოწმა კედელზე, არაფერი საეჭვო... ტანსაცმელები გადმოყარა, ყველას შეუმოწმა ჯიბეები, ჩანთებიც არ გამორჩენია... ერთიანად მოხვია ლოგინზე გაშლილ თეთრეულს ხელი და ძირს გადმოყარა, ბალიშებს წიგნი გადმოჰყვა, ერთ წამს უაზროდ მიაშტერდა და ბოლოს დაიხარა აიღო, ხელში ანისიას დღიური შერჩა... რომელიღაც გვერდზე გადაშალა...

       "ბედნიერება რა ფერიაო რომ მკითხოთ გეტყვით რომ მისი ფერია"
        კიდევ გადაშალა...

       "იცით სიყვარული რა არის? ჩემს სუნთქვას რომ დაუფიქრებლად დავუთმობ"
         კიდევ გადაშალა...

        " მე მარტო აღარ ვარ და ეს მისი დამსახურებაა, ყოველი დღის გათენება მიხარია და მისი დამსახურებაა, ღმერთო ბედნიერი ვარ, მინდა ვიყვირო! ბოლო ხმაზე ვიყვირო რომ გამოგივიდა! მე ვიგრძენი რა არის უკიდეგანო ბედნიერება და იმედი! სიცოცხლის იმედი! ჩემი ღიმილის მიზეზია, ჩემი სიცილის მიზეზია, ჩემი თითოეული ჩასუნთქვის მიზეზია
     არასდროს არასდროს არ დაიჯეროთ რომ თქვენთან არ მოვა, რომ სიმარტოვისთვის ხართ განწირული, თუ ეს სიტყვები სასაცილოდ არ გეყოფათ, მოდით ჩემთან, მე ანისია კრისტენსი დაგარწმუნებთ რომ სიყვარული არსებობს, თქვენთვისაც არსებობს!

                                                  2001 .  06/07 "

      ელდანაკრავივით დახურა დღიური, რაღაც დროის განმავლობაში ერთ წერტილს მიშტერებოდა, ვერ გაიგო რა იგრძნო ამ წამს, თავი გააქნია, არ შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა, ის ის იყო, ის, არ შეიძლებოდა, მისთვის არ შეიძლებოდა. ამ წამს კიდევ უფრო შეიძულა.
       ქურდივით ჩაიდო დღიური ქურთუკის შიდა ჯიბეში და უმისამართოდ გაუდგა გზას.


      აზრი გამოხატეთ, რას ფიქრობთ პერსონაჟებზე, რამის შეცვლა ხომ არ გინდათ, ან რას ელოდებით, ან თქვენი ინტუიცია რას გეუბნებათ რა ხდება

Alive   (დასრულებული)Where stories live. Discover now