6

762 74 10
                                    

    თითქოს ელოდა, სადღაც გულში და გონებაში იცოდა რომ ამ უცნობის განოჩენა მასთან იყო დაკავშირებული და ეს არ იყო უბრალო გამვლელი, რომელიც ქალაქისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა, სწორედ ეს აფორიაქებდა და აშინებდა ყველაზე მეტად და ამ წუთებში სრულად იგრძნო მისმა შიშმა ფრთები როგორ შეისხა და განსხეულდა. შიში ადვილი დასაძლევია როცა იცი რის გეშინია, ან რატომ გეშინია, ახლა კი გაურკვევლობამ ხმა ჩაუგდო და თითქოს გონებაც აღარ ენორჩილებოდა. ვერ ხვდებოდა რა შეიძლება ნდომებოდა მისგან, არაფერი გააჩნდა და არც სახოგადოებისთვის საინტერესო ობიექტს წარმოადგენდა, არც მდიდარი იყო და არც მშობლებს უსახსოვრებიათ მისთვის რაიმე ღირებული რასაც შეიძლება ეს უცნობი მასთან მოეყვანა. ერთი უბრალო სოფლის უბრალო მცხოვრები იყო რომელმაც ბევრი გადაიტანა, მაგრამ ეს მისი პირადი ტრაგედია იყო და არც არავის გადაკვეთია უხეშად გზაზე. რამდენადაც სწრაფად უელავდა ეს ფიქრები გონებაში თვალებგაფართოვებულს და ერთ ადგილზე მზერა მიყინულს, იმდენად სწრაფად უცვლია ადგილი უცნობსაც და ახლა ჩვეულ ადგილზე ჩამომჯდარი თავის დანას ათამაშებდა ხელში. ეს სულაც არ იყო ანისიას შესაშინებლად დადგმული სცენა, უბრალოდ წლების განმავლობაში გამჯდარი ჩვევა რომელსაც უკვე თავისდაუნებურად იმეორებდა მისი სხეული.
იმ წუთების განმავლობაში როცა ანისია სიტუაციაში გარკვევას უშედეგიდ ცდილობდა, ბიჭი დაჟინებით ათვარიელებდა მის სახეზე გაჩენილ თითოეულ ემოციას. აკვირვებდა რამდენად სუსტები არიან ადამიანები, როგორ სარკესავით შეიძლება მათზე ყველაფრის ამოკითხვა, ალბათ ვერცერთი მისი ნაცნობთაგაბი ვერ გაიხსრნებდა ბოლოს როდის შეეცვალა სახეზე მიმიკა ან როდის განოესახა რამე ემოცია, უკიდეგანო კონტროლი ჰქონდა საკუთარ სხეულზე, გრძნობებზე და ეს აძლიერებდა ყველაზე მეტად, არასდროს აძლევდა მტერს საშუალებას მისი ფიქრები და ნაბიჯები გამოეცნო.
- ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ მეტყობა - ირონიული ხმით წარმოსთქვა ბიჭმა
გოგო ისევ გაფართოვებული თვალებით უყურებდა ბიჭის შხამიან, ჭაობისფერ თვალებს და თითქოს ევედრებოდა ლაპარაკის უნარი მაქვს დაკარგული და იქნებ თავად გააგრძელო რას გულისხმობო...
- საშიში რომ ვარ, ძალიან საშიში - ისევ არ გასჭირვებია ემოციების წაკითხვა სხვის სახეზე
რაღაც არაამქვეყნიური ხმა ამოაყოლა ამოსუნთქვას ანისიამ, თითქოს ჰაერისგან დაცალა ფილტვები და პანიკას დაუთმო მთელი სხეული.
ბიჭი ნელა წამოდგა, ისე რომ თვალს არ აშორებდა გოგოს, მისი თითები ისევ ჩვეულ მოძრაობებს ასრულებდნენ დანაზე, ნელი მტანჯველი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და ზემოდან დააცქერდა ერთ ადგილზე გაშეშებულს
- აბა, როგორ ფიქრობ რატომ ვარ აქ - საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
- არ ვიცი... - ანისიას დაბნეულობა კიდევ უფრო მოემატა
- ეს ცუდია ანისია, ეს ძალიან ცუდია შენთვის - თითქოს მის ხმას მხოლოდ ირონიულ ნოტაზე შეეძლო აჟღერება
- მე... მე შემიძლია ჩაი გავაკეთო... - ყველაზე სულელური რამ წამორიშა რაც კი შეიძლებოდა, სწრაფად წამოდგა და არც დაკვირვებია თითქმის შიშველი რომ იყო და სამზარეულიში ისე გავიდა
ბიჭი არც განძრეულა, მხოლოდ საშინელი ღიმილი გადაიკრა სახეზე
ანისია ჯერ შემოსასვლელ კარს დაეჯაჯგურა და უარესმა პანიკამ მოიცვა როცა გააცნობიერა რომ უცნობმა მისი ყველა სვლა წინასწარ გათვალა, ფანჯრები შეამოწმა... უჯრებსაც კი მიაწყდა სადაც სამზარეულის დანებს ინახავდა... დაბნეული შებარბაცდა ისევ ოთახში
- არადა ჩაის ველოდი - შხამიანი თვალები მიანათა გოგოს. ზუსტად იცოდა იარაღის მთელი არსენალი რომ დაედო გოგოსთვის წინ მაინც ვერაფერს გახდებოდა... მწვალებელი იყო და სიამოვნებდა იმის გაფიქრება რამდენად უსუსურად აგრძნობინებდა თავს ანისიას ყველანაირი გაქცევის ან თავდაცვის მცდელობის შანსის წართმევა. სიამოვნებდა მისი ფსიქოლოგიური განადგურება და წამება, სიამოვნებდა კონტროლის სრული ფლობა, სიამოვნებდა იმაზე ფიქრი თუ რა ელოდა წინ, სიამოვნებდა გონების დაკარგვამდე, ისე როგორც წამალზე დამოკიდებულს სიამოვნებს დიდხანს ნანატრი დოზის შეშვება ორგანიზმში. ზუსტად ქონდა გათვლილი მისი ტანჯვის თითოეული წუთი და გოგოს წარმოდგენაც კი არ ქონდა სადამდე შეიძლებოდა ეს გაგრძელებულიყო.
- მითხარი რა გინდა... მოვრჩეთ ამ თამაშს....
- ოო... ეს თამაში არ არის მის, ეს იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე წარმოიდგენ, და ზუსტად შენგან მინდა გავიგო რა მინდა
ანისია სწრაფად მივარდა კომოდს, უჯრები გამოხსნა და რაც კი შეიძლებოდა ღირებულად ჩაეთვალა ყველაფერი ძირს დაუყარა უცნობს, რამდენიმე ოქროს ნივთი, მისი ოჯახის რელიქვიად წიდებული ყელსაბამი რომელიც მამამისის ხაზით გადმოეცემოდათ, ერთ წამს შეცბა და ინატრა იქნებ არ შეემჩნია და მაინცდამაინც მასზე არ გაეკეთებინა არჩევანი ბიჭს, მისი ფიქრით შეუმჩნევლად გაკრა ფეხი და საწოლის ქვეშ შეაცურა, ძველი ვერცხლის სამკაულებ ერთიანად დასწვდა და ხმაურიანად მიაყოლა დაყრილ ნივთებს მისი ყურადღების გადასატანად... უცნობის შემზარავმა ხარხარმა ადგილზე მიაყინა, გაუჩერებლად იცინოდა, თითქოს ამაზე მხიარული სანახაობა არასდროს ენახა. ყველაფერზე ეცინებოდა, იმაზე რომ ანისიას ნივთის გადამალვის მცდელობამაც კრახით ჩაიარა და იმაზეც რომ უბრალო ძვირფასეულობის ქურდად შერაცხა. წამით თითქოს თავი შეურაცჰყოფილადაც იგრძნო და უცებვე დასერიოზულდა, ისევ შხამიანი თვალებით დაუწყო ბურღვა, თითქოს ახსნა-განმარტებას ელოდა გოგოსგან ამ სულელური საქციელის გამო
- რა გინდა ჩემგან... - ჩამწყდარი ხმით ამოიხავლა ანისიამ
- მინდა ჩემთვის იცეკვო ანისია- ახლა მისი თვალები გოგოს სხეულზე დაიარებოდნენ, ისე რომ გამომეტყველება წამით არ შეცვლია, არასდროს, არასდროს იმჩნევდა არც სურვილს...
დაზაფრული კედელთან აიტუზა, ვერ გაეგო შერცხვენოდა, შეშინებოდა, "მოსიარულე სიკვდილი" ცეკვას სთხოვდა...  ხმის ამოუღებლად შებრუნდა, პატარა ჰოლი გადაჭრა და "მათ ოთახში" შუქი აანთო, მუსიკა ჩართო და ეცადა ეცეკვა... ცოტა ხანში თითქოს სულ გადაავიწყდა რატომ იყო აქ, რომ მარტო არ იყო, და იძულებით არ ასრულებდა თითოეულ მოძრაობას. თითქოს თავს აიძულა მოწყვეტოდა რეალობას, ეტრიალა და შეეგრძნო მუსიკის თითოეული ნოტა. სიშიშვლე გადაავიწყდა, თამამ მოძრაობებზე გადავიდა, თვალდახუჭული ცეკვავდა, როცა ახელდა ყველგან ზეინის სახეს ხედავდა... თვალები ცრემლებმა დაუფარა,მხოლოდ მის სახეს ეძებდა ყველგან, ყველა კუთხეში, ყველა ბრუნის დროს კადრებად უცოცხლდებოდა მოგონებები, ტრიალბდა ანისია... მოგონებებიც მასთან ერთად ტრიალებდა... ტრიალებდა ანისია... ტკივილიც მასთან ერთად ტრიალებდა... ტრიალებდა ანისია... მონატრებაც მასთან ერთად ტრიალებდა...
      იდგა ბიჭი გაშეშებული, უემოციო სახით... არცერთი მისი მოძრაობა არ გამოჰპარვია, არცერთი მისი განცდა არ დაღვრილა ისე რომ უცნობამდე არ მიეღწია... სწრაფად მოსწყდა ადგილს, ანისიასკენ დაიძრა, ამწარებდა რომ ბრაზს ვერ აკონტროლებდა, სიმართლე რომ ითქვას იმის აღქმაც ვერ მოასწრო რომ ბრაზი აკეთებინებდა ამ ნაბიჯებს, ელვის სისწრაფით გაჩნდა გოგოს წინ, გაუცნობიერებლად აღმართა ხელი და ისე გაარტყა სახეში წამებში იატაკს დაანარცხა მისი სხეული.
     - მე, გითხარი, ჩემთვის, იცეკვე! - კბილებში გამოსცრა თითოეული სიტყვა და შხამიანი ბნელი ჭაობი უფრო ბნელი გახდა

მოკლედ ბავშვებო, თქვენი აზრი მჭირდება, თუ დამიჯერებთ მართლა თქვენთვის ვწერ, თითოეული სიტყვის მოფიქრებამდე კარგად ვცდილობ გავიაზრო რა დაგაინტერესებთ, რა აგაღელვებთ, რა მოგეწონებათ, იდეებიც მინდა და შენიშვნებიც. არ დაიზაროთ რა თორე მგონია გიჟივით მხოლოდ ჩემთვის ვლაპარაკობ))

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora