პირველად იგრძნო შიში, შიში რომელიც საკუთარი თავის გამოც არასოდეს უგრძვნია, სხვის გამო შეუჩნდა და პანიკურ შეტევამდეც მიიყვანა. ხმამაღლა კიოდა მის თავში განგაშის სირენა, ბაგეები შეეხსნა და ღრმად და რიტმულად სუნთქვას ცდილობდა, სისხლი ისეთი სისწრაფით აწვებოდა თავში, მხედველობას აკარგვინებდა და რამდენჯერაც არ უნდა დაეხანხამებინა თვალები მხოლოდ სიბნელეში მოკიაფე ნაპერწკლებს ხედავდა. ორივე ხელი საფეთქლებთან მიიდო და ისე მიიჭირა თითქოს საკუთარი თავის გახეთქვას ცდილობდა, ცოტა უნდა დამშვიდებულიყო და ცივი გონებით გადაეხარშა წაკითხული, იმაში ორი აზრი არ იყო რომ ანისიას სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, და ვის შეიძლებოდა ასე გაეწირა თუ არა ზეინს, არც არავისთან ჰქონია მეტად ახლო ურთიერთობა გოგოს და ალბათ არც არავის ენდობოდა მასსავით. რა საფრთხე იგულისხმებოდა, ცოცხალი იყო, მასთან იყო, მაგრამ იქნებ იმიტომ ეგონა წერილის დამწერს ასე რომ არ იცოდა ახლა როგორ და რა სიტუაციაში იყო ანისია, იქნებ უბრალოდ ეგონა რომ არსებულ მდგომარეიბას ვერ გაუძლებდა და გატყდებოდა, ან გვიანი რატომ იყო, ჯანდაბა რას გულისხმობდა?! ნელა ჩამოჯდა ისევ კიბეებზე და წერილი შეათვალიერა, ყველა სიტყვას აკვირდებოდა, იქნებ რამე მინიშნება ენახა, ცარიელ გვერდზე გადმოაბრუნდა, დიდხანს უყურა, შემდეგ ფურცელი ჰაერში დაიჭირა და ლამპიონის შუქზე გახედა, ნაწერის მხარეს ბოლოში სამი პატარა, ერთმანეთისგან სიმეტრიულად დაშორებული წერტილივით ბურთები შეამჩნია, შუაგულში თეთრი სიცარიელით, წრეებს უფრო გავდა, სპეციალურად იყო მოხაზული, არც ფურცლის დეფექტი და არც შემთხვევითობა, გეგონებოდათ ავტორის ხელწერას ცვლიდა... შრიფტს არ გავდა, ყოველშემთხვევაში არცერთ იმათთაგანს რაც ჰარიმ იცოდა და დაიფიცებდა ზედმეტად კარგად იცოდა ყოველი მათგანი. წამოდგა და ბარბაცით, ძალაგამოცლილმა, არეული ნაბიჯით მიაღწია ლოგინამდე, არასდროს ჰქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ახლა სხეულიც და გონებაც დასვენებას სთხოვდა, ზურგზე მიეგდო და თვალები დახუჭა.
CZYTASZ
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...