- ორივე დასხედით! - მოუთმენლად წამოიყვირა ანისიამ - რა ჯანდაბა ხდება იქნებ ამიხსნათ???
- შენთვისვე სჯობს დამაჯერებელი მიზეზი გქონდეს ეიდენ იმ ვირთხას საიდან იცნობ - სკამზე დამჯდარს ზემოდან დააცქერდა ჰარი, თავად მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და მისკენ გადაიხარა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია
- ჰეი, ჰეი - ორივე ხელი უდანაშაულოდ ასწია ზემოთ ბიჭმა - ჯერ იქნებ გაგვერკვია ერთი და იმავე ადამიანზე ვლაპარაკობთ თუ არა
- ეიდენ! ასეთი ამ ქალაქში კი არა დედამიწაზე არ მეგულება მეორე! - კბილებში გამოსცრა ჰარიმ
- ბარში მოვიდა... - თითქოს დანებდა და მოყოლა დაიწყო - უაზრო კითხვებს მისვამდა, დიდად ყურადღება არ მივაქციე... მეგონა მთვრალი იყო... ხო, ზეინზე მკითხა, უფრო სწორად არ უკითხავს, ვითომ სხვათაშორის თქვა რომ ამ ქალაქში ერთ ბიჭს იცნობდა ადრე...
- მერე?
- მერე ეიდენ? გააგრძელე - ანისიამაც ჰარის აუბა მხარი
- მკითხა შეეძლო თუ არა ზეინის რომელიმე მეგობარი ენახა და სამძიმარი ეთქვა, მეც სიმართლე ვუთხარი... რომ ჩემს გარდა აქ მეგობარი არ ჰყოლია... - ანისიას სახეს რომ წააწყდა მაშინვე დაამატა - ხო აბა შენთან ხომ არ გამოვუშვებდი, მე თვითონ გამისკდა გული რომ დავინახე... თან სრულიად უცხო კაცი...
- ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი დამხმარე ვირთხაა, აი ისეთი შავ, ჭუჭყიან საქმეს რომ აკეთებინებენ, ზეინზე ინფორმაციის შეგროვება ჰქონდა დავალებული - თავისი სათქმელიც თქვა ჰარიმ
- არ ფიქრობ რომ უნდა მოვინახულოთ? - იკითხა ეიდენმა
- ხვალ - მოკლედ მოუჭრა და სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან
- მეც მომეცი - ხელი გაუწოდა ქერამ - ხვალ გამოგივლით, საღამოს, ან არ ვიცი... რა დროს სჯობს? მანქანით წავიდეთ
- არ ვიცი... უნდა დავფიქრდე - ნერვიულად მოიფხანა კეფა ჰარიმ
- მოდი ხვალ ანისიას დავურეკავ და გამაგებინეთ - მომლოდინე თვალები მიაბყრო გოგოს ეიდენმა
- სად დაურეკავ - თითქოს ცივი წყალი გადაასხეს ისე მიშტერებოდა ხან გოგოს ხან ბიჭს ჰარი
- ეიდენ ჩემი ტელეფონი ისევ გაფუჭებულია, არც გამხსენებია მისი შეკეთება - ანისიას სიტყვებზე ჰარის რაღაც მოეშვა გულზე, არ უნდოდა აღმოჩენილიყო რომ ამდენი ხნის განმავლობაში მას გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება ჰქონდა და მას უმალავდა, ამ ბოლო პერიოდში მაინც, როცა ყველაფერი დალაგდა.
- რატომ არ მიკვირს - ჩუმად ამოიბურტყუნა ქერამ - არასდროს გიყვარდა ტექნიკა
- მე დამირეკე ეიდენ, მომეცი ნომერს ჩაგიწერ - ტელეფონი გამოართვა და თავისი ნომერი ჩაწერა ჰარიმ
- კარგი... ახლა უნდა წავიდე, მართაც მარტოა და უკვე გვიანია - წამოდგა და შარვალი გაისწორა
- მანქანამდე მიგაცილებ, ანისია შედი უკვე საკმაოდ გრილა - გოგოს უთხრა და თავადაც წამოდგა
აუჩქარებლად ჩაიარეს კიბის საფეხურები, იქვე იდგა და უყურებდა როგორ ჩაჯდა მანქანაში და იმ მანქანის ძრავა აამუშავა ასე რომ მოეწონა, სანამ დაძრავდა ფანჯარაზე მიუკაკუნა, ეიდენმაც ჩასწია და მომლოდინე მზერა მიაბყრო
- მეგობარო, მინდა იცოდე გილწრფელად მიხარია რომ ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარდა - ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
- სანამ ჩავჯდებოდი მანამდე რომ გეთქვა ეს, აუცილებლად ჩაგეხუტებოდი... ახლა გადმოსვლა მეზარება - სიცილით უპასუხა და ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა - ხვალამდე ჰარი
- ხვალამდე ეიდენ - ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად უკან სვლით მიმავალს
VOCÊ ESTÁ LENDO
Alive (დასრულებული)
Fanfic- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...