სულ დაავიწყდა ანისიას ზურგის ტკივილი და თვალის დახამხამებაში ჩამოხტა ჰარის მკლავებიდან
- არ ვიცოდი ხუმრობაც თუ შეგეძლო - უხერხული ღიმილით მიუგო ბიჭს
- არც შემიძლია... - გაკვირვებული სახე ჰქონდა ჰარის
- ასეც ვიცოდი - საჩვენებელი თითი აუქნია ანისიამ და ოთახის გავლით სააბაზანო ოთახში შევიდა.
საკმაოდ დაიღალა სიარულისგანაც, ტკივილისგანაც, ემოციებისგანაც, აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარი, თან ფიქრებს წაეღოთ, თან მარჯვენა ხელს ნელა ასრიალებდა დაგუბებულ წყალში, თითქოს სითბოს ამოწმებდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ახლა თავში ყველაფერი უტრიალებდა წყლის ტემპერატურის გარდა. როცა ვანა საკმარისად აივსო წყალი გადაკეტა და ნელა დაიწყო ჰარის კუთვნილი ტანსაცმლის სხეულიდან მოშორება. თავის თავს ეკითხებოდა რას აკეთებდა, რატომ იყო ახლა აქ და რატომ დასთანხმდა მას ურთიერთობის დაწყებაზე, პრინციპში "მე ურთიერთობის დაწყების ცდას დავთანხმდი, და არა დაწყებას" თავის თავს შეუსწორა გონებაში. არც ისე დიდი ხანია რაც აღიარა რომ ხედავდა მასში რაღაც ამოუცნობს, რაც ინტერესს უღვიძებდა, იყო დრო როცა ფაიქოლოგია იტაცებდა და ალბათ მაშინ ასეთი ტიპის ადამიანი მისთვის ძალიან კარგი სამუშაო ობიექტი იქნებოდა... ახლაც უამრავი კითხვა აწუხებდა, რაზე პასუხიც დარწმუნებული იყო თავად ჰარიმაც არ იცოდა, ამიტომ მის ქცევებს უნდა დაკვირვებოდა, მის აზრებს უნდა ჩასწვდომოდა და ფიქრებიც გამოეცნო... გრძნობდა არ იყო უიმედო... გრძნობდა მისი გადასხვაფერება და გაუმჯობესება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, უბრალოდ აქამდე ალბათ არც არავის უცდია... ანდა არა, უფრო ზუსტი იქნებოდა ეთქვა რომ თავად ჰარის არ უცდია შეცვლილიყო, ახლა კი... ახლა ნათლად ხედავდა თავად ბიჭს უნდოდა ყველაფერი წარსულში დაეტოვებინა, ყველაფერი რაც აქამდე გააჩნდა, ყველაფერი რასაც აქამდე წარმოადგენდა, ვინც აქამდე იყო, ახალ ცხოვრებასთან ერთადერთ დამაკავშირებლად ანისიას აღიქვამდა, ამიტომ ებღაუჭებოდა ისე, როგორც დასახრჩობად განწირული ადამიანი ებღაუჭება ხავსს. არ უნდოდა მისთვის იმედი გაეცრუვებინა და ბოლო იმედი მოეკლა, მასაც ხომ ასე სჭირდებოდა იმედი, გამოცდილი ჰქონდა და არ უნდოდა მიუხედავად ყველაფრისა ისიც უიმედობისთვის გაეწირა, თითქოს მის გადარჩენაში რაღაც ისეთი... ერთადერთი ცოცხლად დარჩენისთვის არსებული აზრი დაინახა... ვერც იმას უარყოფდა რომ მეორედ მიიზიდა ცხოვრებაში ბიჭმა, თან რაღაც განსხვავებულად, ზეინი სუფთად, გონებით და სულით უყვარდა, გული მისით ქონდა სავსე, ახლა კი თითქოს პირველად ვიღაცის მიმართ ვნება იგრძნო, ზეინთან ეს არასდროს გამოუცდია, არა იმას ვერ იტყოდა რომ კოცნისას გული არ აჩქარებია, მაგრამ ჰარის სიახლოვისგან თითქოს მთელი სხეული უხტოდა... ზუსტად თავადაც ვერ ხსნიდა ამ გრძნობას, საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ჰარიში, მართალია დამალული, მაგრამ სააშკარაოზე გამოსატანად მზად მყოფი, კარგი უფრო ბევრი იყო, ვიდრე ცუდი და ცხელ წყალში სხეულის მოსადუნებლად ჩაწვა, უკვე შუაღამეს საკმაოდ იყო გადაცილებული, ორთქლმა და სითბომაც თავისი ქნა და ძილი მოერია, ის ის იყო დასამთქნარებლად გაღებული პირი ისევ დახურა რომ უკვე კარგად ნაცნობი ბრიტანული აქცენტი ექოდ გაისმა სააბაზანოში
- გინდა დაგეხმარო?
- დამეხმარო რაში? - ანისიამ მკვეთრად მოაბრუნა თავი კარისკენ
- იმაში რომ მალე დაასრულო, დაღლილობისგან არ ჩაგეძინოს და მძინარე, წყალში არ ჩაიხრჩო - სიცილი შეეპარა ხმაში
- არ შეგიძლია მაგრამ კარგია რომ ცდილობ - ღიმილით თქვა გოგომ და წინ გაიხედა თითქოს კედელზე რამე საინტერესოს აკვირდებოდა
- რას გულისხმობ? - ახლა ანისიასაც კარგად გამოსდიოდა მისი დაბნევა
- ხუმრობას ჰარი, ხუმრობას
- არ მიხუმროა - მხრები აიჩეჩა და თითქოს თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად გოგოსკენ წავიდა, სანამ მასთან მივიდოდა მკლავებზე გრძელსახელოებიანი მაისური უსწორმასწოროდ აიზიდა და ისე რომ მისი სისველისთვის ყურადღება არ მიუქცევია წყლიდან ამოიყვანა, ანისიამ ერთი წამოიყვირა მოულოდნელობისგან და ისე აეკრო გულზე, როგორც მისი სიშიშვლის ნაწილიბრივმაინც დაფარვა იქნებოდა შესაძლებელი
- ამას ტყულად აკეთებ - მის ყურთან ახლოს დაბალი ხმით თქვა ჰარიმ
- რას? - გაკვირვებისგან გაფართოვებული თვალებით ახედა ანისიამ
- სულ დამასველე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაფარო რასაც სულ რაღაც ორ წამში ისედაც მშვენივრად დავინახავ, სიმართლე რომ ვთქვათ არა მარტო დავინახავ... - ეშმაკური ღიმილი გაუკრთა სახეზე
- ჰარი გეყოფა! - მკაცრი ხმით უთხრა და ხელიც მიარტყა მეტი დამაჯერებლობიათვის
- კარგი მეყოფა - უდანაშაულო სახით ორივე ხელი მაღლა ასწია, ანისია ძირს ჩამოვარდა და ლოგინზე დაეცა - ხომ გითხარი - თვალი ჩაუკრა და საჩვენებელი თითით მის შიშველ სხეულზე მიუთითა
- ჯანდაბა! - უცებ გამოერკვა გოგო და ირგვლივ რომ ვერაფერი ნახა რის მიფარებასაც შეძლებდა მუხლები მკერდთან აიკრა და მკლავები მჭიდროდ შემოხვია თავისივე ფეხებს
მონუსხულივით უყურებდა ახარხარებულ ბიჭს, ვერ წარმოედგინა ჰარი, რომელიც მის წინ ახლა ასე გულით იცინოდა, და ჰარი რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩუმად შეიპარა მის სახლში, იძალადა, ატკინა, შეაშინა, ერთი და იგივე პიროვნება იყო... მაგრამ არა, არ იყო... ეს ორი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ისიც იცოდა რომ ამაში თავად მას დიდი წვლილი მიუძღვოდა.
- ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება... - სახე დაუმშვიდდა ჰარის და ხელი მაისურის ბოლოსკენ წაიღო, წელთან წამოწია და თავს ზემოთ გადაიტარა - ახლა ჩემთვისაც და შენთვისაც ყველაფერი სხვანაირად იქნება...
- ჰარი მე ....
- ანისია, სიმართლე ისაა რომ შენ ვერც ვერასდროს იქნები მზად თუ სულ უარით გამისტუმრე...
- უნდა მივეჩვიო... ამ ყველაფერს... შენ...
- მე ორი კვირაა არ მოგკარებივარ. დრო მოგეცი. შენი სივრცე მოგეცი. არ შემიწუხებიხარ
- ვიცი ჰარი... მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის...
- საერთოდ არ გინდივარ? ისევ მასზე ფიქრობ?
- მე ეს არ მითქვამს
- მაგრამ ასეა?
- არა ჰარი, ასე რომ იყოს გეტყოდი... აუცილებლად ვიტყოდი ჰარი
- ანისია... - გოგოსკენ ნელა წავიდა და მისი ხელი ხელში მოიქცია, ნაზად მიადებინა გულზე - ანისია... გესმის? ჩემი გულის ხმა... აქამდე არ ისმოდა...
ნელა ამოხედა გოგომ, სახე უფრო მშვიდი ქონდა, ხელი უფრო ძლიერად მიადო გულზე...
- დარწმუნებული ვარ შენ გამოა ანისია... შენ გამო ცემს... - იმეორებდა და თან სახეს უკოცნიდა
ნელა უბიძგა და საწოლზე მიაწვინა, ფეხები ნაზად გააშლევინა მუხლებში, ცალი ხელი წელს უკან შეუცურა და მაგრად მიიკრო მისი შიშველი სხეული თავის ასევე შიშველ ტანზე. მეორე ხელის იდაყვს ეყრდნობოდა და თან ლოყაზე ნაზად უსვამდა თითებს, პირველად იყო როცა ასეთ სიტუაციაში გოგო პირდაპირ თვალებში უყურებდა, ეს იმაზე სასიამოვნო იყო ვიდრე წარმოიდგენდა. იმდენად სასიამოვნოც კი რომ ამ პატარა დეტალის გამო ანისიამაც კი იგრძნო მუცლის ქვემოთ რაღაც მაგარი როგორ მიედო და ნელნელა მიეჭირა... სუნთქვა გაუხშირდა, თითქოს პირველად ხდებოდა ეს ყველაფერი, ჰარის სიტყვები გაახსენდა, ახლა მართლაც სხვანაირად იყო...
- გეშინია? - ვნებამორეული ხმით ჰკითხა ჰარიმ
ანისიამ თვალები დახუჭა და თავი სწრაფად დაუქნია, დახუჭული თვალები დაუკოცნა ბიჭმა და საჩვენებელი თითი ლავიწის ძვალზე გადაატარა
- ფეხებს გამიშლი?- მზრუნველობა იკითხებოდა და სითბო მის კითხვაში, სანამ გოგოსგან პასუხს მიიღებდა მარჯვენა ხელი ფრთხილად გამოაცურა წელიდან და ბარძაყზე დაადო - არ გაჩქარებ, უბრალოდ იდნავ გაშალე
ანისიამ ფეხები ერთმანეთს დააშორა და გაუაზრებლად ორივე ხელით მოეხვია ბიჭს
- მიყვარს რომ მეხები, ჩემთვის ეს სექსზე მეტიც კია - მკერდს შუა ძვალზე თითი ჩამოატარა და ცხელი ტუჩები მუცელზე მიადო, გრძნობდა როგორ თრთოდა ანისიას მთელი სხეული და ესეც კი საიცარ სიამოვნებას ანიჭებდა - შემიძლია აქაც გაკოცო? - ცერა თითით ტუჩებზე მიეფერა
- ჰო... - ანისია გრძნობებს ვეღარ აკონტროლებდა, ეშინოდა კიდეც, რცხვენოდა, სიამოვნებდა და მოუთმენლობასაც მოეცვა
ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და ნელა შეუხსნა ბაგეები, თავისი წითელი ტუჩებით დაეწაფა, უფრო მჭიდროდ მიიკრა და მასში ისე შევიდა გოგოს სიამოვნების მეტი არაფერი უგრძვნია
- კარგად ხარ? - კითხვის დასასმელად შეწყვიტა კოცნა
- ჰარი... - ანისიამ ან კითხვაც ვერ გაიგო, ან პასუხს ვერ მოაბა თავი
- არ მინდა ისევ გატკინო... მითხარი კარგად ხარ? - შუბლი შუბლზე მიადო და წამით კიდევ შეეხო მის ტუჩებს
- ჟრუანტელი მივლის სხეულში ჰარი...
- ვაგრძელებ ანისია ... - გახშირებულ სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები, გოგოს გულიბრყვილობაზე გაეღიმა, თვალები გაუნათდა და სიხარულისგან გული კიდევ უფრო აუჩქარდა, პირველად იგრძნო რომ მთლიანად მას ეკუთვნოდა
🙈🙈🙈🙈❤️❤️❤️
YOU ARE READING
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...