36

575 70 19
                                    

- დაიწვას ანისია... დაიწვას - ხელში აიყვანა და ლამის ყველა ძვალი ჩაუმტვრია ისე ძლიერად მიიხუტა - ვერც კი შეძლებ წარმოდგენას ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავდა...
- მიხარია ჰარი - თავადაც ეხუტებოდა
   - წამოდი ჩემი გოგო დავანაყროთ - ფრთხილად ჩამოსვა და სამზარეულოში შეუძღვა
- როგორც მახსოვს ჩვენ ერთად უნდა მოგვემზადებინა - სკამზე ჩამოჯდა და მაგიდას მოავლო თვალი
- დიდხანს რომ არ გამოჩნდი ... - მხრები აიჩეჩა - მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ ... ნამდვილად ღირდა მარტოს მომემზადებინა - ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე

     ერთად მიალაგეს სამზარეულო და დასაძინებლად დაწვნენ, თავად შეხსნა პუანტის თასმები ფეხებზე და თან შანსს არ უშვებდა ხელიდან, ყველა ის ადგილი რომ არ დაეკოცნა სადაც ხელს შეახებდა, თხელი პლედი მიაფარა და დასვენების საშუალება მისცა, ანისიას ღრმად და მშვიდად ეძინა, პირველად ხედავდა ჰარი რომ ძილში იღიმოდა, აწუხებდა ის ფაქტი რომ ხვალიდან შეიძლება ყველაფერი შეცვლილიყო, უსამართლობა იყო ახლა მომხდარიყო ეს ყველაფერი როცა თითქოს რაღაცეები დალაგდა და უკეთესობისკენ შეიცვალა, თვალი არ მოუხუჭავს ისე დაათენდა თავზე, წამოდგა და ჩუმად ჩაიცვა, არ უნდოდა გაეღვიძებინა, ისედაც რთული დღე იქნებოდა, სამზარეულოში გავიდა და ჩაის მომზადება დაიწყო, უკვე დასრულებული ჰქონდა რომ გადაიფიქრა და ახლა ყავისთვის დაადგა წყალი ასადუღებლად, ძლიერი ყავა უფრო დაეხმარებოდათ საღად აზროვნებაში, ნებისმიერ შემთხვევაში ანისიას რომელიც არ უნდა მოსდომებოდა ორივე მზად ექნებოდა.
     - დილამშვიდობისა - გოგოს ნაზმა ხმამ გვერდზე გაახედა
     - დილამშვიდობისა - ღიმილი ვერ დამალა, მიუახლოვდა და ტუჩები ფრთხილად დაუკოცნა
    - ყავას ამზადებ თუ ჩაის - ინტერესით ჰკითხა ანისიამ
    - ორივე მზად მაქვს, რომელი გირჩევნია?
    - ყავას დავლევ - სკამი გამოსწია მაგიდიდან და ჩამოჯდა
    - ასეც ვიფიქრე - ცხელი ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდო და თავადაც ჩამოჯდა - როგორ გეძინა
    - ძალიან კარგად - მორცხვად გაუღიმა
     - მშვენიერია - ყავა მოსვა და სახე დაასერიოზულა - წინ საკმაოდ რთული ლაპარაკი გველის, მაგრამ მე შენთან ვარ ხომ გახსოვს?
     - უნდა შემეშინდეს? - ჭიქისთვის თვალი არ მოუშორებია
     - სულელი უნდა ვიყო რომ გითხრა არათქო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გამოსავალი არ არსებობს - რაც შეიძლებოდა რეალურად აუხსნა ბიჭმა
     - და ჩვენ ამ გამოსავალს ვიპოვნით? - ისევ არ შეუხედავს მისთვის
     - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის ანისია - უნდოდა ძლიერი ყოფილიყო და ხელი არ ჩაექნია, მაგრამ არც ის უნდოდა ტყუილი იმედები ჩაესახა მისთვის
     - დაიწყე - ახლაღა ამოჰხედა და თვალი თვალში გაუყარა
     - არ შემაწყვეტინო გთხოვ, თხრობას რომ დავასრულებ მერე გავცემ იმ კითხვებს პასუხს, რაც დაგებადება, ასე უფრო გამიადვილდება - ჩამწყდარი ხმით შეევედრა
     - კარგი ჰარი - ახლა მთავარი იყი ყველაფერი გაეგო და რამდენი წუთის განსხვავებით მიიღებდა კითხვებზე პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა
     ჰარიმ თავი დაუქნია, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თითები ერთმანეთში ახლართა და მოყოლა დაიწყო

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora