Bella 💫

1K 48 4
                                    

#ბელა#
უცხო გარემოში გამეღვიძა,ერთ მყუდრო ოთახში, ფუმფულა საწოლზე ვიწექი, თვალები მოვავლე ოთახს, კედლებზე პლაკატები იყო გაკრული, ფერადი გაზეთები წარწერით „one direction“, მეგონა ამ ჯგუფის ერთ-ერთი ფანის სახლში აღმოვჩნდი, საწოლიდან წამოვხტი, მხოლოდ ფართე მაისური მეცვა, სავარაუდოდ მამაკაცის, არაფერი მახსოვდა, თავი საშინლად მტკიოდა, კარებისკენ მივდიოდი როდესაც ვიღაცამ კარი შემოაღო და შემეფეთა, ეს...ეს ხომ ჰარი სტაილსია!
-ღმერთო ჩემო...შენ
-არ იკივლო გთხოვ-მითხრა მან და ტუჩებზე თითი ამაფარა.
-კარგი-ამოვილუღლუღე და თითი მომაშორა, შემდეგ კი სიხარულისგან ოდნავ წამოვიკივლე და ხელები კისერზე მოვხვიე.
-არ მჯერა რომ შენ ხარ!-ვამბობდი განუწყვეტლივ,ის კი იცინოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე.
-დიდხანს უნდა გელოდო?-მკითხა მან და გავჩერდი.
-კარგი ჩუმად ვარ...აქ რა მინდა? სიზმარში ვარ?
-არა, არ ხარ სიზმარში, ჩემს სახლში ხარ-მითხრა და გამიღიმა.
მე სარკეში მოვკარი ჩემს თავს თვალი , მაისური არ იყო საკმარისი სიგრძის და ქვევით დავქაჩე, შემდეგ კი საწოლზე ჩამოვჯექი.
-აქ რას ვაკეთებ?არაფერი მახსოვს და თავი მისკდება.
-ეს დალიე-მითხრა მან ,შემდეგ კი წამალი და წყალი გამომიწოდა ლანგარით, მე გამოვართვი და დავლიე, მადლობაც გადავუხადე, მან კი მოყოლა დაიწყო.
-მოკლედ, გუშინ ერთ კლუბში ვიყავი, შენც იქ იყავი , ცეკვავდი და ბევრს სვავდი, კლუბი უკვე იხურებოდა, ყველა სახლში მიდიოდა,შენ კი ისევ სვავდი, ბოლოს ბარმენმა ჩხუბი დაგიწყო და დაცვამ გარეთ გამოგაგდო.
მე ნელ-ნელა მახსენდებოდა გუშინდელი და თან მრცხვენოდა ჩემი საქციელის.
-განაგრძე-ვუთხარი მე და მაისური ისევ ჩამოვწიე.
-დაგინახე როგორ გამოგაგდეს, შენ კი ტიროდი და თან იცინოდი, კლუბის კარებთან იჯექი და არ მიდიოდი.
-მერე?
-მერე შემეცოდე და ჩემთან წამოგიყვანე.
-ჩვენს შორის არაფერი მომხდარა ხომ?
-არა,დამშვიდდი-მიპასუხა მან და ჩაიცინა.
-შენი მაისური რატომ მაცვია?
-ძალიან მცხელაო მეუბნებოდი...
მე გავწითლდი, რა იდიოტი ვარ!
-მოკლედ ასე იყო-მითხრა ჰარიმ და წამოდგა.
-ბოდიშს გიხდი რომ შეგაწუხე, დიდი ბოდიში, ახლავე წავალ-ვთქვი და ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე.
-მოიცადე ბარემ ერთად ვისაუზმოთ.
-არ მინდა ისედაც შეგაწუხე.
-არა რას ამბობ, ჩაიცვი და გვერდზე ოთახში გამოდი, სამზარეულოში-მითხრა მან და ჩემი ტანსაცმელი გამომიწოდა.
მე მალევე ჩავიცვი,ვეცადე მოვწესრიგებულიყავი , საწოლი ავალაგე და სამზარეულოში გავედი, არ მჯერა,თვით ჰარი სტაილსის სახლში ვარ!one direction-იდან ყველაზე მეტად ის მიყვარს, ვვოცნებობდი მის ნახვაზე და ახლა მის სახლში , სამზარეულოში ვარ.
სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ჰარი გაზქურასთან იდგა და ბლინებს ამზადებდა, მისი სახლი ძალიან ლამაზი იყო, დიდიც და მყუდრო.
-დაჯექი-მითხრა მან და სკამზე მანიშნა, მე მაგიდას მივუჯექი, ის კი ისევ გაზქურასთან იდგა.
-რა გქვია?-მკითხა ცოტა ხანში.
-ბელა.
-გასაგებია, რამდენი წლის ხარ?
-თვრამეტის-ვუპასუხე დაბნეულმა.
-კარგი-მითხრა მან ,შემდეგ კი თეფშზე შოკოლადიანი ბლინები დამიდო.
-მაგარია, არ მეგონა თუ შენ ამზადებდი საჭმელებს.
-გეგონა მოსამსახურე მყავდა?-მკითხა და გაიცინა.
-ხო-ვუთხარი დაბლინს ვუკბიჩე, საოცარი გემო ჰქონდა, შეუდარებელი.
-არა, მოსამსახურე არ მყავს, სახლში დიდ დროს არ ვატარებ ,მხოლოდ ღამით მძინავს აქ.
-გასაგებია, დაკავებული ხარ...
-ხო-მითხრა და თვითონაც ჭამა დაიწყო.
-გემრიელია-ვუთხარი კმაყოფილმა.
-მადლობა.
მალე მთლიანად შევჭამე ბლინები და წამოვდექი.
-უნდა წავიდე-ვუთხარი ჰარის.
-უკვე?
-ხო.
-კარგი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, იმედია კიდევ შეგხვდები-მითხრა მან.
-იმედია-ვუთხარი და კარისკენ წავედი, მაგრამ უცბად მივბრუნდი და მოვეხვიე, შემდეგ კი ჩანთა გავუწოდე, მან გაკვირვებულმა შემომხედა.
-ავტოგრაფი შეიძლება?
-ააა ხო რათქმაუნდა-მიპასუხა და დიდი ასოებით მოაწერა ჩემს ჩანთაზე ხელი.
-მადლობა.
-მოიცადე ასე ვერ გახვალ, პაპარაცები დაგაფიქსირებენ-მომაძახა მან.
-უი ხო, სულ დამავიწყდა რომ კამერებით დაგსდევენ-ვუთხარი და გამეცინა, ისიც ამყვა.
-მოდი ასე ვქნათ, მე ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა წავიდე, მოვემზადები და მოვალ, მანამდე დამლოდე და მე წაგიყვან სახლამდე.
-კარგი-დავთანხმდი რადგან არ მინოდოდა ჩემს გამო  ჟურნალისტებს მასზე რაღაცეები მოეგონებინათ, დივანზე ჩამოვჯექი, ის კი ოთახში შევიდა.
*ჰარი*
ოთახში შევედი, საწოლი იდეალურად იყო გასწორებული, რაც თვალს ესიამოვნა, მე ვერასდროს ვასწორებ საწოლს, სულ მეჩქარება.
მალევე მოვწესრიგდი და მისაღებში დავბრუნდი ბელასთან, ჩემი დანახვისას დივნიდან წამოდგა და გამიღიმა.
-წავედით?-მკითხა მან.
-ხო, ისე უნდა გავიდეთ რომ არ დაგვინახონ, მოდი დამელოდე, მანქანას მოვიყვან და ჩაჯექი.
-კარგი-დამთანხმდა ის, ძალიან საყვარელია, თან დაბნეულია.
მანქანა ახლოს მივიყვანე სახლთან , დაცვაც მეხმარებოდა, ბელა უცბად გამოვიდა სახლიდან და მანქანში ჩაჯდა.
-მგონი ვერ შეგვამჩნიეს-მითხრა მან.
-ხო...სად ცხოვრობ?
ბელამ მისამართი მითხრა, პატარა უბანში მივიყვანე და ოდნავ მოშორებით ჩამოვსვი.
-მადლობა ჰარი-მითხრა მან და გამიღიმა.
-არაფერს-ვუთხარი მე,ხელი დამიქნია და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
ბელა...ძალიან საყვარელი და მხიარული გოგოა, მისი ღიმილი ახლაც თვალწინ მიდგას, ბავშვური ხასიათი აქვს და ძალიან გულწრფთელია.
სტუდიაში მივედი და ბიჭებმა საყვედურები დამიწყეს.
-სად ხარ ამდენი ხანი?-მკითხა ზეინმა.
-რაღაც საქმე მქონდა და დამაგვიანდა,ბოდიშით-ვუთხარი მათ.
მალე ხმის ჩაწერა დავიწყეთ, მე ბელაზე მეფიქრებოდა და დაბნეული ვიყავი, ნაილი კი დამცინოდა.
-რა გჭირს სტაილს?-მკითხა მან ,როდესაც ცალკე გავედი.
-არაფერი.
-კარგი რაა, აი ლოყები აგიწითლდა.
-არაფერი თქო ნაილ-ვთქვი და ისევ გავაგრძელე ჩემი საქმე.
-ბიჭებო დღეს ჩემთან ვიკრიბებით ხო? -იკითხა ლიამმა.
-ხო-უპასუხა ლუისმა.
-მაშინ წავიდეთ,ხმის ჩაწერას მოვრჩით და-თქვა ლიამმა და ყველა მასთან წავედით.
ბევრი სასმელი ვიყიდეთ, მთელი საღამო ვსვავდით, ვერთობოდით და ვმღეროდით, ბილიარდიც ვითამაშეთ და ისე გამოვთვერით ყველა ლიამთან დავრჩით.
*ბელა*
სახლში როგორც კი შევედი საწოლზე წამოვგორდი, თვალები დავხუჭე და გონებაში ჰარი ამომიტივტივდა, შემდეგ მის ავტოგრაფს დავხედე და მისი ღიმილიც გამახსენდა, საუკეთესო დღე მქონდა, ჩემი ოცნება ახდა, მაგრამ ცუდია რომ მას ვეღარ ვნახავ.
სახლში მარტო ვცხოვრობ, რაც ოდნავ მოსაბეზრებელია, თუმცა რაღაც მხრივ კარგიცაა.
მარტო იმიტომ ვცხოვრობ,რომ მშობლებთან ვიჩხუბე, უფროსწორად მეურვეებთან, ისინი არ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები, ბავშვთა სახლიდან რვა წლისას წამომიყვანეს, მზრდიდნენ,მაგრამ საშინლად, ყოველთვის მოსამსახურესავით მექცეოდნენ, რაც ვეღარ ავიტანე და ახლა, როდესაც სრულწლოვანი გავხდი მათ მოვშორდი,რაც შეეხებათ ნამდვილ მშობლებს , დედა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა, მაგრამ დღემდე მახსოვს ის, თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება , როგორ მინდა ახლა აქ იყოს...მამა დედას გარდაცვალების შემდეგ სულ სვავდა, მე ვეღარ მივლიდა,ამიტომ ჩამაბარა ბავშვთა სახლში და იმის მერე არც მოვუკითხივარ. დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ერთ კაფეში ვმუშაობდი მიმტანად,მაგრამ გუშინ გამომიშვეს რაღაც გაუგებრობის გამო, ამიტომ ვიყავი გუშინ საშინლად და კლუბშიც ამიტომ გამოვთვერი, ჰარი რომ არა...
მყავს უფროსი ნახევარძმა-ჯეიმსი, ის ყურადღებას არ მაქცევდა, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა, ახლა არ ვიცი სად არის და არც მაინტერესებს.
მეგობრები არ მყავს, ჩემი „მშობლები“ყველასთან კონტაქტს მიშლიდნენ, სახლში ვიყავი გამოკეტილი, საერთოდ მეგობრობაში არ მიმართლებს და ახალ ურთიერთობებში.

მალე სალათა მოვამზადე და მივირთვი, ჰარის ბლინები გამახსენდა და ნერწყვი მომადგა პირზე, მისი გემო არასდროს დამავიწყდება, შემდეგ ტელევიზორს ვუყურე და ჩამეძინა.
დილით თვალები გავახილე, შემდეგ ისევ წავუძინე რადგან საქმე არ მქონდა და ბოლოს ავდექი, შხაპი მივიღე და ვისაუზმე,გადავწყვიტე სამსახური მომეძებნა ამიტომ გაზეთები ვიყიდე და მთელი დღე სტატიებს ვკითხულობდი სამსახურთან დაკავშირებით,მაგრამ საჩემოს ვერაფერს ვპოულობდი,უცბად გაზეთის გარეკანზე ჩემი და ჰარის ფოტო დავინახე წარწერით“ ვინ იყო ის იღბლიანი გოგონა რომელმაც ღამე ჰარი სტაილსის სახლში გაატარა?!“.
რა სისულელეა, ოღონდ რამე დაბეჭდონ, ახლა ეს სკანდალიღა მაკლდა....
მოსაღამოვდა, მოვიწყინე და გადავწყვიტე ისევ კლუბში წავსულიყავი, ოღონდ ბევრი არ უნდა დამელია.
_________
ესეც პირველი თავი. იმედია საინტერესო იყო. ღირს გაგრძელება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი. 😐don't forget vote🥰

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Where stories live. Discover now