32🤗

333 20 2
                                    


სანამ ჩამეძინებოდა ბევრს ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე, ეს იყო რაღაც სასწაული...
-ბელა-გავიგე ჰარის ხმა.
-რა?
-ქორწილი როდის დავგეგმოთ?-მკითხა და ჩამეხუტა.
-მოვიფიქროთ-ვუთხარი მე.
მთელი ღამე ქორწილზე ვლაპარაკობდით, დაგვათენდა იმდენი ვილაპარაკეთ , თარიღიც დავთქვით, ერთ თვეში- ოცდა ათ ოქტომბერს გვექნება ქორწილი , დარწმუნებული ვარ უბედნიერესი დღე იქნება.
დილითავდექით, მოვწესრიგდით და ვისაუზმეთ.
-აუ ლუისთან და კენისთან წავიდეთ რა-ვუთხარი ჰარის და ლეკვის თვალებით შევხედე.
-მაშინ ცოტა ხანში.
-კარგი,მანამდე გავემზადები-გავძახე და ოთახში ავირბინე.
სანამ მოვწესრიგდი ჰარიც მორჩა საბუთების მომზადებას და მანქანაში ჩავჯექით, ლუისთან და კენისთან მივედით.
-ბელა, ჰარი, როგორ გამახარეთ-შეგვეგება კენი.
-მოსულან გვრიტები-თქვა ლუისმა.
-ლიზა სად არის?-ვიკითხე მაშინვე, ძალიან მინდოდა პატარას ნახვა.
-დღეიდან ლიზას სტუმრობ, მე არა ხომ?-მკითხა კენიმ.
-არა რას ამბობ, უბრალოდ ძალიან მომენატრა.
-ახლა დავაძინე, დესერტი მივირთვათ და ამასობაში გაიღვიძებს-მითხრა კენიმ და ორივე სამზარეულოში გავედით.
*ჰარი*
-აბა როგორი შეგრძნებაა მამობა?-ვკითხე ლუისს, ამს კი მაშინვე თვალები გაუბრწყინდა.
-ძალიან მაგარი, აი მამა რომ გახდები მაშინ გაიგებ, ვგიჟდები ისე მიყვარს ჩემი შვილი და ცოლიც რათქმაუნდა, ხანდახან კენი ეჭვიანობს ლიზასთან უფრო მეტ დროს ატარებო-მიპასუხა და ჩაიცინა.
-კარგია, მამობა კარგია, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
-ხო...
მალე გოგოები მოვიდნენ და ნამცვარი და ყავა მოიტანეს, ვჭამდით და ვლაპარაკობდით.
-ქორწილის თარიღი დათქვით?-გვკითხა ლუისმა.
-კი, ოცდა ათი ოქტომბერი-უპასუხა ბელამ.
-კარგია, ჩვენც ვფიქრობთ ქორწილზე, ოფიციალურადაც გვინდა ცოლ-ქმარი ვიყოთ-გვითხრა კენიმ.
-რათქმაუნდა ასე აჯობებს-ვუთხარი მე.
უცბად ლიზას ტირილი მოგვესმა.
-გაიღვიძა-თქვა კენიმ და თვალები აატრიალა-გეფიცებით მთელი რამე არ გვაძინებს-დივნიდან წამოდგა და ლიზასთან შევიდა.
-გამოიყვანე რა-მიაძახა ბელამ.
კენიმ ბავშვი გამოიყვანა, ბელა მაშინვე მიახტა და ხელში აიყვანა.
-პატარაავ, ერთი უყურეთ როგორ გაზრდილა სიმაღლეში...ძალიან საყვარელია-ეუბნებოდა ლუისს და კენის და ბავშვს ეთამაშებოდა, რომ ვუყურებდი ვგიჟდებოდი, მალე ჩვენც გვეყოლება პატარა ბავშვი და ბელა საუკეთესო დედა იქნება.
-ჰარი აიყვან?-მკითხა ბელამ.
-მე...მეშინია ცოტა, ის ხომ პატარაა...
-მოდი, ფრთხილად დაიკავე-მითხრა და ბავშვი მკლავებში ჩამისვა.
-რაო ლიზა? დედიკო და მამიკო ხომ არ გაბრაზებენ?-ვკითხე ბავშვს და ყველას სიცილი აუტყდა.
-კი ძალიან ვაბრაზებთ-თქვა ლუისმა და თვალები გადაატრიალა.
*ბელა*
საღამომდე ლუისთან და კენისთან ვიყავით, ლიზას ვეთამაშებოდით და ვერთობოდით, რვა საათზე წამოვედით ,თუმცა სახლში არცერთს არ გვინდოდა.
-აუ არ მინდა სახლში-ვთქვი მე.
-არც მე, კინოში ხომ არ წავიდეთ?-მკითხა ჰარიმ.
-წავიდეთ, ოღონდ ჯერ მშია.
-ჩემი ღორმუცელა, კარგი მაშინ ჯერ მაკდონალდსში შევიდეთ-მითხრა და მანქნა დაქოქა.
მაკდონალდში მივედით, ფრი კარტოფილი, ბურგერები და კოლა შევუკვეთეთ, ვჭამეთ და შემდეგ კინოში წავედით, გვერდიგვერდ დავჯექით და ფილმის დაიწყო, მთელი ამ დროის მანძილზე ფილმს კიარა ჰარის ვერ ვწყვეტდი თვალს.
როდესაც ეკრანს გავხედე უცბად ჰარიმ ლოყებზე მომიჭირა ხელი, თავი მიმიტრიალა მისკენ და ტუჩებში მაკოცა, გავწითლდი,თუმცა სიბნელე იყო და არაფერი ჩანდა.
-ჰარ..
-ფილმს უყურე საცოლევ-მითხრა და ხელი ჩამკიდა, მე კი ჩამეღიმა და თავი მხარზე დავადე.
/2 თვის შემდეგ /
გადიოდა დღეები, ისე სწრაფად რომ ვერც კი ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს...ქორწილისთვს ვემზადებოდით ყველა, გოგოები მე მეხმარებოდნენ, ბიჭები-ჰარის , თითქმის ყველაფერი მზად არის იდეალური ქორწილისთვის, როგორზეც ვვოცნებობდი, კაბაც არჩეული მაქვს და უბედნიერესი ვარ მთელი დედამიწის ზურგზე.
ორი თვე გავიდა, დღეს ოცდა რვა ოქტომბერია , ორ დღეში მე და ჰარი ოფიციალურად ცოლ-ქმარი გავხდებით, გვექნება ჩვენი ოჯახი და ეს ყველაფერი ძალიან გვახარებს ორივეს.
ქეითი ჩეშირშია,თუმცა ზეგ ჩამოვა დედამთილ-მამამთილთან ერთად, ლუკასიც დავპატიჟეთ რათქმაუნდა, სარა რამდენჯერმე იყო ცამოსული და მეხმარებოდა რაღაც საკითხებში.
-საყვარელო მე წავედი კოსტუმისთვის ზომები ხომ უნდა აიღონ-მითხრა ჰარიმ და კისერში მაკოცა, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავდე და ჩავეხუტე.
-ნაილი მოგყვება ხომ?
-არა, არ მცალიაო და ლუისს წავიყოლებ.
-კარგი, ჩემთან გოგონები მოდიან დეკორაციის საკითხზე .
-აბა თქვენიცით, ვენდობი თქვენს გემოვნებას-მითხრა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ ლოყაზე მაკოცა და სახლიდან გავიდა.
შუადღეს გოგონები მოვიდნენ, ბევრი ვილაპარაკეთ, ჟურნალებში დეკორს ვათვალიერებდით და ყველაფერი დავგეგმეთ.
-ერთი სული ამქვს როდის მოვა ოცდაათი ოქტომბერი-თქვა ჯენიფერმა.
-ბელა ხომ იცი მაგრად უნდა ვიცეკვო შენს ქორწილში-მითხრა ენიმ და ჩამეცინა.
-აბა რა, მაგრამ ისე ნუ დათვრები რომ გასატანი გახდე რესტორნიდან-ვუთხარი და ყველამ გადავიკაკანეთ.
-ჩემი მეგობარი ფოტოგრაფია და ის გადაგიღებთ სურათებს, მერე ჟურნალშიც დაიბეჭდებით-მითხრა ჯიჯიმ.
-მადლობა გოგონებო, ყველაფერში მეხმარებით მოკლედ.
-რა მადლობა გაგიჟდი?-მკითხა კენიმ.
-შენ და ლუისი როდის აპირებთ, უკვე გაიზარდა ლიზაც-ვუთხარი მას.
-ერთ თვეში ჩვენც გადავიხდით ქორწილს-მიპასუხა და წვენი მოსვა.
გოგონები საღამოს წავიდნენ, ამასობაში ჰარიც მოვიდა , როგორც კი სახლში შემოვიდა ჩემსკენ გამოქანდა და ჩამეხუტა.
-ნეტავ იცოდე როგორ დავიღალე, მთელი დღეა ერთი კოსტუმის გამო რობოტივით ვდგავარ, გარეთ კიდევ ათასი ჟურნალისტია, გირჩევ სახლიდან არ გახვიდე-მითხრა და თავი მხარზე ჩამომადო.
-უკვე გაიგებდნენ ჩვენს ამბავს-ვუთხარი მას.
-რათქმაუნდა რა გამოეპარებათ მაგათ, გაიგონ!გაიგონ რომ ჩემი ცოლი ხდები-დაიყვირა და გავიცინეთ, შემდეგ ტუჩებში მაკოცა და მაცივარს მიახტა.
-საცოლევ საჭმელი რა გვაქვს?
-ომლეტი მოვამზადე-ვუთხარი და თვალებით ვანიშნე ტაფაზე.
-მმმ გემრიელად გამოიყურება-თქვა და თეფშზე გადმოღო, როცა ჭამას მორჩა დივანზე დაჯდა და ხელები გაშალა რომ მასთან მივსულიყავი, კალთაში ჩავუჯექი და მაგრად ჩავეხუტე, ზურგზე მეფერებოდა და იღიმოდა.
-არ მჯერა რომ მალე ჩემი გერქმევა, ახლაც გქვია,მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ-მითხრა მან.
-ვერც მე, სიზმარში მგონია თავი-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
ორმა დღემაც სწრაფად გაირბინა, ოცდა ცხრაში კაბა გამოვიტანე მაღაზიიდან, ერთ-ერტმა ცნობილმა დიზაინერმა შემიკერა, ულამაზესი, თეთრი, წელში გამოყვანილი , ქვევით გაშლილი კაბა იყო.
და აი დადგა ოცდა ათი ოქტომბერიც- საუკეთესო დღე.
-დილამშვიდობისა-მაღვიძებს ჰარის კოცნა.
-დილამშვიდობისა-ვეუბნები ჩახლეჩილი ხმით.
-ვინ თხოვდება დღეს?-მკითხა და ჩაეცინა.
-მეე-ვთქვი ბავშვივით და ჩავეხუტე.
ცოტა ხანში ავდექით და მზადება დავიწყეთ, დეკორაცია, რესტორანი, საჭმელები-ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ ჩვენ უნდა მოვწესრიგებულიყავით.
დანარჩენები დილიდან დაგვადგნენ თავზე, ბიჭები ჰარის ოთახში იყვნენ, გოგონები ჩემთან.
*ჰარი*
უბედიერესი კაცი ვარ, სიტყვები არ მყოფნის ბედნიერების გადმოსაცემად, დღეს ცოლად მომყავს საოცნებო ქალი, ბელა, ჩემი ცხოვრების აზრი...
-ზედა ღილი შეხსენი-მესმის ზეინის ხმა.
-არა შიკრას ჯობია-ეუბნება ნაილი.
-მე ვფიქრობ რომ...-იქწყებს ლიამი.
-გეყოფათ, მეთვითონ-ვთქვი და ოთხივეს გამოვეცალე, სარკის წინ დადექი და პიჯაკი შევისწორე.
-ძმაო დღეს ბოლომდე ვერთობით-მითრხა ლუისმა.
-აბა რა-ვთქვი და ოთხივეს გადავეხვიე.
-მალდობა ძმებო, სულ ჩემს გვერდით ხართ, ჭირშიც და ლხინშიც, ძმები ხართ რა-ვუთხარი მათ.
-რა მადლობა ძმაო,შენი ბედნიერება ჩვენი ბედნიერებაა-მითრხა ლიამმა.
მალე ხუთივე მისაღებში ჩავედით, ბელას ოთახიდან გოგონების სიცილის ხმა გამოდიოდა.
-ჩვენი გვრიტები-თქვა ნაილმა და გაიღიმა.
-მალე მომელოცოს თქვენთვისაც-ვუთხარი მათ.
-ხო..მგონი ჯენიფერს მოუნდა ქორწილი თქვენი გადამკიდე-თქვა ლიამმა.
-მერე მაგას რა ჯობია-უთხრა ზეინმა.
-არაფერი, იმედია მალე დავქორწინდებით, ჩაიაროს ჯერ თქვენმა ქორწილმა და...
*ბელა*
-ეენ! ის ყელსაბამი მომაწოდე რა-ვუძახდი ენს, რომელიც თაიგულს მიშტერებოდა და ხელში ეკავა.
-გოგო შეეშვი მაგ თაიგულს-დაუძახა ჯენიფერმა.
-ბელა ხომ იცი ცემსკენ უნდა ისროლო-მითხრა ენიმ.
-რათქმაუნდა-ვუთხარი და დანარჩენებმა მკვლელი მზერა მომაპყრეს.
-ვინც დაიჭერს იმისია რა-ვთქვი და ყველა მოიღუშა.
-მოიცადე კაბა შეისწორე-მითხრა ჯიჯიმ .
-აუ მაგარი დღეა-თქვა კენიმ.
-ხო-დაეთანხმა ენი.
როდესაც მოვემზადე გოგონები ოტახიდან გავიდნენ და ჰარის შეატყობინეს რომ დაბლა ცავდიოდი, ენიმ ხელები თვალებზე ააფარა , ოთახიდან გავედი და კიბეზე ფრთხილად ჩავედი.
-აუხილე თავლები-უთხრა კენიმ ენს, მანაც ხელები მოაშორა და ჰარიმ თვალები გაახილა, როგორც კი დამინახა გაშეშდა.
-ღმერთო ჩემო-თვქვა და მის თვალებში ცრემლები ჩაიღვარა.
მისკენ გავქანდი და მაგრად ჩავეხუტე, ის კი ღრმად სუნთქავდა და ხელებს მაგრად მხვევდ აწელზე.
-ბელა ულამაზესი ხარ, თვალებს ვერ ვუჯერებ-მითხრა და თვალი ამაყოლა.
-საყვარლებო-თქვა ჯიჯიმ და გაიღიმა.
-აბა წავედით? მღვდელი გველოდება-იკითხაზეინმა.
-წავედით-თქვა ჰარიმ და ხელი ჩამკიდა.
სახლიდან გავედით თუ არა ჟურნალისტები შეგვეფეთნენ, კიდევ კარგი ჰარიმ დაცვა დაიქირავა, მანქანებში გავნაწილდით , მე და ჰარი წინ მივდიოდით, უკან დანარცენები მოგვყვებოდნენ და ორი მანქანა დაცვა.
ჯერ ტაძარში მივედით ყველა, საკურთხეველთან წესით მამა უნდა მაცილებდეს, მაგრამ ჩემი შორეული ნათესავი მაცილებს რომელიც ბიძად მეკუთვნის.
წითელი ხალიჩა გვაიარე და მღვდელთან მივედი, ჰარის წინ დავდექი, მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა, თავი სიზმარში მეგონა. ჯვარი დავიწერეთ და ხელის მოსაწერად ერთ ლამაზ ტბის პირასწავედით, მანქანიდან გადავედით თუარა ტაში დაგვიკრეს, ყველა ჩვენი ახლობელი იქ იყო, თუმცა მე მაინც არ ვიყავი ამით კმაყოფილი, მინდოდა დედაჩემიც აქ ყოფილიყო, ჩემს გვერდით, მოელოცა და ჩამხუტებოდა, მისი სითბო მეგრძნო, მამაჩემიც კი მინდოდა ჩემთან ყოფილიყო, თუმცა არცერთი არ ჩანდა ახლა, წინ მხოლოდ მეგობრები, ჰარის ნათესავები და ფოტოგრაფი იდგა, თვალებზე ცრემლები მომაწვა,მაგრამ თავი შევიკავე და გზა განვაგრძე.
-თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ბელა ვოტსონი?
-თანახმა ვარ-უპასუხა ჰარიმ.
-თქვენ ბელა ვოტსონ, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ჰარი სტაილსს და იყოთ მის გევრდით ჭირსა თუ ლხინში?
ჰარის თვალებში ჩავხედე და მივხვდი, კიდევ უფრო მეტად გავიაზრე რომ ის სწორედ ის ადამიანი იყო ვინც მჭირდებოდა, ვისთანაც შემეძლო მთელი ჩემი ცხოვრება გამეტარებინა, სიკვდილის ბოლო წამამდე.
-თანახმა ვარ-ვთქვი თუარა ჰარიმ ბეჭედი გამიკეთა, ჩამეხუტა და ყველამ ტაში დაგვიკრა, ყველას მომღიმარ, ბედნიერ სახეებს ვხედავდი და მეც პოზიტივით ვივსებოდი.
ფოტოგრაფმა უამრავი ფოტო გადაგვიღო , ვიდეოებიც , ენი კამერას არ შორდებოდა, ეს გოოგ გადამრევს.
როდესაც გავიფანტეთ გოგონები ჩემთან მოვიდნენ და კიდევ ერთხელ მომილოცეს.
-მადლობა გოგონებო, ყველა ძალიან მიყვარხართ-ვუთხარი მათ.
მალე რესტორანში გადავინაცვლეთ, დიდი და ლამაზი ადგილი იყო, დარბაზი ლამაზად იყო მორთული, სამ სართულიანი ტორტი ჩემი და ჰარის მაგიდაზე იდო, რამდენი ვიწვალეთ რომ ტორტის დიზაინი მოგვეფიქრებინა, საბოლოოდ ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
მე და ჰარი ჩვენს მაგიდას მივუჯექით, გვერდით მეჯვარეები-ენი და ნაილი გვეჯდნენ, დანარჩენებსაც უნდოდათ თუმცა მათ დაასწრეს.
მაგიდასთან რომ ვჯდებოდი ფეხი ამიცურდა და კინაღამ ტორტში ჩავყავი თავი,თუმცა ჰარიმ დამიჭირა და გემრიელადაც გაეცინა.
-ნუ ხარ ასეთი დაბნეული-მითხრა და ჩამეხუტა.
-საუკეთესო დღეა-ვუთხარი მას.
-ჩემთვისაც-მითრხა და ლოყაზე მაკოცა.
მაგიდას მივუჯექით და გვერდით ენი და ნაილი მოგვიჯდნენ.
-ხომ იცი თაიგული...-დაიწყო ენმა.
-ენ ვინც დაიჭერს იმისი იქნება-ვუთხარი მას.
-აუუ კარგი-დაიწუწუნა და სტეიკი თეფშზე დადო.
-წუწუნა-ვუთხარი ,მაგრამ დამაიგნორა.
-ჰო კარგი შენსკენ ვისვრი-დავაყოლე მალევე.
-მიყვარხარ-მითხრა და ჩამეხუტა.
-მეც ,მეც.
მალე მუსიკები ჩაირთო, მოხუცები და ხანში შესულები რომ დაიშალნენ სხვა სტილის მუისკებიც ჩავრთეთ და სასმელიც ბლომად შემოვიტანეთ, ყველა ვცეკვავდით, მთელი დარბაზი ტავზე დავიმხეთ, ფატა მძვრებოდა თავიდან და ნერვებს მიშლიდა, თუმცა ბოლოს მოვიხსენი , უკვე ისეთი მტვრალები ვიყავით ძლივს დავდიოდით, თუმცა საპირფარეშოში შევედი და თავი მოვიწესრიგე, ჯიჯიც გამომყვა.
-გეფიცები ყველაზე მაგარი ქორწილია-მითრხრა და სახეზე წყალი შეისხა.
-მადლობა, ბევრი დალიე ჰო?
-კი-მიპასუხა და პომადა ხელახლა წაისვა, შემდეგ მეც დამეხმარა მაკიაჟის შესწორებაში და ორივე გავედით.
-ახლა კი დროა პატარაზალმა თაიგული ისროლოს-გამოაცხადეს მიკროფონში.
სცენაზე ავედი, ყველა გოგო ჩემს უკან დადგა, ყველას თვალებში იმედის ნაპერწკალი იყო, რატომ სჯერათ ამ იდიოტობების?! მე სულაც არ მჯერა იმის რომ თუ თაიგულს დაიჭერ გათხოვდები-გავიფიქრე და ზურგით შევტრიალდი.
უკვე სროლას ვაპირებდი როდესაც ჩემთან ლიამი მოვიდა.
-რა ხდება ბრო?-ვკითხე მას.
-არ შეიმჩნიო, გთხოვ თაიგული ჯენიფერისკენ ისროლე , ხელი უნდა ვთხოვო დაიკ-მითრხა და მაშინვე თვალები გამიფართოვდა, ჩემი დაალის ბედი ფაქიურად ჩემზეა დამოკიდებული, დაქორწინება რომ არ უნდოდეს ჯერ?! მაგრამ როგორც ვიცი ლიამი უყვარს და ერთხელ ახსენა კიდეც...
-ბელა-ფიქრებიდან ლიამმა გამომიყვანა.
ენი? მას ხომ შევპირდი...არა ბელა ახლა ჯენიფერი უნდა გააბედნიერო.
-კარგი-ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
ზურგით შევტრიალდი, გონებაში კარგად ჩავიბეჭდე ჯენიფერი სად იდგა და თაიგული მთელი გულით და ძალით ვისროლე, როცა მივტრიალდი შუქები ჩაქვრა, მხოლოდ ჯენიფერი განათდა, ხელში თაიგული ეჭირა და დაბნეული აცეცებდა თვალებს, პირზე ხელი ავიფარე რომ სიხარულისგან არ მეყვირა, იქვე ენის მკვლელი მზერა შევნიშნე, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა.
ლიამი ჯენიფერის წინ დადგა, ჯენიფერს ლამის გული წაუვიდა.
-ჯენიფერ-თქვა მან და ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო, სავარაუდოდ ბეჭდის.
-ლიამ...
-მთელს სამყაროს მირჩევნიხარ და ეს იცი, იცი როგორ ძალიანაც მიყვარხარ და ვფიქრობ შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ.
არაა, სადაცაა ჯენიფერი იტირებს, რა საყვარლობაა-გაღიმებული ვუყურებ მათ, გევრდით ჰარი მომიდგა და ხელი გადამხვია, ერთმანეთს გავუღიმეთ და მათ გავხედეთ.
-ჰოდა ვთვლი რომ უკვე დროა ჩვენი ურთიერტობა ოფიციალური გახდეს, თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?-ჰკითხა ლიამმა და ბეჭდის ყუთი გახსნა.
ჯენიფერმა თავი დააქნია და მასტან ჩაიმუხლა, შემდეგ ლიამმა ააყენა და მაგრად მოეხვია.
-ესეიგი?-ჰკითხა მან.
-ესეიგი თანახმა ვარ-უპასუხა ჯენიფერმა , ლიამმა სიხარულისგან ხელში აიტაცა და დაატრიალა, სიმღერაც ჩაირთო და მთელი დარბაზი განათდა.
----
ფინალი ახლოვდება.. vote🤗

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora