*ჰარი*
არ ვიცი ბელას რა დაემართა, მთელი სარამო მოწყენილი და ჩაფიქრებული იყო,მიზეზს არ მეუბნებოდა,აქ აშკარად სხვა რაღაც ხდება...
-ბელა მოდი ჭამე-ვუთხარი მას.
-არ მშია იყოს.
-მაშინ არც მე შევჭამ-ვუთხარი და გვერდით დავუჯექი.
-არა ჰარი შენ ჭამე.
-მაშინ შენც.
-არ მინდა.
-ჯანდაბა! იქნებ მითხრა რა ხდება ბელა!ასე აღარ შემიძლია, სახეზე ფერი არ გადევს, აშკარად რაღაც მოხდა!
-არაფერი არ ხდება ჰარი! არაფერი! ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა თუ შეიძლება!-მითხრა და ოთახში შევიდა.
ვიფიქრე აჯობებდა თუ ცოტა ხნით მარტო დავტოვებდი, მაგრამ ვერ ვითმედი, მისი ტირილის ხმა მესმოდა რაზეც ვგიჟდებოდი.
კარზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი, ბელა საწოლზე იჯდა და თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული.
-ბელ, ჩემო სიცოცხლე-მასთან მივედი და ჩავეხუტე-იქნებ დაგეხმარო, რაიმე სერიოზულია? არაფრის მოგერიდოს, მითხარი.
-ბოდიში ჰარი, არაფერია, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი და ამიტომ,თან რთული პერიოდი მაქვს-მითხრა და ჩამეხუტა.
-გასაგებია, ნუ ნერვიულობ , ყველაფერი მოგვარდება,მიყვარხარ-ვუთხარი და ორივე დავწექით, ჩახუტებულები ვიყავით ჩუმად.
-ახლაწამოდი, ვჭამოთ და შემდეგ დავიძინოთ-ვუთხარი მას და ფრთხილად წამოვდექი.
-მართლა არ მშია...
-უნდა ჭამო-ვუტხარი და სამზარეულოში შევიყვანე.
ორივემ ვივახშმეთ და დავწექით, მაგრად ჩავეხუტე და ასე ჩაგვეძინა.
*ბელა*
არც კი ვიცი როგორ ვუთხრა, თავს ვერ ვიკავებ, სულ ნიკის სიტყვებზე ვფიქრობ და გამოსავალზე.
დილით ჰარის ლამაზ სახეს ვუყურებდი, მთელი ღამე ვფიქრობდი და ბოლოს ერთი გზა არმოვაჩინე, არ მომწონს ის რაც მოვიფიქრე,მაგრამ ჰარის გადავარჩენ ასე და ჩვენს სიყვარულს.
ჰარი კომპანიაში მიდიოდა და მეც გავყევი, ჩეკზე უნდა მოვაწერინო ხელი,სხვა გზა არ მაქვს, ამდენ ფულს ერთ კვირაში ვერ ვიშოვი თან.
კომპანიაში გავყევი და შუადღეს საბუთებთან ერთად ჩეკიც შევუტანე, ვუთხარი რომ გეგმაში ესეც ჰქონდა, ქველმოქმედების თანხაში შედიოდა და მანაც დაუყონებლივ მოაწერა ხელი, კაბინეტიდან გამოვედი და ჩემს კაბინეტში შევედი, თავი საშინლად ვიგრძენი, ამის გაკეთება არ უნდა მიწევდეს!ეს უსამართლობაა!
ნიკმა სამჯერ დამირეკა და ტანხაზე მეკითხებოდა, ვუთხარი რომ საღამოს მივაწვდიდი .
კომპანიიდან ხუთ საატზე დავბრუნდით სახლში, ჰარი ყურადღებას მაქცევდა და ჩემზე ზრუნავდა.
როცა ლუისს ელაპარაკებოდა დრო ვიხელთე და ჩავიცვი, ჰარის ვუთხარი რომ ენის სანახავად მივდიოდი და სახლიდან გავედი.
ნიკს ერთ-ერთ ქუცაზე შევხვდი .
-რა ქენი დაიკო?-მკითხა მან.
-დას ნუ მეზახი! ამ ფულს აიღებ და გაქრები ჩემი ცხოვრებიდან! იცოდე თვალით არ დამენახო! თორემ ყველაფერს გაზღვევინებ!-ვუტხარი და ცეკი გავუწოდე.
-მადლობა, საერთოდ ვეღარ დამინახავ,იმედია ჭკვიანად იქნები და არავის ეტყვი ამ ამბავს...ხო მართლა, ეს თანხა საიდან? შენმა ბიჭმა მოგცა?-მკითხა მან.
-ეს უკვე არ გეხება-ვუთხარი და გამოვეცალე.
ეს ფაქტი სულაც არ მამაშვიდებდა, მამა ისევ ცდილობს ჰარის დამაშოროს!მზადაა მოკლას ის... ნიკი მოვიშორე,მაგრამ ის?!
სახლში რომ მივედი მე და ჰარიმ ვივახშმეთ.
-კენი როგორაა?-ვკითხე მას.
-ლუისმა თქვა რომ ოთხ დღეში იმშობიარებს.
-კარგია-ვუთხარი და ძალით გავიღიმე, თავს ძალას ვატანდი რომ ჰარის არაფერი შეემჩნია, არადა ძლივს ვუყურებდი თვალებში ჩემი საქციელის გამო.
სამი დღე გავიდა ასე, მთელი სამი დღე ვიტანჯები დღემდე...ჰარის თვალებში ევრ ვუყურებ , ჩემი საქციელის მრცხვენია, მინდა მამაჩემს მივუვარდე და პასუხი მოვთხოვო ყველაფერზე, რას ერჩის ჰარის? მას ხომ არაფერი დაუსავებია, მაბედნიერებს ეს ადამიანი და მზად ვარ მისთვის თავი გავწირო, არ დავუშვებ რომ ას რამე დაუშავოს.
შუადღის სამი საათია, ჰარი ტელევიზორს უყურებს მე კი სამზარეულოში ვზივარ და ორივესთვის ყავას ვასხავ, უცბად ჰარის ტელეფონი აწრიალდა, ჰარიმ უპასუხა.
-მართლა? დარწმუნებული ხარ?-ეკითხებოდა ის ვიღაცას და ირიმოდა.
მალე ტელეფონი დივანზე მიაგდო .
-რა მოხდა ჰარი?-ვკითხე მას.
-კენი მშობიარობს!
-რაა? არ მჯერაა...ისევ ცრუ განგასი ხომ არ არის?
-არა, სწაფად წავიდეთ-მითხრა და ქურთუკი მოიცვა, მეც ჩავიცვი უცბად და სახლიდან გავვარდით.
საავადმყოფოში შევედით, დერეფანში ლუისი იჯდა და თავი ხელებში ერგო, ეტყობოდა რომ ღელავდა, მასთან მივედით.
-სად არის კენი შეიყვანეს?-ვკითხე მას.
-ხო, შემეძლო შევყოლოდი მაგრამ თვითონ თქვა უარი.
-მამა ხდები ძმაო-უთხრა ჰარიმ და გადაეხვია.
-ძალიან ვრელავ-გვითხრა ლუისმა.
-ნუ ნერვიულობ ლუის, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე-ვუთხარი და მის გვერდით დავჯექი.
სამი საათის განმავლობაში ლუისი ყველა გამვლელ ექთანს ეკითხებოდა კენიზე, დერეფანში ვისხედით როცა პალატიდან ექიმი გამოვიდა კმაყოფილი სახით.
-გილოცავთ პაციენტმა იმშობიარა გართულებების გარეშე, გოგოა -გვითხრა მან და გაგვიღიმა.
-გილოცავ ძმაო-ჰარი ლუისს მოეხვია, ლუისი შოკში იყო, გახარებული და დაბნეული იდგა ერთ ადგილას, ბოლოს კი როცა გაიაზრა რაც ხდებოდა სიხარულისგან აქეთ იქით დაიწყო ხტუნვა.
-მამა გავხდი!-იძახდა და ყველას გვეხვეოდა.
-ექიო შემიძლია ვნახო ისნი?-ჰკიტხა ექიმს.
-კარგით შებრძანდით, ოღონდ ცოტა ხნით, პაციენტსაც და ბავშვსაც დასვენება სჭირდებათ.
ლუისმა ბახილები და ხალათი ჩაიცვა და პალატაში შევიდა.
*ლუისი*
მამა გავხდი, არც კი მჯერა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, ეს ისეთი გრძნობაა ვერ ავღწერ...
პალატაში შევედი, კენი ძალაგამოცლილი იწვა საწოლზე და ხელში ჩვენი პატარა ეჭირა, მათთან მივედი, კენის შუბლზე ვაკოცე და ჩვენს პატარას დავხედე, თავის ცისფერ ,დიდ ტვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მე რომ დამინახა ჩაიღიმა.
-კენ ჩვენ უკვე მშობლები ვართ-ვუთხარი მას და ხელი ჩავკიდე, ერთი ხელით კი ბავშვს ვეფერებოდი, კენის მიხუტებული ჰყავდა და არ იშორებდა.
-ჩემი პაატრა-ეფერებოდა ბავშვს და შუბლზე კოცნიდა.
-რა დავარქვათ?-ვკითხე მე.
-არ ვიცი შენ რას ფიქრობ?
-შენ რაც გინდა ის დავარქვათ საყვარელო-ვუთხარი და გავუღიმე.
-მაშინ ლიზა დავარქვათ.
-კარგი სახელია, იყოს ლიზა.
*კენი*
ბავშვი ისეთი პატარა და უსუსურია...რომ ვუყურებ არ მინდა ხელი გავუშვა, მინდა რომ სულ ასე მყავდეს მიხუტებული, ძალაგამოცლილი ვარ მაგრამ სულ მავიწყდება ის ტკივილი და ყველაფგერი, ახლა მხოლოდ მომავალზე მეფიქრება ლუისთან და ლიზასთან ერთად.
ექთანი ჩვენთან მოვიდა და ლიზა უნდა აეყვანა.
-ცოტა ხანიც-ვთხოვე მას.
-ბოდიშით მაგრამ უნდა წავიყვანოთ, ცოტა ხანში ისევ მოგიყვანთ-მითხრა მან.
-გაუშვი საყვარელო, მიხედონ და მოგვიყვანენ,შენც უნდა დაისვენო ცოტა-მითხრა ლუისმა.
-კარგი-დავთანხმდი და ლიზა ფრთხილად ავიყვანე ხელში.
-შეიძლება მე დავიჭირო?-იკითხა ლუისმა.
-ფრთხილად გთხოვ-ვუთხარი მე.
ლუისმა თავისი ძლიერი ხელებით ბრთხილად აიყვანა ბავშვი და იიხუტა, შემდეგ მისი სურნელი შეიგრძნო და ექთანს მიუყვანა.
-უბედნიერესი კაცი ვარ მთელს მსოფლიოში-თქვა და მაკოცა.
-მე კი უბედნიერესი ქალი.
*ბელა*
ლუისი პალატიდან გახარებული გამოვიდა, გვითხრა რომ ორ საათში შეგვეძლებოდა კენის და ბავშვის ნახვა.
მე და ჰარი მოლში წავედით და ბავშვისთვის და კენისთვის რაღაცეები ვიყიდეთ, კენის საჭმელიც ვუყიდე, ალბათ ძალიან შია, ლიზას კი ბუშტები და ორი პატარა ტანსაცმელები.
-ბელა-დამიძახა ჰარიმ, გავხედე და ბავშვების სექციაში იდგა პატარა ბოდეებს ათვალიერებდა.
-ჰო საყვარელო.
-მინდა რომ ჩვენი პატარასთვისაც შევარჩიო ასეთი რაღაცეები-მითხრა და მაკოცა.
-ეგ დროც მოვა სიყვარულო-ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
-ბელ , სამოდელო სააგენტოდან დარეკეს, ხვალ გადაღებაზე ხარ მიწვეული.
-რომელ საათზე?
-სამზე, გცალია?
-კი, ჰარი...
-რა?
-შენც ხომ წამოხვალ?
-გინდა რომ წამოვიდე?
-კი, რათქმაუნდა.
-წამოვალ აბა რასვიზავ-მითრხა და ლოყაზე მაკოცა.
მოლიდან ისევ საავადმყოფოში დავბრუნდით, დანარჩენებიც იქ იყვნენ.
ორ საათში კენისთან შეგვიშვეს და ყველამ მივულოცეთ .
-მადლობა ყველას, რა კარგები ხართ-გვითხრა მან.
-რა მადლობა, აუ ლიზას როდის ვნახავთ?-ვკითხე მე.
-უკვე მენატრება ჩემი პატარა, მითხრეს რომ ოც წუთში შემოიყვანენ-მიპასუხა მან.
მალე ლიზა მოიყვანეს , ბავშვის საწოლში იწვა და ტკბილად ეძინა.
-რა საყვარელია, ბუთქუჩა-ვთქვი და ფრთხილად ვაკოცე ლოყაზე.
-არ გააღვიძო ფრთხილად-მითხრა ჯიჯიმ.
-რა პატარაა-თქვა ენიმ.
-ხო-დაეთანხმა ჯენიფერი.
ბიჭები გაღიმებულები გვიყურებდნენ.
მალე გაიღვიძა ლიზამ და ხელში ავიყვანე, ჰარი მიყურებდა და იღიმოდა.
-როგორ გიხდება ბავშვი-მითხრა მან .
-მადლობა, შენს მოგიხდება თუ დაიჭერ-ვუთხარი მას.
-არა მეშინია, ის ხომ ასეთი პატარაა...
-ჰარი არაფერს არ უზავ, ძლიერი მკლავები გაქვს-ვუთხარი და ფრთხილად მივუყვანე ლიზა.გამომართვა და გაუღიმა.
„საუკეთესო მამა იქნება“გავიფიქრე გულში და ჩამეღიმა.
/საღამოს/
საღამოს ყველა სახლში დავბრუნდით, ლუისი კენთან დარჩა საავადმყოფოში, ექიმმა თქვა რომ სამ დღეში გამოწერდნენ.
მე და ჰარი დაღლილები წამოვგორდით დივანზე, ცოტა ხანი ვიწექით და ვსაუბრობდით, ისევ ნიკი მახსენდებოდა და მამაცემი, პრობლემებმა ისევ შემახსენეს თავი, მაგრამ ვეცადე არ დავმდგარიყავი ცუდ გუნებაზე.
-წავალ წყალს გადავივლებ-ვუთხარი ჰარის და დივანიდან წამოვდექი.
-კარგი პატარავ-მითხრა და გამიღიმა.
სააბაზანოში შევედი, ცხელი წყალი მოვუშვი და დუშის ქვეშ დავდექი,ფიქრები თავში ამომიტივტივდა და ტირილი დავიწყე, მინდოდა ყველაფერი ამომეგდო თავიდან,მაგრამ რთული აღმოჩნდა, საყვარელ ადამიანს ვატყუებ და ვიცი ეს არასწორი საქციელია,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
ხალათი მოვიცვი და სააბაზანოდან გამოვედი, ჰარი საწოლზე იყო წამოწოლილი, როგორც კი გავედი შემომხედა და მომიახლოვდა.
-რატომ ტიროდი?-მკითხა მან.
-ვტიროდი?მე?არა-ვუთხრაი და თვალები ავარიდე.
ჰარიმ სახეზე აიფარა ხელები და ღრმად ამოისუნთქა.
-არ ვიცი ბელა, რა გითხრა არ ვიცი, ბევრს ვითხოვ?მინდა რომ გავიგო რა გჭირს...ასეთი არასდროს მინახიხარ, რაღაც ხდება და მიმალავ მგონი-მითხრა ბოლთის ცემით.
-უბრალოდ ჩამეხუტე რა-ვუთხარი და ჩავეხუტე,მანაც მომხვია ხელები და თავი მშვიდად ვიგრძენი.
მალე პიჟამოები ჩავიცვი და დავწექით.
მეორე დღეს გადაღებაზე წავედით, თუმცა უხასიათოდ ვიყავი და ძლივს ვიკრავდი სახეზე ღიმილს, ასეთუისე კარგი ფოტოები გამოვიდა, ჰარი წამომყვა და მამხნევებდა, ის რომ ჩემს გვერდითაა ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის , უდიდეს სტიმულს მაძლევს.
*ერთი კვირის შემდეგ*
კენი საავადმყოფოდან გამოწერეს და მასთან ვიყავით ბავშვის სანახავად, უსაყვარლესი ბავშვის, რომ ვუყურებ მეც მინდება ასეთი პატარა მყავდეს ჰარისგან.
დღეს კომპანიაში არ ავედი, რადგან დილით თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ჰარი აღარ მისვამს იმდენ კითხვას, თუმცა მაინც ცდიობს გაიგოს რა მჭირს, მე კი იმას ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო რასაც ვგრძნობ.
საღამოს კარზე კაკუნი გაისმა, რათქმაუნდა ჩემი ჰარი მოვიდა.
კარი გავაღე და უნდა ჩავხუტებოდი,მაგრამ თავი ამარიდა და სახლში შევიდა, კარი მივხურე და მასთან მივედი, აღელვებული ჩანდა.
-რამე ხდება?-ვკიტხე მას.
-რამე ხდება თუ არა?-მკითხა და გამიღიმა.
-ჰარი ნუ მაშინებ.
-გაშინებ?! და ის არაფერია ამდენი ხანია რომ მანერვიულებ?!საერთოდ რა გჭირს ბელა! აქამდე როგორ დაეშვი!
-რას გულისხმობ-ვკითხე ხმადაბლა,რადგა პასუხი დაახლოებით ვიცოდი.
-ამას!-დამიყვირა და წინ ამაფარა საბუთი , სადაც ეწერა რომ მისი ანგარიშიდან დიდი ტანხა იყო მოხსნილი , ისიც ეწერა რომ ბავშვთა სახლს არ მოხმარდა.
თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, მაგრამ მოვიწმინდე.
-ეს რა არის ბელა! ნუთუ ფულისთვის ხარ ჩემთან! უნდა გეთქვა და მოგცემდი ამაზე მეტსაც კი!-მითხრა და საბუთი გვერდით მოისროლა, ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა, უკვე კედელს შევეჯახე ძლიერად.
-მხოლოდ ფული? მხოლოდ ეს გაინტერესებს? ვერ ვიჯერებ!
-ასე არ არის!--დავუყვირე და ცრემლები ვეღარ შევიკავე.
-აბა რა არის სიმართლე! ამოღერღე! ორი კვირაა ტირიხარ, ანერვიულებული ხარ და არაფერს მეუბნები!-ხმას უფრო უწევდა და თავს ვერ აკონტროლებდა.
-სიმართლე ისაა რომ...
-რა? თქვი ბელა!
-მიყვარხარ ჰარი...
უცბად ირონიულად ჩაიცინა და გამომხედა.
-რატომ ბელა, ეს რატომ გააკეთე, ბოლოჯერ გეკითხები!მიპასუხე ამის დედაც!
-სხვა გზა არ მქონდა!შენს გამო!ჩვენს გამო მოვიქეცი ასე, იმის გამო რომ ახლა აქ ყოფილიყავი ,ჩემს გვერდით!-დავუყვირე და კედელთან ჩავიკეცე.
-შეგიძლია უფრო კონკრეტულად ამიხსნა?-მკითხა და ჩემს გვერდით დაჯდა იატაკზე, თან ვისკი გადაჰკრა.
-არც კი ვიცი როგორ გითხრა ჰარი... იმდენად საშინელი მიზეზია, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მოხდებოდა, თუ ენს შესანარჩუნებლად ფული დამჭირდებოდა...
_____
Vote ♥️
![](https://img.wattpad.com/cover/215763672-288-k587380.jpg)
BẠN ĐANG ĐỌC
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanfictionმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."