31🖤

319 21 0
                                    


ქეითი დაქალთან იყო, სახლში რომ მივედით ბელა მაშინვე დივანზე გადაწვა.
-ძალიან დავირალე-თქვა და პლედი გადაიფარა, შემდეგ მე შემომხედა კნუტის თვალებით და ხელები გასალა რომ მასტთან მივსულიყავი.
მივუახლოვდი და მაგრად ჩავეხუტე.
-რომანტიკამ გადაგიარა?-მკითხა და ხელები მომაშორა.
-არა საიდან მოიტანე-ვუთხარი დაისევ ჩავეხუტე.
-რაღაცაზე ხარ ჩაფიქრებული.
-იქნებ შენზე?
-შესაძლოა-მითრხა და ჩაეღიმა.
-მოდი ჩემთან-ვუთხარი და თავი კისერში ჩავურგე.
როცა შევატყვე რომ ჩაეძინა დავხედე, თვალები დახუჭული ჰქონდა და გაღიმებულს ეძინა, ჩემი დედოფალი.
პლედი კარგად გადავაფარე, ტელევიზორი გამოვრთე და ჩუმად გავედი სახლიდან, ეგრევე ზეინის ნომერი ავკრიბე.
-ზეინ.
-გისმენ ჰარი როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეც არამიშავს.
-რაღაც უნდა გთხოვო რა.
-მიდი მითხარი.
-მოკლედ შეგიძლია ბიჭები და ჯიჯი შეკრიბო და სადმე შევხვდეთ?
-ხო მშვიდობაა, გოგონებს არ ვუთხრა?
-არა, მოკლედ რაც გითხარი ქენი რა და ჩემს სახლტან რომ კაფეა ჩერი იქ შევხვდეთ.
-კარგი.
-მადლობა, გელდოებით.
-კარგი ბრატ.
კაფეში დავჯექი და მალე ხუთივე გამოჩნდნენ.
-რა ხდება აბა?ბელა სადაა?
-სძინავს.
-აგვიხსენი ნორმალურად.
-მოკლედ გადავწყვიტე ხვალ ბელას ხელი ვთხოვო-ვთქვი თუარა სახეზე ყველას ღიმილი აეკრა, ჯიჯიმ ხელები პირზე აიფარა და სიხარულისგან კინაღამ ცეკვა დაიწყო.
-მაგრად გაუხარდება-მითხრა ჯიჯიმ.
-რათქმაუნდა-დაეთანხმა ზეინი.
-გოგონებიდან მხოლოდ ჯიჯის ვეუბნები, რადგან დანარჩენები თავს ვერ შეიკავებენ და შეიძლება წამოსცდეთ ხომ ხვდებით-ვუთხარი ბიჭებს.
-კი, ვხვდებით-თქვა ნაილმა.
-თქვენი დახმარება მჭირდება, იდეები უნდა მომაწოდოთ რა.
-ვეცდები რითიც შემიძლია დაგეხმარები ძმაო-მითხრა ლუისმა.
ორი საათი ვიჯექით კაფეში, ყავას ვსვადით და ყველა შესაძლო ვარიანტზე ვმსჯელობდით,ს აბოლოოდ კარგი გეგმა შევიმუშავეთ.
-აუ მაგარი იქნება-თქვა ჯიჯიმ.
-მადლობა ყველას, ესეიგი ხვალ განვახორციელებთ გეგმას-ვუთხარი მათ.
-რათქმაუნდა-თქვეს ლიამმა და ნაილმა.
-კარგითა ხლა დავისალოთ, მართლა დიდი მადლობა და ბელასთან არ შეიმჩნიოთ-ვთქვი და წამოვდექი.
-რისი მადლობა, ძალიან გაგვიხარდა ეს რომ გადაწყვიტე, დიდი ხანია ერთად ხართ და დარწმუნებული ვარ დაგთანხმდება-მითხრა ზეინმა.
-ხო ეჭვია რ მეპარება-დაეთანხმა ნაილი.
ყველა სახლებში დაიშალნენ, მე ჩუმად შევედი სახლში თუმცა ბელა გარვიძებული დამხვდა, ტელევიზორს მიშტერებოდა და სახეზე ეტყობოდა ბრაზი.
-სად იყავი?-მკითხა მან.
-ზეინს დახმარება დასჭირდა რაღაცაზე და არ გაგაღვიძე.
-გასაგებია,მაგრამ მოგეწერა მაინც, ვინერვიულე-მითხრა და თავი ახარა.
-ნუ ნერვიულობ ბელ, აქ ვარ-ვუთხარი და მკერდზე მივიხუტე, შემდეგ კი ქეითი მოვიდა და ყველა დასაძინებლად დავწექით.
*ბელა*
შუადღეა, მე და ჰარი კომპანიაში ვართ, დილიდან ჰარი უცნაურად იქცევა, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, თან ნერვიულობს და მთელი დღეა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, ვერ ვეკითხები რა ხდება, ამის საშუალებაც კი არ მომეცა.
აი ისიც, ჩემი კაბინეტის კარზე დააკაკუნა და შემოვიდა.
-ჰარი ხომ იცი, დაკაკუნება არ გჭირდება-ვუთხარი და გავუღიმე.
-ხო, უბრალოდ მაინც...-მითხრა და მაგიდაზე ჩამოჯდა, დაჟინებით უყურებდა ჩემს ხელს.
-რაღაც უცნაურად იქცევი-ვუთხარი და მაშინვე გაწითლდა.
-რას გულისხმობ?სულაც არა-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-ვის ელაპარაკები მთელი დღეა?
-ეჭვიანობ?
-არა, უბრალოდ მაინტერესებს.
-კომპანიის საქმეებზე მირეკავენ.
-გასაგებია.
-დღეს საღამოს რესტორანში წავიდეთ ყველა არ გინდა?
-რატომაც არა.
-კარგი ახლა წავალ საქმე მაქვს , დროებით-მითრხრა და გახარებული გავიდა კაბინეტიდან.
ღმერთო ან მე შევიშალე ან ის-გავიფიქრე და საბუთებს ჩავხედე, თუმცა ისევ ჰარი მყავდა გონებაში და გულშიც რათქმაუნდა.
მოსაღამოვდა, ჰარი და მე ერთად დავბრუნდით სახლში, მთელი გზა ისევ ჩემს ხელს აშტერდებოდა.
-რამე მჭირს ხელზე?-ვკითხე სერიოზული ხმით.
-არაფერი საყვარელო, რატომ მეკითხები?
-მთელი დღეა მომშტერებიხარ და.
-მიყვარს შენი პატარა თითები-მითხრა და საყვარლად გამიღიმა.
-ოჰ კარგი ერთი-ვუთხარი და ჩამეცინა
.*ჰარი*
მანქანაში ვიჯექით, სახლისკენ მივდიოდით და ამ დროს ზეინმა დამირეკა, რომ მეპასუხა ვერ დაველაპარაკებოდი თავისუფლად, ასერომ გავუთიშე და როცა სახლში მივედით სააბაზანოში შევედი და გადავურეკე.
-ბიჭო რას შვრები?-მკითხა მან.
-დაახლოებით ვიცი რა ზომის ბეჭედიც უნდა ვიყიდო.
-კარგი, ერთ საათში გამოდი, რამე მოიმიზეზე.
-ხო, აუ მგონი ეჭვობს , დღეს უცნაიურად იქცევიო და...
-ჰოდა სანამ მიმხვდარა მოვაგვაროთ ეს საკითხი-მითრხა ზეინმა.
-კარგი, კარგი, ერთ საათში საუელვერიო მარაზიაში შევხვდეთ.
-კარგი.
სანამ ეს ერთი საათი გავიდოდა ბელა და ქეითი რესტორანში წასვლისთვის ემზადებოდნენ, არადა არცერთმა არ იციან რომ დღეს სულ სხვა რამ მოხდება. ბელას ვერც კი წარმოუდგენია რომ ხელს ვთხოვ.
-ჰარი რომელი კაბა ჩავიცვა?-მკითხა ბელამ და ორი კაბა ამაფარა ცხვირ წინ.
-არცერთი.
-ანუ?
-ანუ ტიტველი წამოდი..
-გაგიჟდი?სერიოზულაად-დაიწუწუნა და საწოლზე ცამოჯდა.
-აი ეს-ვუთხარი და ჩემი ნაყიდი, ახალი კაბა გავუწოდე.
ბელამ ცელოფნიდან კაბა ამოიღო და თვალები გაუბრწყინდა, ასეც ვიცოდი, ვიცოდი რომ მოეწონებოდა რადგან ერთი კვირის წინ დაინახა ერთ-ერთ მაღაზიაში, მოეწონა თუმცა არ თქვა რადგან ძვირი ღირდა.
-ჰარი ეს...
-ეს ის კაბაა მაშინ რომ მოგეწონა.
-აუუ მადლობა, ძალიან გამიხარდა-მითხრა და მხრებზე ჩამომეკიდა, შემდეგ ტუჩებში მაკოცა და კაბას დაუბრუნდა.
-რა მადლობა, მიდი მოემაზე, სანამ შენ და ქეითი მოწესრიგდებით ზეინს უნდა შევხვდე რაღაც საქმე აქვს.
-ჰმ,კარგი.
-გამოგივლით და წავიდეთ.
-კარგი-მითხრა და სარკის წინ დადგა, ყელში ვაკოცე და სახლიდან გავედი.
ღრმად ამოვისუნთქე და მანქანით წავედი საიულვერიო მარაზიაში, ზეინი უკვე იქ იყო.
-სად ხარ ამდენი ხანი?
-რა მექნა, ძლივს წამოვედი.
-კარგი მოკლედ აი ეს ვარიანტებია, აარჩიე ის რომელზეც ფიქრობ,რომ ბელასაც მოეწონება.
ნახევარ საათში ავარჩიე ბეჭედი, საყავრელი, ნაზი და ამავდროულად ორიგინალური ბეჭედი ავარჩიე, როგორიც ბელას შეეფერება და ლამაზ წითელ ყუთში ჩავადებინე გამყიდველს, ყუთი ჯიბეში ჩავიდე და სახლისკენ დავიძარი, ზეინს მადლობა გადავუხადე.
-რა მადლობა რას ამბობ...ახლა წავალ ჯიჯი მელოდება და დანიშნულების ადგილას შევხვდებით ყველა, შენ დაბელა ხომ იცი ცოტა გვიან უნდა მოხვიდეთ-მითხრა მან.
-კი, ვიცი, დროებით აბა-ვუთხარი და მანქანა დავძარი.
სახლში რომ მივედი ქეითი და ბელა მზად იყვნენ.
-აამ, ქეით ლუკასი გელოდება გარეთ-ვუთხარი მას, ლუკასის ჩართვაც მომიწია ამ საქმეში და ისიც მეხმარებოდა.
-რაა?ისიც მოდის?
-ხო-ვუთხარი და მის თვალებში ბედნიერება ამოვიკითხე, ლოყაზე მაკოცა და გარეთ გავარდა ლუკასთან.
-არ წავიდეთ?-მკითხა ბელამ და გამიღიმა, ულამაზესი იყო, წითელი პომადა, ასევე წითელი გრძელი კაბა და ლამაზი ვარცხნილობა, უსაყვარლესი ღიმილი და გამოხედვა...
-ჰარიი-შემომძახა როცა ფიქრებში წავედი.
-ჰომ ისა... რარაც საქმე მაქვს და დამელოდები? ისინი მივიდნენ,იციან რომ ცოტა დაგვაგვიანდება.
-კარგი-მითხრა და დივანზე ჩამოჯდა.
მე ოთახში შევედი, კიდევ ერთხელ ცავიხედე სარკეში და ჩემი თავი შევამზადე, შემდეგ ბეჭედს დავხედე, ჩამეღიმა და ბეჭედი ჯიბეში ჩავიდე , თმები გადავივარცხნე და ღრმად ჩავისუნთქე, ცოტას ვღელავდი...არა ცოტას არა, ბევრს.
ოთახიდან რომ გავედი ბელამ უკვე თვალები აატრიალა.
-წავიდეთ-ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
ორივე მანქანაში ცავჯექით და დანიშნულების ადგილას მივედით, უკვე სიბნელე იყო.
*ბელა*
ჰარიმ მანქანა სადრაც ლამაზ ბუნებაში გააჩერა.
-ჰარი რესტორანში არ...-უცბად გადმოვიდა მანქანიდან და მეც გადავყევი, უკნიდან ვიღაც მომეპარა და თვალებზე ნაჭერი ამაფარა, სრული სიბნელე იყო.
-ჰარი ეს რა ხუმრობაა,უკვე მეშინია-ვიძახდი და ვირაცის მკლავს ვგრძნობდი ხელზე, წინ მივყავდი და ჰარის ხმაც მესმოდა.
-დამშვიდდი პატარავ, მოითმინე-მეუბნებოდა ის.
-რა ხდება?-ვიკითხე ხმამაღლა.
უცბად ერთ ადგილას გამაჩერეს, თვალებიდან სახვევი მომხსნეს და ულამაზესი ხედი გადაიშალა ჩემს წინ.
ნათურები,რომლებიც ოქროსფრად ანათებდნენ ხეებზე იყო დაკიდული და კაშკაშებდნენ, წრეზე იდგნენ ყველა: ჯიჯი, ზეინი, ლუისი, კენი, ჯენიფერი,ლიამი,ქეითი,ლუკასი ნაილი და ჩემს უკან ენი, ყველა გაღიმებული სახეებით შეგვციცინებდნენ მე და ჰარის, ჰარი ჩემს წინ იდგა , ლოყებ აწითლებული მიყურებდა და მიღიმოდა.
-ჰარი რა..
-ჩშშ-მითრხა და ტუჩებზე თითი ამაფარა, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, მაგრამ ეს ყელაფერი იმდენად ლამაზი იყო...
-არაფერი თქვა ბელა, ჩემი ჯერია-მითრხრა და მყარად დადგა, პიჯაკი შეისწორა და ჩაახველა.
-მიყვარს ის დღე როდესაც შენ გაგიცანი, ის უბრალო და ჩვეულებრივი დღე, თუმცა ამავდროულად საუკეთესოთ,  ყველა ის დილა რომელიც შენთან ერთად თენდება, მიყვარს შენი ღიმილი,რომელიც მაბედნიერებს და თავს სრულყოფილად მაგრძნობინებს...
სანამ ჰარი აგრძელებდა ვხვდებოდი რომ ტირილს ვიწყებდი, ცრემლები მომადგა თვალზე, ბედნიერების ცრემლები...
-მომწონს რომ აეთი ლაღი და ბავშვური ხარ, ბუნებრივი და საყვარელი, ძალიან საყვარელი და თბილი, კეთილი, ერთგული...ყველა თვისება მომწონს შენში, რაც გაგიცანი მხოლოდ შენზე ფიქრითაა ჩემი გონება დაკავებული , მხოლოდ სახელი „ბელა“ს გახსენებისას მეღიმება რაც არუნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, შენ მთლიანად ჩემი ცხოვრება შეცვალე, რატქმაუნდა უკეთესობისკენ, ის დღეებიც მიყვარს ერთმანეთის გამო რომ გვიტირია, რამდენი პრობლემა გამოვიარეთ თუმცა არცერთს შევუშინდით და მინდა მომავალშიც ასე იყოს...
უცბად მხრებზე წვიმის წვეთები ვიგრძენი, გაწვიმდა...
-გაწვიმდა!თქვა ჰარიმ....მაგრამ მაინც, ამ წვიმისდა მიუხედავად, ახლა შენს წინ მინდა ჩავიმუხლო და გკითხო ის, რისი კითხვაც დიდი ხანია მინდა, შენი დარწმუნებული პასუხი მოვისმინო და ბევრი რომ არ ვილაპარაკო...-წვიმის წვეთები სახეზე ეცემა,მაგრამ მაინც მიღიმის, მის მწვანე თვალებში ვიძირები, სიბნელის და მიუხედავად მაინც რომ ანათებენ.
-ბელა თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?-მკითხა და ღრმად ამოისუნთქა.
ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, ხელები პირზე ავიფარე და ყურებამდე გამეღიმა, თან ცრემლები წამომივიდა, სულ სველები, გალუმპულები ვდგავართ ყველა, ჰარი ჩემს წინ დაჩოქოლი დგას და ცოლობას მთხოვს, არ მჯერა, ჯერ კიდევ ვერ ვიოჯერებ, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.
-ბელა!-მესმის ენის ხმა და ყველა იცინის.
-თანახმა ვარ-ამოვღერღე და სიხარულისგან ჰარის შევაფრინდი, მანაც ძლიერად მომხვია მისი მკლავები და დამატრიალა.
ცაში ავიხედე და ღმერთს გულში მადლობა გადავუხადე დღევანდელი დღისტვის, იმისთვის რომ ჰარი გამომიგზავნა და ასეთი კარგი მომავალი მარგუნა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემი საყვარელი მომღერლის საცოლე გავხდებოდი, მე ხომ უბრალოდ მისი ფანი ვიყავი...ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთმანეთი ასე შეგვიყვარდებოდა, ახლაც რთული დასაჯერებელია და ღმერთო ძალიან ბედნიერი ვარ!
-უჰუუ-მესმის დანარჩენების შეძახილები და ყველა ვიღიმით, ზეინი სამპანიურის ბოთლს ხმაურუანად ხსნის და ყველას ჭიქებში უსხავს.
ჰარიმ დამსვა და ტუჩებში მაკოცა.
-საუკეთესო დღეა ჩემს ხოვრებაში-მითხრა და ცამეხუტა.
-ჩემთვისაც, ჰარი სიტყვები არ მყოფნის, ხომ იცი როგორ მიყვარხარ-ამოვილუღლუღე მის მკლავებში.
-ნუ ტირი გთხოვ, ვიცი.
-სიხარულის ცრემლებია-ვუთხარი და შევიმშრალე.
წვიმამ ნელ-ნელა გადაიღო, ყველა ვსვავდით და ვიცინოდით.
-საერთოდ არ ველოდი ამას-ვთქვი და ყველას გადავხედე.
-ჰარიმ გვთხოვა დავხმარებოდით და ჩვენს მეტი რა გვინდოდა-თქვა ზეინმა.
-მე მართლა არ ვიცოდი, დღეს გავიგე და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეთქვა-მითრხა ენიმ.
-ამიტომ არ გითხარით ადრე-უთხრა ნაილმა.
-ყველა ძალიან მიყვარხართ, მიხარია რომ ასეთი კარგი მეგობრები მყავს-ვთქვი და შამპანიური გადავკარი.
-კი,მაგრამ ჩვენგან ყელაზე მეტად ჰარი გიყვარს ჰომ?-მკითხა კენიმ.
-ნუ რათქმაუნდა-ვთქვი და ჰარის ლოყაზე მოვეფერე, ის კი ჩამეხუტა.
-მაგარი წყვილი ხართ, ბედნიერებას გისურვებთ-გვითხრა ლიამმა.
-მადლობა-ვუთხარით მე და ჰარიმ ერთდროულად.
ცოტა ხანში ნაილმა მანქანაში მუსიკები ჩართო, ყველამ ცეკვა დავიწყეთ.
თავიდან ნელ მუსიკაზე ვცეკვავდით, მე და ჰარი შუაში დაგვაყენეს, ჰარიმ წელზე მომხვია ხელები მე კი კისერზე და ჩახუტებულები ვცეკვავდით.
უკვე ძალიან გვიანი იყო როცა მანქანებში ჩავჯექით და სახლებშიი დავბრუნდით, რომ მივედით გამოვიცვალეთ და ორივე პიჟამოებით წამოვგორდით საწოლზე.
-საცოლევ-დამიძახა ჰარიმ .
-გისმენ საქმროვ-ვუპასუხე და ჩამეცინა.
-საუკეთესო ცოლი იქნები-მითხრა და გამიღიმა.
-შენ საუკეთესო ქმარი.

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Where stories live. Discover now