*ბელა*
-ბელა ის ხომ ასეთი კეთილი და გულუპრყვილოა, ჯერ კიდევ ვერ ისწავლა რომ ყველას არ უნდა ენდოს ასე მარტივად.
-გასაგებია , ის შენი უმცროსი დაა და უნდა მიხედო, იზრუნო მასზე, მაგრამ მისი გადმოსახედიდან შეხედე სიტუაციას, გულნატკენი და განადგურებულია , ძველი ამბის გახსენება არ უნდა, ცდილობს დაივიწყოს და როგორც ვხედავ ის ბიჭიც ეხმარება ამაში, არამგონია მეორედაც შემცდარიყო, ვფიქრობ უნდა გავიცნოთ ლუკასი და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები.
-არ ვიცი ბელა, ისევ რომ ეტკინოს გული ვეღარ გაუძლებს, ხომ იცი რაც ჩაიდინა?!
-კი, ვიცი, ყველაფერი მომიყვა.
-რომ დავინახე როგორ ეგდო სისხლის გუბეში კინაღამ გავითიშე, აზრზე ძლივს მოვედი-მითრხა და ხელი თმაში შეიცურა.
-მოდი ჩემთან-ვუთხარი და თავი კისერში ჩავურგე-ნუ ნერვიულობ , ყველაფერი კარგად იქნება, მე ვიზრუნებ იმაზე რომ ქეითს არაფერი მოუვიდეს :( <3
-მადლობა ბელა, შენ რომ არ მყავდე...
-ჩშშ, დავიძინოთ კარგი?
-კარგი-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
*ჰარი*
ქეითი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ისეთი გახარებული ვიყავი როცა დაიბადა, გავიძახოდი უფროსი ძმა ვხდებითქო, როდესაც მას რაიმე უჭირს , თუნდაც ერთი ცრემლის კვალი დავინახო მის სახეზე ცუდად ვხდები, მაშინ როდესაც ვენები გადაიჭრა შოკი მივიღე, მეგონა ყველაფერი დასრულდა, მის გარეშე ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ფერადი, ის მიმხიარულებს ყოველ დრეს ისევე როგორც ბელა.
ბელას ნათქვამზე ვიფიქრე და მართალია, აჯობებს თუ ლუკასს გავიცნობთ.
დილით ბელა ოთახში არ დამხვდა, მოვწესრიგდი და ქვევით სარულზე ჩავედი, ის და ქეითი სამზარეულოში იყვნენ და რაღაცას აცხობდნენ, ძლივს დავინახე ქეითი გაღიმებული, ამას ბელას უნდა ვუმადლოდე.-დილამშვიდობისა-ვქვი და ორივეს გავუღიმე, მაგრამ ქეითმა თვალი ამარიდა და გაზქურასთან დადგა.
-დაიკ წყალი დამისხი რა-ვთხოვე და მის გვერდით დავდექი.
-ხელი გაქვს, ჭიქა აქ არის -მითხრა და დივანზე დაჯდა ხელებ გადაჯვარედინებული.
-კარგი ხო, ნუ ხარ რა გაბრაზებული ,გთხოვ-ვუთხარი და გვერდით მივუჯექი, ბელა კი მამხნევებდა.
ქეითი კვლავ ჩუმად იყო.
-კარგი გავიცნობ ლუკასს-ვუტხარი დ ამის სახეზე იმედის ნაპერწკალი შევნიშნე.
-მართლა?
-ჰო-ვუთხარი,ის კი გახარებული შემომაფრინდა და ჩამეხუტა.
-მიყვარხარ ძამიკ-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-მეც...ახლა კომნპანიაში წავა და საღამოს დავილაპარაკებთ-ვუთხარი მას , შემდეგ კი ბელას ჩავეხუტე და კარებისკენ წავედი.
-ჰარი მე არ წამოვიდე?-მკითხა ბელამ.
-არა საყვარელო დარჩი, ქეითი და შენ გაერთობით, ბევრი გექნებათ საჭორაო-ვუთხარი და თვალი ჩავუკარი,მან კი გამიღიმა და სახლიდან გავედი.
YOU ARE READING
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanfictionმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."