FINAL🛎🎊

736 21 8
                                    


-მგონი ორსულად ხარ ბელა-მითხრა და გამიღიმა.
-მე..არა, ეს...საიდან დაასკვენი?
-თავბრუს ხვევა, უხასიათობა, ხასიათის ხირი ცვალებადობა, სისუსტე და გულის რევის შეგრძნება ორსულობის სიმპტომებია-მიპასუხა მან.
-ანუ შეიძლება ორსულად ვიყო?ან მოწამლული...
-უფრო ორსულად.
-არ ვიცი, იქნებ არ ვარ...
-ხვალ ექიმტან წადი.
-ხო,ისედაც მივდიოდით მე და ჰარი.
-მზად ხარ ბავშვისთვის?
-თუ ორსულად ვარ კი, ანუ ჯერ არ მინდოდ მაინცდამაინც ,მაგრამ არც უარს ვიტყვი პატარა სტაილსზე-ვუპასუხე და გავიღიმე, კენი კი ჩამეხუტა და წარმატებები მისურვა, ორივე გავედიტ ოთახიდან ,ყველა ფილმს უყურებდა ჰარის და ლუისის გარდა.
-სად იყავი?-მკითხა ჰარიმ როდესაც ცავეხუტე.
-კენის რაღაც აიტერესებდა და...
-ჰომ.
-ჰარი.
-რა?
-მიყვარხარ-ვუთხარი და მწვანე თვალებში ჩავხედე, წარმოვიდგინე როგორ უკავია ხელში ჩვენი პატარა და თვალები გამიბრრწყინდა.
-მეც საყავრელო-მითხრა და შუბლზე მაკოცა.
ფილმის ყურებას რომ მოვრჩით ყველა სახლებში დაბრუნდნენ, კენიმ კარგი ექიმის ნომერი მომცა და მითხრა დამირეკე როდესაც პასუხს გაიგებო.
*ჰარი*
გუშინ საღამოდან ბელა ძალიან თბილად მექცევა, თვალები სულ უბრწყინავს და სულ მეფერება, თითქოს რარაცის თქმა უნდა.
-ჰარი დღეს ექიმტან მივდივართ ხო?
-წავიდეთ?მგონი უკეთ ხარ...
-აუუ,არა მაინც, მაინტერესებს რა მჭირდა-მითხრა და ორცხობილა ჩაკბიჩა.
-ეს წუწუნი-ვთქვი და თვალები გადავატრიალე.
-ანუ?
-წავიდეთ, ჩავიცმევ და...
-არა თუ არ გინდა და არ გაინტერესებს მარტო წავალ-მითხრა და ხელები გადააჯვარედინა.
-ბელა, ნუ იბუტები, წავალთ თქო-ვუთხარი და ჩემსკენ მოვატრიალე, მის თვალებზე ცრემლები შევნიშნე.
-პატარავ შენ რა ,ტირი?-ვკითხე და ჩავეხუტე,ის კი აქვითინდა.
-მე..მე უბრალოდ...
-დამშვიდდი, ნუ გეშინია, არაფერი გჭირს ბელა, შენთან ვარ და ყველაფერი კარგად იქნება, ახლა გაემზადე და ექიმთან წავიდეთ-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე, ცრემლები მოვწმინდე და ისიც ოთახში ავიდა.
*ბელა*
მალე მოვწესრიგდი და ექიმთან წავედით ერთ-ერთ საავადმყოფოში.
ექიმს ჩემს შესახებ მოვახსენე და მითხრა რომ ანალიზებს ჩამიტარებდა, რამდენიმე ნემსი მიჩხვლიტეს თითზე , ჰარი გვერდიდან არ მშორდებოდა.
-პასუხები მალე იქნება?-ჰკითხა ექიმს.
-საღამოსთვის ბატონო სტაილს.
-კარგით, მადლობა-უთხრა ჰარიმ და საავადმყოფოდან გამოვედით.
-ოდნავ მაინც არ დამშვიდდი?ექიმმა თქვა რომ საშიში სიმპტომები არ არის-მკითხა ჰარიმ.
-კი, დავმშვიდდი საყვარელო-ვუპასუხე და ჩავეხუტე.
საღამოს ჰარის საქმე გამოუჩნდა და ვუთხარი რომ პასუხების მოსატანად მე წავიდოდი, კენი გავიყოლე და საავადმყოფოში წავედით.
ექიმთან მისვლამდე ლამის გული ამომივარდა, ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და თან მეშინოდა რომ შესაძლოა ცუდი პასუხები ყოფილიყო.
მესამე სართულზე ავაღწიეთ, ექიმის კაბინეტში შევედით და მაგიდასთან დავჯექით.
-გამარჯობათ -მოგვესალმა ის.
-იგამარჯობათ, მე ბელა ბრაუნი ვარ, დილით ვიყავი მოსული.
-ააჰ გასაგებია ბელა-თქვა და ჩაეღიმა.
-პასუხები არის?-ჰკითხა კენიმ.
-კი, არის-უპასუხა მისტერ ბენმა და კონვერტი გამომიწოდა.
-მადლობთ-ვუთხარი და დავემშვიდობე, მე და კენი გარეთ გავედით და კონვერტი მოვიმარჯვე.
-გახსენი, ვეღარ ვითმენ-მითხრა კენიმ.
-აუ არ შემიძლია, შენ გახსენი და მითხარი რა-კონვერტი გავუწოდე და თვალები მაგრად დავხუჭე.
-ერთი, ორი, სამი...ბელააა-დაიყვირა მან.
-რაა?
-ორსულად ხარ-მითხრა და ჩამეხუტა, მე უბრალოდ გაშეშებული, შოკირებული ვიდექი და ვიღიმოდი.
არ მჯერა, ნუთუ მე და ჰარის პატარა გვეყოლება..
-კენ არ მჯერა-ვეუბნებოდი და სიხარულისგან დავხტოდი.
-კარგი დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე, წარმოიდგინე ჰარის როგორ გაუხარდება ეს ამბავი-მითხრა და უფრო გამიბრწყინდა თვალები.
მე დედა ვხდები, ღმერთო არა, არ მჯერაა-ვფიქრობდი გულში და ღმერთს მადლობას ვუხდიდი.
-როდის უნდა უთხრა?
-ორიგინალურად უნდა გავაგებინო-ვუპასუხე მე.
-ხო რათქამაუნდა, აუ გილოცავ , მაგრად გამიხარდა.
-მადლობა , მეც ძალიან.
-გოგოა თუ ბიჭი ნეტა?
-არ აქვს მნიშვნელობა, გოგო ჩემსავით საყვარელი იქნება, ბიჭი კი ჰარისავით.
-ნუ ხო, იცოდე ნათლია მე ვარ-მითხრა მან და გამეკრიჭა.
-კარგი, შენ და ენი, და ჯიჯიც, კენიც.
-ოოჰ ბარემ ბიჭებიც.
-კარგ მაგას მერე გადავწყვეტთ.
-წამოდი ახლა მოლში შევიაროთ, ბავშვს ტანსაცმელი ხომ უნდა ვუყიდოთ.
-ჯერ ადრე არ არის?
-ნუ ხო,მაგრამ კარგი რაა.
-ხო კარგი-ვუთხარი და ორივე უახლოეს მოლში შევედით.
ჰარი მირეკავდა მაგრამ არ ვიღებდი, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა,სახლში ორ საათში დავბრუნდი, ჰარი მისაღებში იჯდა და ჩასძინებოდა.
კარის ხმაზე გაეღვიძა და მაშინვე წამოჯდა დივანზე.
-ბელ სად ხარ?მთელი საღამოა გირეკავ და არ იღებ..
-ტელეფონი დამიჯდა ბოდიში-ვუთხარი მე.
-კარგი არაუშავს, რა გითხრა ექიმმა? პასუხები არის?
-კი, არაფერია საშიში, ვიტამინების ნაკლებობის ბრალიაო და დამინიშნა რაღაც ვიტამინები.
-კარგია, მოდი ჩემთან-მითხრა და ჩამეხუტა.
-აი ხომ ხედავ, ტყუილად გეშინოდა-მითხრა მან,მე კი ჩამეცინა,მაგრამ ვცადე გავჩერებულიყავი-რა გაცინებს?
-არაფერი მიყვარხარ.
-მეც.
მეორე დღეს გოგონებს შევატყობინე ეს ამბავი და  ყველას ვთხოვე ბიჭებისთვის არ ეთქვათ, ჩემთან შევიკრიბეთ როცა ჰარი სახლში არ იყო და ბევრი ვილაპარაკეთ, ყველას უნდა ჩემი პატარას ნათლია იყოს,მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა და ტყუილად წუწუნებენ, უკვე მამშობიარეს ლამის.
ორ საათამდე ვლაპარაკობდით, შემდეგ კი ყველა გავაცილე და კომპანიაში წავედი, ლაღად შევაბიჯე შენობაში და ჩემს კაბინეტში შევედი.
მალე ჰარი შემოვიდა .
-რას სვრება ცემი ცოლუკა?
-არაფერს მოიწყინა.
-ჰო? რომ მოვრჩებით მუშაობას წავიდეთ სადმე-მითრხა მან.
-ხო,თან საქმე მაქვს-ვუთხარი და გამეღიმა.
-რა საქმე?
-მერე გეტყვი, შენ რას შვრები?
-არაფერს, ვმუსაობდი და რომ გავიგე მოხვედი გამოვიქეცი.
-ჩემი ბიჭი.
-ჩემი გოგო-მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
კარზე კაკუნის ხმა გავიგეთ და ჰარი გვერით გავწიე.
-შემოდით-დავუძახე კართან მდგომს და სალომე შემოვიდა.
-გამარჯობათ, ყავა მოგიტანეთ-მითხრა მან.
-თქვენობით როდის მერე ვსაუბრობთ?-ვკიტხე და ჩავიცინე.
-რავიცი-თქვა დაბნეულმა და ყავა მაგიდაზე დამიდო.
-კარგი მადლობა დიდი.
-არაფერს-თქვა და გავიდა.
ყავა მოვსვი და რამდენიმე ყლუპის შემდეგ გულისრევა ვიგრძენი, ავდექი და საპირფარეშოში შევედი.
-რამე მოხდა ბელა?
-არაფერია-ამოვილუღლუღე ა ვაღებინე.
-პატარავ-დამიძახა და როდესაც დამინახა თმა გადამიწია და დამეხმარა.
-ბელა კარგად ხარ?-მკითხა როდესაც კაბინეტში დავბრუნდი.
-კი, ალბათ მაწყინა რამემ-ვუთხარი მას.
-მაშინებ ბოლო დროს.
-არაფერია,ნუ ღელავ-ვუთხარი და გავუღიმე.
-კარგი,მაგრამ თავს მიხედე გთხოვ.
-ხო.
სმოსარამოვდა, მუშაობას მოვრჩით და სახლში დავბრუნდით, გამოვიცვალეთ და გასეირნება გადავწყვიტეთ.
ქუცაში მივდიოდით, ირგვლივ ორი-სამი კაცი იყო, გზებს შუქურები ანათებდნენ, ჰარის ჩემი ხელი ეჭირა და მიღიმოდა, კისერზე ცანტა მქონდა გადაკიდებული, რომელშიც ცემი ტესტის პასუხი იდო, ერთი სული მქონდა როდის ვეტყოდი რომ მისგან ბავშვს ველოდებოდი, გულში უცნაური გრძნობა მქონდა, დრო კი ნელა, ძალიან ნელა გადიოდა...
ერთ-ერთ კაფეში დავჯექით, ჰარიმ ყავა და ნამცხვრები შეუკვეთა , შეკვეთა მოიტანეს, მთელი ამ დროის მანძილზე მხოლოდ ვიღიმოდი, ის კი ჩემი ღიმილის მიზეზზე ფიქრობდა.
ყავა მოვსვი, ნამცვარიც დავაყოლე და ჰარი მდაჟინებით მიყურებდა, ახალ ამბავს ელოდა.
-კარგი,კარგი...გეტყვი-ვუთხარი და ნამცხვარი თეფშზე დავაბრუნე.
-სწრაფად ბელა, ვეღარ ვითმენ, რა არის ასეთი..
-გამომართვი-ვუთხარი და ბავშვის ფეხსაცმელი გავუწოდე.
-ეს რა არის?
-ფეხსაცმელი, შენ გიყიდე-ვუთხრაი და გადავიკაკანე.
-რა?
-ჰარი ასეთი დებილი ხარ?კარგი ესეც გამომართვი,გაგიმარტივებ-ვუთხარი და ანალიზის პასუხი გავუწოდე, ფურცელს თვალი კარგად გადაავლო და მალე წარბებ აწეულმა და გაღიმებულმა შემომხედა.
-ბელა შენ...?
-ჰო-ვთქვი და ყურებამდე გამეღიმა.
უცბად ადგა და ხელში ამიტაცა, დამატრიალა, მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა, ხალხის თბილი ღიმილი გულებს გვითბობდა ორივეს...
-არ მჯერა, ღმეტო მადლობა-თქვა და ხელები თმებში შეიცურა.
-არც მე მჯეროდა.
-ბელა ძალიან გამახარე, ვერ აგიღწერ ას ვგრძნობ, არ მჯერა, პატარა გვეყოლება, ჩვენი პატარა, გესმის?
-ხო ასეა-ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მიყვარხართ.
-ჩვენც.
კაფედან გახარებულები წამოვედით, ხელჩაკიდებულები მივსეირნობდით სახლში.
-თუ ბიჭი იქნება მაიკლს დავარქმევ-მითხრა ჰარიმ.
-მე არ მეკითხები?
-არა, ბავშვობიდან მაქვს გააწყვეტილი.
-ჰო კარგი, თუ გოგო?
-გოგოს ერთად მოვუფიქროთ.
-ელა-ვთქვი მე.
-კარგი სახელია, ნეტავ გოგო იყოს, შენნაირი ლამაზი და საყავრელი.
-ან ბიჭ, შენნაირი სიმპათიური.
-რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი შვილი ბელა, რა კარგად ჟღერს.
-მართლაც.
სახლში მივედით, ჰარი მთელი ღამე მეხუტებოდა და მუცელზე მეფერებოდა, მეტიც, ბავშვს ისე ელაპარაკებოდა თითქოს რაიმე ესმოდესო.
*ცხრა თვის შემდეგ*
ცხრა თვეა რაც ჰარი ყოველ დღე მანებივრებს, ჩემს მიმაღტ თბილი და მზრუნველია, ზოგჯერ მიკვირს როგორ მითმენს ამდენ წუწუნს და მოთხოვნილებებს, მაგრამ ჩემი ბიჭია, სუ ცდილობს არ მანერვიულოს და არ გადამტვირთოს ზედმეტად, ექიმის რჩევებს ის უფრო ითვალისწინებს ვიდრე მე, უკვე მუცელიც გამებერა და ამ თვეში ვიმშობიარებს, დედებზე იმდენი სტატია წავიკითხე მეგონა მზად ვიყავი, თუმცა მაინც მეშინია, ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა,  ჰარი კი ამ ყველაფერს მარტივად უყურებს, ისიც მითხრა მშობიარობას უდა დავეწსროო ,ეს თავისი გადასაწყვეტია,მაგრამ არ მინდა პალატაში გული წაუვიდეს ან რაიმე მსგავსი.
-ბელაა რამე ხომა რ გინდა?-მესმის მისი ხმა.
-არაფერი საყვარელო, შენ მოდი-გავძახე ოთახიდან, მისი ნაბიჯების ხმა გავიგე-შოკოლადი გამოაყოლე.
-კარგი-მითხრა და სამზარეულოში დაბრუნდა, მალე კი შოკოლადით ხელში გაჩნდა ჩემთან.
-მადლობა.
-არაფერს-მითხრა და გამიღიმა, შემდეგ კი მუცელზე ხელი გადამისვა და ისევ ბავშვს დაუწყო საუბარი.
-რომ გაიზრდები ლამაზ კაბებს გიყიდი...
-ჰარი რა იცი რომ გოგოა?
-ვგრძნობ-მიპასუხა ამნ, მე კი ჩამეცინა და ლოყაზე ვაკოცე.
ბავშვის სქესი შეგნებულად არ გავიგეთ, ჰარის გოგო უფრო უნდა როგორც ვატყობ, მაგრამ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივესთვის მზად ვარ, იმედია მშობიარობა წარმატებით ცაივლის, ცოტა მეშინია მაგრამ ჰარი სტიმულს მაძლევს.
შუადღეს ბავშვები მოვიდნენ, ყველამ ბევრი სასუსნავი, მჟავე და ტკბილები მომიტანეს, გემოვნება დღეში ათასჯერ მეცვლება და ეს უკვე კარგად იციან, ჩემი განსაკუთრეით კენი ესმის, რადგან ის უკვე დედაა, მისი შვილი,ლიზა უკვე გაიზარდა, სიარულიც კი დაიწყო, ხო მართლა, კენი და ლუისი დაქორწინდნენ, ოფიციალური ცოლ-ქმარი გახდნენ ხუთი თვის წინ, მათ ქორწილში პატარა მუცელი მქონდა.
-აბა როგორ არიან დედა-შვილი?-მკითხა ენიმ და მუცელს დახედა.
-რა ვქნათ, კარგად, დეიდა ენი როგორაა?-ვკითხე ბავშვის ხმით.
-ელოდება როდის დაიბადება პატარა ანგელოზი-მიპასუხა ენიმ.
-მაგას მეც ველოდები-ვუთხარი მე.
-ტკივილები ხომ არ გაწუხებს ან რამე?-მკითხა ჯიჯიმ.
-არა სხვათაშორის, უბრალოდ სუსტად ვარ ხოლმე, სულ ძილი მინდა, კიდევ კარგი სარა მოდის და ჰარის ეხმარება ხოლმე.
-ასეც ნუ ამბობ, დედა მხოლოდ საღამოობით მოდის, დილით ჩემს განკარგულებაშია სახლიც და თქვენც-მითხრა ჰარიმ.
-რათქმაუნდა საყვარელო, ჰარი ყველაზე მეტად ზრუნავს ჩემზე-ვთქვი და ჰარიმაც შეიფერა.
-ქეითი როგორაა? დაურეკე რა მოვიდეს-მითხრა ჯენიფერმა.
-ჰარი დაურეკე რა შენ დას-დავუძახე ჰარის.
-უკვე დავურეკე,მალე მოვა.
-კარგიი.
-თუ ბიჭი გაჩნდება მე კალათბურთს ვასწავლი-მითხრა ნაილმა.
-ჯერ შენთვითონ ისწავლე ნორმალურად-უთხრა ზეინმა და თავში წამოარტყა, ყველამ სიცილი დავიწყეთ.
-მე გოგოების მოხიბვლას ვასწავლი-თქვა ლიამმა.
-ოჰ აბა რა, აქეთ გასწავლის-უთხრა ჯენიფერმა მას.
-თუ გოგო იქნება მაინც არ მოვაკლებთ ყურადღებას და ვასწავლით ბიჭის ცემას-თქვა ზეინმა.
-აბა რა-დაეთანხმა ლუისი.
-კარგით გეყოფათ, მე ვასწავლი ყველაფერს-გამოაცხადა ჰარიმ და მუცელზე დამიწყო ფერება.
მალე ქეითი და ლუკასი მოვიდნენ, უკვე დიდი ხანია ერთად არიან და ძალიან საყვარლები არიან, ლუკასი მართლაც კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ჰარისთან კარგი ურთიერთობა აქვს, ქეითმა რაც გაიგო ორსულად ვარ სულ ცდილობს გამამხიარულოს და როცა შარებზე ვარ ერთადერთია ვინც მიტანს.
ყველა ვერთობოდით, ფილმებს ვუყურებდით და სარამომდე ვლაპარაკობდით, ჩემს გარშემო მყოფი ხალხით ძალიან ამაყი ვარ, ეს არის სამეგობრო რომელზეც ვერასდროს ვიოცნებებდი, ყველა ძალიან მაგარი ადამიანია.
-საპირფარეოში გავალ-ვუთხარი ჰარის ფილმის ყურების დროს.
-კარგი, ხომა არ გამოგყვე?გარეთ დაგელოდები რამე არ...
-ჰარი დამშვიდდი, კარგად ვარ-ვუტხარი მას.
-კარგი.
დივანიდან წამოდგომაში მომეხმარა და თვალი გამოამოლა, როდესაც საპირფარეშოში უნდა შევსულიყავი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მუცელზე ხელი მოვიკიდე და ვცადე ღრმად მესუნთქა, დაბლა დავიხედე და წყალი შევნიშნე.
-ჰარიი-ვუძახდი მას.
-ბელაა-მომესმა მისი ხმა და ორ წუთში ყველა ცემთან გაჩნდა.
-წყლები დავღვარე-ვთქვი და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
-პატარა მშვიდად, ხომ გახსოვს როგორ უნდა მოვიქცეთ, რამდენი რამ წავიკითხეთ-ამბობდა ჰარი და გიჯივით დახტოდა აქეთ-იქიტ.
-დამშვიდდით , საავადმყოფოში წავიდეთ დროზე-თქვა ჯიჯიმ.
-ჰარი საჭირო ნივთები წამოიღე, ჩანთაშია ოტახში-ვუთხარი ჰარის, ისისც მაშინვე გაიქცა და ჩანთით ხელში დაბრუნდა, ორ მანქანაში გადავნაწილდით და ყველა საავადმყოფოსკენ დავიძარით.
-ცოტა სწრაფად,მტკივა-ვეუბნებოდი ზეინს, რომელიც ძლივს იაზრებდა რა ხდებოდა, ჰარიზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, შოკში იყო , ხელი ჩამკიდა და მამშვიდებდა.
-გაუძელი ბელა, მალე მივალთ საყვარელო-მეუბნებოდა ჰარი-წარმოიდგინე შესაძლოა მალე ჩვენი პატარა დაიჭირო ხელში-ცდილობდა ყველანაირად დავემშვიდებინე.
-ვერაფერს ვერ წარმოვიდგენ, სადაცაა გავაჩენ-ვეუბნებოდი მას.
მანქანა გაჩერდა, ექთნები მომცვივდნენ და საკაცეზე გადამაწვინეს, შემდეგ კი სწრაფად შემიყვანეს საავადმყოფოს შენობაში, ჰარი ხელს არ მიშვებდა.
*ჰარი*
-საოპერაციოში უნდა შევიყვანოთ, მშობიარობა ეწყება- მითხრა ექიმმა, ბელას ხელს ვერ ვუშვებდი,მასზე მეტად ვღელავდი მგონი.
-მეც მინდა დავესწრო-ვუთხარი ექიმს.
-არა ჰარი, მერე შენზეც მომიწევს ნერვიულობა-მითხრა ბელამ.
-კარგი, აქ ვარ საყვარელო, გთხოვ გაუძელი და მშვიდად იყავი, ყველაფერი კარგად იქნება-ვუტხარი მას და შუბლზე ვაკოცე.
საოპერაციოში შეიყვანეს, დანარჩენები გარეთ ვუცდიდით დერეფანში, ყველა მამშვიდებდა, მამხნევებდნენ , რაღაცეებს მეუბნებოდნენ,თუმცა არაფერი მესმოდა, მარტო ბელაზე და ბავშვზე ვფიქრობდი და ღმერთს ვევედრებოდი ორივე დაეფარა.
ოთხი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, მაშინვე მასთან მივვარდი.
-გილოცავთ მამა გახდით-მითხრა მან.
-როგორ არიან?-ვკითხე მაშინვე.
-დედაც და შვილიც კარგად არიან, ცოტა ხანში შეგეძლებათ მათი ნახვა.
გულში ღმერთს მადლობა გადავუხადე და ექიმს მოვეხვიე, ყველა მილოცავდა.
-ექიმო სქესი?-ჰკითხა ჯიჯიმ.
-გოგოა-გვიპასუხა ექიმმა და ყველას ღიმილი აეკრო სახეზე.
უბედნიერესი კაცი ვარ მთელს მსოფლიოში.
მალე ექთნებმა ხალათი და ბახილები მომაცვეს და ბელასთან შემიყვანეს, ბავშვი გულზე ესვა და თავზე ეფერებოდა.
-ბელა..
-ჰარი, ნახე ჩვენი პატარა-მითხრა აცრემლიანებული თვალებით.
მეც ამიცრემლიანდა თვალები, სიხარულის ცრემლები წამომივიდა , ბავშვს თავზე ხელი გადავუსვი და ბელას ტუჩებში ვაკოცე.
-მამა გახდი-მითხრა მან და გამიღიმა.
-შენ კი დედა.
-ნახე რა პატარაა-მითხრა და მის პატარა თითებზე მიმანიშნა.
-ხელში მინდა აყვანა-ვუთხარი მას.
ექთნებმა ბავშვი ხელში დამაჭერინეს.
-ფრთხილად-მეუბნებოდა ბელა.
-რა დავარქვათ?-მკითხა მან.
-არ ვიცი.
-ელა?
-იყოს ელა, კარგი სახელია-ვუთხარი მე და პატარას შულზე ვაკოცე.
-გული ხომ გიგრძნობდა რომ გოგო იქნებოდა.
-ასეც მოხდა, მიყვარხართ ბელა-ვუთხარი მას და ბავშვთან ერთად ჩავეხუტე.
*ერთი წლის შემდეგ*
/ბელა/
ჩვენი პატარა უკვე ერთი წლისაა, თამამად შემიძლია ვთქვა რომ, უბედნიერესი ქალი ვარ მთელს დედამიწაზე, რადგან გამაჩნია ის რაზეც მუდამ ვვოცნებობდი, ეს იყო ოჯახი, სითბო, მეგობრები და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა.
მამაჩემი,მისი ოჯახი და ჩემი ძმა მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს და ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ყველა პრობლემამ ჩაიარა და დარწმუნებული ვარ თუ კიდევ გამოჩნდება რაიმე პრობლემა მე მას გადავლახავ, ჰარისთან ერთად.
მივხვდი რომ ოცნებები ხდება, შესაძლოა დედა ჩემს გვერდით არაა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ახლა ზევიდან გვიყურებს და ამაყობს ჩემით.
შევიძინე უამრავი მეგობარი, მყავს ოჯახი, ჩემი პატარა ელა და ჰარი, ჩემი მეორე ნახევარი, რომლითან ვვამაყობ, დარწმუნებულები იყავით რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება ის ადამიანი, ვინც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ, ვინც მოგიტანთ ბედნიერებას, გაგაღიმებთ, ვინც მთელი არსებიტ შეგიყვარებთ და შეგაყვარებთ თავს...გჯეროდეთ რომ ოცნებები ხდება, რადგან ეს ასეა, არ ცაიქნიოთ ხელი, მუდამ იბრძოლეთ, რამდენჯერაც დაეცემით წამოდექით და მაშინ გერქმევათ ძლიერი ადამიანი.
ახლა ცემს გოგონასთან ერთად ვუყურებ მულტფილმს , ცხოვრებას მისი გადმოსაახედიდან, ბავშვურად და ლარად ვუყურებ, მე ეს მომენტი არასდროს მქონია, დედას და მე არ გვქონია იმის საშუალება ერთად გაგვეტარებინა დრო და მინდა ელას არ მოვაკლო ის ზრუნვა რომელიც მე დამაკლდა.
-რა აკეთებთ?-გვერდით ჰარი გვიჯდება.
-მულტფილმს ვუყურებთ-ვუპასუხე მე და გავუღიმე.
-ელა ნახე მე რა მაქვს-თქვა ჰარიმ და ზურგს უკან დამალული კანფეტები გამოაჩინა.
ელამ სიხარულით გაიცინა, კანფეტებს სწვდა და თავის ოტახში წაიღო, ამასი დედას ჰგავს, ჩემსავით გიჟია და ლაღი, ხოლო მამის იმ ტვისებასი დაემსგავსა რომ ორივე ძალიან საყვარლები, კეთილები და ერთგულები არიან.
ჰარი ჩემსკენ იწევა და ხელს მხარზე მხვევს.
-ბელა იცი როგორ მიყვარხარ?
-როგორ?-ვკითხე და ჩამეცინა, რადგან ამდენი წლის შემდეგაც ამას ვეკითხები.
-სიცოცხლეზე მეტად-მიპასუხა და მაგრად ჩამეხუტა.
-მეც ჰარი.
-ჩემი ანგელოზი ხარ, ღმერთმა მომივლინა შენი თავი და მადლობას ვუხდი ყოველ დღე, მინდა რომ სულ ბედნიერები და ჯანმრთელები გვამყოფოს ჩვენს პატარებთან ერთად.
-პატარებთან?
-ჰო, ერთზე არ შევჩერდებით იმედია-მითხრა და გამეკრიჭა.
-არა რათქმაუნდა-ვუპასუხე და მის ტუჩებს დავეწაფე.
-საუკეთესო ცოლი ხარ, ადამიანი რომელმაც უდიდესი ბედნიერება მომანიჭა.
-ისევე როგორც შენ.
უცბად ელა ჩაგვისკუპდა შუაში და გვიყურებდა როგორ ვკოცნიდით ერთმანეთს, ჰარიმ თვალებზე ხელი ააფარა და მან სიცილი დაიწყო.
-ჯერ პატარა ხარ, ამის ყურება არ შეიძლება-უთხრა ჰარიმ, ელამ კი კარი სილა უთავაზა ლოყაზე, სამივემ გადავიკისკისეთ და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
ყველაფერი მახსოვს, მახსოვს ის დღე როდესაც ჰარის სახლში გავახილე თვალები, ისიც მახსოვს როდის მაკოცა პირველას, პირველი პაემანი, ჩვენი პრობლემებიც საკმაოდ კარგად მახსოვს რომლებსაც ერთად ვაგვარებდით , დღე როდესაც ჰარიმ ხელი მთხოვა და რაც მტვარია ის დღე როდესაც ელა გაჩნდა, მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი და მეგობრები და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, ვვამაყობ იმით რაც გამაჩნია და ღმერთის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის და შენ მკითხველო, მოგიწოდებ რომ არასდროს დაკარგო იმედი, მაშინაც კი როცა სულიერად ეცემი, წამოდექი და გზა განაგრძე რაღაც ახლისკენ, იქ საიდანაც გაჩერდი...ოცნებები ხდება, ღმერთი  ყოველთვის გვიგზავნის საჭირო ადამიანებს ცხოვრებაში.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი 💜
მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ვინც კითხულობდით და აქტიურობდით🤗❣❣ ახალი ფიკი სულ მალედაიდება🥰🥰 დააკომენტარეთ ამ მოთხრობის საბოლოო შეფასება❤❤

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora