*ჰარი*
თვალები გავახილე , თავი საშინლად მტკიოდა გუშინდელის გამო, ნელა ავდექი და ცივი წყალი დავლიე, ბიჭებს გადავხედე, ზეინს და ლიამს დივანზე ეძინათ,ლუისს მაგიდაზე, ხოლო ნაილს იატაკზე.
-გაიღვიძეთ!-დავიყვირე და ყველამ დაწყიტა თვალები.
-რა გაღრიალებს ჰაროლდ!-დამიყვირა ზეინმა.
-თავი მისკდება!-თქვა ნაილმა.
-დღეს გადაცემაში ვართ მიწვეულები.
-აუ ხოო-დაიწუწუნა ლუისმა.
-მოვემზადოთ და წავიდეთ, ორი საათი გვაქვს დრო-თქვა ლიამმა.
მე გაზეთი ავიღე,რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე ეგდო , გარეკანზე ჩემი და ბელას ფოტო ეხატა, წარწერა წავიკითხე და თვალებს არ ვუჯერებდი, წარმომიდგენია ბელა რა დღეშია ახლა, ჩემს გამო შარში გაეხვა,ჯანდაბა!წამოვიყვირე და ხელი მაგიდას დავარტყი.
-რა მოხდა ჰარი?-მკითხა ლიამმა.
-გადამრევენ ეს ჟურნალისტები, ოღონდ რაიმე დაბეჭდონ!
ნაილმა გაზეთი აიღო და სტატია წაიკითხა.
„გუშინ დილით ჰარი სტაილსის სახლიდან ახალგაზრდა უცნობი გოგონა გამოვიდა ჰარისთან ერთად, ნუთუ ჰარის შეყვარებული ჰყავს?“
-ვინ იყო ის გოგო?ერთად იწექით?-მკითხა ზეინმა.
-არა! უბრალოდ ჩემთან დარჩა რაღაც მიზეზის გამო-ვუპასუხე მე.
-დაიკიდე რა-მითხრა ლიამმა.
-მე დავიკიდებ მაგრამ ბელა?!
-ესეიგი ბელა ჰქვია?ლამაზი გოგოა-თქვა ნაილმა.
-კარგით გვეყო ამ თემაზე საუბარი, სახლში უნდა დავბრუნდე.
-ორ საათში შევხვდებით-მომაძახა ლუისმა როცა გარეთ გავდიოდი.
სახლში მივედი, მთელი გზა ნერვებ მოშლილი ვიყავი, ახლა ბელა უხერხულ მდგომარეობაშია ,შენს გამო ჰარი სტაილს!
შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და ორ საათში ბიჭებს შევხვდი, ერთად წავედით გადაცემაში, იქაც დამისვეს ჩემზე და ბელაზე კითხვები, არ ვიცოდი რა მეპასუხა...
-ბატონო სტაილს, დღეს დილით თქვენზე და ვიღაც გოგონაზე,რომელიც თქვენი სახლიდან გამოვიდა სტატია დაიწერა, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
-რაღაც გაუგებრობაა, ჟურნალისტები ყველაფერს აბუქებენ, ის ჩემი დის დაქალია და სახლამდე მივაცილე.
-გასაგებია...
მომიწია ეს ტყუილი მეთქვა, რადგან არავინ დაიჯერებდა სიმართლეს.
*ბელა*
შავი, მხრებზე მოღებული,ლამაზი კაბა ჩავიცვი, თმები გავიშალე, ოდნავი მაკიჟი გავიკეთე და კლუბში წავედი, მისვლისთანავე ტეკილა შევუკვეთე და მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე.
-მეორეც დამისხით თუ შეიძლება-ვუთხარი ბარმენს.
გვერდით უცბად ვიღაც მომიჯდა, კარგად ვერ ვხედავდი,თუმცა როდესაც განათება გაუმჯობესდა ჰარის სახე შევამჩნიე.
-ჰარი?!
-როგორ ხარ?
-ვარ რა, შენ?
-ბოდიშს გიხდი გაუგებრობის გამო, ალბათ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდი.
-არაუშავს, ამისთვის მზად ვიყავი.
ჰარიმ ჩაიცინა.
-სასმელზე დაგპატიჟებ-მითხრა მან.
-კარგი-ვუთხარი და გავუღიმე.
-მშვენივრად გამოიყურები.
-მადლობა.
-დღეს გადაცემაში ვიყავი,-დაიწყო მან საუბარი, ბარმენმა ორივეს მოგვაწოდა სამელი და თან ვსვავდით-მკითხეს შენს შესახებ და ვუთხარი რომ ჩემი დის-ქეითის დაქალი ხარ.
მე ჩამეცინა.
-მგონი შენ უფრო ნერვიულობ მაგ სტატიაზე-ვუთხარი მას.
-რათქმაუნდა, ჩემს გამო იმდენი აღმოჩენილა გაზეთებში...
-იმის თქმა გინდა რომ ბევრი გოგო გამოსულა ასე შენი სახლიდან?
-არა-ჰარი დაიბნა და ტეკილა გადაკრა,შემდეგ კი კიდევ ერთი ჭიქა შეუკვეთა.
-მოკლედ ჰარი, მე არ ვნერვიულობ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არავის ვაინტერესებ, არც ხალხს დააინტერესებს მგონი ვინ გამოვიდა ჰარი სტაილსის სახლიდან გუშინ დილით...
-ოჯახში არაფერი უთქვამთ?-მკითხა მან, მე კი ლოყები ამიხურდა და თვალზე ცრემლი მომადგა.
-არა-ვუპასუხე მას.
-არ უნახავთ სტატია?
-არა,დაიკიდე-ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.
-შენ რა ტირი?
-თვალში რაღაც ჩამივარდა.
*ჰარი*
რა იდიოტი ვარ, მგონი რაღაც ცუდად ვუთხარი, აშკარად ტირის.
-ბოდიში თუ რაიმე ცუდად გითხარი-ვუთხარი მას.
-არაფერია-მითხრა და ტეკილა ბოლომდე მოსვა.
-ქეით!-დავუძახე ჩემს დას და ისიც წამებში ჩვენთან გაჩნდა.
*ბელა*
-გაიცანი ეს ჩემი დაა ქეითი, ქეით ეს ბელაა-თქვა ჰარიმ.
-საისამოვნოა-მითხრა ქეითმა და ჩამეხუტა,ძალიან საყვარელი გოგოა.
-ჩემთვისაც-ვუთხარი და გავუღიმე.
-ჩემი ძმის გამო პრობლემა თუ შეგექმნა ბოდიში, უბრალოდ დაიკიდე, თქვა რომ ჩემი დაქალი ხარ.
-არაფერია, არ მადარდებს-ქეითი ძალიან კარგი გოგო ჩანს, მასაც ჩემნაირი შეხედულება აქვს.
-ჰარი შენ წადი, ელიზაბეტა გეძახის, მე მანამდე უკეთ გავიცნობ ბელას-უთხრა ქეითმა ჰარის.
-კარგი-თქვა ჰარიმ და წავიდა.
ელიზაბეტა?ვინ არის ელიზაბეტა? ჰარის შეყვარებული ჰყავს?-ფიქრებში წავედი.
-აბა რამდენი წლის ხარ?-მკითხა ქეითმა.
-თვრამეტის.
-მეც...ჰარიზე ორი წლით პატარები ვართ.
-ხო.
-ჰარიმ ნამდვილი მიზეზი მითხრა და მოვკვდი სიცილით-თქვა მან და მეც გამეცინა.
-ჩემი რეაქცია უნდა გენახა როდესაც გავიაზრე რომ ჰარი სტაილსის სახლში ვიყავი.
-წარმომიდგენია-თქვა და ორივემ გადავიკისკისეთ.
-შენზე მომიყევი რა-მითხრა მან.
-არაფერია ისეთი მოსაყოლი-ვუთხარი და თავი დავხარე,შემდეგ გვერდით გავიხედე და ჰარი დავინახე,რომელსაც ვიღაც გოგო ჰყავდა კედელთან მიმწყვდელი და კოცნიდა.
-რამე მოხდა?
-არაფერი.
-გინდა გავისეირნოთ?-მკითხა ქეითმა.
-კი-დავთანხმდი და ორივე გავედით კლუბიდან.
ცოტა ხანი გარეთ ვსეირნობდით, შემდეგ ჩემს შესახებ მოვუყევი,რადგან უკვე ვენდობი იმდენად გულწრფთელია, თვითონაც მომიყვა რაღაცეები და ამასობაში დაგვაღამდა.
-აუფ ახლა სახლში მისვლა არ მინდა, ჰარი ჩხუბს დამიწყებს.
-რატომ?
-სადმე რომ მივდივარ ყოველთვის უნდა გავფრთხილო თორემ ბრაზდება.
-ვითომ რატომ?უფროსი ძმა რადგანაცაა?
-ხო-მიპასუხა და ტავიდ ახარა.
-ჩემთან წამოდი, ისედაც მარტო ვარ და მოვიწყინე-ვუთხარი მე,მას კი თვალები გაუბრწყინდა.
-მართლა?
-ხო,ჰარის დაურეკე და გააფრთხილე.
-კარგი.
ქეითმა ჰარის დაურეკა და ჰარიც დათანხმდა,მაგრამ თან იჩხუბეს იმის გამო რომ კლუბიდან დაუკითხავად გამოვიდა.
-ხომ ვთქვი, მეჩხუბა...სულ ასე მაკონტროლებს, თავისუფლად ვეღარ მივლია.
-ნეტავ მე მყავდეს ძმა, ზოგჯერ ძმის ჩხუბი მენატრება-ვუთხარი მას, ის კი მომეხვია.
-ჩვენ დები ვართ დღეიდან, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ-მითხრა და გამიღიმა.
მალე ჩემს სახლში მივედით, ქეითს ძალიან მოეწონა გარემო.
-მაგარი სახლი გაქვს სერიოზულად, ყელში ამომივიდა დიდი სახლი, თან მარტო მე და ჰარი ვართ ხოლმე, დედა და მამა საზღვარგარეთ არიან, მყუდრო და ლამაზია-მითხრა ქეითმა.
-მადლობა.
-ცუდია ხომ მარტო ცხოვრება?
-რაღაც მომენტებში კი-ვუპასუხე და თან საწოლი გავშალე.
-მოდი პიცას გამოვიძახებ-მითხრა მან.
-ამ..კარგი.
პიცა მალე მოიტანეს, შემდეგ ფილმი ჩავრთეთ და ვუყურეთ, ბოლოს კი დავიძინეთ, ჰარის ერთხელაც არ დაურეკავს, ალბათ ელიზაბეტთან ერთად ერთობა.
*ჰარი*
კლუბიდან მე და ელიზაბეტამ ჩემთან გადავინაცვლეთ, მშვენივრად იცის რომ არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია, მასაც არ ვუყვარარ, ჩემთან მხოლოდ სექსი უნდა ,იმდენად მთვრალი ვიყავი გონზე ვერ მოვდიოდი, ელიზაბეტამ კი სახლში მიმიყვანა და შემდეგ ხო...ერთად ვიწექით.
დილით ადრე გამეღვიძა, ელიზაბეტა ჩემს გვერდით შიშველი იწვა, გადასაფარებელი გადავაფარე და ჩუმად ავდექი, სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე, შემდეგ ჩავიცვი და ელიზაბეტა გავაღვიძე.
-გაიღვიძე ელიზაბეტა-ვუთხარი და მან ტვალები დაჭყიტა.
-მეძინება ჰარი...
-ვიცი,მაგრამ უნდა წახვიდე, ქეითი სახლში უნდა მოვიყვანო და საქმეები მაქვს.
ელიზაბეტა წამოდგა,შემდეგ ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
-კარგი პატარავ, ახლა წავალ და თუ მოვახერხე საღამოს გნახავ-მითხრა მან,ტანსაცმელები აკრიფა და ჩაიცვა, შემდეგ გავაცილე და ქეითის მოსაყვანად წავედი ბელას სახლში, ქეითთან ვერ დავრეკე, მობილური გათიშული მქონდა, მეჩქარებოდა ამიტომ პირდაპირ ბელას სახლისკენ გავქანდი.
*ბელა*
კარზე ზარის ხმა გავიგე, ძლივს წამოვდექი საწოლიდან, ქეითს ჯერ კიდევ ეძინა, ღრმა ძილი ჰქონია, სანამ კარებთან მივიდოდი ვფიქრობდი ვინ უნდა ყოფილიყო, ბოლოს კი ვიფიქრე გაზეთების დამტარებელი იქნებოდა.
კარი ფრთხილად გავაღე და ჰარი შემეფეთა.
*ჰარი*
კარი ბელამ გამიღო, პიჟამოებში გამოწყობილი იყო, თმები აბურდული ჰქონდა და თვალებს ძლივს ახელდა.
-ჰარი?!
-ხო ბელა,მე ვარ...ქეითი სახლშია?
-სძინავს, ჯერ ხომ რვა საათია.
-ვიცი,მაგრამ მეჩქარება, ის კი ცურვაზე უნდა წავიყვანო, ბევრი დრო არ მაქვს გააღვიძე-ვუთხარი მე, მან კი თვალები გადაატრიალა და სახლში შებრუნდა,კარი ღია დატოვა.
-ქეით გაიღვიძე-მესმოდა მისი ხმა.
-შემოდი და გაიღვიძებს,ხომ უნდა მოწესრიგდეს...არა თუ გინდა გარეთ იდექი-მითხრა მან.
მე სახლში შევედი, პატარა და საყვარელი სახლი აქვს, კედლებზე ჩვენი ჯგუფის პლაკატები აქვს გაკრული და უმეტესობა ჩემი სურათები, კედლებს ვათვალიერებდი და წინ დამიდგა.
-დაჯექი-მანიშნა სკამზე, მე ჩამოვჯექი და ისევ განვაგრძე სახლის დათვალიერება.
-წვენს დალევ?-მკითხა მან.
-კი.
მაცივრიდან წვენი გამოიღო და სამ ჭიქაში ჩაასხა, ერთი მე გამომიწოდა, ჭიქა გამოვართვი და წვენი მოვსვი.
-მოწესრიგდება და გამოვა-მითხრა მან.
-დაველოდები.
-გუშინ შენზე ნაწყენი იყო, ამბობს რომ სულ აკონტროლებ.
-მისი ძმა ვარ და მშობლებმა მე ჩამაბარეს.
-გასაგებია, მაგრამ ცოტა თავისუფალი დრო უნდა მისცე ხოლმე-მითხრა მან და წვენი მოსვა.
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია.
-ჰარი ხომ მოგწერე რომ არ მოსულიყავი?-ოთახიდან ქეითი გამოვიდა წუწუნით.
-რაა? ტელეფონი დამიჯდა და არ მინახია, ანუ ტყუილად დავკარგე ამდენი დრო?-ვკითხე გაოცებულმა.
-ასე გამოდის-მიპასუხა მან.
-ცურვაზე არ მიდიხარ?
-გადაგვიტანა მასწავლებელმა დრო, საღამოს უნდა მივიდე.
-ოოო, წავედი-ვთქვი მე,შემდეგ წვენი ბოლომდე დავლიე , ბელას დავემშვიდობე და სახლიდან სტუდიაში გავვარდი.
*ბელა*
-გიჟია რა-თქვა ქეითმა და სკამზე დაჯდა, მე ჩამეცინა.
-ესეიგი ცურვაზე დადიახარ?
-ხო, ძალიან მიყვარს წყალი.
-კარგია, მეც...
-ცურვაზე სიარულზე არ გიფიქრია?
-არა, ადრე ვფიქრობდი მაგრამ...
-მშვენიერ ტანზე ხარ, ცურვა კი დაგეხმარება რომ სულ კარგ ფორმაში იყო, შენგან კარგი მოდელი დადგებოდა-მითხრა ქეითმა.
-ნუ აზვიადებ-ვუთხარი მე და გამეცინა.
-არა მართლა...დღეს წამომყვები?
-კი, საქმე მაინც არ მაქვს...აუ სამსახურის ძებნა უნდა დავიწყო.
-მეც მოგეხმარები-მითხრა მან.
-მადლობა ქეით.
-რა მადლობა-თქვა და წვენი მოსვა.
მე და ქეითმა ვისაუზმეთ, შემდეგ გარეთ ვსეირნობდით , ქეითმა აიჩემა შოპინგზე წავსულიყავით, მე არ მინდოდა, ფულიც არ მქონდა,მაგრამ იმდენი მეწუწუნა გავყევი.
ქეითმა ერთ დიდ მაღაზიაში შემიყვანა.
-ჩემი საყვარელი ბრენდია-თქვა მან.
-ლამაზი რაღაცეებია-ვთქვი და კარგად მოვავლე თვალი, შემდეგ მაისურს დავხედე და ძალიან ძვირი ღირდა, ყველაფერი ძვირიანი იყო.
-ხვალ კატალიას დაბადების დღეზე მივდივარ კლუბში და არ ვიცი რა ჩავიცვა, რაიმე კაბა უნდა ვიყიდო, დამეხმარე რა არჩევაში-მთხოვა მან.
-კარგი.
ქეითი გასახდელში იყო, მე კაბებს ვაწვდიდი და ის იზომავდა, თუმცა არაფერი მოსწონდა.
-მოდი მე აგირჩევ-ვუთხარი მას.
-კარგი.
მალე ავურჩიე ლამაზი თეთრი კაბა, წელში გამოყვანილი და სადა იყო.
-აბა გაისინჯე-ვუთხარი და მივაწოდე, მალე გასახდელიდან გამოვიდა ,სარკეში ჩაიხედა და აღფრთოვანებული დარჩა,როგორც მე...ძალიან უხდებოდა.
-მაგარია!მადლობა ბელა.
-არაფერს.
-შენც უნდა აარჩიო რამე-მითხრა მან.
-მე...არ მინდა.
-მე გყიდულობ, მადლობის ნიშნად, გთხოვ...
-არა უხერხულია.
-არ არის უხერხული, დასავით მიყვარხარ,მიდი გთხოვ.
-კარგი-ბოლოს დავთანხმდი და გასახდელში შევედი, ქეითმა რამდენიმე კაბა მომაწოდა და გავისინჯე, ფასებზეც ვაკვირდებოდი, ყელა ძვირი იყო, ვცდილობდი რაიმე დაბალ ფასიანი შემერჩია.
ბოლოს ქეითმა შავი, ბრჭყვიალა და წელში გამოყვანილი კაბა მომაწოდა, ჩავიცვი და გასახდელიდან გამოვედი.
-საოცრად გიხდება-მითხრა მან და სარკისკენ მიმაბრუნა, მართლაც ძალიან ლამაზი კაბა იყო, ყველანაირად ჯდებოდა ჩემს ტანზე,მაგრამ ფასი...
-მოგწონს?-მკითხა მან.
-კი,მაგრამ არ არის საჭირო ქეით,რად მინდა კაბა.
-გინდა, ამას ვყიდულობთ-თქვა და ჩვენი კაბები იყიდა.
-ძვირი ღირდა-ვუთხარი მე.
-არაუშავს, მაგაზე ნუ ფიქრობ.
-კარგი-ვუთხარი მაგრამ მაინც მერიდებოდა.
სახლში დავბრუნდით და საღამომდე ფილმს ვუყურეთ, შემდეგ სალათა მოვამზადეთ და მივირთვით.
ქეითთან ერთად კარგ დროს ვატარებ, სულ აღარ ვფიქრობ პრობლემებზე და ვმხიარულდები.
-ცურვაზე უნდა წავიდეთ-მითხრა მან.
-კარგი, ჩავიცვათ-ვუთხარი მე.
-აუ შეგიძლია ტანსაცმელი მათხოვო რამე?ყველაფერი სახლში მაქვს.
-რათქმაუნდა, რაც გინდა ის აარჩიე-ვუთხარი მე.
-მადლობა.
მე და ქეითმა ჩავიცვით და ცურვაზე წავედით, ქეითმა გამოიცვალა და საცურაო კოსტუმით შევიდა წყალში, მე იქვე ვიჯექი და ვუყურებდი.
მალე წყლიდან ამოვიდა, პირსახოცი მოხვია და გვერდით მომიჯდა.
-წავიდეთ?-ვკითხე მე.
-კარგი, წავიდეთ-მითხრა მან და გასახდელში დაბრუნდა,მალე გამოვიდა და წავედით.
გზაში ნაყინი ვიყიდეთ და ვჭამდით, მალე ჩემს სახლს მივუახლოვდით.
-ბელა მადლობა ყველაფრისთვის, სახლში უნდა დავბრუნდე, ხომ იცი ჰარი...
-მესმის, კარგი,მადლობა შენ-ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ხვალ შევხვდეთ, იცი რა?შენ მოდი ხვალ ჩემთან, მანქანას გამოგიგზავნი რომ უსაფრთხოდ მოხვიდე-მითხრა მან.
-არ მინდა ჰარი შევაწუხო...
-ჰარის ვინ ეკითხება, თვითონ კარგად ამოყავს ბიჭები...იცოდე გელოდები-მითხრა მან.
-კარგი, დროებით-ვუთხარი და სახლში შევედი.
უკვე ძალიან მოვიწყინე ქეითის გარეშე, ის რომ აქ იყო სულ ვმხიარულობდით, ახლა მარტო მომიწევს ფილმის ყურება, რადროს ფილმია?სამსახური უნდა ვიშოვო...გაზეთები მოვიმარაგე და ყველას გადავხედე, ბოლოს ერთ-ერთი კაფე ვიპოვე,სადაც მიმტანად იყო ვაკანსია, ჩემს შესახებ გავუგზავნე რამდენიმე სიტყვით და ხვალ გასაუბრებაზე დამიბარეს ,იმედია მიმიღებენ.
*ჰარი*
ქეითს დავურეკე და მითხრა რომ სახლში იყო, მე სტუდიიდან მივდიოდი,მალე სახლში შევედი , ქეითი სამზარეულოში იყო და სალათს აკეთებდა.
-როდის მერე აკეთებ სალათს?ყოველთვის მზა პროდუქტებს ვყიდულობთ-ვუთხარი მე და დივანზე დავეხეთქე.
-ბელამ მასწავლა და ვცადე, მოდი გასინჯე-მითხრა მან და თეფშზე გადმომიღო.
სალათი გავსინჯე და ძალიან მომეწონა, უგემრიელესი იყო.
-გემრიელია-ვუთხარი კმაყოფილი სახით,მან კი გამიღიმა.
-ძალიან კარგი გოგოა ბელა, ერთად კარგად ვერთობოდით, მაგრამ შენს გამო ისევ მარტო მოუწია დარჩენა.
-მარტო?ოჯახის წევრები არ ჰყავს?
-გრძელი ამბავია, არ ვიცი უნდა მოგიყვე თუ არა, ეს ბელას ეხება.
------
უფფ საკმაოდ დიდი თავი გამოვიდა😂🥰 vote and comment please ,დაახასიათეთ ქეითი /1780 words
ESTÁS LEYENDO
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanficმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."