He (she) changed my life 💜💫
თავი 8
-რაო პატარავ-მითხრა და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, მე უკან მივიწევდი,მალე კედელს შევეჯახე.
-ძალაინ ცხელა და-ჩამჩურჩულა და სიცილით მომშორდა.
-იდიოტოო!-მივაძახე მე.
ყავა დავლიე და ქეითს დავურეკე.
-ქეით რას შვრები?
-არაფერს,ისევ საავადმყოფოში ვარ, საღამოს დავბრუნდები.
-აამ...გასაგებია,კარგი.
-ჰარი ხოარ გაწუხებს?
-არა.
-კარგი.
ჰარი ტელევიზორს მიუჯდა.
-დღეს არ მივდივართ კომპანიაში?-ვკითხე მე.
-არა..მეზარება-მითხრა და თავი გააქნია.
-ოჰ...კარგი-ვუთხარი და ოთახში შევბობღდი, ისე ცხელა მართლა საცვლების ამარა უნდა იარო ადამიანმა,მარტო რომ ვიყო კიდე ხო.
შუადღეს გამოვედი ოთახიდან, ჰარის სახლში ვერ მოვკარი თვალი, შემდეგ აივანზე გავედი და დავინახე როგორ ნებირობდა აუზში, სახლში შევბრუნდი და კონდინციონერის ქვეშ დავჯექი.
უცბად მობილური აბზუილდა, ხო არ დაგაცდიან გაგრილებას, ჰარის მობილური იყო, როგორც ჩანს წაღება დაავიწყდა, ლიამი ურეკავდა.
მობილური ავიღე და ჰარისთან გავედი.
-გირეკავენ-ვუთხარი და მბილური გავუწოდე.
-გისმენ ლიამ...ხო..აუ კარგი რაა...კარგი მაშინ საღამოს მოვალ.
საუბარს მორჩა და მობილური გამომიწოდა დასადებად.
-ჰეი...-დამიძახა როცა სახლში შევდიოდი.
-რა?
-მოდი-მითხრა მან,მე ნელი ნაბიჯებით მივედი.
-რა გინდა?
უცბად ხელი წამავლო და აუზში ჩამაგდო, საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა მე კი ცურვა არ ვიცი!
-ააა!-დავიყვირე ბოლო ხმაზე და ხელების ქნევა დავიწყე, მალე ჰარის ხელები ვიგძელი თეძოებზე,წყლიდან ამომათრია .
-სულ გაგიჟდი?! ცურვა არ ვიცი!რომ დავმხრჩვალიყავი...
-დამშვიდდი, მინდოდა გამეგრილებინე.
-უკვე ძალიან მიშლი ნერვებს-ვუთხარი მე,მან კი ეშმაკურად გაიღიმა.
-დამშვიდდი პატარავ, ცოტათი ხომ გაგრილდი?!
-პატარას ნუ მეძახი ჰაროლდ! კონდინციონერითან ვგრილდებოდი მშვენივრად!
-პატარავ!-დამიძახა ისევ და ენა გამომიყო, მე კი თვალები ავატრიალე და სახლში შევედი.
სულ გამწუწა, უკვე ზედმეტები მოსდის, თავი ვინ ჰგონია?! ამას ვანახებ სეირს!
*ჰარი*
ძალიან საყვარელია როცა ბრაზდება, ცდილობს დამაიგნოროს ,მაგრამ არ გამოსდის, რადგან ნერვებს ვუშლი.
ჯანდაბა!ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა წავიდე საღამოს, ისე მეზარება...ვფიქრობ აჯობებს თუ ბელასაც წავიყვან, მაინც ჩემი ასისტენტია,კომპანიაში,მაგრამ რასაც ვეუბნები ყელფერს აკეთებს.
-ბელაა-დავუძახე და სახლში შევედი, მაისური გახდილი ჰქონდა ,ლიფი ეცვა და კონდინციონერის წინ იდგა, ტუჩზე ვიკბინე, ჯჯანდაბა რა სექსუალურია!
ჩემი ხმის გაგონებაზე მაისური მიიფარა.
-ჰარიი!
-ასე არ უნდა იარო სახლში-ვუთხარი მას.
-სულ დამავიწყდა რომ შენი სახლია-თქვა და მაისური გადაიცვა.
-კარგი,მოკლედ საღამოსთვის მოემზადე, ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა გამომყვე.
-ეგ არ არის ჩემი მოვალეობა-მითხრა მან.
-მე რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო-ვუთხარი და დამეჯღანა.
მოსაღამოვდა, ქეითი სახლში დაბრუნდა, მე და ბელა კი სტუდიაში წავედით , ბელა მთელი გზა მოღუშული იყო.
-რომ მივალთ შეგეცვლება ხასიათი-ვუთხარი მას.
-რა იცი? ან რატომ?
-იქ ისეთი სიტუაციაა...თან ნაილს ნახავ,რომელიც სულ გაცინებს.
-მაშინ ჰო, ვგიჟდები ნაილზე-მითხრა მან, ცდილობს გამაბრაზოს.
-ძალიან კარგი, ნაილზე ასი ათასი გოგო,მთელი ფანების რისხვა გიჟდება.
-რათქმაუნდა ის ყველაზე საყვარელია თქვენ ხუთ შორის.
-მოვედით-ვთქვი და მანქანა გავაჩერე.
ორივე შევედით სტუდიაში, ბელა ნაილს მოეხვია ჯერ,შემდეგ ყველას მიესალმა.
-შენ აქ დაიცადე, სიმღერას ჩავწერთ და მოვალ, დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება ამას.
-რა?ერთი საათი?-გაიკვირვა მან.
-ხო.
-ჰარი ბრო, ცოდოა ბელა, შემოვიდეს-თქვა ნაილმა, ბელამ გაიღიმა და დამემანჭა.
-ხო კარგი, ოღონდ ხმას არ ამოიღებს.
*ბელა*
ბიჭები მიკროფონის წინ იდგნენ და მღეროდნენ, ერთი კაცი კი მათ ხმებს აკონტროლებდა, ყველა ძალიან მაგრად მღრიან, ჰო ჰარიც...
ერთი საათი ვიჯექი ასე ჩუმად, უკვე მომწყინდა,მაგრამ ნაილი მაცინებდა.
-წავედით-მითხრა ჰარიმ და ხელი წამავლო, ნაილს დავემშვიდობე და გაეთ გაედით.
-ხელი გამიშვი-ვუთხარი ჰარის.
-აქ იმისთვის წამოგიყვანე რომ..
-რისთვის?!
-შენ ჩემი თანაშემწე ხარ და გევალება ჩემს გვერდით იყო საქმეების დროს და არა ჩემს მეგობრებს ეფლირტავო-მითხრა მან და ხელი უხეშად მომაშორა.
-გეყოს ჰარი! არავის ვეფლირტავებოდი, ნაილი ჩემი მეგობარია და შენგან განსხვავებით ძალიან თავაზიანია,მუამ არ მიშლის ნერვებს!შენ კი უკვე ზედმეტები მოგდის, მადლობა,დიდი მადლობა რომ სამსახური დამაწყებინე და შენს სახლში მაცხოვრებ, მაგარამ ეს უკვე ზედმეტია!-დავიყვირე და გაცეცხლებულმა გავაჩერე ტაქსი.
მისამართი არ მითქვამს ისე წავედი, ვეუბნებოდი ევლო უბრალოდ, ღრუბლებს შევყურებდი და თან მეტირებოდა, ვფიქრობდი ყველაფერზე, რას წარმოვადგენ ამ ცხოვრებაში?! როგორ მინდა ისევ პატარა გოგონა ვიყო,რომელსაც არაფერი ადარდებს თამაშის მეტი...მშობლები მენატრებიან, ახლა კი...ეს ჰარია თუ ვიღაც ჯანდაბა ჩემს ნერვებზე თამაშობს!
*ჰარი*
ზედმეტი მომივიდა!ბელა მართალია...არ მაქვს უფლება მას რაიმე ვაიძულო, ის ხომ უბრალოდ ჩემი თანაშემწეა და არა მონა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა, ნაილთა რომ ვხედავ რაღაც მემართება...ახლავე უნდა მოვძებნო და დავაბრუნო!უკვე გვიანია,ვინ იცის სად არის.
მანქანაში ჩავჯექი, მთელი გზა ვურეკავდი ბელას და არ იღებდა, ქეითი კი მე მირეკავდა.
სად ვეძებო ისიც არ ვიცი! შეიძლება თავის ძველ სახლთან იყოს, ახლავე იქ უნდა წავიდე!
ბელას ძველ სახლთან მივედი, მართლაც იქ აღმოჩნდა,თავი კალთაში ჰქონდა ჩარგული და ტიროდა, გვერდით მივუჯექი და მეც ჩავრგე თავი კალთაში.
*ბელა*
-ჰარი?!
-ბელა...გთხოვ მაპატიე, ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ ....
-არა , მე ვარ დამნაშავე, შენ მე დამეხმარე, შემიფარე, სამსახური მაშოვნინე და მე კი ასე ვიქცევი...
-არა ბელა არა...შენ მართალი ხარ, დღეიდან არაფერს დაგაძალებ,მაპატიე გთხოვ.
-კარგი დაივიწყე-მითხრა ბელამ.
-ნუ ტირი-ვუთხარი და ხელი მოვხვიე.
-ზოგჯერ გრძნობები მაწვება, ყველაფერი მახსენებს თავს და ამიტომ ვტირი, არაფერ შუაში ხარ.
-ვიცი რაც გამოიარე, რთულია,მესმის...
-კარგია თუ გესმის.
-ბელა ხელი მაჩვენე-მითხრა მან და ჩემი ხელი აიღო.
-რა?
ხელში რაღაც ჩამიდო, დავხედე და ეს ჩემი კულონი იყო,რომელიც დედაჩემმა დამიტოვა სიკვდილის წინ
-ეს კულონი...
-ეს შენია, ნიკს გამოვართვი-მითხრა ჰარიმ.
-ჰარიი...მადლობა-ვთქვი და ჩემდაუნებურად მოვეხვიე,მაგრამ მალევე გავიაზრე და მოვშორდი.
-არაფერს, ვიცი ეს ძვირფასია შენთვის.
-ნამდვილად, ეს დედაჩემს ეკუთვნოდა.
-ბელა შეგიძლია მითხრა სად არიან შენი ნამდვილი მშობლები?იქნებ დაგეხმაროო მათ პოვნაში?!
-დედაჩემი გარდაიცვალა, კიბო ჰქონდა და ამიტომ დამტოვა ბავშვთა სახლში, მამა სულ სვავდა და მასთან ვერ დამტოვებდა.
-ახლა სად არის მამაშენი?
-არ ვიცი, არც მაინტერესებს მან დედაჩემს ცხოვრება დაუნგრია, დაააორსულა და მიატოვა.
-ეს ყველაფერი საიდან იცი?
-დედამ წერილი დამიტოვა.
-გასაგებია-ვუთხარი და ჩავეხუტე,ის ისეთი უმანკოა, თბილი, კეთილი, მე კი გულს ვტკენ ჩემი საქციელებით, ნამდვილად ცუდად მოვიქეცი და ვეცდები გამოვასწორო.
სახლში გვიან დავბრუნდით, ქეითმა გვკითხა სად ვიყავით,მე კი კომპანიის საქმეები მოვიმიზეზე , ბელა ძალიან დაღლილი ჩანდა,როგორც კი მივედით თავის ოთახში ავიდა.
*ბელა*
სახლში მივედით და მაშინვე ოთახში ავედი, ძალიან დავიღალე ყველაფრისგან, საწოლში შევწექი ,დედას ნაჩუქარი კოლიე ჩავიხუტე და ასე დამეძინა.
დილით ცხრა საათზე გავიგე კარის ხმა, ავდექი, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, ჰარი კოსტუმში გამოწყობილი იჯდა და ყავს სვავდა.
-გაიღვიძე?-მკითხა მან.
-ხო,გამეღვიძა-ვუპასუხე მე.
-ბელა თუ გინდა დარჩი, მე კომპანიაში მივდივარ.
-არა,წამოვალ, ახლავე ჩავიცმევ-ვუპასუხე და ისევ ოთახში ავვარდი, მალე მოვემზადე და სახლიდან გავედი, ჰარი მანქანაში მელოდებოდა.
გზაში თავბრუ დამეხვა, ჰარიმ მანქანა გააჩერა.
-რა მოგივიდა ბელა?
-მე...თავბრუ დამეხვა უცბად.
-დილით ისაუზმე?
-არა.
-ამის ბრალია-თქვა და მანქანიდან გადავიდა.
-ჰა...
მალე ფუნთუშებით ხელში დაბრუნდა, ერთი გამომიწოდა .
-მიირთვი-მითხრა მან.
-მადლობა-ვუთხარი და ფუნთუშა გმოვართვი, ისე გემრიელად გამოიყურებოდა...
-ვჭამოთ და წავიდეთ, არც მე მისაუზმია-მითხრა მან.
-კარგი-ვთქვი და ოდნავ ჩამეცინა.
ჰარიმ ორ წამში შეჭამა,მე კი ისევ ვჭამდი, კომპანიაში შევედით, ლიფტში ჩვენთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანი იყო, ჰარი კუთხესი იყო მიმწყვდეული მსუქანი კაცის წყალობით, სიცილს ძლივს ვიკავებდი მის სიფათზე.
ლიფტიდან გამოვედით და ჰარიმ ამოისუნთქა,მე კი სიცილი დავიწყე.
-რას იცინიხარ, კინაღამ გავიგუდე.
-მაგაზე მეცინება ბატონო ჰარი.
-ბატონო ჰარი-გაიმეორა ჩემი სიტყვები და თვითონაც ჩაიცინა.
-რა?
-ბატონოს ნუ მეძახი,ჰარი იყოს-მითხრა და გამიღიმა.
-კარგი-ვთქვი და მის ჰალსტუხს მოვკარი თვალი,რომელიც აშკარად უშნოდ იყო.
-რას მომაშტერდი?-მკითხა მან.
-შენი ჰალსტუხი...-ვთქვი და მივუახლოვდი, ჰალსტუხი გავუსწორე,ის კი მომაშტერდა თავლებზე.
-მადლობა-მითხრა და კაბინეტში შვიდა, მე ჩემს კაბინეტში შევედი და სავარძელში მოვკალათდი, ველოდებოდი ჰარის ბრძანებებს , მანამდე კი ენიმ დამირეკა , სულ დამავიწყდა რომ გუშინ უნდა შევხვედროდი,ასერომ სამსახურის მერე გადავწყვიტე მასთან წასვლა.
მთელმა სამუშაო დღემ ასე ჩაიარა: ჰარი მეუბნებოდა მისთვის ყავა ან ჩაი შემეტანა, შემდეგ სართულ-სართულ დავრბოდი მისი საბუთებისთვის...ამასობაში კი გახდა ექვსი საათიც.
ჰარი ჩემს კაბინეტში შემოვიდა .
----
Vote and comment👋❤
YOU ARE READING
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanfictionმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."