5❣

431 34 7
                                    

He (she)changed my life 🖤
თავი 6
*ბელა*
-რაა?
-ხო...
იმედია ქეითს არ უთქვამს ჩემს შესახებ, არ მინდა რომ ჰარიმ დამინახოს, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდები.
კაფესთან დიდი,შავი მაქნანა ჩერდება , უკვე ვხვდები რომ ამ მანქანაში ჰარი ზის.
-მე საქმე მაქვს-ვუთხარი ენის და გასახდელისკენ წავედი, მაგრამ ეკატერინე შემეფეთა.
-საით? ჰარი სტაილსი მოდის, წამოდი თორემ ჯეკს პრობლემები შეექმნება-მითხრა მან.
არ მინდა ჩემს გამო ჯეკს პრობლემები შეექმნას,მაგრამ ისიც არ მინდა რომ ჰარიმ დამიანხოს.
-სამზარეულოში მივდივარ, ყავა უნდა გამოვართვა ბატონი ჯეკისთვის-ვუთხარი და გავიქეცი.
ჰარი შემოვიდა თუ არა ყველა ჩამწკრივდნენ და მიესალმეს, მე ერთ მაგიდას ამოვეფარე და ისე ვუყურებდი, ყველა თანამშრომელს უღიმოდა.
-ჯეკის ნახვა მინდა-თქვა მან და ჩემსკენ წამოვიდა.
უცბად ადგომა ვცადე და თავი მაგიდას მივარტყი.
-აჰ თავი!
ჰარი დაიხარა და მაგიდის ქვეშ შემოიხედა, როგორც კი დამინახა მექანიკურად თვალები დავხუჭე, შემდეგ ფრთხილად გავახილე და დაბნეულმა გავუღიმე,მან თვალი ჩამიკრა და გზა გააგრძელა, მოიცადე ვერ მიცნო? თუ ასეა ბრმა ყოფილა, ან იქნებ არ უნდა ტანამშრომლების თავლწინ გამომლანძღოს?
მაგიდიდან გამოვძვერი, ყველა მე მიყურებდა, ეკატერინეც დებილივით მომაშტერდა.
-იქ რა გინდოდა?-მანიშნა ენიმ მაგიდაზე.
-საყურეს ვეძებდი.
-გასაგებია.
მალე ჰარი ჯეკის კაბინეტიდან გამოვიდა , ხელი წამავლო და შენობიდან გამიყვანა.
-რას აკეთებ?!-ვკითხე და ხელი გავუშვი.
-შენ რას აკეთებ?რატომ იმალები?
-ვინ გითხრა რომ ვიმალებოდი? საყურეს ვეძებდი.
-ორივე გიკეთია-მითხრა მან და ხელები გადააჯვარედინა.
-ვიპოვე და მაგიტომ.
-მისმინე...ჩემთან თამაშს არ გირჩევ, ნუ იმალები, რა არის იმაში ცუდი რომ აქ მუშაობ?
-მე..უბრალოდ მრცხვენია, იმდენი რამე ავურიე შენს ცხოვრებაში.
-ნუ სულელობ, აქ ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს მუშაობა-მითხრა და ისევ კაფეში შემიყვანა.
-ყავა მომიმზადე თუ შეიძლება-მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა.
-კარგით.
-კარგით-გაიმეორა და ჩაიცინა.
მე ენა გამოვუყევი და სამზარეულოში შევედი, ყავა მოვამზადე და გამოვუტანე, მან მოსვა და ცოტა ხანი გაშტერდა.
-როგორია?-ვკითხე მას.
-კარგია-თქვა , თვალი ჩამიკრა, ადგა და კაფედან გავიდა.
მოსაღამოვდა და სახლში დავბრუნდი, კარი ღია დამხვდა, შევედი და კინაღამ ცუდად გავხდი...კარადებიდან ყველაფერი გადმოყრილი იყო, მთელი სახლი შევამოწმე და ნიკი არ ჩანდა, ფული მომპარა! ჯანდაბა! რა დებილი ვარ ,როგორ შემოვუშვი სახლში! მთელი დანაზოგი წაუღია, არ შევარჩენ!
ყველაფერი გადავქექე, ერთი , ჩემი ოქროს კოლიეც მოუპარია,რომელიც ნამდვილი დედასგან მქონდა დატოვებული.
ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე, ჩემი ბრალია ყველაფერი! არ უნდა შემომეშვა სახლში, აი რა მიქნა გულუპრყვილობამ! მეტი არ მინდა სადმე გადავეყარო!
უცბად ტელეფონის ხმა მომესმა, ქეითი მირეკავდა, ცრემელები მოვიწმინდე, ვცადე დავმშვიდებულიყავი და ისე ვუპასუხე.
-რას შვრები?
-არაფერს-ვუთხარი აკანკალებული ხმით.
-რა მოხდა? კარგად ხარ?
-ჩემი ძმა...ის წავიდა, ფული მომპარა და წავიდა...
-რაა? როგორ გაბედა?!
-ჩემი ბრალია...
-კარგი დამშვიდდი, გინდა შენთან  მოვიდე?
-თუ შეგიძლია მოდი.
-კარგი, ახლავე წამოვალ.
მალე ქეითი მოვიდა, ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა ჩამეხუტა და დამამშვიდა.
-დამშვიდდი ვიპოვით, იმ ფულსაც და კოლიესაც დააბრუნებს, ჰარი არ შეარჩენს.
-ჩემს თავზე ემშლება ნერვები! არ უნდა შემომეშვა...
-ახლა ვერაფერს შეცვლი, შენი ბრალი არაა, მან ისარგებლა იმით რომ ძალიან კეთილი ხარ.
-ახლა რა ვქნა? ფული საერთოდ არ დამრჩა, მალე მომადგებიან მისი მევალეები, თვითონ ალბათ სადმე გაიქცა.
-ჩემტან უნდა წამოხვიდე.
-არა...ქეით.
-აუცილებლად წამოხვალ, რამდენიმე დღით დარჩები,მანამდე კი ჰარი და ბიჭები ყველაფერს მოაგვარებენ.
-უკვე უხერხულ მდგომარეობაში ვარ, ძალიან შეგაწუხეთ...
-რას ამბობ?! ახლავე წავიდეთ-მითხრა მან და ბარგის ჩალაგებაში მომეხმარა.
ჰარის სახლში შევედით, ქეითმა ისევ იმ ოთახში შემიყვანა სადაც წინაზე მეძინა, ჩემი ტანსაცმელები ამოვალაგე და საწოლზე წამოვწექი, ისევ ვტიროდი, ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ გამასულელა ჩემმა ძმამ.
ჰარი
სახლში მივედი.
-გამარჯობა ქეით!-დავიყვირე და ქეითი შევაშინე.
-ჰარი!მოკეტე!
-რა მოხდა?
-ბელას სძინავს.
-რაა?
-დაჯექი-მითხრა მან.
-რა ხდება ამიხსნი?
-კი...აღმოჩნდა რომ ნიკმა ბელა მოატყუა, ფული მოპარა , ძვირფასეულობა და გაიქცა, ბელა საშინლად იყო და გადავწყვიტე აქ წამომეყვანა...ჩვენთან იქნება დროებით, შენ კი ნიკი უნდა მოძებნო და პასუხი აგებინო.
-რაა? მოიცადე ესეიგი ნიკი ,ბელას ძმა ...ნაბიჭვარი!
-დამშვიდდი, ნუ ყვირიხარ-მითხრა ქეითმა და მეც გავჩუმდი, ნერვები მომეშალა .
-ბიჭებს ვეტყვი და ვიბოვით იმ ნაძირალას!
-ფრთხილად იყავით, ხვალ მოძებნე, უკვე გვიანია.
ოთახში შევდიოდი როდესაც ბელას ტირილის ხმა მომესმა, ვეღარ გავუძელი და ოთახში შევედი.
-ბელა.
-ჰარი?
-გავიგე რაც მოხდა.
-ჩემი ბრალია ყველაფერი, უკვე შეგაწუხეთ.
-ნუ სულელობ, შენი ბრალი არა არის-ვუთხარი და გვერდით მივუჯექი.
-დებილი ვარ, როგორ ვენდე-მითხრა მან და თავი მხარზე მომადო.
-დამშვიდდი-ვუთხარი და მისი თავი ხელებში მოვიქციე, შემდეგ კი ხელსახოცით ცრემლები მოვწმინდე.
-მადლობა ჰარი-მითხრა მან.
-შენს ძმას ვიპოვი და ყველაფერს დავაბრუნებინებ, პასუხს აგებს.
-მადლობა.
-მადლობას ნუ მიხდი-ვუთხარი მე, ის კი ჩამეხუტა, მის ცრემლებს ჭკუიდან გადავყავარ.
მალე ოთახში შევედი და ნაილს დავურეკე.
-როგორ ხარ ბრო?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-კარგად...
-ნაილ რაღაც უნდა გთხოვო, ვიცი რომ ასეთი საქმეები გეხერხება.
-გისმენ.
-მოკლედ ვინმე ნიკ ბრაუნი უნდა მიპოვო.
-არაა პრობლემა, მაგრამ ვინ არის?
-ვიღაც ნაბიჭვარი...
-დამშვიდდი, რამე ხოარ დაგიშავა.
-მე არა, ბელას.
-ბელას?
-ხო, მისი ნახევარძმაა და მოატყუა, ფული გამოსძალა.
-რას ამბობ...კარგი ვიპოვი აუცილებლად და დავიბარებ სადმე.
-კარგი, უნდა ვნახო.
ნაილს ეხერხება გამოძიება, ასერომ ეს საქმე მას მივანდე, როცა ჯეიმსს ვიპოვი პასუხს ვაგებინებ.
დილით ადრე გამეღვიძა, მთელი ღამე არც მძინებია, ავდექი, წყალი გადავივლე და მოვწესრიგდი, დღეს არსად არ მივდივარ, ასერომ შემიძლია სახლში ვიყო და ნაილის ზარს დაველოდო.
უცბად ვიღაცამ თავში წამომარტყა, ნუ რათქმაუნდა ქეითი, სხვა ვინ იქნებოდა.
-ქეით!
-რაო ჰაროლდ?-იცის რომ ვერ ვიტან როცა ჰაროლდს მეძახიან.
-რა გინდა დილაუთენია უნდა მომიშალო ნერვები?
-არა ძამიკო,როგორ გეკადრება-მიპასუხა და გამეკრიჭა.
ქეითმა საუზმე გაამზადა, ბელას ისევ ეძიმა.
-ჰარი გთხოვ რა ბელა გააღვიძე.
-კი მაგრამ,მის ოთახში ხომ ვერ შევალ...
-მიუკაკუნე და დაუძახე-მითხრა და თვაკები გადაატრიალა.
-კარგი-ვუთხარი და ბელას ოთახში ავედი.
კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე, შემდეგ ორჯერ დავუძახე,ის კი ხმას არ იღებდა, იძულებული გავხდი კარი შემეღო, მეგონა ჩაკეტილი მაინც ექნებოდა.
კარი შევაღე და...
-ჰარიი! გადი-დამიყვირა პირსახოც შემოხვეულმა ბელამ.
-მე...ახლავე-ვუთხარი და ოთახიდან გავედი.
*ბელა*
აბაზანიდან ახალ გამოსული ვიყავი,როდესაც ჰარიმ კარი შემოაღო,კიდევ კარგი პირსახოცის აფარება მოვასწარი, სულელი ვარ,კარის ჩაკეტვა დამავიწყდა.
ჰარი ოთახიდან თვალდახუჭული გავიდა, შემდეგ კი მომაძახა სასაუზმოდ ჩავსულიყავი ქვევით.
მალე მოვწესრიგდი და ქეითს და ჰარის შევუერთდი, უგემრიელესი საუზმე იყო, ჰარი თვალს არ მაშორებდა.
-სუფრას ავალაგებ-თქვა ქეითმა როცა ჭმას მოვრჩით.
-მოგეხმარები-ვუთხარი მე და ჰარის თვალი ავარიდე.
თეფშები სამზარეულოში გამქონდა, ჰარიც იქ იდგა.
უცბად ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია და ჩამჩურჩულა.
-ძალიან სექსუალური ხარ-მითხრა და გადაიხარხარა.
-ძალიან სასაცილოა-ვთქვი და თვალები გადავატრიალე, შემდეგ კი სამზარეულოდან გავედი.
შუადღეს სამივე ტელეფონებში ვიყავით ჩაფლულები, ჰარი ვიღაცის ზარს ელოდებოდა.
-რაღაც ამბავი მაქვს თქვენთვის, უფროსწორად ბელა, შენთვის-თქვა მან.
-რა?-ვკითხე მე.
-გადავწყვიტე ჩემს კომპანიაში დაგაწყებინო მუშაობა.
-რაა?არა-ვუთხარი მაშინვე.
-რატომ?ხელფასი გექნება,თანაც მაღალი და შეძლებ დამოუკიდებლად იცხოვრო.
-არ მინდა, ისედაც ბევრი გააკეთეთ ჩემთვის, თან მაქვს სამსახური.
-კარგად დაფიქრდი, უბრალოდ ჩემი დამხმარე იქნები-მითხრა მან და უცბად ტელეფონი აწრიალდა, მაშინვე გარეთ გავიდა.
-ბელა მართალს ამბობს ჰარი-მითხრა ქეითმა.
-არა ქეით...
-გთხოვ, კარგად დაფიქრდი.
-კარგი, ვიფიქრებ.
*ჰარი*
-გისმენ ნაილ რა გაარკვიე?
-მალევე მივაგენი, სადღაც პატარა ქოხში ცხოვრობ, ატარა უბანში ,იმალება, მევალეები დასდევენ.
-გასაგებია, მისამართი მომწერე , მადლობა დიდი.
-რა მადლობა...მოგწერ და არ გინდა მეც წამოვიდე?
-არაა მივხედავ მეთვითონაც...
-ჰარი საშიში ტიპია.
-ფეხებიც არ მომჭამოს, თუ რამეა დაგირეკავ.
-კარგი, როგორც გინდა-მითხრა ნაილმა .
მალე მისამართი მომწერა და ჯეიმსთან წავედი, ქეითს და ბელას რათქმაუნდა არაფერი ვუთხარი.
იმ უბანში მივედი სადაც ჯეიმსი იყო, მის სახლსაც მივადექი, სახლი არა,უფრო ქოხი იყო, კარებზე დავაკაკუნე და ვიღაც ქალმა გამიღო.
-ვინ ბრძანდებით?
-გამარჯობათ მე ჰარი ვარ,ჯეიმსი სახლშია?
-არა-მიპასუხა ქალმა,მაგრამ დაბნეული ჩანდა, მივხვდი რშიც იყო საქმე.
-შეიძლება შემოვიდე?თვითონ დამიბარა და...
-კარგი,შემოდი-მიპასუხა და მეც სახლში შევედი.
უცბად ნიკი გამოვიდა ოთახიდან.
-გამარჯობა ნიკ როგორ ხარ ძმაო?-ვკითხე მე და ხელი გადავხვიე.
-რა ძმაო?-მკითხა მან.
-ნუ სულელობ, წამოდი გარეთ ვისაუროთ-ვუთხარი მე და გავიყვანე.
-რა ძმა ვინ ხარ?!
-ჰარი.
-მისმინე, ვალს აუცილებლად გადაგიხდი, ცოტა მადროვე.
-რა ვალი ბიჭო?! ისიც აღარ იცი ვის ესესხე ფული...
-მოიცა არ მაქვს შენი ვალი?
-არა. სხვა საქმეზე ვარ.
-რა ხდება?
-რა და სასწრაფოდ დაუბრუნებ ბელას ყველაფერს რაც გამოტყუე გესმის?-ვკითხე და პერანზე წავავლე ხელი.
-შენ ვინ გეკითხება საერთოდ.
-მეკითხება, მისი...
-ვინ ხარ ბელასი?
-შეყვარებული.
-რაა?
-რაც გაიგე! ხვალ დილით ადრე მოხვალ ამ მისამართზე და მოიტან რაც წაართვი ბელას უკლებლივ ყველა ნივთს!-ვუთხარი და  ფურცელზე დაწერილი მისამართი მივაწოდე.
-უკვე გავყიდე ყველაფეი.
-არ მაინტერესებს! თავი ვინ გგონია?! საწყალ გოგოს ყველაფერი წაართვი, გამოსტყუე ფული , ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი!
-სხვა გზა არ მქონდა, იმდენი ვალები მაქვს ვერსად გავდივარ სახლიდან.
-არ მაინტერესებს! ყველაფერს დააბრუნებ-ვუთხარი და კედელზე მივანარცხე, საწყალი თავლებით შემომხედა და გავუშვი.
-გაიგე რაც გითხარი?!
-კი, მოვიტან-ქვა და სახლში გაიქცა.
მალე ნაილმა დამირეკა.
-რას შვრები?
-მშიშარა ბაჭიაა! ხვალ დააბრუნებს ყველაფერს თუარადა...
-კარგი, დამშვიდდი.
-მადლობა ნაილ.
-არაფერს.
სახლში რომ მივედი უკვე საღამო იყო, ქეითმა რათქმაუნდა მკითხა სად გავიქეცი, მე კი მოვატყუე რომ ნაილს ვჭირდებოდი საქმეზე, ბელა ოთახში იყო, სანამ ქეითმა არ დაუძახა არ გამოვიდა.
-რა ქენი მოიფიქრე?-ჰკითხა ქეითმა.
-კი, ბევრი ვიფიქრე და თანახმა ვარ-უასუხა ბელამ.
-რა ხდება?-ჩავერთე მათ საუბარში.
-ბელა თანახმაა იმუშავოს შენთან-მიპასუხა ქეითმა.
-მართლა? ძალიან კარგი-ვუთხარი ბელას და ჩამეღიმა, მისი დანახვისას ვშტერდები, ის კი იმორცხვება და თავს მარიდებს.
-ხო რავი-თქვა ბელამ და ტელეფონში ჩაძვრა.
-ხვალვე შეუდექი მუშაობას თუ გინდა-ვუთხარი მას.
-კარგი, როგორც იტყვით ბატონო სტაილს-მითხრა და თავი გააქნია.
-არაფერს გაძალებ, უბრალოდ ...მოკლედ როგორც გინდა ისე მოიქეცი.
-კარგი, ხვალ რომელ საათზე?
-დილით ცხრაზე, ყოველ დილით ცხრაზე ვდგები და ოფისში  მივდივარ, მაგრამ შემიძლია ერთი საათით დავიგვიანო-ვუპასუხე მე.
-არა, ცხრაზე მზად ვიქნები.
-კარგი.
გათენდა, რვა საათზე ავდექი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და ყავა დავლიე , ბელა არ ჩანდა, ქეითს კი ეძინა, შემდეგ ბელას ძმასთან შესახვედრად წავედი, ყველაფერი დააბრუნა, მათ შორის ბელას ყელსაბამი, რომელიც დედამისს ეკუთვნოდა.
ცხრის ნახევარზე ბელას დავუკაკუნე, კარი ისევ ღია ჰქონდა და უცბად შევაღე საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა, ძილშიც კი ლამაზი და მშვიდია.
-ბელა გაიღვიძე-ვუთხარი და გაიზმორა.
-რაგნდა?
-სამსახურში არ მოდიხარ?
-აუუ სულ დამავიწყდა!-თქვა და მაშინვე წამოხტა, სააბაზანოში შევიდა,მაგრამ ორ წამში ისევ გამოიხედა.
-თხუთმეტ წუთში მზად ვიქნები ჰარი!-მომაძახა და ისევ შევიდა.
მე ჩამეცინა, მის გიჟურ საქციელებზე სულ მეცინება.
-------
ვინც კითხულობთ დააკომენტარეთ რომ ვიცოდე ღირს თუ არა გაგრძელება👋❤  vote ❤

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Where stories live. Discover now