15❤

400 27 1
                                    

-მომისმინე-ვუთხარი და ხელები დავუჭირე,ის კი კედელს მიეხეთქა და თვალებიდან ცრემლები წასკდა.
-ეს ყველაფერი პიარის ბრალი იყო, ჩემმა მენეჯერმა დამაძალა ეს გამეკეთებინა,იძულებული ვიყავი გესმის?!
-დაგიჯერო?
-უნდა დამიჯერო.
-როგორ, როცა ამ ყველაფერს მიმალავდი, რატომ არ მითხარი თავიდანვე?
-რადგან არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა, ძლივს ურთიერთობა აგვეწყო და არ მინდოდა ასე გამოსულიყო...
-და რაც მოხდა ის უფრო კარგი აღმოჩნდა?
-არა, ვაპირებდი თქმას,მაგრამ ვერ ვბედავდი.
-აღარ აქვს მნიშვნელობა ჰარი, წადი და მიხედე შენს პიარს,შენს საქმეებს, რა გინდა ჩემნაირ უბრალო გოგოსთან...
-ასე ნუ ლაპარაკობ ბელა!
-რა ვთქვა?თუ გაგიღიმო?-მკითხა და ხელი უხეშად მომაშორებინა.
-შენ ჩემთვის უბრალო არ ხარ ბელა!
-არ მჯერა ამის-მითხრა და ცრემლები მოიწმინდა,მარამ ისევ წამოუვიდა.
ახლაც არ გჯერა?-ვუთხარი და ვაკოცე.
-ეს კოცნა, შეხება, ეს უბრალოდ ტყუილია ჰარი, ვერ ხვდები რომ ჩემთან უბრალოდ ღამის გატარება გსიამოვნებს?
-ჯანდაბა არ არის ასე!
-აბა როგორ არის?
-მიყვარხარ ბელა!-დავიყვირე და მუშტი კედელს მივარყი, ბელა კი იქვე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.
*ბელა*
-მიყვარხარ! ახლა გესმის? არ შემიძლია უშენოდ ერთი წამის გატარებაც კი, არ მინდა ასეთს გხედავდე, არ მინდა ჩემს გამო ტიროდე,უბრალოდ ასე გამოდის, ვცდილობ გული არ გატკინო მაგრამ ასე ხდება-მითხრა და გვერდით მომიჯდა, თავი ხელებში ჩარგო ,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და თმა გადაიწია.
-რამე მითხარი გთხოვ, ასე უბრალოდ ვერ გაჩუმდები ბელა...მეჩხუბე, დამარტყი, რაიმე თქვი.
-წადი ჰარი, გთხოვ წადი-ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
-ბელა...
-უბრალოდ წადი.
ჰარი წავიდა, მარტო დავრჩი და ტირილი დავიწყე, ვერაფერზე ვფიქრობდი, თავს საშინლად ვგრძნობდი, გრძნობებში გარკვევა მჭირდებოდა, საწოლზე წამოვწექი და მიმეძინა, ენის ზარმა გამაღვიძა.
-როგორ ხარ?
-არვიცი-ვუთხარი მე.
-რა ხმა გაქვს, რა მოხდა?
-ჰარიმ მიპოვა.
-რაა? მანდ იყო მოსული?
-ხო...საიდან გაიგო ენ?
-არ ვიცი,მე არაფერი მითქვამს მართლა.
-ძალიან დავიღალე, ყველაფერით დავიღალე, მითხრა რომ ვუყვარვარ , თუ ასეა რატომ მტკენს გულს? რა ვქნა აღარ ვიცი...
-შენც ხომ გიყვარს ბელა?
-რათქმაუნა,მაგრამ...არ ვიცი, კიდევ ვენდო?
-კარგად დაფიქრდი...მაგრამ ტეილორი...
-ეს პიარი იყო, პიარის გამო ვიყავი მასთანო.
-პიარის შესახებ მსმენია და საშინელებაა.
-ვიცი,მაგრამ უნდა ეთქვა ,შეიძლება გამეგო მისთვის.
-დამშვიდდი და ისე იფიქრე.
-კარგი, წავედი.
*ჰარი*
ბელას სახლიდან რომ წამოვედი თავს საშინლად ვგრძნობდი, რათქმაუნდა არც ჩემთვის იყო ადვილი ეს ყველაფერი, როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, ბელას ჩახუტება მენატრება,მისი ღიმილი, სურნელი...
ორი დღეა კომპანიაში არმივსულვარ, ბელა ჩემს ზარებს ისევ არ პასუხობს, სახლში მივაკითხე მაგრამ არ დამხვდა, რა ვქნა აღარ ვიცი, პიარი დასრულდა და ანაბელს გასაგებად ავუხსენი რომ მეორედ აღარ ჩავერთვებოდი ასეთ ამბავში.
დილით კომპანიიდან დამირეკეს და იძულებული გავხდი მივსულიყავი, ბელას და ჩემს გარეშე ყველა საქმე აირია რის გამოც ჩეშირში უნდა წავიდე კონტრაქტის გასაფორმებლად, ერთ-ერთ ბიზნესმენთან უნდა გავაფორმო კონტრაქტი რაც ჩვენს კომპანიას სარგებელს მოუტანს, გადავწყვიტე ბელაც წავიყვანო,თან იქნებ დალაგდეს ჩვენი ურთიერთობა, რამდენჯერმე დავურეკე,მაგრამ როგორც ყოველთვის არ მიპასუხა, ასერომ მისი სახლიკენ წავედი.
კარი გააღო და წყლიანი თვალებით შემომხედა.
-რა გინდა ჰარი?შემეშვი რა, როდემდე უნდა იარო ასე?
-საქმე მაქვს, შეიძლება შემოვიდე?
-რა საქმე?- სანამ კითხვებს მომაყრიდა სახლში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი.
-კომპანიაში პრობლემები შეგვექმნა...
-მე წამოსვლას ვაპირებ კომპანიიდან, აღარ მინდა მანდ მუშაობა.
-არა, ამას ვერ იზავ, ნაწილობრივ ვალდებული ხარ ახლა დამეხმარო.
-რისი გაკეთება შემიძლია?
-ხვალ დილით ჩეშირში უნდა წავიდეთ კონტრაქტის გასაფორმებლად.
-რაა? ხვალ დილით? არა, ვერ წამოვალ.
-რატომ რა ხდება?- ვკითხე მას,მაგრამ პასუხი არ ჰქონდა.
-მოკლედ მოემზადე, შეიძლება ორი კვირით მოგვიწიოს დარჩენა, თათბირებიც უნდა ჩატარდეს, ასერომ ჩემოდანი დაგჭირდება-ვუთხარი და სახლიდან გავედი.
-ოხ, როდის დაგაღწევთ თავს შენ და შენს კომპანიას-დაიწუწუნა საყვარლად და კარები მომიჯახუნა.
*ბელა*
ჩეშირი...იქ არასდროს ვყოფილვარ, ახლა კი ჰარისთან ერთად უნდა წავიდე, ძალიან მეზარება, საბუთებზე სირბილი მომიწევს და ათასი ხალხის გაცნობა...გამახსენდა, ქეითიც იქ არის და სესაძლოა ვნახო, ეს კი მახარებს.
ჩემოდანი ჩავალაგე და ისე დავიღალე მაშინვე მიმეძინა.
დილით კარებზე კაკუნმა გამაღვიძა, ვინ იქნებოდა თუ არა ჰარი?!
უცბად ჩავირბინე კიბეზე და კარი გავაღე, პიჟამოებიტ შევეგებე ბატონ ჰარის.
-ოუუ-თქვა და ტუჩი გაილოკა.
-მე...დამელოდე და მალე მოვწესრიგდები-ვუთხარი და ისევ ოთახში ავირბინე, როგორ მიყურებდა, ეს თუ არ ვაწვალო მე არ ვიყო ბელა ბრაუნი!.
დაახლოებით ოც წუთში მზად ვიყავი, ჩემოდნით ხელში ძლივს ჩავბლაგუნდი პირველ სართულზე, ჰარიმ ჩემოდანს სტაცა ხელი და მანქანის საბარგულში ჩადო, მე კი სახლის კარი კარაგად დავკეტე და მანქანაში ჩავჯექი.
-რამდენი ხანი უნდა ვიმგზავროთ?-ვკითხე მას.
-ხუთი საათი.
-რაა?
-კარგი დამშვიდდი ,ოთხი.
-ძალინ სასაცილოა-ვთქვი და ღვედი შევიკარი.
გზაში ჰარი ხმას არ იღებდა, რაც კარგი იყო, ხანდახან შემომხედავდა ხოლმე და ისევ გზას უყურებდა.
ყურსასმენები ამოვიღე ჩანთიდან და ნახევარი გზა მუსიკებს ვუსმენდი, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა.
*ჰარი*
ბელას გავხედე, თავი ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიდებული და ეძინა, ყურსასმენები მოვხსენი და პლედი გადავაფარე, მთელი გზა თვალს ვერ ვწყვეტდი.
უცბად ტავლები დაჭყიტა და ფანჯარაში გაიხედა.
-გაიღვიძე პატარავ?
-პატარას ნუ მეძახი, სად ვართ?
-მალე მივალთ, დაახლოებით ერთ საათში სასტუმროში ვიქნებით.
-კარგია...მაგრამ.
-რა?
-მომშივდა.
-მეც, მოდი აქ გავაჩეროთ, სწრაფი კვების ობიექტია.
*ბელა*
ჰარიმ მანქანა გააჩერა და ორივე შევედით სწრაფი კვების ობიექტში, ბურგერები და კოლა შევუკვეთეთ, ვჭამეთ და ისევ გზა განვაგრძეთ.
-საბუთები არ ამომიღია-ვუთხარი ჰარის.
-შენ არც გქონდა, კომპანიიდან წამოვიღე.
-გასაგებია...ჰარი შენი მშობლები და ქეითიც ხომ იქ არიან?
-კი,მაგრამ ისინი სხვა შტატში არიან, თუ მოვახერხებტ ვნახოთ.
-კარგი იქნება, ქეითი მომენატრა.
-ბელა პიარი...
-ჰარი არ მინდა ამაზე საუბარი, აქ საქმისთვის წამოვედით და ამ თემაზე არ ამოიღო ხმა,კარგი?
-ჰმმ კარგი.
მალე მანქანა დიდ სასტუმროსთან გააჩერა, გადმოვედი და კარგად გადავავლე იქაურობას თვალი.
-ვაუ,მაგარია-ვთქვი ჩემთვის.
-აქ არასდროს ყოფილხარ?
-არა,მარამ მეცნობა ეს ადგილი.
-ხომ...წამოდი შევიდეთ-მითხრა და ჩემოდნები მანქანიდან გადმოიღო.
-ჩემსას წამოვიღებ მომეცი-ვუთხარი მას.
-არა,მძიმეა.
-მომეცი.
-ოოხ,კარგი-მითხრა და ჩემი ჩემოდანი მომაჩეჩა...ვაღიარებ მძიმე იყო, მაგრამ არ ვიმჩნდევდი.
-ბატონო სტაილს, ქალბატონო ბელა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სასტუმროში-გვიტხრა შუა ხნის ქალმა და ოთახის გასაღები მოგვაწოდა.
👀🖤🤗

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Where stories live. Discover now