*ენი*
უცბად ტელეფონის წრიალი მაღვიძებს, ფრთხილად წამოვჯექი საწოლზე , მობილურს დავხედე, ნაილი რეკავდა...ღამის სამი საათი იყო.
-გისმენ-ვუთხარი მკაცრი, გაყინული ხმით.
-ენ მაპატიე გთხოვ-დაიწყო მან.
-არაფერია ნაილ, შენ არ გჭირდები, სულ ესაა-ვუთხარი და ვეცადე ცრემლები შემეკავებინა.
-რას ამბობ ენ.
-ნუ დაიწყებ თავის მართლებას, უბრალოდ თქვი რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ .
-ნუ სულელობ, რა მოხდა? ახლავე მოვალ სახლში.
-რაა? სახლში არ ხარ ნაილ? იმ გოგოსთან ერთად არ ხარ სახლში?
-ვინ გოგოსთან რეებს ბოდავ.
-სახლში ვიყავი შენთან და აღარ შეგიშალეთ ხელი, რომანტიულ საღამოს როგორ ჩაგიშლიდით.
-ენ რას ამბობ, სახლში ვერ მივედი და ჩემი ძმაკაცი დავტ...ოხ მარკ!
-რაა?
-საქმეზე ვიყავი და სახლში მარკი დავტოვე, ალბათ ვინმე გოგო აიყვანა.
ამ სიტყვებზე გაშეშებული დავრჩი, ნუთუ ეს ყველაფერი...
-შენ გეგონა გიღალატე?
-საიდან უნდა მცოდნოდა...ტელეფონსაც არ პასუხობდი!
ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ ორივე ხმას ვუწევდით.
-არ მენდობი ენ! არ იცი როგორ მიყვარხარ! სხვაში არ გაგცვლი, ეს არ იცი?
-ნაილ მეგონა შენ იყავი.
-არ უნდა გგონებოდა!
ხმა ვეღარ ამოვიღე, ტირილი დავიწყე და ტელეფონი გავთიშე.
მალევე ისევ აწრიალდა, ნაილი ისევ მირეკავდა, რომ აღარ შემეშვა ვუპასუხე, თავი დამნაშავედაც ვიგრძენი.
-ამდენ ჩხუბს ერთი გაუგებრობის გამო არ ჯობია ჩამეხუტო?-მკითხა მოწყენილი ხმით.
-მოდი რა-ვუთხარი ქვითინით.
-სად ხარ?
-ჰარისთან და ბელასთან.
-ახლავე მოვალ, გამოდი და წავიდეთ, მარკი ვერ გადამირჩება.
მალევე ჩავიცვი ,იძულებული ვიყავი ბელა გამეღვიძებინა ამიტომ მესიჯი მივწერე.*ბელა*
ტელეფონის ხმა გავიგე, მაშინვე დავხედე, ენისგან მესიჯი დამხვდა „ბელ ბოდიში რომ გაღვიძებ,უნდა წავიდე“
ეს რომ წავიკითხე ავდექი და მაშინვე გარეთ გავედი, ენი და ნაილი ჩახუტებულები იდგნენ , ესეიგი შერიგდნენ, მაგარია.
მეორე დღეს ენიმ ყველაფერი მომიყვა , ვიცოდი რომ გაიგებრობა იქნებოდა, რადგან დარწმუნებული ვარ ნაილს ენი უყვარს, თან ძალიან.
YOU ARE READING
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanfictionმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."