16🖤

378 26 0
                                    

He( she ) changed my life  💜
თავი 17
-მოიცადე აქ ერთი გასაღებია?-ვკითხე ჰარის.
-ხო...ერთი ნომერი გვაქვს, ორი საწოლით.
-ორი ნომერი რატომ არ აიღე?!
-შეზღუდული იყო რაოდენობა ტურისტების გამო-მითხრა და წინ გაიჭრა, მე კი ძლივს ავიტანე ჩემოდანი ოთახამდე.
ოთახში შევედით, დიდი და ლამაზი ნომერი იყო, მართლაც ორი საწოლი იდგა, რაც კარგია ...თავისი პატარა სამზარეულო ჰქონდა და სუვენირებით იყო მორთული იქაურობა.
-კედლისკენ მე ვწვები-ვთქვი და ჩემოდანი საწოლზე დავაბრეხვე.
-როგორც გინდა,ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა-მითხრა და მანაც იგივე გაიმორა.
-საღაოს ერტ რესტორნში მივდივართ, ჩვენი კომპანიის მეწილეს უნდა შევხვდეთ და მოემზადე.
-კარგი, სააბაზანოში შევალ-ვუთხარი და ჩემოდნიდან პირსახოცი და საცვლები ამოვირე.
-კარგი.
სააბაზანოდან გამოვედი, რათქმაუნდ აიქვე ჩავიცვი ,მაგრამ პირდაპირ სარესტორნოდ არ ჩამიცვამს, კაბა საყიდელი მაქვს.
-ჰარი, აქ სადმე მაღაზი არის?კაბის ყიდვა მინდა.
-კი,პირელ სართულზეა როგორც ვიცი.
-კარგი.
მაღაზიაში ჩავედი და ერთი საათი ვარჩევდი რა მეყიდა,ბოლოს არჩევანი ოქროსფერ, მუხლებამდე,მოტკეცილ კაბაზე შევაჩერე და ნომერში დავბრუნდი.
არი უკვე ემზადებოდა.
-გადი,უნდა გამოვიცვალო-ვუთხარი მას.
-ჩემი გრცხვენია?
-გადი.
-ოხ,კარგი...ქვევით დაგელოდები-თქვა და ოთახიდან გავიდა.
კაბა და შესაფერისი ფეხსაცმელი ცავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე,თმები დავისწორე და ჰარისთან ჩავედი.
-ვაუ,მშვენივრად გამოიყურები-მითხრა ჰარიმ.
-ვიცი,მადლობა.
რესტორანში მივედით და ერთ-ერთ მაგიდასთან დავჯექით, ჰარიმ სასმელი შეუკვეთა და კომპანიის მეწილეს ველოდებოდით, მალე ისიც მოვიდა, ჰარი და ის ბევრს საუბრობდნენ,მე კი ვსვავდი და მათ ვუსმენდი, ჰარი რა საბუთსაც მთხოვდა ვაწვდიდი და ამით შემოიფარგლებოდა ჩემი დღევანდელი საქმე.
ბოლოს ჰარიმ იმ კაცს ხელი ჩამოართვა , დავემშვიდობეთ და სასტუმროში დავბრუნდით, სასმელი არ მომეკიდა,მაგრამ მაინც მეტყობოდა რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა.
-დავიღალე-ვწუწუნებდი გზაში.
-ჰომ, მეც.
-ხვალ რა გეგმა გვაქვს?
-ხვალ საღამომდე თავისუფლები ვართ და თუ გინდა აქაურობას დაგათვალიერებინებ, საღამოს კი თათბირი მაქვს და შენც მოგიწევს წამოსვლა.
-კარგი-ვთქვი და თვალები მიმეხუჭა.
-ბელა გაიღვიძე-მაფხიზლებს ჰარის ხმა , ჰარი ხელებს ლოყებზე მითათუნებს.
-ხო მღვიძავს ვაა.
-მოვედით.
-გავიგე, ახლავე გადმოვალ მანქანიდან-ვთქვი და გადმოვედი,მაგრამ წავბორძიკდი და კინაღამ ძირს დავენარცხე, ჰარის ძლიერმა მკლავებმა დამიჭირეს.
უცბად წამოვდექი და ნომერში შევედი.
სააბაზანოში შევედი და პიჟამო ჩავიცვი, რომ გამოვედი ჰარი უკვე იწვა, მეც დავწექი და ცოტა ხანი ვფიქრობდი,შემდეგ კი ჩამეძინა.
*ჰარი*
თვალები გავახილე და ბელა დავინახე,რომელიც საწოლიდან გადმოვარდნილი იყო და საბანიც გადმოჰყოლოდა, სიცილი ამიტყდა,რაზეც თვალები დაჭყიტა და წარბებ შეკრულმა გამომხედა.
-რა გაცინებს?
-აბა შენს თავს შეხედე.
-მე...ალბათ ცუდი სიზმარი ვნახე-მითხრა და საწოლზე აბობღდა.
-ასეთი რა იყო რომ იატაკზე მოგიწია ძილი?!
-ოუ მეტი სადარდებელი არ გქონდეს რა...
-ადექი და წავიდეთ, ხომ გინდა დათვალიერება აქაურობის...
-ცოტა ხანში წავიდეთ, მაცადე რა.
-კარგი, მე ქვევით ვიქნები, კაფეში, ვისაუზმებ,თუ გინდა ჩამოდი.
-ოო, მოვწესრიგდები და ჩამოვალ-მითხრა და ბალიში თავზე დაიფარა.
კაფეში ჩავედი , წვენი და ბლინები შევუკვეთე და ბელას ველოდებოდი, აი ისისც გამოჩნდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მეძებდა.
-ჰეი! აქეთ-დავუძახე და მანაც გამომხედა, მაგიდასთან მოვიდა და დაჯდა.
-ჭამე და წავიდეთ.
-ხო-მითხრა და ბლინების ჭამა დაიწყო, წვენი დააყოლა, მეც ვჭამე და წავედით.
ქუჩებში დავდიოდით და ბელას ყველაფერს ვატვალიერებინებდი, მუზეუმშიც ვიყავით , შემდეგ ძალიან დაცხა და ნაყინები ვიყიდეთ...
*ბელა*
ნაყინის ჭამის დროს ის დრო გამახსენდა როცა ვიყოფდით, ჰარი მიყურებდა,თვალს არ მაშორებდა და მიღიმოდა ბევრი რამ დავათვალიერე და თითქოს აქ ადრეც ვყოფილვარ ისეთი შეგრძნება მქონდა...
უცბად ჰარიმ წელზე მომხვია ხელი და ცალი ხელი ქანდაკებისკენ გაიშვირა.
-ნახე რა ლამაზია-მითხრა და გამიღიმა, მეც გავუღიმე ჩემდაუნებურად,მაგრამ მალე წინ გავიჭერი, ის კი გამომეკიდა და მთელი ქუჩა შემოვირბინეთ სიცილით.
-უფ დავიღალე-ვთქვი და გავჩერდი, მაგრამ რომ მივიხედ-მოვიხედე ჰარი არსად ჩანდა.
თავლები ამიწყლიანდა დ, აქეთ-იქით ვიყურებოდი და ვერავის ვამჩნევდი,მხოლოდ უცხოელი ტურისტები იყვნენ, ძირს ჩამოვჯექი და თავი მუხლებში ჩავრგე,ტელეფონი გათიშული მქონდა და ვერც ვრეკავდი,ლამის ტირილი დავიწყე,მაგრამ თავს ვიკავებდი, მალე ავდექი და ჰარის ძებნა დავიწყე,მაგრამ ვერსად მივაგენი და ისევ იმ ადგილას დავბრუნდი.
*ჰარი*
ბელა იმდენად სწრაფად მირბოდა დავკარგე, ვინ იცის ახლა სად არის,  ჩემს ზარს არ პასუხობს, ალბათ შეშინებული სადმე მელოდება.
მთელი ქუჩა მოვიარე და ბოლოს ძველ შენობასთან ვიპოვე, შეშინებული, აცრემლიანებული იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა, მასთან მივედი და რომ დამინახა მომეკრო.
-ჰეი დამშვიდდი, აქ ვარ-ვუთxარი და ხელები მოვხვიე, ის კი ცახცახებდა და ძლიერად მეხუტებოდა.
-მეგონა ვეღარ გიპოვიდი.
-დამშვიდდი, უბრალოდ გზები აგერია, ახლა აქ ვარ,შენს გვერდით-ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე.
ცოტათი დამშვიდდა და გზა გავაგრძელეთ, სასტუროში დავბრუნდით, უკვე მოსაღამოვდა.
-ბელა თათბირი...
-ვიცი,მოვემზადები-მითრხა მან.
-კარგი,გავიდე ოთახიდან?
-არა იყავი, სააბაზანოში შევალ.
-არა გავალ.
-შენც ხომ უნდა მოემზადო.
-კარგი მაშინ მე შევალ სააბაზანოში.
-კარგი.
სააბაზანოში გამოვიცვალე და გავედი,ბელა ნახევრად შიშველი იყო, რომ დამინახა კაბა აიფარა მკერდზე .
-ჰარიი!
-კარგი,ბოდიში-ვუთხარი დ აsევ სააბაზანოში შევიკედლე.
-გამოდი-დამიძახა ბელამ.
ისეთი ლამაზი იყო...აბრეშუმის წიTელი კაბა ეცვა, შავი ფესაცმელები და თავისი ლამაზი თმები გაშლილი.
-წავიდეთ-მითხრა მან და ჩანთა აიღო.
-ხო-ვუთხარი და საბუთებს დავავლე ხელი, ორივე მანქანაში ჩავჯექით და ერთ დიდ კომპანიაში წავედით სადაც თათბირი ტარდებოდა.
*ბელა*
დიდ, მრგვალ მაგიდას მივუჯექით , მალე კომპანიის დირექტორი გამოჩნდა და მაგიდის თავში დაჯდა, მე და ჰარი მის გვერდით ვიჯექით.
თითქმის ყველა მამრობითი სქესის იყო, გოგოები კი ორნი ვიყავით, მე და ვიღაც გამხდარი, ლამაზი გოგონა, რომელიც სულ ჰარისკენ აპარებდა თვალს და ეპრანჭებოდა, ჰარის გვერდით იჯდა.
-უფს ბოდიში-უთხრა ჰარის, ვითომ შემთხვევით მიარტყა ფეხი, არადა გამიზნულად გააკეთა, ჰარი კი ვითომ ვერ ხვდებოდა.
-არაუშავს-უთხრა ჰარიმ და გაუღიმა.
ორი საათი ვიჯექით ასე, კაცები ლაპარაკობდნენ, ზოგჯერ მეც ვერთვებოდი,ის გოგო კი სულ ჰარიზე იყო გადართული, ჰარიმ ხელი მაგიდაზე დადო, იმ კახპამ კი ცალი ხელი ბარძაყზე დაადო და გაუღიმა.
-ჰმ მე გავალ ორი წუთით-ვთქვი და იქაურობა დავტოვე, საპირფარეშოში შევედი და ღრმად ამოვისუნთქე, იდიოტი!ორი ერთნაირი! როგორ ბედავს და ჩემს თვალწინ ეფლირტავება, ეს კი უთმენს რომ მაეჭვიანოს,მაგრამ არ გამოუვა!
ცოტა ხანში ჩემს ადგილს დავუბრუნდი, ის გოგო და ჰარი ერთმანეთს შესციცინებდნენ, მე ვერც კი მამჩნევდნენ.
თათბირი დასრულდა, იმ გოგომ ჰარის ცალი თვალი ჩაუკრა და ჯიბეში რაღაც ფურცელი ჩაუდო, როგორც მივხვდი მისი ნომერი ეწერა, მე და ჰარი სასტუმროში დავბრუნდით, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს.
*ჰარი*
ბელა ეჭვიანობდა, მეც მეტი რა მინდა, ვგიჟდები როცა ეჭვიანობს, ისეთი საყვარელია...
როგორც კი მივედით გამოიცვალა , ბალიში უხეშად დაახეთქა საწოლზე და დაწვა.
-რამე მოხდა?-ვკითხე მე.
-არა, არაფერი, შე არ იცვლი?
-კი.
-ხო, მე ვიძინებ.
-მე სადღაც უნდა წავიდე და მოვალ-ვუთხარი უცბად,მან კი თავი წამოყო და წარბები ასწია.
-სად?
-საქმეზე.
-ააა საქმეზე, გასაგებია, კარგი წადი-მითხრა და გადაბრუნდა.
რეალურად არსად წავსულვარ, კაფეში ვიჯექი და ჩაის ვსვავდი, ვიცი ბელა ძალიან იეჭვიანებს ,მაგრამ ასე უფრო მოვიგებ მის გულს.

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora