9🍿

413 29 1
                                    

*ერთი კვირის შემდეგ*
/ბელა/
ერთი კვირა გავიდა ავარიიდან, საავადმყოფოდან გამომწერეს, ჰარი ,ქეითი და ენი ყურადღებას არ მაქკლებდნენ, ჰარი სულ თავს იდანაშაულებდა,მაგრამ მე ვეწინააღმდეგებოდი, პირიქით ჩემი ბრალი იყო, არ დავუჯერე და გავაღიზიანე.
ეტლით მიმიყავნეს ჰარის და ქეითის სახლში და ოთახში  დამაწვინეს.
-მომბეზრდა ამდენი წოლა-ვთქვი და ტუჩები გადმოვბრუცე.
-ასეა საჭირო, ნუ წუწუნებ-მითხრა ჰარიმ.
-კარგად ვარ..მართლა.
-არა, კიდევ რამდენიმე დღე უნდა იწვე-მითხრა ქეითმა.
-ბელა მე უნდა წავიდე...თუ რამე დაგჭირდება დამირეკე, საღამოს გნახავ-მითხრა ენიმ.
-კარგი.
ქეითმა ენი გააცილა , არი კი გვერდიდან არ მშორდებოდა.
-მშია-ვუთხარი ამს.
-კარგი...-მითხრა და ცოტა ხანში ბლინებით ხელში დაბრუნდა.
-მმმ..გემრიელია-ვუთხარი და თვალები მივნაბე.
საღამოს ენიმ მინახულა, ქეითი უფლებას არ მაძლევდა ავმდგარიყავი, არც ჰარი...
ღამით გამეღვიძა, საშინლად წვიმდა , წექა ქუხილის ხმის პატარაობიდან მეშინია, წყალი მომინდა ,უნდა ავდგარიყავი...ნელ-ნელა წამოვწიე თავი, ფრთხილად ავდექი, შუქი ავანთე და ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გავედი,მაგრამ უცბად თვალები დამებინდა და გავითიშე.
*ჰარი*
ბრახუნის ხა გავიგე, მაშინვე წამოვხტი და ოთახიდან გავედი, ბელა კარებთან ეგდო უგონოდ, მასთან მივედი და ვცადე გამომეფხიზლებინა, ხელებს ლოყაზე ნაზად ვურტყავდი.
-ბელაა, გამოფხიზლდი...
-რა გაყვირეებს-შემიღრინა მან და წამიდგომა სცადა, მივეხმარე და ავაყენე.
-ხომ გითხარი არ ადგეთქო?! უგონოდ ეგდე...
-წყალი მინდოდა და სამზარეულოში ჩასვლა მომიწია.
-დაგეძახა და მოგიტანდი.
-ოოჰ..
სამზარეულოში ჩავედი და წყალი ამოვუტანე, საწოლზე დავაწვინე და წყალი დავალევინე.
-დაიძინე-ვუთხარი მას და შუქი ჩავაქვრე.
-ჰარი-დამიძახა ხმადაბლა.
-რა
-შუქი ანთებული დატოვე რაა-მითხრა და საბანში ჩაიმალა, თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.
-კარგი...შენ რა, გეშინია?
-ხო.
მასთან მივედი და საბანი მოვაშორე სახიდან, ცრემლები უფრო წამოუვიდა.
-დამშვიდდი, რა არის საშიში?
-ბავშვობიდან მეშინია,სანამ დედა ცოცხალი იყო ასეთ დროს სულ გვერდით მყავდა, შემდეგ კი...
*ბელა*
ჰარიმ უცბად ხელები მომხვია და ძლიერად ჩამეხუტა, შიში სულ გამიქრა,ვისღა ახსოვდა ჭექა ქუხილი, ცრემლები შემიმშრალა და გევრდით მომიჯდა.
-სანამ არ დაიძინებ აქ ვიქნები, ნუ გეშინია-მითხრა მან და შუბლზე მაკოცა.
-შენ არ გეძინება?
-დაგელოდები...
-კარგი, მადლობა-ვუთხარი და თავი მხარზე დავადე, ის კი ჩემსკენ მოიწია და ხელი წელზე შემომხვია...
დილით თავლები გაახილე თუ არა ჰარის სახეს შევეფეტე, ჩემს გვერდით იწვა , კულულები თვალებზე ეყარა და იღიმოდა, გაღიმებულს ეძინა, ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული მჭიდროდ.
ცოტა ხანი ვუყურე და შემდეგ ჩემდაუნებურად თმები თვალებიდან გადავუწიე, ის გაიზმორა და თვალები ნელა გაახილა.
-ბელა...აქ ჩამძინებია-მითხრა მან.
-ხო,მადლობა გუშინ რომ ჩემს გვერდით იყავი.
-არა რა მადლობა...
-არ ადგები?
-ცოტა ხანი ვიწვები რა-მითხრა და ენა გამომიყო.
-ჰარიი-გამეცინა.
-კარგი ჰო..-თქვა და ადგა.
-დღეს მეც ავდგები-ვუთხარი მას.
-ბელა,გუშინ ხომ გახსოვს რა მოხდა.
-კარგი რა, ეგ იმიტომ რომ უვე სიარული დამავიწყდა იმდენი ხანია ვწევარ.
-ოოხ,კარგი,მაგრამ სახლიდან არ გახვალ და მეც შენს გვერდით ვიქნები-მითხრა მან.
-კარგი.
მოვწესრიგდი, თეთრი ტოპი და ლურჯი ჯინსის შორტები ჩავიცვი და ოთახიდან დაბლა ჩავედი.
ქეითი ჩემოდნით ხელში იდგა დაბლა.
-ქეით სად მიდიხარ?!-ვკითხე მას.
-გადავწყვიტე დედასთან და მამასთან წავიდე რამდენიმე თვით ჩეშირში,ძალიან მომენატრნენ-მიპასუხა მან.
-აუუ მომენატრები-ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მეც-უთხრა ჰარიმ და ორივეს ჩაგვეხუტა, ჩემთან რაღა უნდოდა.
-მეც მომენატრებით,მაგრამ  ჩამოვალ ორ სამ თვეში და გნახავთ, ბელა ხშირად დაგირეკავ-მითხრა მან.
-მე არ დამირეკავ ხო?-ჰკითხა ჰარიმ.
-რავიცი...შენ სულ არ გცალია.
-შენთვის სულ მცალია-უთხრა და ისევ ჩაეხუტა.
-კარგით, ჩემი წასვლის დროა, ბელა თავს მიხედე და ჰარისაც რა-მითხრა ქეითმა.
-კარგი, არ ინერვიულო და როგორც კი ჩახვალ დარეკე.
-კარგი.
ეს იმას ნიშნავდა რომ ჰარისთან მარტო ვრჩებოდი? ეს იდეა არ მომწონს.
ჰარიმ  ქეითი გააცილა, მე კი სახლში მარტო დავრჩი, რაღაც კერძები მოვამზადე, მომზადების ხასიათზე ვიყავი, მოწყენილი როცა ვარ სულ რაიმე უნდა ვაკეთო, ან კერძები ან ვხატო .
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც, ჰარი სახლში დაბრუნდა.
-ამდენი ხანი სად იყავი?-ვკითხე მე,ის კი დივანზე გაითხლარშა.
-ბიჭებთან.
-აჰამ...ჰარი ვიფიქრე იქნებ უკვე დროა სახლი ვიშოვო?ქირით გადავალ სადმე.
-რაა?არა რატომ?თან ქეითმა ჩემი თავი შენ ჩაგაბარა-მითხრა მან.
-ხო მაგრამ...
-ბელა არსად არ წახვალ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ყოველ წუთს შეიძლება რაიმე საქმე გამოჩნდეს.
მიზეზების ჩამოთვლას რომ მორჩა თავი დავუქნიე და მან გამიღიმა.
-არ გშია?-ვკითხე მე.
-ხო,მიდი პიცა შეათბე.
-პიცა არ გვაქვს, რაღაცეები მოვამზადე.
-შენ?
-ხო.
-საინტერესოა-მითხრა მან,მაგიდას მიუჯდა და კერძი ამოვუღე, ის ჭამდა,მე კი ველოდებოდი მის შეფასებას.
-უგემრიელესია,სიტყვები არ მყოფნის-თქვა და ისევ განაგრძო ჭამა.
-მადლობა-ჩამეცინა.
-ქეითი ვერ ამზადებს და სულ მზა პროდუქტებს ვჭამდით.
-ცუდია.
-ხომ.
ჭამას რომ მოვრჩით ჰარი ოთახში ავიდა და მალევე ისევ ჩამვიდა ქვევით.
-გინდა რაიმე ფილმს ვუყუროთ?-მკითხა მან.
-რავი, ვუყუროთ-ვუპასუხე მე, ორივე დივანზე მოვკალათდით, პიცაც მოვიმარჯვეთ და რაღაც სათავგადასავლო ფილმს ჩავუჯექით.
ჰარი ჩემს გვერდით იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, ხანდახან გამომხედავდა ხოლმე და ისევ თვალს მაშორებდა, მე პლედში ვიყავი გახვეული, ძალიანაც არ ციოდა,მაგრამ ფილმის დროს ასე კომფორტულად ვარ.
*ჰარი*
ფილმის ყურებას ვერ ვახერხებდი,სულ ბელასკენ გამირბოდა თვალი, როგორ შეიძლება მის თაფლისფერ თვალებში არ ჩაიძირო, თვალს ვერ ვწყვეტდი...ის კი პიცას ჭამდა და მოკალათებული იყო, მალე ზურგი მომაყრდნო და ისე დაჯდა, მე კი ხელი თავზე დავადე.
*ბელა*
როდესაც წამოვჯექი და ფილმის ყურება გავაგრძელე ჰარი ჩემსკენ ფრთხილად მოიწია, ვიცოდი რის გაკეთებასაც აპირებდა, უნდა ეკოცნა, მე კი უცბად დავიყვირე:
-ბოლო ნაჭერი ჩემია-და პიცას ვეტაკე, ასე ავარიდე თავი...
-ჭამე-მითხრა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
პიცის ბოლო ნაჭერი მივირთვი, ახლა დავუკვირდი, რომ მთლიანად მე შევჭამე...რა ღორი ვარ.
ფილმის დასრულებამდე კიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი, უკვე ძალიან მეძინებოდა,მაგრამ ოთახში ასვლაც კი მეზარებოდა,თან ფინალი მაინტერესებდა, ჰარის მივეყრდენი ისევ და არც კი ვიცი როგორ მიმეძინა.
*ჰარი*
ისევ მომეყრდნო, თავი კალთაში ჩამირგო დ ამალევე მიეძინა, მე კი თმებზე ვეფერებოდი და ვუყურებდი მის ლამაზ სახეს, რომლის დანახვისას ყველა პრობლემა მავიწყდება.
აღარ გავაღვიძე , პლედი გადავაფარე , ტელევიზორი გამოვრთე და ოთახში ავედი.
დილით წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი,კომპანიაში უნდა წავსულიყავი ,მეგონა ბელას ეძინა,მაგრამ ქვევით რომ ჩავედი ჩაცმული დამხვდა, ყავას სვავდა.
-ბელა...
-მეც მოვდივარ-გამომიცხადა მან.
-ჯერ კიდევ სუსტად ხარ.
-არ ვარ...წავედით?
-კარგი.
მანქანაში ჩავჯექით,მთელი გზა მას ვუყურებდი და ვამოწმებდი რამდენად კარგად გრძნობდა თავს, კომპანიაში მივედით და მანქანიდან გადმოვედით , ბელა თავის კაბინეტში შევიდა, მე კი ჩემსაში.
*ბელა*
შესვენებაზე სოფია დავინახე და ერთად წავედით კაფეტერიაში, იქ ვისაუზმეთ და ვლაპარაკობდით, კაფეტერიიდან კი ისევ ჩემს კაბინეტში ვბრუნდებოდი როცა ჯეკი დავინახე,ისევ გაცეცხლებული იყო, მოითხოვა ჰარის კაბინეტში შემეშვა.
-დამშვიდდი ჯეკ, ჯერ ჰარის უნდა ვკითხო-ვუთხარი მას და ტელეფონზე ჰარისთან დასაკავშირებელ ღილაკს დავაჭირე თითი.
-გისმენ-მიპასუხა ჰარიმ.
-ჯეკია მოსული,შენი ნახვა უნდა.
-შემოუშვი-მითხრა მან,მე კი შემეშინდა, არამგონია აქ კარგი ამბავი მოხდეს.
ჯეკი ჰარის კაბინეტში შევიდა, იქიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა, რაღაც კონტრაქტზე იყო საუბარი , მთელი კომპანია შეშინებული იყო...მალე ჯეკი გამოვარდა ჰარის კაბინეტიდან და უხეშად ამიარა გვერდი.
მე ჰარისთან შევედი, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ანერვიულებული იყო.
-რა მოხდა?რა უნდა ჯეკს?-ვკითხე მას.
-ჩემი წყალობით მიაღწია წარმატებას, ახლა კი რაღაც უაზრო კონტრაქტზე მელაპარაკება, რისი მეშვეობითაც გავკოტრდები, ერთი სული აქვს როდის დავთანხმდები,მაგრამ არ გამოუვა.
-დამშვიდდი, ვერ შეძლებს გაიძულოს.
-ვიცი...ძალიან ვყვიროდით?
-კი.
-უბრალოდ ძალიან  მოქმედებს ნერვებზე, მეორედ აღარ შემოუშვა ჩემს კაბინეტში, მალე ისე ვიზავ რომ ამ კომპანიაში ფეხს ვეღარ შემოადგამს.
საღამომდე კომპანიაში ვიყავით, ძალიან დავიღალეთ ორივე, სახლში მივედით თუარა ოთახში ავედი და გამოვიცვალე, შემდეგ კი სამზრეულოში შევედი და ვახშამი გავაწყვე.
-ჰარი მოდი ვჭამოთ-დავუძახე მას.
-არ მშია, შენ ჭამე-მიპასუხა მან, ისევ ანერვიულებული იყო.
-კარგი რა, მარტო მეზარება,მოდი.
-ოოჰ,კარგი.
მაგიდას მივუჯექით, ჰარი არაფერს აკარებდა პირს.
-გთხოვ ნუღარ ნერვიულობ იმ იდიოტ ჯეკზე რა, მაგის გამო ნერვებს ნუღარ იშლი, ახლა კი ჭამე.
-ხო,მართალი ხარ...კარგი.
ჭამას რომ მოვრჩი ენიმ დამირეკა.
-ენ როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც.
-გოგო კლუბში წავიდეთ არ გინდა?დევიდიც მოდის, გავერთობით...
-აამ რავი, კარგი წავიდეთ, მოვემზადები და...
-კარგი, ნახევარ საათში გამოდი და შეგხვდები სადმე.
-აქ მოდი რა, ხომ იცი მისამართი.
-კი,მაგრამ მერიდება.
-რისი?ოოო მოდი.
-კარგი.
-ჰარი მე კლუბში უნდა წავიდე და იცოდე  მაინც...
-ამ დროს მარტო უნდა წახვიდე კლუბში?
-ენისთან და დევიდდთან ერთად.
-დევიდი?
-ჩემთან ერთად მუშაობდა კაფეში...
-ისევ რომ ბევრი დალიო ან შარში გაეხვიო?
-არ მოხდება ასე.
-რაიცი?რამდენჯერაც მარტო გაგიშვი სადმე სულ შარში ეხვევი.
-ოოო, აბა რა ვქნა არ წავიდე?
-მეც წამოვალ.
-და იქ უნდა მაკონტროლო?
-კი, ქეითმა შენი თავი მე ცამაბარა.
-ააუუ-ვთქვი და ოთახში ავირბინე, ესრა მაკლდა ახლა ჰარი სტაილსმა მაკონტროლოს, ზოგჯერ რა ნერვების მომშლელია.
აბრეშუმის ღიავარდისფერი კაბა ჩავიცვი, ვაღიარებ მოკლე, რადგან კლუბში მივდივართ, დღეს ძალიან მაგრად უნდა გავერთო, ორი კვირა ვიწექი ასე უაზროდ, ახლა კი მაქვს შანსი რომ კარგად გამოთვრე და გავერთო, თმები გავიშალე, ოდნავ მაკიაჟიც გავიკეთე და ოთახიდან გამოვედი.
ჰარი ქვევით იდგა, ჩემს დანახვაზე ტუჩზე იკბინა,მაგრამ არ შეიმჩნია, აშკარად გაოგნდა.
-წავიდეთ-მითხრა მან.
-ენი უნდა მოვიდეს,ერთად უნდა წავსულიყავით და...
-კარგი დაუკრეკე დროზე მოვიდეს მაშინ და მე წაგიყვანთ.
სანამ ენი მოვიდოდა სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს კარგად ვაკვირდებოდი რაიმე ხომ არ მაკლდა, უცბად შევამჩნიე რომ ტუჩსაცხი ცუდად მესვა და ხელახლა წავისვი, ჰარი კი გაკვირვებული მიყურებდა.
-ამდენი გაპრანჭვა რა საჭიროა?
-საჭიროა.
-ოხ ეს გოგოები...
----
Hope u like it🤷‍♀️❣❣

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Where stories live. Discover now