-ბოდიშს რისთვის მიხდი?
-არ ვიცი,ისე-თქვა და ოტახში გაიქცა.
ძალიან საყვარელია როცა იბნევა...
*ბელა*
არ ვიცი რა დამემართა, ჰარისი შემრცხვა და გამოვიქეცი, ოთახში შევედი და სიცილი დავიწყე, მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი.
-მე მივდივარ და კარი ცაკეტე რა-მითხრა ჰარიმ.
-აამ...კარგი-ვუთხარი და გავაცილე.
ქეითს ისევ ეძინა,არ გავაღვიძე,მალე თავად გაიღვიძა და ქვევით ჩამოვიდა.
-დილამშვიდობისა, როდის ადექი?
-რამდენიმე წუთის წინ.
-ააა, ჰარი სად არის?
-წავიდა.
-კარგი-მითხრა მან.
-ქეით დღეს უნდა წავიდე ...
-აუ, დამპირდი რომ კიდევ დარჩები ხოლმე.
-ვეცდები, ახლა სამსახურთან დაკავშირებით ვნერვიულობ, დღეს უნდა დამირეკონ.
-უი ხო, იმედია აგიყვანენ.
-იმედია.
ქეითი მომეხვია და გამაცილა, გზაში ტელეფონი აწრიალდა, ვუპასუხე და ჯეკი აღმოჩნდა.
-ჯეკ?!
-გამარჯობა ბელა, მოკლედ გეტყვი, აყვანილი ხარ სამსახურში-მითხრა მან.
-მართლა? მადლობა ,ძაან გამიხარდა.
-ხვალიდან შეგიძლია შეუდგე საქმეს.
-მადლობა.
-არაფერს-მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
მაგარია! ესეიგი უმუშევარი აღარ ვარ , ძალიან გამიხარდა ეს ამბავი,მაშინვე ქეითს შევატყობინე.
სახლში მივედი თუარა კაკუნი გაისმა, კარები გავაღე და ვიღაც ნაცნობი სახე დავინახე, სახლში დაუკითხავად შემოვიდა და ანერვიულებული დივანზე დაჯდა.
-ვინ ბრძანდებით?-ვკითხე მე.
-ვინ ვბრძანდები?ვეღარ მცნობ?
-მეცნობით,მაგრამ...ვინ ხართ?
-შენი ძმა ვარ ნიკი და გამაგებინე სად გდიხარ ორი დღეა!
-ძმა? სასაცილოა ამ სიტყვას რომ უწოდებ შენს თავს!
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, წყალი მაინც შემომთავაზე.
სამზარეულოდან წყალი გამოვუტანე და მაშინვე დალია.
-აქ რა გინდა? საერთოდ როგორ გაგახსენდი?
-მე ყოველთვის მახსოვდი-თქვა მან,მაგრამ დამაჯერებლად არ გამოუვიდა.
-სასაცილოა, აქ რა გინდათქო?!ჩემს სანახავად არ იქნები მოსული.
-რამდენიმე დღე აქ უნდა დავრჩე-მითხრა მან.
-რაა?რატომ?
-ასეა საჭირო, პრობლემები მაქვს.
-საკუთარი პრობლემებიც მეყოფა!-ვუთხარი მე, მან კი ხელი ასწია,მაგრამ დარტყმა ვერ გაბედა.
-მიდი დამარტყი! უკვე მიჩვეული ვარ! ახლა გაგახსენდა რომ და გყავს? იცი აქამდე როგორ მოვედი საერთოდ, იმდენი წვალება გამოვიარე...
-შენ გგონია მე ფუფუნებაში ვცხოვრობ?! დედა ცუდადაა, წამლების ფული არ გვაქვს და ამის გამო სულ მიწევს ვალების აღება,მევალეები უკვე მოკვლით მემუქრებიან!
-ეგ აღარ არის ჩემი პრობლემა! მე აღრ ვარ თქვენი ოჯახის წევრი გესმის?! მაშინ დასრულდა ყველაფერი როცა იმ წყეული სახლიდან წამოვედი!
-არაფერიც არ დასრულებულა!
-მამა სად არის?!
-მამას თვეში ერთხელ ვხედავ, ისიც იმალება.
-იმალება? ესეიგი აქ სამალავი ნახე?
ნიკმა ხმა ვეღარ ამოიღო, უკვე ცუდად მხდის მისი დანახვა, მას რომ ვუყურებ წარსული მახსენდება, როგორ ძლადობდნენ ჩემზე,მაგრამ სიბრალულის გრძნობა მაქვს, არ ვიცი რატომ,მაგრამ დედა...მია ოდნავ შემეცოდა.
-სხვაგან დაიმალე გთხოვ!ცხოვრებას ნუ ამირევ!-ვუთხარი ნიკს და წასვლა ვთხოვე.
-გთხოვ ბელა, ვიცი რომ ცუდად გექცეოდი, არ გიცავდი და ძმობას არ გიწევდი,მაგრამ გთხოვ, წასასვლელი არსად მაქვს, ცოტა ხანი ვიქნები აქ, რაღაც საქმეებს მოვაგვარებ და წავალ,გპირდები მალე წავალ და ჩემს სახეს ვეღარასდროს ნახავ.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა, არ ვიცოდი რა მეთქვა, ბოლოს დავთანხმდი იმ პირობით რომ ერთ კვირაში წავიდოდა.
დილით ადრე ავდექი, ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო, მოვწესრიგდი და სახლიდან გასვლას ვაპირებდი როცა ნიკი დავინახე, ტელევიზორთან იჯდა და ფეხბურთს უყურებდა.
-მე მივდივარ-ვუთხარი მას.
-სად?
-სამსახურში.
-სად მუშაობ?
-კაფეში, მიმტანად...შენ არ გიფიქრია სამსახურზე? ასე უსაქმოდ უნდა იყო?
-ვეძებ ნელ-ნელა.
-ნელ-ნელა-გავიმეორე მისი სიტყვა და სახლიდან გავედი.
რა იდიოტია! იმის მაგივრად რომ სამსახური დაიწყოს და ფული იშოვნოს დამიჯდა სახლში და ფეხბურთს უყურებს, ვერ ვიტან როცა ჩემს პირად სივრცეში იჭრებიან...რა გაუძლებს ერთი კვირა.
კაფეში შევედი , მაშინვე ერთი დაბნეული ბიჭი და გოგო შემეფეთნენ.
-შენ ახალი ხარ?-მკითხა ბიჭმა.
-კი, ბელა მქვია-ვუთხარი მას.
-მე დევიდი.
-სასიამოვნოა.
-მე ენი მქვია-მითხრა გოგონამ და ჩამეხუტა, ძალიან საყვარელი ჩანს.
-სასიამოვნოა ენი, ხომ არ იცით რ ა უნდა ვქნა?
-აამ პირველ რიგში მიმტანის ფორმა უნდა ჩაიცვა, გასახდელს განახებ წამოდი-მითხრა ენიმ.
-კარგი-ვუთხარი და გავყევი, პატარა ოთახში შევედით სადაც სკოლის კარადების მსგავსი სათავსოები იყო განლაგებული.
-ეს შენი უჯრაა, აქ შეინახე ნივთები-მითხრა ენიმ,შემდეგ კი მიმტანის ფორმა მომაწოდა, თეთრი მაისური იყო, გულზე კაფის სახელი ეწერა, მეორე მხარეს კი ჩემი სახელი და გვარი წვრილი ასოებით.
-კარგი ჩავიცმევ,მადლობა-ვუთხარი ენის და მან ოთახი დატოვა.
გამოვიცვალე და გარეთ გავედი, კაფეში ბევრი ხალხი იყო, ცოტა დბნეული ვიყავი, არ ვიცოდი სად იყო სამზარეულო, ყველაფრის ახსნა მჭირდებოდა, ვიფიქრე ჯეკთან უნდა შევსულიყავი.
-ბატონი ჯეკის კაბინეტი სად არის?-ვკითხე დევიდს.
-მარცხნივ გაუხვიე და დიდი ასოებით ეწერება კარზე მისი სახელი-მითხრა მან.
კაბინეტს მივადექი, კარზე დავაკაკუნე და შევედი.
-გამარჯობათ ბატონო ჯეკ.
-ბელა? მიხარია რომ მოხვედი, როგორ ხარ?
-კარგად გმადლობთ.
-თქვენობით ნუ მესაუბრები-მითხრა და გამიღიმა.
-კარგით,უფროსწორად კარგი.
-როგორ მოგწონს აქაურობა?
-ძალიან ლამაზი კაფეა, უბრალოდ დეტალები მაინტერესებს და იქნებ ვინმემ ამიხსნას სად რა არის.
-არაა პრობლემა, ახლავე ვეტყვი რომელიმე თანამშრომელს-მითხრა და ენის დაუძახა.
-ენ თუ შეიძლება ბელას აუხსენი ყველაფერი და შემდეგ შეუდექით საქმეს-უთხრა მას , ორივე გავედით კაბინეტიდან.
ენიმ ყველაფერი დამათვალიერებინა, სამზარეულო დიდი და ლამაზად გაფორმებული იყო, ერთ-ერთი მზარეული გავიცანი, რომელიც შეკვეთებს გვაწვდიდა და მუშაობას შევუდექი, ენი ყველაფერში მეხმარებოდა, შესვენების დრო მოვიდა...
-წამოდი ცივი ყავა დავლიოთ-მითხრა ენიმ.
-კიმაგრამ შეიძლება?
-კი, შესვენებაა და შეგვიძლია რაც გვინდა ის მოვითხოვოთ, ასეთი წესია.
-მაშინ კარგი.
ენიმ ორი ჭიქა ცივი ყავა შეუკვეთა და პატარა მაგიდასთან დავსხედით.
-რამდენი წლის ხარ?-მკითხა მან.
-თვრამეტის შენ?
-მეც, შეყვარებული გყავს?
-არა.
-მეც არ მყავს ,სად ცხოვრობ?
-აქვე ახლოს, პატარა ბინაში-ვუპასუხე მე.
-მარტო?
-არა, ამჯერად ჩემი ძმა მესტუმრა.
-გასაგებია...მე მარტო ვცხოვრობ.
-რატომ?
-ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში მოყვნენ, დეიდა მზრდიდა,მაგრამ მარტო მერჩივნა და ახლა დამოუკიდებელი ვარ.
-ვწუხვარ...
-შენი მშობლები სად არიან?
ენის ყველაფერი მოვუყევი.
-ცუდია, არ გვიმართლებს ანუ.
-როგორ არა, გამიმართლა რომ გაგიცანი-ვუთხარი მე.
-ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ გოგო იწყებდა მიუშაობას.
-სულ ბიჭი მიმტანები გვყავს?
-არა გოგოც გვყავს ერთი, ეკატერინა, მაგრამ უჟმურია ძალიან, გამარჯობასაც არ გეტყვის.
-ააა.
შესვენება დამთავრდა და ისევ მუშაობა გავაგრძელეთ, ცხრა საათამდე ვმუშაობდით და შემდეგ მე,ენი და დევიდი ერთად წამოვედით.
-ძალიან დავიღალე-თქვა ენიმ.
-მეც-ვუთხარი და თავი მხარზე დავადე.
-მე მკითხეთ აბა, სართულ-სართულ დავრბოდი, დღეს ორივე სართულზე მომიწია მუშაობა-თქვა დევიდმა.
ჯერ დევიდის სახლამდე მივედით და დავტოვეთ, შემდეგ გზა მე და ენიმ გავაგრძელეთ და თან ვსაუბრობდით, უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით, მალე ენის სახლამდეს მივედით.
-შემოდი რა, გაგიმასპინძლდები-მითხრა მან.
-არა,მადლობა, სხვა დროს იყოს, საქმეები მაქვს-ვუთხარი მე.
-კარგი, ხვალამდე მაშინ, კაფეში ხომ მოხვალ ხვალ?
-კი აბა რას ვიზავ.
სახლში მივედი, ნიკს ეძინა და ხვრინავდა,კარი გასაღებით გავაღე და როცა შევედი წამოხტა.
-კარგი რაა, გული გამისკდა-მითხრა მან.
-მთელი დღეა გძინავს ხომ?გეყოფა ნიკ!სამსახური იშოვე სწრაფად და წადი!
-მადროვე ცოტა ხნით ბელა, ასე გაწუხებ?!
-არაფერს აკეტებ იმისთვის რომ ფული იშოვნო, დედა გელოდება თან.
-აამ დედაზე ნერვიულობ ხომ?
-შემეშვი რა-ვუთხარი და სამზარეულოში გავედი, საშინლად მშიოდა.
-ნიიკ!-დავიყვირე როცა სამზარეულოში სიბინძურე დამხვდა, ყველაფერი გადმოყრილი იყო, ზეთი მაგიდაზე ესხა, მარილი ძირს ეყარა.
-რა მოხდა?
-რას გავს აქაურობა,კარგი რაა.
-კვერცხი შევწვი.
-მაგიდაზე?
-ბოდიში ავალეგბ-მითხრა მან.
-ხო დროზე.
მალე ვივახშმეთ და მაშინვე დავწექი, ძალინ დამღლელი დღე იყო, ქეითთან დარეკვა დამავიწყდა, ამგრამ თვითონ გავახსენდი.
-როგორ ხარ?
-რავი ვარ რა.
-როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
-კარგად, მაგრამ დავიღალე ძალიან.
-ჰო, რთულია...მეკიდევ მუშაობას ვნატრობ, სახლში ყოფნით დავიღალე, რომ ვიმუშაო დაიწყებენ ჰარი სტაილსის და იქ მუსაობს,აქ მუსაობს...
-ხო,მესმის.
-რატო გაქვს ესეთი ხმა?რამე მოხდა?-მკითხა მან.
-ჩემი ძმა გამოჩდა ,გუშინ სახლში დამადგა.
-რაა?
-ხო, ერთი კვირა აქ უნდა იყოს.
-რატომ?
-ფული უნდა იშოვნოს და მევალეებს ემალება თურმე.
-აუფ და შენ უნდა აიტანო?
-სხვა გზა არ მაქვს, ნეტავ შემეძლოს სადმე გაქცევა, სამსახურიც ახლა დავიწყე.
-ხო...ისე რა ჰქვია მაგ კაფეს?
-„ლატე“
-რაა?
-რა მოხდა?
-ჩემი ძმის კაფეა, უფროსწორად დირექტორი ის არ არის, მაგრამ მან გააკეთა.
-მართლა? დირექტორი ჯეკია ხომ?
-ხო...
-ვაა, არ ვიცოდი.
-კარგი წავედი, ჰარი მოვიდა, გკოცნი-მიტხრა ქეითმა.
-მეც, კარგად.
*ჰარი*
სახლში შევედი თუარა ქეითმა კითხვებით ამიკლო.
-სად იყავი? ტელეფონსაც არ პასუხობდი...
-სტუდიაში ვიყავი ქეით.
-დღეს აუზზე არ უნდა წასულიყავით ბიჭები?
-კი,მაგრამ ლუისის შეყვარებულს ეკამათა და.
-ნინას?რატომ?
-არ ვიცი, დაღლილი ვარ ძალიან, იქნებ შენს ძმას საჭმელი მოუმზადო.
-ჰარი! იქნებ მოსამსახურე დავიქირაოთ?
-არ გვინდა რა, არ მიყვარს ზედმეტი ხალხი სახლში, იქნებ ტრუსიკით მინდა გავლა სახლში?
-ოჰ რა იდიოტი ხარ!-მომაძახა და სამზარეულოში გავიდა, მე კიდევ სიცილი დვიწყე.
ვწამდი როდესაც ქეითმა სერიოზული სახით გამომხედა და ტელევიზორი გათიშა.
-საქმე მაქვს.
-გისმენ-ვუთხარი მე.
-მოკლედ, ბელას თავისი ძმა დაადგა სახლში და აწუხებს.
ლუკმა კინაღამ გადამცდა, ხველა ამიტყდა, ბელას ძმა დააადგა სახლში და აწუხებო?
-მერე?
-რა მერე ჰარი, გოგოს გასაქცევი არსად აქვს, ნიკს, მის ძმას მევალეები დასდევენ, ის კი ბელასთან იმალება , ბელა საფრთხეშია.
-გასაგებია, დაველაპარაკები მაგის ძმას-ვთქვი და ხელსახოცი მუშტში მოვჭმუჭნე.
-გთხოვ შარი არ აიკიდო, უბრალოდ ვიფიქრე იქნებ ბელა აქ გადმოსულიყო დროებით?
-რაა?
-მესმის რომ არ გიყვარს სტუმრები,მაგრამ ჩემი ხათრით-მითხრა და გვერდით მომისკუპდა.
-ქეით...
-გთხოვ.
-ბელას უთხარი ამის შესახებ?
-არა ჯერ...
-ხვალ გეტყვი პასუხს-ვუთხარი და ოთახში ავედი.
*ბელა*
დილით სამსახურში წავედი, ნიკს ეძინა და აღარ გავაღვიძე.
ენი და დევიდი ისევ შემეგებნენ, მოვწესრიგდი და მუშაობას შევუდექი, შუადღეს ყველამ სირბილი დაიწყეს აქეთ-იქით.
-რა სჭირთ?-ვკითხე ენის.
-ჩვენი გენერალური დირექტორი მოდის, ჰარი სტაილსი-მიპასუხა მან.
----
აბა როგორი თავი იყო? Vote and comment , lyall🥰💜 ვეცდები მალე დაავდო შემდეგი💫
ESTÁS LEYENDO
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanficმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."