(თუ წაიკითხავთ დააკომეთ)
რეალურად არსად წავსულვარ, კაფეში ვიჯექი და ჩაის ვსვავდი, ვიცი ბელა ძალიან იეჭვიანებს ,მაგრამ ასე უფრო მოვიგებ მის გულს.
ოთახში გვიან დავბრუნდი, ბელას არ ეძინა, ცალი თვალი გაახილა,მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, თმა ავიწეწე და ჰალსტუკი შევიხსენი.
-მოხვედი?-მკითხა მან.
-კი, რატომ არ გძინავს?
-არ დამეძინა.
-გასაგებია, ძაან დავიღალე,მეძინება-ვუთხარი მას.
-ხო დაიღლებოდი.
-რაა?
-არაფერი დამღლელი დღე იყო.
-კარგი, ძილიებისა-ვუთხარი და საწოლში შევწექი.
*ბელა*
ალბათ ღამე იმ კახპასთან გაატარა, უნამუსო , ცდილობს მაეჭვიანოს,მაგრამ არც მე დავაკლებ.
დილით ადრე გამეღვიძა, ჰარის ეძინა, ჩუმად ავდექი, სპორტულები ჩავიცვი და გარეთ გავედი სარბენად, მალე სახლში დავბრუნდი და წყალი გადავივლე, ამასობასი კი ჰარიმაც გაიღვიძა.
-დილამშვიდობისა-მითხრა მან.
-დღეს სად მივდივართ?-ვკითხე მე.
-არსად, დღეს თავისუფლები ვართ.
-კარგია...
-ვიფიქრე ქეითი ხომ არ გვენახა?!
-რატომაც არა, ძალიან მომენატრაა-ვთქვი გახარებულმა, ჰარიმ გაიღიმა და საწოლიდან წამოდგა, მე კი ოთახიდან გავედი და კაფეში დავჯექი.
მალე ჰარიც ჩამოვიდა კაფეში, ახლა მე ავედი ოთახში, ლამაზად ჩავიცვი და ორივე ჰარის მსობლებთან წავედით.
დაახლოებით ერთ საათში მანქნა ორსართულიან, დიდ სახლთან გაცედა, სახლს აუზიც ჰქონდა, ულამაზესი ეზო და ინტერიერი.
-ეს შენი მშობლების სახლია?-ვკითხე ჰარის.
-ხო, ქეითიც აქაა.
-კარგია.
ჰარიმ კარზე დააკაკუნა, კარი შუა ხნის ქალმა, ჰარის დედამ გაგვიღო.
-ჰარიი-მაგრად მოეხვია ჰარის და მე გამომხედა.
-დედა ეს ჩემი თანაშემწეა, ბელა.
-სასიამოვნოა, ძალიან ლამაზი გოგოა-უთხრა დედამისმა, მე კი გავუღიმე და გადავეხვიე.
-ეს დედაჩემია სარა, დედა უილიამი სად არის?-იკითხა ჰარიმ.
-საქმეზეა და მალე მოვა, შემოდით.
ორივე სახლში შევედით, დიდ მისარებში დავჯექით და მალე ქეითი გამოჩნდა.
-ბელა?ჰარიი? -ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდა,მაშინვე ორივეს შეგვაფრინდა.
-როგორ ხარ?ძალიან მოგვენატრე-ვუთხარი მას.
-მეეც, მინდოდა ჩამოვსულიყავი,მაგრამ სწავლა მიშლის ხელს.
სარამ ყველა მაგიდასთან შეგვკრიბა, ერთად ვივახშმეთ და ჰარის მამინაცვალი-უილიამი გამოჩნდა, ძალიან მხიარული და გულთბილი კაცია, ხანდახან მკაცრიც.
ბევრს ვსაუბრობდით , ძირითადად ბიზნესსზე, მოგვიანებით ქეითი და მე ქეითის ოთახში ავედით.
-შემოდი, ეს ჩემი ოთახია-მითხრა ქეითმა.
-ძაიან ლამაზია.
-მადლობა...აბა რა ხდება ახალი? როგორ მიდის საქმეები?
-ნორმალურად.
-ჰარი ხომ არ გაბრაზებს?-მკითხა და ეშმაკურად გამიღიმა.
-არცისე, ნუ ხანდახან.
-სჩვევია, არ იდარდო.
მე და ქეითმა ბევრი ვიჭორავეთ და ბოლოს ჰარის ხმა გავიგე, მეძახდა.
-ბელა უნდა წავიდეთ-მითხრა მან.
-კიდევ მოდით შვილო, გელოდებით, ბელა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-მითხრა სარამ.
-ჩემთვისაც,მადლობა ყველაფრისთვის.
ყველას დავემშვიდობეთ და სასტუმროში დავბრუნდით, გზაში ჰარის ვეუბნებოდი თუ როგორ გაუმართლა რომ ასეთი კარგი მშობლები ჰყავს, მართალია უილიამი მისი მამინაცვალია,მაგრამ მაინც გაუმართლა, თუმცა შევატყვე რომ უილიამის მიმართ არცისე კარგადაა განწყობილი, როგორც მომიყვა მამა გარდაეცვალა, გულის შეტევით.
-სამწუხაროა-ვუთხარი და თავი დავხარე, შემდეგ ჩემი ოჯახი გამახსენდა, ადამიანები რომლებიც ახლა არც კი ვიცი სად არიან და თვალები მარილიანი წყლით ამევსო, ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა და მაშინვე სევიმშრალე.
*ჰარი*
დავინახე როგორ ტიროდა ბელა და როგორ მალავდა ცრემლებს, მანქანა გავაჩერე და მისკენ მივბრუნდი.
-ჰეი, დამშვიდდი, რა მოხდა?-ვკითე მას და თმები გადავუწიე,თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
-არაფერი,უუბრალოდ ჩემი წარსული გამახსენდა.
-გასაგებია, ნუ ტირი, ეცადე დამშვიდდე, ეს ხომ წარსულია-ვუთხარი და მკერდზე მივიხუტე.
-ხო,მაგრამ სულ მასხენდება, დედა მენატრება, ყოველ ღამე ის მესიზმრება და წარსულის გახსენებაზე ვტირი, ეს ბუნებრივია, ბოდიში.
-ბოდიშს ნუ მიხდი,მესმის შენი...
-მადლობა რომ მიგებ.
-რა მადლობა, კარგი ახლა დამშვიდდი.
ბელა დამშვიდდა და სასტუმროში როგორც კი მივედით დასაწოლად გაემზადა, ხმას არ იღებდა, დაწვა და შუქი ჩააქრო, მეც დავწექი,მაგრამ ვერაფრით დავიძინე, მალე ბელას ქვითინის ხმა მომესმა, თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ტიროდა,სიბნელეშიც კი ჩანდა მისი თვალები.
საწოლიდან წამოვდექი და მასთან მივედი, მივუწექი, მან იგრძნო ჩემი მისვლა,მაგრამ არაფერი უთქვამს,მხოლოდ ტიროდა, შემდეგ ჩემი ხელი აიღო და თავი დამადო, ცალი ხელით ცრემლები მოვწმინდე და შუბლზე ვაკოცე, მთლიანად გაყინული იყო, მაგრად ჩავეხუტე და ასე ჩაგვეძინა ორივეს.
*ბელა*
თვალებს ვახელ, გვერდით ვტრიალდები და ჰარის ვეფეთები, ჩემზეა მოკრული და ასე სძინავს, გუშინდელი ღამე გამახსენდა, ვერაფრით ვიძინებდი, ვტიროდი ,ის კი გვერდით დამიდგა და ცდილობდა დავემშვიდებინე, ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ ზოგჯერ ვერ ვცნობ, როგორ მინდა ისევ ერთად ვიყოთ, „ჩვენ“გვერქვას.
ჰარი გაიზმორა და უცბად საწოლიდან გადავარდა,მე კი თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა.
-ღიმილი გიხდება-უცბად წამოყო თავი და ეს მითხრა, მე დავიმორცხვე და ისევ საბანი დავიფარე.
-ჰარი გუშინ მე...უბრალოდ...
-არაფერის ახსნა არა არის საჭირო ბელა, ნუ იხსენებ ,არ არის აუცილებელი ახსნა განმარტება.
-კარგი.
უცბად ისევ შემომიწვა საწოლში.
-შეგიძლია სენს საწოლზე გადაწვე, უკვე კარგად ვარ.
-არა,მე აქ მირჩევნია-მითხრა და ჩამეხუტა.
-ჰარი...
-ბელა, ცოტა ხნით შეიძლება დაივიწყო რაც მოხდა?ორი წუთით მაინც მომეცი უფლება ჩაგეხუტო.
-უკვე მეხუტები, მთელი ღამე გამჭყლიტე.
-მენატრები-მითხრა მან და ჩემს კისერში ჩარგო თავი.
„მეც ძალიან“-გავიფიქრე თუმცა ვერ გავბედე მეთქვა.
მალე წამოვდექი და ჰარიც ადგა, ორივე მოვწესრიგდით და გეგმები ჩამოვაყალიბეთ, შუადღეს კონტრაქტის გასაფორმებლად უნდა წავსულიყავით, ეს იყო ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი.
ორივემ ვისაუზმეთ , შემდეგ ენის ველაპარაკებოდი ტელეფონზე დიდი ხანი, როგორ მენატრება...
შუადღეს ორივე მოვწესრიგდით, ლამაზად გამოვეწყვე და ჩვენი კოპანიის მეწილეს შესახვედრად წავედით, გზაში ჰარი მიხსნიდა რა კონტრაქტზე იყო საუბარი.
-ეს კონტრაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის კაცი,ვინც ხელი უნდა მოაწეროს ჩვენი მეწილე გახდება, რაც სარგებელს ორივეს მოგვიტანს, დაახლოებით 40% მისი იქნება,მაგრამ შეთანხმებებით ორივე მივიღებთ სარგებელს.
-გასაგებია...
დიდ შენობაში შევედით, ერთმა გოგონამ კაბინეტში შეგვიყვანა და გვთხოვა მოგვეცადა, თქვა რომ მალე მოვიდოდა მისი უფროსი.
-ჰარი მე საპირფარეშოში გავალ-ვუთხარი მას.
-კარგი,მალე დაბრუნდი.
*ჰარი*
კარები მაღალმა, ოდნავ მსუქანმა კაცმა შემოაღო,მკარცრი გამომეტყველებით , არაფრის მთქმელი სახით.
ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ორივე დავჯექით, სად არის ბელა?!
-გამარჯობა-მითხრა კაცმა და საბუთებში ცარგო თავი.
-გამარჯობათ.
-ჰარი სტაილ...-უცბად გაჩერდა,კარგად დამაკვირდა და უცნაურად მომაშტერდა.
-რამე მოხდა?-ვკითხე მას და ამ დროს ბელა გამოვიდა საპირფარეშოდან.
ბელამ იმ კაცს გახედა და უცნაურად გამომხედა, ცოტა ხნით გაშეშდა და კაცს კარგად აკვირდებოდა,შემდეგ კი გვერდიტ მომიჯდა და ხელი მხარზე მომიჭირა.
-რა მოხდა?-ვკითხე მას, ის კაციც უცნაურად უყურებდა ბელას.
-ჰარი მე..არ შემიძლია,უნდა წავიდე-თქვა ბელამ და ოთახიდან გაიქცა, მე კი გავეკიდე.
-ბელა!ბელა რა მოხდა?-ძლუვს დავაკავე,მას კი ცრემლები წამოუვიდა.
-ის კაცი...ის, მამაჩემია-მითხრა და ხელი პირზე აიფარა, მე ჩავეხუტე .
-დამშვიდდი, დდარწმუნებული ხარ?
-კი, ძალიან მეცნო და გამახსენდა...
-შენს მეურვეზე ამბობ?
-არა, მამაჩემია, ბიოლოგიური მამა.
-კარგი,მისმინე, ახლა კაბინეტში შევალთ და გავარკვევ ყველაფერს,დამშვიდდი-ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
*ბელა*
იმ კაცის დანახვისას უცნაური გრძნობა დამეუფლა, თვალწინ გამირბინა ყველა მოგონებამ,თუმცა არცერთი კარგი არ იყო, გამახსენდა როგორ სვავდა , გამახსენდა როგორ ასწია ხელი ჩემზე და ბოლოს როგორ მიმაგდო თავშესაფარში, მას ჩემტვის და დედაჩემისთვის არაფერი გაუკეტებია, დედაჩემი სულ ფეხებზე ეკიდა, დააორსულა და მიატოვა, ახლა კი აქ ზის, წარმატებული ადამიანის ამპულაში და უღირსად მიყურებს.
ჰარიმ კაბინეტში დამაბრუნა, ჯეიმსი გაშეშებული უყურებდა ერთ წერტილს, როცა დაგვინახა მაშინვე ადგა და ჩემსკენ წამოიწია,მე კი ჰარი ამოვეფარე.
-ბელა, შვილო-მითრხა მან და თვალები აუცრემლიანდა.
-შვილს ნუ მეძახი, შენ არ გყავს შვილი!-ვუთხარი ხმამაღლა და ჰარის კისერში ჩავრგე თავი.
-ბელა დამშვიდდი-მითხრა ჰარიმ.
-ჰარი სტაილსი, ეს გვარი...მამაშენი უილიამია?
-მამინაცვალია-უპასუხა ჰარიმ.
-არამზადა, არ ვაპირებ თქვენთან კონტრაქტის გაფორმებას-თქვა ჯეიმსმა.
-მოიცადეთ-დაუძახა ჰარიმ და ჯეიმსი გაჩერდა.
-ყველაფერი უნდა გაირკვეს, ბელა დაჯექი-მითხრა მან და მეც დავემორჩილე.
-ბელა შვილო,მაპატიე გთხოვ, არ ვიყავი კარგი მამა,მაგრამ ეს შენს საკეთილდღეოდ გავაკეთე, არ მინდოდა უპატრონოდ გაზრდილიყავი- მეუბნებოდა ის და თვალებში მიყურებდა.
-ჩემს საკეთილდღეოდ?! იცი საერთოდ რა გადავიტანე?როგორ ოჯახში მოვხვდი? არა ჯეიმს,შენ ორივე ფეხებზე გეკიდეთ, ჯერ დედაჩემს დაუნგრიე ცხოვრება, ახლა კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი,მაგრამ არ დავუშვებ რომ მეც გამამწარო!ყოველ დღე დამცირებას ვიტანდი, საშინელ ოჯახში ვიზრდებოდი,სადაც არავის ვაინტერესებდი! ყოველ ღამეს ტირილში ვატარებდი, დედა მენატრებოდა, როგორც ახლა! და ამ დროს მამაჩემი არსად ცნადა, შენ ის კაცი ხარ ვინც შვილი მიატოვა და ცხოვრება აიწყო, ახლა ბედნიერი ხარ? საერთოდ არ აპირებდი ჩემს მოძებვნას, არ გაინტერესებ!
-ასე არ არის ბელა!მაპატიე გთხოვ, მე მეუბნებოდნენ რომ კარგ ოჯახში იზრდებოდი, მინდოდა მოვსულიყავი შენთან მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა...
-არ მჯერა შენი ტყუილების! არ გაბედო მეორედ ჩემი დამცირება და გასულელება! ვეღარასდროს მნახავ-ვუთხარი და იქიდან წამოვედი, მალე ჰარიც გამოვიდა და ორივე მანქანაში ჩავჯექით.
-ჰარი მაპატიე გთხოვ, უბრალოდ...
-დამშვიდდი-მითხრა და თავის მკლავებში მომაქცია.
-მას არ უნდა ენდო!არ გააფორმო კონტრაქტი, გირჩევ! ისეთი მატყუარაა გააგცურებს!
-არც ვაპირებ ბელა, ის მჩემი მამინაცვალის მტერი აღმოჩნდა, არ დავუშვებ ეს მოხდეს, არც იმას დავუშვებ რომ გული გატკინოს გესმის?!
BINABASA MO ANG
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanfictionმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."