ორივემ ვისაუზმეთ , უცბად ტელეფონზე მესიჯი მოვიდა კენისგან: ბელა შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე? ლუისი წასულია და მარტო ყოფნა მეზარება, დანარჩენებს არ სცალიათ.
„კარგი“-მივწერე და სკამიდან წამოვდექი.
-საით?-მკითხა ჰარიმ.
-კენი მარტოა სახლში და თუ შეგიძლია მოდიო, უნდა წავიდე.
-ოოფ, შენთან რომ მინდა ყოფნა?
-შუადღეს აუზზე წავიდეთ ყველა გინდა?
-კარგი იქნება-მითხრა და გამიღიმა.
მოვემზადე და კენისთან წავედი, სახლში ამრტო იყო, ტელევიზორთან იჯდა სასუსნავებით და მოწყენილი სახით უყურებდა რაღაცას.
-რა მოგივიდა?-ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
-კარგი რომ მოხვედი.
-ხო, რა ხდება?
-ბელა, სიმართლე მითხარი, გავსუქდი ხო?-მკითხა და თავი დახარა.
-კენ, ეს ნორმალურია ორსულობის დროს-ვუთხარი და მეც შევჭამე ჟელიბონი.
-კი მაგრამ ასეთი რომ დავრჩე?
-როცა იმშობიარებ გახდები, ნუ ღელავ ამაზე.
-იმედია გავხდები.
-გახდები.
-სულ მშია , თავს ვერ ვაკონტროლებ.
-ხილით იკვებე და ჯანსაღი საკვებით.
-ხო, ექიმმაც მითხრა.
-ლუისი სად არის?
-საქმეზე წავიდა და საღამოს მოვა, დამპირდა პიცას წამოგიღებო.
-როგორ ზრუნავს შენზე.
-ხო, ძალიან ყურადღებიანია.
-საღამოს აუზზე მივდივართ და ხომ წამოხვალთ?
-ვეცდები, ვნახოთ, თუ არ დამეზარა, სულ მეძინება-მითხრა და ჩაიცინა.
-ხო...
კენისთან ორი საათი ვიყავი, მერე ლუისი მოვიდა და წამოვედი, გზაში ქეითს დავურეკე.
-ბელა როგორ ხარ?-მკითხა გახარებული ხმით.
-კარგად ქეით შენ? ძალიან მომენატრე.
-მეეც, ორივე მენატრებით, შენც და ჰარიც.
-ჩვენც ძალიან, არ აპირებ ჩამოსვლას?
-ვნახოთ არ ვიცი, შეიძლება ერთ თვეში ცამოვიდე არდადეგებზე.
-ხო, კარგი იქნება.
-ჰარი როგორ არის?მომიკითხე, ხოარ გაბრაზებს?
-არა,კარგად იქცევა-ვუთხარი და ჩავიცინეთ.
-დედამ მოგიკითხა.
-მეც მომიკითხე.
ქეითთან საუბარს რომ მოვრჩი უკვე სახლთან ვიყავი, უცბად ჩემს წინ ნაცნობმა სახემ გაიარა, ეს ნიკი იყო, მისი დანახვისას შიშის გრძნობა დამეუფლა, ამავდროულად კი მინდოდა მასთან მივსულიყავი და სილა გამეწნა იმისთვის რაც გამიკეთა, მგონი თვითონაც დამინახა,მაგრამ დავაიგნორე და სახლში სწრაფად შევედი.
![](https://img.wattpad.com/cover/215763672-288-k587380.jpg)
ŞİMDİ OKUDUĞUN
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Hayran Kurguმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."