-ლუისმა აბორტის გაკეთება მთხოვა.
ვთქვით ერთდროულად და გაკვირვებული სახეებით შევხედეთ ერტმანეთს.
-რაა?-ვკითხე მე, ლუისგან ამას არ მოველოდი...როგორთუ აბორტის გაკეთება მოსთხოვა.
-ვუთხარი რომ მისგან ფეხმძიმედ ვარ, მან კი ყვირილი დაიწყო, ბოლო ხმაზე მიღიალა რომ ბავშვისტვის მზად არ იყო, მუშტები ურტყა კედელს და აბორტის გაკეთება მომთხოვა-ძლივს ამოილუღლუღა კენიმ, მაგრად მივიხუტე და ერთად ავქვითინდით.
-აბორტს ხომ არ გაიკეთებ?ვერ წარმომედგინა თუ ლუი ამას გეტყოდა.
-არა, აბორტის გაკეთებას არ ვაპირებ, ლუისგან შორს წავალ, მარტო გავზრდი ჩემს პატარას-მიპასუხა და ისევ ატირდა.
-დამშვიდდი, ლუის დაველაპარაკებით.
-არა ბელა, მას არ უნდა ბავშვი, ჩვენს შვილზე უარს ამბობს ხვდები? არადა მეგონა გაუხარდებოდა...
-საშინელი დღეა დღეს-ვუთხარი და ისევ გადმომიგორდა ცრემლები.
-შენ? საიდან გაიგე რომ ჯემა ცდილობს ჰარი წაგართვას?
-ახლა ერთად არიან ერთ ბინაში, მესიჯი მომივიდა რომ იქ მივსულიყავი,მივედი და დავინახე როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს, ვერ გავუძელი და წამოვედი.
-რას ამბობ...
-თავიდანვე შევატყვე რომ ჯემა სხვანაირად უყურებდა ჰარის, ცდილობს თავი შეაყვაროს.
-ახლავე დაურეკე ჰარის-მითხრა კენიმ.
-არა, მაინტერესებს როდის დაბრუნდება სახლში და რა მიზეზს მოიფიქრებს-ვუპასუხე და ისევ ავქვითინდი, კენი მაგრად მომეხვია და ცდილობდა დავემსვიდებინე როცა თავად ასეთ მდგომარეობაშია.
მალე სახლში შევედით, ცოტა დავმშვიდდით,მაგრამ ისე ვნერვიულობდი მთელს სახლში ბოლტას ვცემდი, ჰარი კი არსად ჩანდა.
-კენ შეგიძლია დარჩე-ვუთხარი კენს.
-მადობა ბელა, მალე ვიპოვი ახალ ბინას და სადმე მოშორებით გადავალ, ლუის ნახვა არ მინდა.
-იქნებ შერიგდეთ, შეიძლება ემოციებში იყო და თავი ვერ გააკონტროლა.
-ემოციებში? უნდა გახარებოდა ეს ამბავი, ბავშვს ველოდებით...მესმის მამობა არ არის ადვილი,მაგრამ ერთად შევძლებდით ამ ყველაფერს-თქვა მან, თვალები ორივეს დაწითლებული გვქონდა ტირილისგან, ერთმანეთს ვამხნევებდით,მაგრამ ვერცერთი ვმშვიდდებოდით.
უცბად სახლის კარი გაიღო და ჰარი შემოვიდა.
-მე სამზარეულოში გავალ-თქვა კენიმ და მხარზე მომითათუნა ხელი.
-რა ხდება? -იკითხა ჰარიმ და ჩემს საკოცნელად წამოიწია,მაგრამ ზურგი ვაქციე.
-სად იყავი?
-მე...შეხვედრაზე ვიყავი პატარავ.
-ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბათ ეს შენი შეხვედრა-ვუთხრაი და ცინიკურად ჩამეღიმა.
-რას გულისხმობ, ბელა რა გჭირს?
-ეს რა არის ჰაროლს, ეს არის შენი საქმიანი შეხვედრა?ამისთვის გამომიშვი სახლში?-ვკითხე და სახეზე მობილურით გადაღებული ფოტოები ავაფარე,რომელშიც ის და ჯემა იყვნენ.
-მე...ეს...
-ენა გადაყლაპე? ვერ ვიჯერებ...-ვუთხარი და თავი კალთაში ჩავრგე.
-ბელა აგიხსნი,ყველაფერს მოგიყვები...შენ რა გინდოდა იქ?
-რა მნიშვნელობა აქვს რა მინდოდა, ფაქტი სახეზეა ჰარი!
-შენმა დამ, ჯემამ დამირეკა და მთხოვა იქ მივსულიყავი, ბოლოს დავტანხმდი და მივედი, ნასვამ მდგომარეობაში დამხვდა, უაზროდ მიღიმოდა და მეხვეოდა...-ამ ყველაფერს რომ ყვებოდა უკვე ზიზღით ვივსებოდი ჯემას მიმართ, ვიცოდი რომ ასეთი აღმოჩნდებოდა..თავლები ცრემლებით მევსებოდა და ჰარის თითოეულ სიტყვას ვუმატებდი აზრებს.
-ჩვენს შორის არაფერი ყოფილა ბელა, შენ დას გასაგება დ ავუხსენი რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ და წამოვედი.
ჰარისთან მივდი და ჩავეხუტე, მანაც მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა.
-შენ გეგონა გიღალატებდი?
-არა ჰარი, შენში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ რაღაც მომენტში საშინელი აზრები მომივიდა თავში, ის ცდილობდა გამოეყენებინე, შენს წართმვას ცდილობდა-ვუთხარი და ისევ გადმომიგორდა ცრემლები.
-მე მხოლოდ შენ გეკუთვნი ბელა, მხოლოდ შენთვის ძგერს ჩემი გული და არასდროს გიღალატებ, ეს დაიმახსოვრე-მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ჯემას არ ვაპატიებ ამას, როგორ გაბედა და ასე მომექცა...
-დაელაპარაკე და მიხვდება თავის შეცდომას...შენ რატომ მოხვედი იქ?
-მესიჯი მომივიდა ტელეფონზე რომ მოვსულიყავი,უცხო ნომერი იყო...
-რაა?
-ხო, ცოტა ხანში წამოვედი და ეს სიტუაცია რომ დამხვდა იქედან გამოვვარდი.
-ვინ გამოგზავნა ის მესიჯი?
-არ ვიცი...ჯემა, რათქმაუნდა მისი ხელი ურევია-ვთქვი და ჩამეცინა.
-მთავარია ჩვენ გვჯეროდეს ერთმანეთის-მითხრა ჰარიმ და ტუჩებზე მაკოცა.
-ჰარი.
-რა?
-კენი აქ არის...
-ხო რატომ ხო მშვიდობაა?
-არა, ლუისმა მას აბორტის გაკეთება მოსთხოვა.
-რაა?-ჰარიმ გაოცებისგან პირი დააღო, კენს დავუძახე და ერთად ავუხსენით ყველაფერი.
-დაველაპარაკები აუცილებლად-უთხრა ჰარიმ კენს.
-არა ჰარი, თავად უნდა მიხვდეს რაც დააშავა და რომც მიხვდეს არამგონია ვაპატიო, მარტომ გავზრდი ბავშვს, ხვალ დეიდაჩემთან წავალ ნიუ იორკში.
-კიმაგრამ ...
-ლუისს არაფერი უთხრათ,გთხოვთ-გვითხრა კენიმ.
უცბად ჰარის მობილური აწრიალდა.
-ლუისია-თქვა ჰარიმ.
-უთხარი რომ არ იცი სად ვარ-უთხრა კენიმ.
-კენ...
-ჰარი ასე უთხარი!
-ხო ლუის გისმენ-უპასუხა ჰარიმ...-არა არ ვიცი, ხომ მშვიდობაა?...-არასწორად მოქცეულხარ ძმაო, ის ხომ შენს შვილს ატარებს მუცლით...-კარგი,შეგეხმიანები ტუ რამეს გავიგებ.
ჰარიმ მობილური გათიშა.
-გაგიჯებულია, ყველგან გეძებს, ნანობს რაც გითხრა...
-არ მაინტერესებს-თქვა კენიმ.
-წავალ დავწვები-გვითხრა მან და ოთახში შევიდა.
-ვერ წარმოვიდგენდი ლუისისგან ამას-ვუთხარი ჰარის.
-ვერც მე...
*ჰარი*
დილით კენი გავაცილეთ და სახლში დავრჩით, ლუისის ძალიან მიკვირს, ასე რომ თმობს კენს და ბავშვს, თუმცა რა ვუთხრა? კენის ხათრით ჩუმად ვარ...ბელა კი ჯემაზეა გამწარებული.
ბელა ოთახიდან ცაცმული გამოვიდა.
-საით?-ვკიტხე მას.
-ჯემასკენ.
-ბელა გთხოვ თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ...
-არაფერი მოხდება, ვასწავლი თავის ადგილს და წამოვალ-მითხრა და სახლიდან გავიდა.
*ბელა*
ჯეიმსის სახლში მივედი, ჯეიმსი და კატერინა სახლში არ იყვნენ, მხოლოდ ჯემა და ერთი მოსამსახურე იყო.
-ჯემა-დავიყვირე როცა შევედი ,ის კი კიბეზე ჩამოვიდა.
-ოჰ...დაიკო როგორ ხარ?-მკითხა და ირონიულად გამიღიმა.
-ახლა კარგად მომისმინე პატარა წურბელავ...თავი დიდი ვინმე ნუ გგონია, ნუ ცდილობ ჰარი წამართვა თორემ ყველაფერი ცუდად წაგივა, შეეშვი ამბების ხლართვას და შენს თავს მიხედე-ვუთხარი ხმამაღლა და გამოვბრუნდი,როცა შემაჩერა.
- გირჩევ კარგად მიხედო შენს ჰარიკოს...ისე ძალიან სიმპათიური ბიჭი დაგითრევია, დარწმუნებული ვარ მხოლოდ ფულისთვის წევხარ მასთან...
სანამ კიდევ გააგრძელებდა მივუბრუნდი და სილა გავაწანი,შემდეგ კი წამოვედი.
კახპა!პატარა ლაწირაკი! როგორ ბედავს ასე საუბარს...მამამისს ჰგავს.
სახლში რომ მივედი ჰარი სამზარეულოში იყო და რაღაცას ამზადებდა.
-მოდი საყვარელო-მითხრა მან.
-რას აკეთებ?
-ვცდილობ რაიმე მოავმზადო-მითხრა და მობილურში ჩაიხედა, რეცეპტებს ეძებდა.
-მე მოგიმზადებ-ვუთხარი და გავუღიმე.
-არა, დღეს მე უნდა მოვამზადო,შენ გაგიმასპინძლდები.
-ოხ,კარგივთქვი და მაგისადთან დავჯექი.
-რა ქენი ჯემასთან? იმედია არ დაწიწკნეთ ერთმანეთი.
-არა,მაგრამ კარგი სილა მიიღო.
-რაა?
-ისეთები თქვა ამომასხა და სილა გავაწანი-ვუთხარი და წვენი მოვსვი.
-ბელა არ მინდა ჩემს გამო პრობლემა შეგექმნას, ხომ იცი რომ მე არ გირალატებ...
-ვიცი,მაგრამ არ მინდა ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს...
ჰარიმ რაღაც გემრიელი კერძი მოამზადა, ვივახშმეთ და სასეირნოდ გავედით გარეთ, ფეხით ვსეირნობდით და მაღაზიებში დავდიოდით.
ჰარის ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა, როგორც ჩანს ლუისი იყო.
-რა მოხდა?-ვკითხე ჰარის.
-ლუისი გაგიჟებულია, ყველგან ეძებს კენს-მიპასუხა მან.
-მგონი აჯობებს ვუთხრათ სადაცაა-დააყოლა მალევე.
-ჰარი ჩვენ კენს პირობა მიეცით რომ არაფერს ვიტყოდით..
-კი,მაგრამ ლუისი გიჟს გავს, ხომ ხედავ როგორ ნერვიულობს...
-ჯანდაბა!კარგი უთხარი.
*ჰარი*
იძულებული გავხდი ლუისისთვის ყველაფერი მეთქვა, ვუთხარი სადაც იყო კენი და ისისც მასთან წავიდა.
ერთი კვირის შემდეგ ლუისი კენისთან ერთად დაბრუნდა, კენი ნაწყენი იყო,მაგრამ გაგვიგო , გაიგო რატომაც მოვიქეცით ასე.
-კენ წამოდი იქით გავიდეთ-უთხრა ბელამ მას და ორივე გვერდით ოთახში გავიდნენ, მე და ლუისი კი მარტო დავრჩით.
-ლუის მაპატიე ძმაო რომ თავიდანვე არ გითხარი სადაც იყო, კენმა მთხოვა...
-არაფერია,მესმის შენი, უბრალოდ ძალიან ვინერვიულე.
-მართალი არ იყავი, შენ ხომ გინდოდა ბავშვი...
-კი, უბრალოდ მაშინ ძალიან უხასიათოდ ვიყავი რაღაც პრობლემების გამო და ვერ მოვთოკე თავი, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი რომ ბავშვისთვის ორივე მზად ვართ.
-მართალი ხარ...საუკეთესო მამა იქნები ძმაო-ვუთხარი და ლუდი გავუწოდე .
*ბელა*
-კენ მაპატიე...
-არაუშავს ბელა, მესმის თქვენი, ლუისი ჰარის ძმაკაცია და ვერ დაუმალავდა სიმართლეს...
-ესეიგი შერიგდით?
-კი, ამიხსნა რომ არასწორად მოიქცა და სულაც არ ფიქრობდა ისე როგორც მეუბნებოდა, აბორტს არ ვიკეთებ, მასაც უნდა ბავშვი-მიპასუხა მან.
-ძალიან მიხარია თუ მიხვდა თავის შეცდომას, ბედნიერებას გისურვებთ, მოიცადე და ქორწილი?
-უკვე ვგეგმავთ, დიდი ქორწილი არ გვინდა, ვიწრო წრეში ვაპირებთ, მეგობრები და ახლო ნათესავები.
-კარგია...პატარა როგორაა?-ვკითხე და მუცელზე მივადე ხელი.
-უკვე სამი კვირისაა, ექოსკოპიაზე მივდივართ ორ კვირაში და გვეტყვიან სქესს.
-რა მაგარია-ვუთხარი,მან კი გამიღიმა.
ლუისი და კენი წავიდნენ , ჩვენ კი ნაილმა და ენიმ დაგვირეკეს და მათთან ერთად გვთხოვეს ატრაქციონებზე წასვლა.
-აუ მეზარება-თქვა ჰარიმ.
-ჰარიი, გთხოვ რა-გავეკრიჭე მე.
-ჩემი პატარა, კარგი შენი ხათრით -მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-მიყვარხარ-ვუთხარი და ტელეფონს მივუბრუნდი.
-აბა, მოდიხართ?-მკითხა ნაილმა.
-კიი.
-მაგარია, გელოდებით მაშინ.
-კარგი.
ჩავიცვით და მათთან წავედით, ატრაქციონებზე შევხვდით ერთმანეთს.
-დღეს მაგრად უნდა გავერთოთ-თქვა ნაილმა.
-როგორც შენ იტყვი სიხარულო-უთხრა ენიმ და აკოცა, მე და ჰარი კი გაღიმებულები ვუყურებით მათ.
-ხო კარგით-თქვა ენიმ და სიცილით გამოგვხედა.
-წავედით, ჯერ საშიშს გვირაბში შევიდეთ-თქვა ნაილმა და ყველა ბილეთების ასაღებად წავედით.
ბილეთები ავიღეთ, მე და ჰარი გვერდიგვერდ დავჯექით, ჰარიმ ხელი ჩამკიდა როცა შეატყო რომ მეშინოდა, მე კი მას მივეკარი, ნაილი და ენი წინ ისხდნენ, მატარებელი დაძრა, გვირაბში სრული სიბნელე იყო, ჰარის ჩემი ხელი ეკავა და არ მიშვებდა, უცბად სახეზე მისი ხელები ვიგრძენი, ნაზად მომაწება ტუჩები და მკოცნიდა, მეც ავყევი., ვკოცნიდი სანამ ძლიერი ნათება არ ვიგრძენით, თვალები რომ გავახილეთ ენი და ნაილი გვიყურებდნენ და იცინოდნენ.
გვირაბიდან გამოვედით და ეშმაკის ბორბალზე უნდა დავმჯდარიყავით, რომელიც სწრაფად ტრიალებდა, მე მეშინოდა რის გამოც ჰარი დამცინოდა.
-წამოდი პაატრავ-მითხრა და ხელი ჩამკიდა.
-ჰარი...არა იყოს, მე აქ დაგელოდებით-ვუთხარი და ძირს დავიხედე.
-გაგიჟდი?შენს გარეშე რა მინდა? გეშინია?
-ცოტათი...არა ძალიან-ვუთხარი ,მას კი ჩაეცინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.
-მე შენთან ვარ,ნუ გეშინია, ახლა კი წავიდეთ-მითხრა და ხელში ამიტაცა.
-ჰარი, დამსვი-ვეუბნებოდი და სიცილს ვერ ვიკავებდი.
ბოლოს მაინც დავჯექით ეშმაკის ბორბალზე, ატრაქციონი დაიძრა , თვალები დავხუჭე და ჰარის მაგრად ჩავკიდე ხელი, ჰარი ჩამეხუტა და თვალები ნელ-ნელა გავახილე.
-დამშვიდდი-მითხრა მან და უფრო ავეკარი.
-ნაილს და ენის გახედე-მითხრა მან, ისინი ჩვენს უკან ისხდნენ ,ენი ნაილს ეკრობოდა.
-ჯობდა მარტო ბიჭები დამჯდარიყავით-ვუთხარი ჰარის და ორივემ გავიცინეთ.
______
ვწერ და რამდენიმე თავს ერთად ვდებ ხოლმე ვისაც გიკვირთ ასე ზედიზედ 3 თავი😂❤vote ❤
![](https://img.wattpad.com/cover/215763672-288-k587380.jpg)
VOUS LISEZ
He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)
Fanfictionმას შემდეგ რაც bridget satterlee(ბელა) თავისი საყვარელი ბოი ბენდის ერთ-ერთი წევრის სახლში აღმოჩნდება მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება💫💎💙 ეს წევრი კი თავბრუდამხვევი Harry styles ია❣ "you changed my life..."