kiss

765 67 4
                                    

-მსმენია, თუ მწერალს უყვარხარ შეგიძლია არასოდეს მოკვდეო.

ბოხი ბარიტონის მოსმენისას ადგილს მიეყინა. თავი აწია და მის წინ მდგომი მომღიმარი  სტაილსი იდგა. გაოცებიგან პირი დააღო და თვალები გაუფართოვდა, ახლა აქ მის ნახვას ნამდვილად არ ელოდა. გონს მალევე მოვიდა და შეეცადა ჩვეულებრივი სახე მიეღო.

-აქ რას აკეთებთ?

ჰკითხა  მამაკაცს.

-ნუთუ არ მომესალმებით?

შეუდარებელი ღიმილით აჯილდოებს ქალბატონს და მის წინ დაუკითხავად იკავებს ადგილს. გოგონა წრიალებდა, მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ჰარის მისი არცერთი ჟესტი გამოუტოვებია, დაჟინებით აკვირდებოდა და გოგონას აწითლებასაც იწვევდა. ხვდებოდა როგორ მოქმედებდა გოგონაზე და ეს აგიჟებდა, ტიპიური კონტროლის მოყვარული გიჟი იყო.

-მე არ მომიცია დაჯდომის უფლება.

გოგონას მკაცრმა ტონმა ჰარი გააკვირვა. ქალის ამგვარმა ქცევამ ის გააკვირვა, მეტიც გააოცა. აქამდე არცერთ ქალს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

-რა დავაშავე მის ჯონსონ?

წინ გადმოიწია, ხელები მაგიდაზე დააწყო და უცოდველი ღიმილი აიკრო სახეზე. დაჟინებით ჩააშტერდა გოგონას თვალებში

- ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიცოდე სად დავუშვი შეცდომა.

-საიდან გაიგეთ აქ რომ ვიყავი?

მობეზრებულად კითხა გოგონამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო, ცდილობდა შინაგანი აფორიაქება დაემალა.

-ცხოვრება სიურპრიზებით არის აღსასვე მის ჯონსონ.

ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა

-ალბათ, სადღაც ზევით გადაწყდა ჩვენი შეხვედრა.

ცალყბად გაუღიმა და ხელით მიმტანს ანიშნა მოსულიყო. ქემერონი დღეში მეორედ გაოცდა, მის წინ ახლა ჰარი სტაილსი იდგა.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now