I like you

548 47 5
                                    

უზარმაზარი აპარტამენტის წინ დგას და სახლს დაჟინებით აკვირდება. უკვე მეორედ მოვიდა აქ, მაგრამ არც ისე სახარბიელო ვითარებაში.

ღრმად ამოისუნთქა და სახლის დაცვას გახედა.

-ესღა მაკლდა!

ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და დაცვისკენ ყალბი ღიმილით დაიძრა.

-გამარჯობა.

-მის, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

-ჰარი სტაილსის ნახვა მინდა.

მობეზრებულმა უთხრა.
სამანტას ნათქვამზე დაცვას გაეცინა

-მის, აქ უამრავი ადამიანი მოდის, რომელსაც ჰარის ნახვა უნდათ.

-მომისმინეთ, პირველი მე სხვა არ ვარ და მეორე კუთვნილი ნივთის დასაბრუნებლად მოვედი.

-ახლა კი პატივი დამდეთ და თქვენს ბოსს დაუძახეთ!

წარბი აუწია და შემოსასვლელი კარისკენ ანიშნა.

-მის, სახლში დაბრუნდით.

-სამანტა, დამშვიდდი!

გოგონა ყოველნაირად ცდილობდა თავის შეკავებას, ახლა მარტო ის აკლდა რომ მუხლებში ჩავარდნოდა ყველას ჰარი სტაილსის ერთი ნახვისთვის.

სხვა გზა არ ჰქონდა.
ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ჰარის დაურეკა.

მალევე აიღო ტელეფონი.

-როგორც ვხედავ, ჩემი ნომერი არ წაგიშლია.

მის დამცინავ ტონზე ხელები მომუშტა, საშინელი დღე ჰქონდა, უბრალოდ ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა.

-ბევრ ლაპარაკს გირჩევნია გარეთ გამოხვიდე და დღიური დამიბრუნო!

გაბრაზებულმა უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. ჰარიმ როგორც კი სამანტას აქ ყოფნა შეიტყო, არ დააყოვნა და გარეთ გავიდა.

ჰარიმ გოგონა აათვალიერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
when our eyes met | completedWhere stories live. Discover now