me, you and universe

488 45 10
                                    

you broke my fucking heart.

მოლიპულ შავ გზაზე შავი ტოიოტა მიქროდა. მგზავრობის დროს არცერთ მათგანს არ ამოუღია ხმა.

სამანტას თავი მინაზე ედო  და ფიქრობდა.

ისევ იგივე განმეორდა.
ისევ ენდო, ისევ გაყვა მისთვის უცნობი მიმართულებით.
ისევ მისცა უფლება, მის გვერდით ყოფილიყო.
კიდევ ერთხელ დაივიწყა საკუთარი პრინციპები.

გვერდიდან გრძნობდა ჰარის მწვლელ მზერას.

ტკივილისგან უნდოდა ბოლო ხმაზე ეღრიალა, უნდოდა ჰარის გაეგო რა გრძნობა იყო, როდესაც გღალატობენ.

სიყვარული ყოველთვის აფიქრებდა.

რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?

ირგვლივ გამუდმებით ისმოდა მსგავსი შეკითხვები, რაზეც ყველა თამამად პასუხობდა, რომ საყვარელ ადამიანს ღალატს ვერ აპატიებდნენ.

სამანტა ყოველთვის ფიქრობდა, რომ თუ ადამიანი გიყვარს, ყველაფრის პატიებაა შესაძლებელი.

მაგრამ ახლა, როდესაც ფაქტის წინაშე დადგა, ეგონა სამყარო თავზე დაენგრა. ახლა მას ყველა იმ გულგატეხილი ქალის ესმოდა, საყვარელმა მამაკაცმა რომ უღალატა.

ჰარიც არ იღებდა ხმას.
არ უნდოდა უფრო გაემწვავებინა სიტუაცია, უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ასეთი ახვარი შეიძლებოდა ყოფილიყო. იმდენად ახვარი, რომ იმ ანგელოზისთვის ეტკინა გული, ახლა მის გვერდით რომ იჯდა.

ასე ახლოს იყო მასთან, მაგრამ ამავდროულად ძალიან შორს.
სამანტა რომ მასთან შეხების უფლებას არ აძლევდა, ეგ უკვე სასჯელი იყო მისთვის. 

რომელი დედა******ლი გზისთვის უნდა მიემართა, სამანტა მის ცხოვრებაში რომ დაბრუნებულიყო.

მძიმედ ამოისუნთქა და წარბშეკრულმა განაგრძო გზის ყურება.

დღეს იხილავდა საბოლოო შედეგს.

ან ყველაფერი.
ან არაფერი.

when our eyes met | completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora