forgive

490 49 3
                                    

ყოველთვის განსაკუთრებულად განსჯიდა ადამიანების ნაკლებობას მის ცხოვრებაში. ყველაფერი მარტოს უყვარდა, ყველაფერს მარტო განიცდიდა. ერთი შეხედვით მხიარული გოგონა, რომელიც ღიმილის მიღმა უამრავ ტკივილს მალავდა.

იმდენად გაუსაძლისი იყო მისთვის მარტოობის შესისლხორცება და ყოველდღე რუტინული წესებით ცხოვრება. კლავდა და უმოწყალოდ ანადგურებდა ის ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში რეალურად არც ყოფილა.

ეს მისი ისტორიია.
ისტორია, რომელიც სულს აგიფორიაქებს, აგატირებს, გაწივლებს და ფიქრების მორევში გადაგისვრის ღრმად.

წერს.
ისტორია გონებიდან ფურცელზე გადააქვს და თითოეულ სტრიქონში ცდილობს ღრმა აზრის ჩადებას.

დაღლა იგრძნო, ორი საათი შეუსვენებლად წერდა, ისე რო მაგიდიდან თავი არ აუღია. ფურცლები კალამთან ერთად ცალკე გადადო და მაგიდიდან წამოდგა. გამოიცვალა და სამზარეულოში ჩავიდა. აღმოაჩინა, რომ შიმშილის გრძნობამ აუფორიაქა შიგნით ყველაფერი.

მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გადმოიღო და მომზადებას შეუდგა. საათნახევარში თავის ნახელავს კმაყოფილმა დახედა და გემრიელად დაიწყო კერძის მირთმევა.

მისი და ჰარის შეხვედრიდან ერთი დღე იყო გასული, ერთი დღე იყო გასული იმ ზღაპრული ღამიდან.

როცა ჭამას მორჩა მაგიდა აალაგა და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა. როცა საქმეები მოილია დივანზე ჩამოჯდა და ადალინაზე დაიწყო ფიქრი. ხვდებოდა მის დანაშაულს, ადალინას მის ცხოვრებაში კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. როცა უჭირდა და გაუსაძლისად სტკიოდა ის ედგა გვერდით, ადალინა იმ გულს ავსებდა, რაც მეგობრების არ ყოლით იყო გამოწვეული. საშინლად უყვარდა მისი ერთადერთი გადარეული მეგობარი, მართალია ის ეგოისტი იყო, ეგოისტი და მესაკუთრე. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ერთადერთი მეგობრის დაკარგვას. რამე აუცილებლად უნდა ეღონა.

when our eyes met | completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora