Meet

1.9K 85 4
                                    


- ყელში წვდი ბედისწერას, დახიე მცნება, სადაც თითოეული სიტყვა შენს დაცემასთან ასოცირდება. უბრალოდ წამოდექი და ნაბიჭვრულ რეალობას გაუძეხი წინ, შენ არ ხარ ის ადამიანი, ვისაც ტკივილი გადატეხავს ძვლებში და ვერ წამოდგება, შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც ტკივილით გაძლიერდება, მას დაამონებს და მთელი სიძლიერით გაუძღვება ამ ბილიკს.

აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოწვა. ახალგაზრდა მწერლის სიტყვას მაყურებელი გაფაციცებით უგდებს ყურს, ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებათ.

-და რა ხდება მაშინ, თუ ტკივილი გაუსაძლისია და მისი შეკავება ყოვლად შეუძლებელი?

გამეფებულ სიჩუმეს მაყურებლის რიგში მდგომი ქალი არღვევს. მწერალი იღიმის და ქალს უმალვე უბრუნებს პასუხს

-ტკივილმა, როგორც არუნდა გაღრიალოს და გატიროს, არ მისცე უფლება რომ შენში გაბატონდეს, მას წაუჭირე ყელზე ხელი და არსებული გზა თამამად გაიარე.

მწერალი ღიმილით ამთავრებს სიტყვებს, აუდიტორიაში დამანგრეველი ტაშის ხმა ისმის და ყველა მათგანი ფეხზე დგება. ქალი ღიმილით უკრავს მაყურებელს თავს და ემშვიდობება.

მისი რომანი: "ძვირფასო ტკივილო" ბესტსელერის ხუთეულში მოხვდა დაბეჭვდისთანავე.

სამანტა ჯონსონის კარიერა აქედან დაიწყო. ახალგაზრდა ქალ მწერალს, უკვე თითქმის ყველა იცნობდა. ავტოგრაფებიც დაარიგა, ხალხს თავის წიგნზე ხელი მოუწერა და რამდენიმესთან ფოტოც გადაიღო.

საღამოს დასრულებისთანავე გადაწყვიტა წასულიყო იმ ადგილას, რომელიც ასე ძალიან უყვარდა.

მალევე მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. ნაზი სიო ელამუნებოდა ქალს სახეზე, თვალები დახუჭა და მჩქეფარე ძალას მიანდო ყველაფერი. ქარმა თმები აუწეწა, ნელ-ნელა მიაბიჯებდა ზღვისკენ. ზღვა, ჰო მისი საყვარელი ადგილი იყო. დროის გამონახვისთანავე აქ მოდიოდა, ნაპირზე ჯდებოდა და გასცქეროდა ჰორიზონტს. ახლაც ასე მოიქცა, ნაპირზე ჩამოჯდა და მის წინ გადაშლილი ხედით დაიწყო ტკბობა.

when our eyes met | completedOnde histórias criam vida. Descubra agora