Suddenly

814 64 3
                                    

სამანტას სახეზე ერთდროულად ყველა ემოციამ გადაურბინა. გაოცებამ აღელვებამ, მოულოდნელობამ, ყველაფერმა ერთად. ვარდები ჰარიმ მას გამოუგზავნა, მისმა საჩუქარმა სიამოვნების ელფერი შესძინა გოგონას. ღიმილით დაყნოსა ვარდის გასაოცარი სურნელი, რომელიც ოთახში მომოფანტულიყო. შემდეგ ადგა და ვარდებს თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა, ლარნაკში ჩააწყო და წყალი დაუსხა. ცხოვრებაში პირველად აჩუქა მამაკაცმა ვარდები, ვერცერთი სიტყვა იმ სიამოვნებას ვერ აღწერდა, რასაც ახლა ის განიცდიდა. საშინლად აბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ჰარი ამ მხრივ პირველი აღმოჩნდა. ერთი რამ აწუხებდა, რატომ გამოუგზავნა ჰარიმ ვარდები? მას მხოლოდ ერთჯერ შეხვდა. თუმცა, ის ხომ ჰარია, თავაზიანობის ეტალონი. მანამდეც ყველა გოგოს უგზავნიდა ყვავილებს, ამ აზრის გავლების შემდეგ სამანტას გულში რაღაც ჩაწყდა, მაგრამ მაინც გაუხარდა ბიჭისგან ასეთი ჟესტი.

სავარძელზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო, არხიდან არხზე უშედეგოდ დახტოდა, არაფერი არ გადიოდა საინტერესო. ტყუილად ჯდომა რომ მობეზრდა, გადაწყვიტა რამე დაეწერა, შემდეგ კი დასაძინებლად წასულიყო.

თავის საძინებელში ავიდა და კუთვნილ მაგიდას მიუჯდა, სადაც უამრავი რაღაც დაწერა.
კალამი ხელში აიღო, ამოისუნთქა და წერა დაიწყო.

" ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. წარმოდგენა არ გაქვს რას გიმზადებს ის, წარმოდგენა არ გაქვს რა გელის ხვალ და რა ფაქტის მომსწრე შეიძლება გახდე. ადამიანი, რომელიც დღეს ტირის, ხვალ შეიძლება მისი დღე რადიკალურად შეიცვალოს. ადამიანი, თუ დღეს ნადგურდება და ცოცხლად ლპება, მისი მდგომარეობა პროგრესისკენ იცვლება მომდევნო დღეს. თუნდაც პირიქით, იცინიან, სამყარო მათი ჰგონიათ, ამ დროს კი წარმოდგენა არ აქვთ, რომ ცხოვრება იდეალური რაღაცებისთვის არ არის შექმნილი. ზოგი ტირის, ზოგი იცინის. სულ რომ ტირის ის მე ვარ, სულ რომ იცინის ისიც მე ვარ. ახლა დასაწოლად ვემზადები, გაურკვეველი ფიქრებისგან შეპყრობილი ძილს მივეცემი. დავიძინებ და შესაძლოა სამარადისო ძილს მივეცე. დავიძინებ, დილით კი შესაძლოა ავდგე, ვინ იცის.  არცერთი ადამიანი დაზღვეული არ არის თუ რა მოხდება ხვალ. ტკბილ ძილს კი ლამაზი ციტატით განვაგრძობ, თქვენც იმავეს გისურვებთ."

when our eyes met | completedWaar verhalen tot leven komen. Ontdek het nu