Dear pain

1K 68 4
                                    


" გტკივა?
უნდა გაუძლო.
სულით დაეცი?
უნდა წამოდგე, სხვა გზა არ გაქვს, ეს დაუწერელი კანონია.
ცხოვრება ყველას თავის დაღს ასვამს. ჩვენი მთავარი მიზანი ბრძოლაა. ბრძოლა სულის ხსნისათვის. ყოველთვის, როცა დილით თვალებს გაახელ, სიმკაცრით უნდა შემოუძახო თავს, რომ შენ შეძლებ ამის გაკეთებას. "

ბოლო წინადადებას ამთავრებს და კალამს მაგიდაზე დებს, შემდეგ კი დღიურს, მისი ცხოვრების თანამგზავრს უჯრაში ინახავს.

ერთი კვირა გავიდა სამანტასა და ჰარის შეხვედრიდან.
ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სახლის ზღრუბლზე დატოვა გოგონა და წავიდა.

სამანტას გრძნობა და ყველა ემოცია ერთმანეთში იყო არეული. ნამდვილად ვერ ხვდებოდა, თუ რატომ მეორდებოდა ეს გრძნობა ისევ.
მან ხომ დაივიწყა?
ის ხომ შეეშვა ვირტუალურ სიყვარულს მასთან?
მან ხომ უკვე დიდი ხნის წინ გაანალიზა, რომ მისი მომავალი ამ კაცთან შეუძლებელი იყო.

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ სამანტას მისი ნახვის სურვილი ახრჩობდა. ყველა ის მომენტი გაიხსენა, რაც ამ მომღერალთან აკავშირებდა. ტიროდა, წიოდა, ბღაოდა, წარმოსახვით სიყვარულს მისტიროდა. დრო გავიდა და მიხვდა, რომ მისი სიყვარული არაფრის მომცემი და უიმედო იყო. მამაკაცი, ვერასდროს გაიგებდა მის ჩუმ, გაუმხელელ ამბიციებს. ვერ აკოცებდა და ვერ ჩაიხუტებდა, სხეულის თითოეულ წერტილს სიყვარულით არ დაუკოცნიდა, ვერ შეეხებოდა სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემდე უყვარდა. მის მკლავეში ვერ მოიმწყვდევდა და ვერასდროს ეტყოდა, თუ როგორ ძალიან უყვარდა ის.

გოგონას მხოლოდ ლოდინი დარჩენოდა, ელოდებოდა..
განა ვხუმრობ? არა.
ის მზად იყო უსასრულოდ დალოდებოდა, ოღონდ ერთხელ მაინც ჩაკარგულიყო მის მკლავებში, მზად იყო წასულიყო ყველაფერზე ოღონდ ამ ბიჭის პირიდან მისი სახელი გაჟღერებულიყო.
შეიძლება არაფერს არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ის უბრალოდ გიჟდებოდა ჰარიზე.

when our eyes met | completedTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang