what a feeling

693 59 3
                                    

კოცნა თავბრუდამხვევი იყო ორივესათვის. როდესაც ჰაერი არ ეყოთ, ბიჭმა ნელა დააშორა თავიანთი ბაგეები. შუბლი შუბლზე მიადო და ცერა თითით ლოყებზე მოეფერა.

-ეს რატომ გააკეთეთ?

თითქმის ჩურჩულით უთხრა სამანტამ, ისე რომ არ მოშორებია ბიჭს.

-რა გავაკეთე მის ჯონსონ?

უთხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, მასთან  თამაში მოსწონდა. გოგონამ თვალები გადაატრიალა და ბიჭს მოშორდა.

-მისტერ სტაილს, თავს ნუ ისულელებთ.

ხელები გადაიჯვარედინა და გამომცდელი მზერა მიიღო.
ბიჭმა ჩაიცინა და თავი ჩახარა

-მითხარით, რა ჩავიდინე მილედი.

ეშმაკურად უთხრა და გოგოს ტუჩებს დაუწყო ყურება.

-რატომ მაკოცეთ?

მოთმინებას კარგავს სამანტა და გაღიზიანებული ეკითხება.

-ოჰო, მშვიდად ლამაზო.

იღიმის ჰარი და წელში სწორდება.

-რეპლიკების გარეშე, კითხვაზე გამეცი პასუხი.

-კარგი, გეტყვი.

ბიჭი თითებს ტუჩებზე იდებს და ჩაფიქრებულ მზერას არ აშორებს გოგონას.

-თქვენი ტუჩები იმდენად ტკბილად გამოიყურება, რომ შეუძლებელია დააიგნორო.

ტუჩს შიგნიდან იჭამს, რათა გოგონას სახეზე არ გაიცინოს. მისკენ ისევ ახლოს იწევა.
ტუჩებზე ისევ ნაზად უსმევს ხელს.

-საოცრად ტკბილია.

ნიშნისმოგებით ამბობს და სამანტას თვალებში აშტერდება. ბიჭის  თითოეულ ჟესტზე გული უჩქარდება, მასთან ახლოს ყოფნა კატასტროფული შედეგია.

მიდი სამანტა, წამოდექი.
გონება ყოველნაირად აძალებდა, რომ ჰარის მოშორებოდა, მის გულს კი არ სურდა მისი ოცნების უარყოფა, ოცნების, რომელიც წინ ეჯდა.

ფეხზე ჩამოდგა, საბოლოოდ გონებამ გაიმარჯვა.

-თქვენი წასვლის დროა.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now