something new

581 52 3
                                    

დადებითი ემოციებით დატვირთულ სამანტას თავი ჰარის მკერდზე ედო, თვალები დახუჭული ჰქონდა და მის გულისცემას უგდებდა ყურს, რომელიც ასე ძალიან ამშვიდებდა მას.

ისევ ბაღში ისხდნენ, სარწეველა საქანელაზე და ერთმანეთის მდუმარებას უსმენდნენ გულისყურით. ჰარის გოგონა მჭიდროდ ჰყავდა მიკრული, შიგა-შიგ კი თავზე უტოვებდა კოცნებს.

სათქმელი არაფერი იყო.
აქ სიტყვები სრულიად ზედმეტი იყო.

მათ მოსწონდათ ერთად ყოფნა, ორივე მათგანს მდუმარებაში გატარებული წუთებიც ხიბლს სძენდა, ოღონდ ერთმანეთთან ახლოს ყოფილიყვნენ.

-ტური როდის გეწყება?

სიჩუმე დაარღვია სამანტამ და ჰარის ქვემოდან ახედა.

-1 თვეში.

უპასუხა ჰარიმ და თმებზე დაუწყო ფერება.

-წიგნის პრეზენტაციები იგეგმება?

ამჯერად ჰარიმ დაუსვა შეკითხვა

-კი, სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ჯერ არა.

ჰარიმ თავი დაუქნია

-წამოდი, ვჭამოთ.

თბილად უთხრა ჰარიმ, სამანტა ჰარის მკერდიდან თავი წამოსწია და გაიცინა.

-სულ, როგორ უნდა შიოდეს ადამიანს?

-მორჩი სიცილს და წამოდი!

მოჩვენებითი გაბრაზებით უთხრა ჰარიმ და წამოდგა.
სამანტა წამოხტა და ლოყაზე ნაჩქარევად აკოცა, რაზეც ჰარის ჩაეღიმა.

-გრძელვადიანი კოცნები უფრო მიზიდავს, მილედი.

ეშმაკურად უთხრა ჰარიმ და სამანტას წელზე ხელი მოხვია.

-კარგი რა ჰარი, მომშორდი!

სიცილით უთხრა სამანტამ და ცდილობდა ჰარის ხელი მოეშორებინა.

-ამას დამიხედეთ ერთი, რამდენს ლაპარაკობს.

წარბი აწია ჰარიმ, შემდეგ კი გაიღიმა.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now