fallin' again

529 53 9
                                    

ადამიანმა, ცხადია უნდა ასაზრდოოს თავისი გონება, მაგრამ ამავე დროს მის დანაგვიანებას უნდა ერიდოს, ამბობს ელიფ შაფაქი. მაგრამ როდესაც უსასრულობაში იკარგები და შენივე უმოქმედობა გშთანთქავს უკვე აღარ იცი თვითგადარჩენისათვის რა უნდა იღონო. ხალხური გამოთქმის მიხედვით, ძლიერი ადამიანი ყოველთვის იღიმის, მაგრამ ბედნიერი სახე არ ნიშნავს ბედნიერ გულს.'

ხელში კალამი ეჭირა, თვალცრემლიანი იჯდა მაგიდასთან და წერდა. მაგრამ ის უბრალოდ არ წერდა, ის გრძნობებს წერდა, ის ფიქრებს წერდა, ტკივილს თუ ბედნიერებად ფურცელში ანთხევდა.

უკვე ორი დღე გავიდა, რაც ჰარი ზღვის პირას დატოვა და წამოვიდა, მაგრამ არცერთხელ უნანია თავისი გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ სამანტას სურვილით მოხდა ეს ყველაფერი, გულში მაინც სიცარიელეს გრძნობდა. თითქოს მისი გულიდან ყველა უნებლიედ გაირიყა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თევზი იყო, რომელიც წყლის გარეშე დატოვეს, ფრინველი, რომელსაც ფრენა აუკრძალეს ან თუნდაც ძაღლი, რომელსაც ყეფა აუკრძალეს.

ირონიულია ადამიანის ყოფა.
გაიფიქრა მან და მწარედ ჩაიცინა.

სამანტა იცინოდა, თავის ცხოვრებას დასცინოდა.

მთელი თავისი ცხოვრება მარტო იყო, მიუხედავად იმ ადამიანებისა, რომლებიც მის გვერდით იყვნენ.

მაგრამ ვის შეუძლია განკურნოს შენი სულის იარა, რომელ პატიოსან თავხედს ძალუძს შენს სულში ხელები აფათუროს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს!

მარტოობა შენი ტკივილია, ვერავინ გაიზიარებს მას. ბოლოს მაინც მარტო  დარჩები და შენს მკვდარ ამბიციებთან ერთად ჩაძაღლდები.

აღარ იცინოდა, არც ტიროდა.
უბრალოდ სავარძელზე იჯდა, ერთ წერტილზე მიშტერებული თავის ჩანაწერებთან ერთად.

-მორჩა სამანტა, შეეგუე!

საკუთარ თავს გაუმეორა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.

when our eyes met | completedWo Geschichten leben. Entdecke jetzt