you are mine

499 48 6
                                    

-არ შემომიშვებ, საყვარელო?

ბოხი ხმით მიუგო და ეშმაკურად გაუღიმა.

-რა თქმა უნდა.

სამანტა გვერძე გაიწია და გზა დაუთმო, შიგნით რომ შემოსულიყო.

-მშვენივრად გამოიყურები, ალუბალო.

ურცხვად აათვალიერა ჰარიმ და გაუღიმა. სამანტას ჰარის კომპლიმენტზე ლოყები შეეფარკლა, რაც ჰარის არ გამოპარვია, გაიცინა და ლოყაზე მხურვალედ აკოცა.

-სადღაც უნდა წაგიყვანო.

თქვა ჰარიმ და სამანტას რეაქციას დაელოდა.

-კი მაგრამ, სად?

სამანტა გაკვირვებას ვერ მალავდა.

-ეგ უკვე ჩემი საქმეა.

თვალი ჩაუკრა ჰარიმ, რაზეც სამანტამ თვალები აატრიალა

-თუ არ მეტყვი არსად წამოგყვები.

-თუ არ გაჩუმდები, გაკოცებ.

ეშმაკურად გაეღიმა ჰარის და ლოყები დაეჩხვლიტა, როგორც ყოველთვის.

სამანტა გაშეშდა, მასაც ტრადიციულად აუწითლდა ლოყები ჰარის კომენტარზე.

-მოკეტე, ახლა მითუმეტეს არ წამოგყვები.

ხელები გადაიჯვარედინა სამანტამ

-ფიქრობ, ამას არ გავაკეთებ?

წარბები მაღლა აზიდა ჰარიმ

-ჰო, ვფიქრობ გამბედაობა არ გეყოფა.

სამანტა ველურ თამაშში აყვა. იცოდა, რომ რეალურად ჰარის კოცნის სურვილი ახრჩობდა, მაგრამ ის ზედმეტად პრინციპული იყო ამ ყველაფრის აღიარებისთვის.

-კარგი, ვითვლი.

ეშმაკურად გაიღიმა ბიჭმა

-ერთი

სამანტა მეორე ოთახისკენ გაიქცა, ჰარის ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა.

-ორი

ხმამაღლა დაიძახა და უკან მიყვა. გოგონა სამზარეულოში იმყოფებოდა, მათ მხოლოდ ერთი მაგიდა აშორებდათ ერთმანეთს. სამწუხაროდ, გოგონამ ზუსტად ვერ გათვალა.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now