Endless love

605 43 2
                                    

And If you choose to stay with me, I'll  spend my life with you.

"ოცნებას რეალიზმად ვხატავდი,  ფიქრებს ცის ორმოში სინაზით ვქარგავდი. ვიჯექი და იმ თვალებს ვუყურებდი, მე რომ ასე ძალიან მიყვარდა. ჩემს გულში სამუდამოდ დაიდო ბინა, ჩემს სულში აფათურებდა ხელებს.მე შევისისხლხორცე, ის მუდამ ჩემთან იქნება, ისევე როგორც მე ვიქნები მასთან. ჩემს ყველა ოცნებაში ვხედავდი, მის თითოეულ ბგერას ვგრძნობდი. ვფიქრობდი და ვერ ვპოულობდი პასუხს, როცა არ ვიცნობდი, როგორ ვცხოვრობდი? როგორ შემეძლო მის გარეშე მესუნთქა? სიცოცხლე ახლა ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან სწორედ ის იყო ჩემი სიცოცხლე. სწორედ ის იყო ერთადერთი, რომელიც მწამდა.  ჰარი სტაილსი სამყაროს სრულყოფილება იყო, მაგრამ პირველ რიგში სამუდამოდ იყო ჩემი ერთადერთი სრულყოფილება."

წერას ღიმილით ამთავრებს და  კალამს მაგიდაზე დებს. უკნიდან მუცელზე ხელის შემოხვევა იგრძნო, ჰარიმ თავზე აკოცა და ღრმად შეისუნთქა სამანტას სურნელი.

-ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა, ღვთის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

ღიმილით ეუბნება ჰარი და სამანტას შუბლზე უტოვებს კოცნას.

-ჩემს ყველაზე დიდ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი შენს სიყვარულს ჩემდამი. მადლობა, რომ არსებობ.

თვალცრემლიანი სამანტა ჰარის მთელი ძალით ეხვევა.

სამანტამ ჰარის მხრებზე დადო ხელი და მის ფეხებზე დაჯდა. ჰარიმ არ დააყოვნა და მის ტუჩებს დაეწაფა.

ფეხებში ხელი ჩაავლო და მის წელზე შემოაწყობინა, ლოგინისკენ წაიყვანა და ფრთხილად დააწვინა. თვითონ კი მის ზემოდან მოექცა და ნაზი კოცნების დატოვება დაუწყო.

ზედმეტად სრულყოფილი იყო ჰარისთვის, ეხებოდა სხეულს, რომლის სულზეც სიგიჟემდე იყო შეყვარებული.

-მიყვარხარ, სემ.

თბილი ღიმილით დაჰყურებს ჰარი

-მეც მიყვარხარ, ჰაზ.

ორივე გაშიშვლდა, ჰარიმ სამანტას ფეხებში დაიწყო მოძრაობა. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მათი ვნებამორეული ხვნეშა არღვევდა.

***

ყოველი დღის გათენება უხაროდათ. ერთმანეთით ტკბებოდნენ, ხარობდნენ, ყვაოდნენ, ბედნიერებას შეიგრძნობდნენ.

რა არის სიყვარული? სიყვარულია, როცა მისი თითოეული ამოსუნთქა შენსაზე ბევრად მნიშვნელოვანია. სიყვარული ეს არის ფრენით ესწრაფვოდე ბედნიერებას, სიყვარული მარადიული სასწაულია, ის ოცნებაა რომელსაც არ ამბობენ ხმამაღლა რადგან ეშინიათ რომ გაქრება.

რა მშვენიერი იყო მათი სიყვარული. არასდროს არ უნანიათ ერთად გატარებული წამი. არც მაშინ, როდესაც  პარიზში ფრანგული კოცნა აჩუქეს ერთმანეთს, არც მაშინ როდესაც ჰარიმ სამანტას ხელი სთხოვა. არც მაშინ, როდესაც სამანტას სხეულში მეორე პატარა სხეულმა დაიწყო ზრდა.

არასდროს ერთად გატარებული წამი არ უნანიათ. ერთმანეთის თვალებში ხედავდნენ სამყაროს. ყველაფერი მაშინ შეიცვალა,  როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა.




მხოლოდ ეპილოგი დარჩა და ვსო, მოთხრობა დასრულდება. აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი, ჩემთვის თქვენი თითოეული სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. ❤

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now