faded

449 43 5
                                    

-შვილო, როგორ მომენატრე.

გახარებული ეგებება დედამისი და სამანტას ეხუტება.
ავსტრალიაში დაბრუნდა, თურმე როგორ მონატრებია მისი ოჯახი.

-დე, მეც ძალიან მომენატრეთ.

თბილი ხმით უთხრა და ისიც მაგრად მოეხვია.

-დედამისით ისე გაერთო, ვის ახსოვს მამა.

ნაწყენი ხმით თქვა, სამანტას მასზე გაეცინა და ახლა მას ჩაეხუტა მთელი ძალით.

-მა, როგორ მომენატრე.

-მეც მომენატრე, ჩემო პრინცესა.

თბილი ხმით უთხრა და შუბლზე აკოცა.

-ლილი სად არის?

მხურვალე ჩახუტების შემდეგ იკითხა სამანტამ, ლილის ჯერი იყო უნდა ჩაეკოცნა, რადგან ძალიან მოენატრა ის.

-ძინავს.

-მომეცი ჩანთებს შენს ოთახში აგიტან.

თბილი ხმით უთხრა რობერტმა და ჩანთები გამოართვა.

-მადლობა, მა.

-ნამგზავრი ხარ და დაღლილი, წამოდი საჭმელს გაგიმზადებ.

ლუსი მკაცრად აკონტროლებდა შვილების კვებას, ეს ახლაც იგივენაირად მოხდა, რაზეც სამანტამ ჩაიცინა და თავი გააქნია.

-როგორც ყოველთვის, შეკამათებას აზრი არ აქვს არა?

-როგორც ყოველთვის, არ აქვს აზრი.

კმაყოფილმა დაუქნია თავი. შვილს ხელი დაავლო და სამზარეულოში გააქანა.

-მომიყევი, როგორ მიდის შენი საქმეები.

უთხრა ლუსიმ, პარალელურად კი სამანტას საყვარელი შოკოლადიანი ბლინების გამოცხობას შეუდგა.

-ძალიან კარგად დედა, წიგნების მაღაზიაშიც ძალიან ხშირად მიწვევენ პრეზენტაციისთვის, ხელფასიც რა თქმა უნდა მაქვს. ერთი სიტყვით, ყველაფერი იდეალურადაა.

ნაძალადევად გაიღიმა. ბოლო სიტყვაზე გულში მწარე ჩხვლეტა იგრძნო, რეალურად არაფერიც არ იყო კარგად, მითუმეტეს იდეალურად.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now