drunk

633 49 4
                                    


ბოხი ბარიტონის მოსმენისას სამანტას სხეულმა მალევე მოახდინა რეაგირება, კანზე ბეწვი აეშალა და გულის ცემაც საგრძნობლად აუჩქარდა.

-მისტერ სტაილს!

თქვა სამანტამ და მისკენ შებრუნდა. მთლიანად მოინუსხა მისით, ფიქრობდა თუ რა ლამაზი იყო ეს მამაკაცი, როგორი სიმპატიური.

-ასეთი მზერით რატომ მიყურებთ მის ჯონსონ?

ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ჰარიმ და წელზე ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია

-უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან სიმპატიური ხართ.

ენამ წინ გაუსწრო, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. ალკოჰოლი მის ორგანიზმს მოედო და ნათლად იყო ამ ყველაფრის შედეგი ფაქტებზე.

-ოუ, ნუთუ ახლა კომპლიმენტი მითხარი?

ეშმაკური ღიმილით უთხრა ჰარიმ და წარბები ზემოთ აზიდა

-დიახ.

-შენს ორგანიზმში გადაჭარბებული ალკოჰოლის დოზა გალაპარაკებს.

-მე ასე არ ვფიქრობ.

გაიკრიჭა სამანტა, ჰარის ჩაეღიმა მის ამ ჟესტზე.

-კარგი, ანუ უნდა ჩავთვალო რომ მთვრალი ყოველთვის გულწრფელი ხარ, ასეა?

-არ ცდები.

გაუღიმა სამანტამ და კისერზე შემოხვია ხელი. ცეკვა უნდოდა, ჰარიც მალევე მიხვდა რაც უნდოდა და ცეკვა დაიწყეს. სამანტამ თავი გულზე დაადო და მთელი სხეულით აეკრო, თითქოს მის გულ-მკერდზე იპოვა თავისი სახლი. თითქოს მის გულმკერდზე იგრძნო, რომ ცოცხალი  იყო. გაიგო, შეიგრძნო და დააფასა.

გაიგო, თუ რა კარგი გრძნობა იყო ეს.
ცოცხალი იყო, რადგან სწორედ მაშინ  იგრძნო სიცოცხლე.
დააფასა, ეს მშვენიერი შეგრძნება, რომელიც გულს მალამოდ ედებოდა.

-შენი გული ისე ძლიერად ცემს..

თქვა თვალდახუჭულმა სამანტამ, რომელსაც თავი ნასიამოვნები სახით მიედო ჰარის გულზე. ასეთ ხმაურში ჰარიმ მაინც გაიგო მისი სიტყვები. გაეღიმა

when our eyes met | completedWaar verhalen tot leven komen. Ontdek het nu