beautiful night

576 56 3
                                    


-წავიდეთ?

მგზნებარე ხმით ჩასჩურჩულა ჰარიმ და ცხვირი გაუხახუნა სამანტას ლოყას.

-წავიდეთ.

სამანტამ კარები ჩაკეტა და გასაღები ჩანთაში ჩააგდო. ჰარიმ მანქანის წინა კარი ჯელტმენურად გაუღო, რაზეც სამანტას ჩაეღიმა და მადლობა გადაუხადა.

მანქანით აუჩქარებლად მიდიოდნენ სამანტასთვის უცნობ ადგილას, ცქმუტავდა და ვერ ითმენდა.

-სად მივდივართ?

ბოლოს მაინც კითხა ჰარის და თავი მისკენ შეატრიალა.

-არ მინდა ზედმეტი შეკითხვები დასვა, რომ მივალთ გაიგებ.

თვალი ჩაუკრა და ჩაიცინა. სამანტამ ამოიოხრა და თავი მინას მიადო. ფიქრობდა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება  რამოდენიმე დღეში, ის ახლა აქ იყო, ჰარის გვერდთ იჯდა და მასთან ერთად მიდიოდა პირველ პაემანზე.

შეხტა, როდესაც მოულოდნელად  ხელები ბარძაყზე იგრძნო, ჰარის გაფართოებული თვალებით უყურებდა. ის კი შეგნებულად არ აქცევდა ყურადღებას და გზას მისჩერებოდა, მაგრამ ტუჩებს კუმავდა სიცილისგან დ ყოველნაირად ცდილობდა შეკავებას.

-ხელები მომაშორე ჰარი სტაილს!

-რატომ?

მისკენ წამით მიბრუნდა და ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე, ამავდროულად კი სამანტას ბარძაყებს ხელი მოუჭირა.

-ჰარი..გაფრთხილებ მომშორდი!

-როგორც იტყვი, პატარავ.

გაიცინა და ხელები უფრო ზემოთ ააცურა. ჰარისთვის სამწუხაროდ სამანტას გრძელი კაბა ეცვა, მის ხელებს არ შეეძლოთ თავისუფლად მოძრაობა, სურვილი კლავდა ის მშვენიერება დაენახა, რაც სამანტას კაბის ქვეშ იმალებოდა, მაგრამ არა! ია არ გავს სხვას, ჯერ ძალიან ადრეა, ძალიან!  თავი გააქნია ბილწი აზრების მოსაშორებლად და ყურადღება ისევ გზაზე გადაიტანა.

-ის მაინც მითხარი მალე მივალთ თუ არა.

-უკვე მოვედით.

when our eyes met | completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora