where do broken hearts go

557 54 8
                                    

მოლიპულ შავ გზაზე ბილიკს ფეხით მიუყვებოდა. ემოციებს კონტროლს ვეღარ უწევდა, იგრძნო რომ ნაცნობმა ტკივილმა ისევ დაისადგურა მის გულში ადგილი. თავი აღარ დაანება და ისევ დაბრუნდა.

-რატომ გამოჩნდი ისევ ჩემს ცხოვრებაში, რატომ!

ამბობდა და ტიროდა.
გარშემო ხალხი არ ირეოდა, აქა-იქ თუ ნახავდით  ადამიანებს. როგოც ჩანს, ყველა ჰარის კონცერტზე იყო წასული.

მისი ახალგაზრდა მეგობარი, გულის სახით მასში ტკივილით ფეთქავდა.

უნდა შეეჩერებინა, ეს გრძნობა უნდა შეეჩერებინა და ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინა ჰარი ედვარდ სტაილსი!

თავს ვერაფერს უხერხებდა.
უკვე ერთი დღეც ვერ ძლებდა მის გარეშე, მის მწვანე თვალებში ჩაკარგვა უსასრულოდ უნდოდა.

მაგრამ ცხოვრება იდეალური არ არის, ის ტკივილია და მან დიდი ხნის წინ მოიხსნა ვარდისფერი სათვალე ცხოვრების.

აქ არ არსებობს Happy End-ი.
ყველაფერი ზედმეტად ხორცშესხმული და რეალურია. ხორცშესხმული და რეალური ტკივილი, ტკივილი, რომელსაც არ აქვს საზღვარი.

ფიქრებით დატვირთული სამანტა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როცა თავის სახლს ხუთი მეტრით აცდა.

ქუთუთოებზე სიმძიმეს გრძნობდა, ალბათ ახლა საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ არ ადარდებდა.

სახლში შევარდა და გეზი თავისი ოთახისკენ აიღო. კარი ლამის შეანგრია და ტუმბოს უჯრიდან დღიური ამოიღო.

რამდენიმე წამი აშტერდებოდა წარბშეუხრელად, მოგონებები უკვე ფხიზლად იყო.

ეს სწორედ ის დღიური იყო, რომელიც ისევ და ისევ ჰარი სტაილს ეკუთვნოდა.

მისი გრძნობები, ყველაფერი ჰარის მიმართ აქ იყო თავმოყრილი.

-დროა ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა!

დღიური ხელში შეათამაშა და ოთახიდან გავიდა, შემდეგ კი სახლიც უკან მოუხედავად დატოვა.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now