friendship

625 53 1
                                    

დილას ტელეფონის ხმა აღვიძებს. თვალებს იფშვნეტს და თავს ბალიშში აბრუნებს, ტელეფონის ხმა უკვე ტვინზე ურტყამს.

-შენი დედაც!

იკურთხება ნამძინარევი და გაღიზიანებული ხმით და ტელეფონს პასუხობს. არც დაუხედავს თუ ვინ რეკავდა.

-გისმენთ.

-დილამშვიდობისა სამანტა.

თვალები დაჭყიტა მისი ხმის გაგონებისას, ლოგინიდან წამოხტა.

-შენ სრულ ჭკუაზე ხარ? იცი მაინც რომელი საათია?

ჩაყვირა ტელეფონში.
გულის სიღრმეში დახტოდა რადგან ჰარი მას ურეკავდა.

-უფს..მაპატიე, უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა.

გაიცინა ჰარიმ, სამანტამ იგრძნო ირონიული ტონი. მოდი ვაღიაროთ, სადღაც ძალიან ღრმად მართლა ჩაწყდა რაღაც.

-მე ხო რას ამბობ, ვკვდები შენი ხმის გაგონებით.

ირონიული ტონით ჩასძახა მანაც.

-სხვანაირად ვერც იქნები ლამაზო.

სამანტამ ღრმად ჩაისუნთქა სიბრაზისგან, ეცადა თავი დაემშვიდებინა, თორემ თავს ვეღარ შეიკავებდა.

-პირდაპირ თქვი რა ჯანდაბის გამო რეკავ და გათიშე ეს დედაატირებული ტელეფონი.

-შენნაირ ლამაზ გოგოს არ უხდება უზრდელობა.

ის რა დამცინის კიდეც?
გაიფიქრა სამანტამ.

-წადი შენი!

გაბრაზებულმა ჩასძახა და ტელეფონი გათიშა.

-მშვენიერია, დილის დასაწყისიც ასეთი უნდა!

ზეწარი გადაიხადა და საწოლიდან წამოდგა

-იდიოტი, თავხედი, უზრდელი..დილა ჩამაშხამა

მალევე ისევ გაისმა ტელეფონის ხმა, ისევ ჰარი იყო. დააიგნორა და აბაზანაში შევიდა. ცხელი წყლის ქვეშ დადგა, იბანდა ამავდროულად კი ჰარიზე ფიქრობდა. როგორ აღმოჩნდა ჰარი იმაზე დიდი მექალთანე ყოფილა, ვიდრე ტელეეკრანებზე. მაგრამ ვერ უარყოფდა, როგორ მოეწონა მისი კოცნა, მეტიც შეუყვარდა კიდეც. იქნებ ისევ უყვარს, მაგრამ ამ გრძნობას საგულდაგულოდ მალავს გულის სიღრმეში, ვინ იცის.

როცა დაბანას მორჩა პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან. ფიქრობდა თუ რა ჩაეცვა, ამ დროს ისევ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ეგონა ისევ ჰარი იყო, მაგრამ შეცდა, როდესაც ეკრანზე მისი საუკეთესო მეგობრის ადალინას ფოტო გამოჩნდა.

-ბინგოო, ტელეფონს უპასუხე, არ მჯერა!

იმხელა ხმაზე იყვირა, ტელეფონი ყურისგან მოშორებით გაწია.

-არანორმალურიც კი აღარ ხარ უკვე!

სიცილით ჩასძახა მან.

-რაღაც უფრო მეტი არა?

-ზუსტად!

-მის ჯონსონ დამდებთ უდიდეს პატივს და კაფეში შემხვდებით? ავტოგრაფი მჭირდება

გაიცინა ადალინამ

-რა თქმა უნდა მოვალ, ისედაც ვაპირებდი სადმე გასვლას.

-ძალიან კარგი შევთანხმდით, მისამართს მოგწერ.

-კარგი, გელოდები.

ტელეფონი გათიშა და კარადასთან მივიდა. გემოვნებიანად ჩაიცვა, მას არასდროს ეშლებოდა ასეთი რაღაცები!

 გემოვნებიანად ჩაიცვა, მას არასდროს ეშლებოდა ასეთი რაღაცები!

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სულ მცირე წარსულში ჰარის ფანი იყო ბოლოს და ბოლოს!

ისევ ჰარი გამოჩნდა მის გონებაში, რის გამოც უსაყვედურა საკუთარ თავს ძალიან მწარედ.

მისი სამოსი გამომწვევიც იყო ზედმეტად, მაგრამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა, ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.

ტაქსი კაფის წინ გაჩერდა. ფული გადაიხადა და კაფეში შევიდა. იქაურობას თვალი მოავლო, ადალინამ ხელი დაუქნია, ისიც მისკენ დაიძრა.

-ჩემი საყვარელი მწერალი როგორ არის?

წარბები აათამაშა ადალინამ და მონატრებულ მეგობარს გადაეხვია. სამანტამაც არ დააყოვნა და ხელები შემოხვია.

-მშვენივრად მეგობარო, თავად?

როცა ჩახუტებას მორჩნენ, მიმტანს შეკვეთა მისცეს და საუბარი დაიწყეს.

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now