morning like this

659 54 5
                                    

დილით სამანტას თავის ტკივილი აღვიძებს. სიმწრისგან იმანჭება და ძლივს ახელს თვალს. როცა მისი თვალები იმ გარემოებას აღიქვამს, სადაც იმყოფება საწოლიდან ელვის სისწრაფით დგება. სახე შუხმუჭნა, რადგან უეცარი წამოდგომისას თავი უფრო ატკივდა.

ოთახს თვალი მოავლო, სახტად დარჩა, რადგან ოთახი ნამდვილად გემოვნებიანად იყო მოწყობილი.

ერთი შეკითხვა აწუხებდა, თუ სად იყო, ვისი სახლი იყო ეს, უფროსწორად სასახლე.

ტანზე დაიხედა, შვებით ამოისუნთქა, როცა კაბა ისევ მის სხეულზე აღმოაჩინა. ლოგინზე წამოჯდა და ცალი ხელით საფეთქლის ზელვა დაიწყო, ცდილობდა გუშინდელი კლუბში მომხდარი კადრები დეტალურად გაეხსენებინა, მაგრამ უშედეგოდ.

ოთახის კარი გაიღო, რაზეც სამანტა შეხტა.

-დილა მშვიდობისა, ძილისგუდავ.

გაიცინა ჰარიმ და სამანტას გვერდით დაუჯდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამანტა გაოგნებული შესცქეროდა ჰარის.

-სამანტა, ჯერ კიდევ დედამიწაზე იმყოფები.

უთხრა ჰარიმ და თითები სახის წინ გაუტკაცუნა. სამანტამ ამოიოხრა და მზერა გაუსწორა

-შენს სახლში რატომ ვარ?

ინტერესით კითხა, ჰარიმ გაოცებით აქაჩა წარბები ზემოთ.

-ნუთუ არაფერი გახსოვს?

ეშმაკურად გაუღიმა ჰარიმ

-ყოველ შემთხვევაში კაბა ისევ ჩემს სხეულზეა.

შეშფოთებით გააქნია თავი

-იქნებ, ვნებიანი ღამის შემდეგ გადავწყვიტე შენს ტანზე კვლავ დამებრუნებინა სამოსი.

ბინძურად გაიღიმა ჰარიმ, ცოტაც და სამანტას რეაქციაზე გადაიხარხარებდა.

-შენ რა..ნუთუ შენ, არა!

ბლუყუნებდა და ყურებს არ უჯერებდა, ჰარიმ ეს როგორ გაუკეთა, მან უმწეო გოგონას მდგომარეობით ისარგებლა!

when our eyes met | completedWhere stories live. Discover now